ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირის საგრაფოში, 200 კვადრატული მეტრის ტერიტორია ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა. სწორედ აქ მდებარეობს უცნაური ფენომენი - უზარმაზარი კლდე, რომელიც ბალანსს პატარა ქვაზე ინარჩუნებს. ეს უცნაური კლდე ათიათასობით წლის წინ, უწყვეტი ეროზიული პროცესის შედეგად შეიქმნა. პატარა ქვაზე განთავსებულ 200 ტონიან კლდეს Idol Rock-ს ეძახიან.
ერთი შეხედვით, ყველას ჰგონია, რომ 4.5 მეტრიანი ბუნებრივი ქანდაკება ჩამოშლის პირასაა, მაგრამ ძალიან "დელიკატური" ბალანსი მას წლიდან წლამდე ინარჩუნებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий