ღმერთი

ღმერთი

четверг, 9 мая 2013 г.

ვინ არიან “ინდიგო ბავშვები”

  ინდიგო ბავშვები კაცობრიობის განვითარების, ანუ ადამის გენეოლოგიურ ხეზე ყლორტებივით ამოვიდნენ. ისინი, მართლაც, განსხვავდებიან ჩვენგან. ალბათ, ასეც უნდა იყოს, რადგან ახალი დროების შვილები არიან. კაცობრიობა წინ მიიწევს. საერთოდ, ყოველი მომავალი თაობა წინამორბედზე უფრო განვითარებული უნდა იყოს. ინდიგო ბავშვების ამოცნობა ძნელი არ არის – მათ აქვთ შემოქმედებითი ნატურა, მაღალი ინტელექტი, გამოირჩევიან საოცარი გაბედულებითა და მტკიცე ხასიათით.
რატომ უწოდებენ ახალი დროების შვილებს “ინდიგო ბავშვებს”
ტერმინი “ინდიგო ბავშვები” პარანორმალური უნარის მკვლევარებმა დაამკვიდრეს. მათ დაადგინეს, რომ უცნაური ბავშვების აურა მუქი ლურჯია, ანუ ინდიგოს ფერი (ინდიგო მცენარეა). დიდ ბრიტანეთში მათ “ათასწლეულის შვილებს” უწოდებენ, რუსეთში – “სინათლის ბავშვებს”.
როგორები არიან “ინდიგო ბავშვები”
ფსიქოლოგთა თქმით, ეს უჩვეულო ბავშვები, თავიანთი თანატოლებისგან განსხვავდებიან შემოქმედებითი ნატურითა და ძალიან მაღალი ინტელექტით. მათ შეუძლიათ, თამამად მიიღონ გადაწყვეტილება, აქვთ მტკიცე ხასიათი და შესაშური გულმოდგინება. ხშირად სხვებზე უკეთ ხედავენ რაციონალურ გამოსავალს რთული ვითარებიდან, შეუძლიათ, დრომოჟამული სისტემების ნგრევა, ახლის შექმნა. მათზე აღზდის ძველი მეთოდები არ მოქმედებს, ინდიგო ბავშვები ამაზე საერთოდ არ რეაგირებენ, იგულისხმება დასჯა, დაშინება, შეურაცხყოფა. მათ აქვთ შეხედულებათა საკუთარი სისტემა, რომლის შეცვლაც გარედან ჩარევით შეუძლებელია. თუ შეეცდებით, უჩნდებათ აგრესია, ან საკუთარ თავში იკეტებიან. ინდიგო ბავშვებს, თანატოლებისგან გასნხვავებით, არ ჰყავთ ავტორიტეტები. საჭიროდ არ თვლიან თავიანთი საქციელის ახსნას, არჩევანში თავისუფლები არიან. ამასთან, უნარი აქვთ, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ ინტელექტზე დაყრდნობით. უზომოდ უყვართ ბუნება – მცენარეები, ცხოველები, ფრინველები. შეუძლიათ საოცარი თანაგრძნობა და ახლობლებისგან უპირობო სიყვარულს მოითხოვენ, რაც მათ ძალიან სჭირდებათ. ითხოვენ, ასევე, დიდ ყურადღებას და ეძებენ ნამდვილ, მტკიცე, გულწრფელ მეგობარს. არიან ალტრუისტები და დაუოკებელი სურვილი აქვთ, დაეხმარონ სამყაროს უაღრესად მნიშვნელოვან საქმეში. შეიძლება, არაკომუნიკაბელურნიც გეჩვენოთ, თუ თავისნაირების წრეში არ იმყოფებიან.
წესისამებრ, ინდიგო ბავშვი, თავის ასაკთან შედარებით, უფროსია – გეგონებათ 13-ის კი არა, 43 წლისაა. გამოირჩევა თავდაჯერებულობით (იცის საკუთარი თავის ფასი), დამოუკიდებელი და ამაყია. გარდამავალ ასაკში ხშირად იმყოფება დეპრესიულ მდგომარეობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, შეუძლია, დაუნდობელიც იყოს, თუ გულგრილობისა და შეუგნებლობის გადაულახავ ბარიერს შეეჯახება, ვერ იტანს, როცა აიძულებენ, რაღაც გააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ “ასეა საჭირო”, ან “ყველა ასე აკეთებს”.
