ღმერთი

ღმერთი

среда, 26 июня 2013 г.

ო კეი, ანუ სატანის ყუთი, სახლში მიტანით.

ამას წინათ რუსეთში მიიღეს კანონი ერთსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. პარალელურად, ნორვეგიაში მიიღეს კანონი დაწყებით კლასებში ინცესტის (უახლოეს ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირის) აუცილებელი სწავლების შესახებ. ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთში დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება და მათ მიერ შვილების აყვანის თავისუფლება.

სხვა, საშინელი მაგალითების მოყვანაც შეიძლება: ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე სერიოზულად იხილავენ მოზარდებისათვის იმ წიგნების წაკითხვის შეზღუდვის საკითხს, სადაც ტრადიციული ოჯახის ცხოვრებაა აღწერილი, რადგან მათი აზრით, ასეთი წიგნები ბავშვებს არასწორ წარმოდგენებს უქმნის თანამედროვე ცხოვრებაზე.
ვენაში (ავსტრია) რენატა ბრაუნერმა და დანიელა ორნერმა გახსნეს საბავშვო დაწესებულება, სადაც გოგონებს აჩვევენ, რომ თავიანთი გაიტანონ ყვირილით, ჩხუბით, ძალის გამოყენებით, ბიჭებს კი ასწავლიან თოჯინებთან თამაშს, ურიგებენ ჩანთებს და კოსმეტიკურ საშუალებებს, ეუბნებიან მათ, რომ უნდა გამოიყურებოდნენ ლამაზად, უნდა ჰქონდეთ შეღებილი ფრჩხილები, აჩვევენ პასიურ როლს, მოთმინებას, დახმარების თხოვნას და ა.შ.
გერმანიაში საქმე იქამდე მივიდა, რომ ორგანიზაცია `დისენსის~ პედაგოგები ატარებენ სპეციალურ კონკურსებს, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ გოგონებისა და ბიჭების შეგნებიდან განდევნონ თავიანთი სქესის შეგრძნება და შეგნება. გოგონებს პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, რომ მოშარდონ ფეხზე მდგომებმა. `დისენსის~ მიზანი (ოფიციალურად) არის მოზარდების სქესთან თვითიდენტიფიკაციის დანგრევა.
შვეციაში ყიდიან სათამაშო თოჯინებს, რომლებსაც არა აქვთ სქესი, რათა მოზარდების ფსიქიკაში ადრეული ასაკიდანვე წაიშალოს სქესის გაგება.
იმავე შვეციაში, პასტორი ოკე გრინი ერთი თვით დააპატიმრეს იმის გამო, რომ ჰომოსექსუალიზმს გარყვნილება უწოდა.
ჰოლანდიაში ჩამოყალიბდა პედოფილების პოლიტიკური პარტია.
კანადაში ჩამოაყალიბეს ადამიანის უფლებების ე.წ. ტრიბუნალები, რომლებსაც უფლება აქვთ დააჯარიმონ მოქალაქეები, რომლებიც საჯარო განცხადებას გააკეთებენ ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ.
ბრიტანეთში ლორდთა პალატამ გამოსცა კანონი, რომელიც კერძო ქრისტიანულ სკოლებში კრძალავს იმის სწავლებას, რომ ჰომოსექსუალიზმი ნორმისგან გადახრაა.
ჯერ კიდევ 1998 წელს, ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაუშვებელია ევროკავშირში იმ სახელმწიფოთა მიღება, სადაც იზღუდება სექსუალურ უმცირესობათა უფლებები.