რატომ არიან განსხვავებულები
დიმიტრი მენდელეევმა წამოაყენა ადამიანსა და გარესამყაროს `სამების~ იდეა. მისი თქმით, ყველაფერს აქვს სამი არსი: გონი, სამშვინველი და სხეული. მათ შორის მთავარი გონია, რომლის გამოკვლევასაც მენდელეევის მიმდევარმა ვერნადსკიმ შეალია მთელი ცხოვრება. სწორედ მან ჩამოაყალიბა ნოოსფეროს მოწყობის კონცეფცია (ნოს – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გონებას. მეცნიერები თვლიან, რომ სამყაროსაც აქვს გონი, ანუ ნოოსფერო), რომელიც ინახავს სრულიყოფილ, ჭეშმარიტ ცოდნას. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ინდიგო ბავშვების ნიჭი და ზეგონიერება მემკვიდრეობითობის, გენეტიკური მუტაციის, ან აღზრდის შედეგი არ არის.
“ინდიგო ბავშვების” ინტუიცია
ვერნადსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ XXI საუკუნეში ადამიანი ისწავლის, როგორ მოექცეს ნოოსფეროს და ურთიერთობის ერთადერთი არხი ინტუიცია იქნება. ინდიგო ბავშვებიც გარესამყაროს ინტუიციით აღიქვამენ და არა – ლოგიკით, როგორიც აქამდე იყო მიღებული. სწორედ ინტუიციის წყალობით იღებენ ინფორმაციას “ზევიდან”, თუ რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და უფრო ეფექტური ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ეს განაპირობებს მათ კატეგორიულობას, თვითნებობას და სტერეოტიპების უარყოფას პატარაობიდანვე.
ინდიგო ბავშვებში უკვე გამოვლინდა 80-ზე მეტი ფენომენალური ნიჭი, როგორიცაა: სხვისი აზრების კითხვა, ინტუიციის წყალობით ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება შორ მანძილზე, ნათელხილვა, წინასწარ დანახვა მოვლენების, წინასწარმეტყველება და ა.შ.
იმისთვის, რომ ადამიანი, ცხოველისგან განსხვავებით, დედამიწის ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი გახდეს საკუთარი სრულყოფილების წყალობით, ნებისმიერ ჩვენგანს დაბადების წინ ეძლევა გონი – ჭეშმარიტი ცოდნის ნაწილი, რომლის სარეალიზაციოდაც განსხეულდება მისი სამშვინველი და გონება მატერიალურ სამყაროში. სწორედ ეს ცოდნა განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას. ასე რომ, თითოეული ბავშვი, გასნაკუთრებით კი “ინდიგო”, უკვე პოტენციური გენიოსია: პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი და ა.შ. უჩვეულო პატარებმა, თანატოლებისგან განსხვავებით, პატარაობიდანვე იციან, თუ რისთვის მოევლინენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, დაუოკებელი სურვილი აქვთ, ცოდნა შეიძინონ და საწადელს ეწიონ. არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, შინაგანი ნიჭის გამოვლენას. ამ შემთხვევაში მშობლის და საზოგადოების ვალია, დაეხმარონ ბავშვს, მასში ჩადებული ცოდნის აღმოჩენაში და არ აიძულონ, ისწავლოს ძველი, გარდასულ დროთა მკვდარი გამოცდილება. თუ ცოტა უტრირებას გავუკეთებთ ფაქტებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მშობლებმა უნდა ისწავლონ ინდიგო ბავშვებისგან სამყაროს ახლებური აღქმა.
ისინი ავადმყოფები კი არა, სხვანაირები არიან…
იდნიგო ბავშვი კარგად რეაგირებს, როცა მას დიდივით პატივისცემით ექცევიან. თანატოლებისგან იგი გამომეტყველებითაც განსხვავდება – თვალებში ჩანს დიდი სიბრძნე და გონიერება. მეცნიერთა მტკიცებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იბადებიან `ცისფერი~ ბავშვები და მომავალშიც, ახალშობილთა 90 პროცენტი “ინდიგო” იქნება. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ჩვენს სკოლებში, სადაც ამდენი ჭკვიანი და თავისუფლებისმოყვარული პატარა ადამიანი ისწავლის?!
მკვლელი ბავშვებიც ცისფერაურიაები არიან
ტალანტთან ერთად, უჩვეულო პატარებს ნაკლიც აქვთ – მაგალითად, არამდგრადი ფსიქიკა. ერთ წუთს რომ მხიარულობენ, მეორე წუთში განმარტოვდებიან, აპათიურები ხდებიან და რაღაცაზე ფიქრობენ. ძალიან ცუდია, რომ უფროსები – მშობლები, მასწავლებლები – ცდილობენ ყვირილით, აკრძალვით, ცემა-ტყეპით გავიდნენ ფონს. დანგრეული, დამცირებული ინდიგო ბავშვი არის პიროვნება, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა და რა გასაკვირია, თუ მკვლელი გახდება?! სტატისტიკის თანახმად, აღრიცხულია შემთხვევები, როცა ინდიგო ბავშვმა მოკლა მშობლები ან თანატოლები. ამავე სტატისტიკის თანახმად, თვითმკვლელთა შორის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო მეტი ინდიგო ბავშვი გვხვდება.
მეცნიერები თვლიან, რომ უზარმაზარი შინაგანი ენერგიის გამო, რომელსაც რეალიზებას ვერ უკეთებენ, ხდებიან აგრესიულები და აღგზნებულები, ისინი ხომ მომავლის ბავშვები არიან, უფროსებს უჭირთ მათ თავში ჩახედვა, სადაც უამრავი განუხორციელებელი იდეაა.
არის თუ არა თქვენი შვილი “ინდიგო ბავშვი”
ამის გასარკვევად გეტყვით, რა თვისებებით გამოირჩევიან თანატოლებისგან ინდიგო ბავშვები:
* ზემგრძნობელობა და უზომო ენერგია;
* ადვილად ბეზრდება ნებისმიერი საქმე, კონცენტრირებულია მხოლოდ მაშინ, როცა ესა თუ ის საქმიანობა მოსწონს;
* აჯანყებას აწყობს ავტორიტეტების წინააღმდეგ, თუ მათდამი პატივისცემით არ არის განმსჭვალული;
* მალე კარგავს ემოციურ წონასწორობას, რადგანაც მისი თავი სავსეა იდეებით, მაგრამ რეალიზების საშუალება არ აქვს;
* ცოდნას იღებს ტელევიზორით ან ენციკლოპედიის ფურცლებით, უარს ამბობს რამის დაზეპირებაზე;
* საოცარი თანაგრძნობა შეუძლია და ბევრი რამის ეშინია, მაგალითად, სიკვდილის, ახლობელი ადამიანების დაკარგვის;
* უჭირთ რიგში და მწყობრში დგომა;
* არ აინტერესებთ არაფერი, რაც შემოქმედებით აზროვნებას არ საჭიროებს;
* დაშინებით დისციპლინას ვერ შეაჩვევთ;
* არ ერიდება, თქვას, რას სურს;
* დაბადებით ფილოსოფოსები არიან, ღრმად აზროვნებენ, ხშირად ფიქრობენ სიცოცხლის არსზე, ადამიანის დანიშნულებასა და მის მიზნებზე, სამყაროზე, ღმერთზე…


http://janmrtelobainfo.ge/?page_id=1043

***

ინდიგოს ბავშვები
http://ka.wikipedia.org/wiki/ინდიგოს_ბავშვები

Комментариев нет:

Отправить комментарий