მრავალი ასეთი ავადმყოფური ნააზრევისა და ნამოქმედარის მოტანა შეიძლება.
ერთი სიტყვით, სახეზეა ერთი მოვლენისადმი ორი (დიამეტრალურად განსხვავებული) მიდგომა - რუსული და ევროპული...
გამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საქართველოში კარგად ცნობილი ქალბატონი ქეთრინ ეშტონი და მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი ზემოთხსენებული კანონის მიღების გამო, რადგან, მისი აზრით, "ამ კანონმა შესაძლოა გარკვეული ჯგუფებისა და პიროვნებების მიმართ დისკრიმინაციას შეუწყოს ხელი, რაც ადამიანის უფლებების შესახებ ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება". ქალბატონ ეშტონს, პირადად, ცხადია, უფლება აქვს რაც უნდა, ის მოსწონდეს და ვინც უნდა, ის გააკრიტიკოს, მაგრამ როდესაც გველაპარაკება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ეს უკვე მისი პირადი აზრი კი არ არის, ევროპის ოფიციალური აზრია.
ქალბატონ ეშტონის რისხვა რუსეთს გარყვნილებისა და გადაგვარების პროპაგანდის აკრძალვის გამო დაატყდა, მაგრამ ნორვეგიის გაკრიტიკება ინცესტის სოციალურ ტრადიციად გამოცხადებისა და დაწყებით კლასებში მისი სავალდებულო სწავლების შემოღების გამო, ამ ქალბატონს აზრადაც არ მოსვლია.
ევროპაში ყველა გარყვნილი და გადაგვარებული არ ცხოვრობს. საფრანგეთში მილიონობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ერთია საზოგადოების (თუნდაც უმრავლესობის) დამოკიდებულება და მეორე - ოფიციალური ევროპის დამოკიდებულება, რომელსაც ამ შემთხვევაში ქალბატონი ქეთრინ ეშტონი ახმოვანებს. ცნობილია, რომ ევროპის მეგაპოლისებს - ლონდონს, რომს, პარიზსა და ბერლინს ერთდროულად ჰყავდათ მამათმავალი მერები. 2010 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ (მამაკაცმა) მამაკაცზე იქორწინა და ეს ერთსქესიანი ქორწინება ოფიციალურად გააფორმა ქალაქ ბონში, რაც ახალდაქორწინებულებს "პირველმა" ანგელა მერკელმა მიულოცა.
ეს ყველაფერი სრულიად ერთმნიშვნელოვნად მოწმობს იმას, რომ ევროპაში ჰომოსექსუალური პათოლოგიის უბრალო მოჭარბებასთან კი არ გავქვს საქმე, არამედ (რაც გაცილებით საგანგაშოა) ამ მოვლენის ოფიციალურ (ხაზს ვუსვამ, ოფიციალურ) წახალისებასთან და მიზანმიმართულ გავრცელებასთან.

ვის სჭირდება და რისთვის სჭირდება ეს?

ეს შეკითხვა ხშირად ისმის, მაგრამ პასუხი ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის. დასავლეთი ამას დემოკრატიის უმაღლეს გამოვლინებად და ადამიანის უფლების დაცვის მიმართულებით სერიოზულ გარღვევად ასაღებს, თუმცა შეუიარაღებული თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამის მიღმა სრულიად სხვა სახის, შორს მიმავალი გეგმები ისახება. რუსი პოლიტოლოგი დენის კლიმოვი წერს: "მსოფლიო მმართველობის მიზანია პლანეტის მოსახლეობის შემცირება და მისი ტოტალური კონტროლი. ამისთვის იყენებენ როგორც ომისა და შიმშილის მექანიზმებს, ასევე უფრო დახვეწილ ტექნოლოგიებს - ჰომოსექსუალიზმს, პედოფილიას, ინცესტს და გარყვნილების მრავალ სხვა ვარიანტს, რათა შემცირდეს ადამიანის გამრავლება და კვლავწარმოება ბუნებრივი გზით. ამ მეთოდების დანერგვა მოაზროვნე საზოგადოებაში შეუძლებელია. ამიტომ მთელ მსოფლიოში დაიწყეს გლობალური სირეგვნის გავრცელება, რომელიც გლობალურ დათბობაზე გაცილებით სერიოზული პრობლემაა. ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დეგრადირებულია. ახლა მუშაობენ რუსეთსა და მუსულმანურ ქვეყნებზე. მათი მთავარი იარაღი ე.წ. ლიბერალიზმია. მხოლოდ მოჩვენებითი თავისუფლება და ასევე მოჩვენებითი ბრძოლა თავისუფლებისთვის შესაძლებელს ხდის ათასგვარ სიბინძურეს, მათ შორის ინცესტის დანერგვას და სწავლებას სკოლებში. ეს მხოლოდ დასაწყისია".
ეს თუ მხოლოდ დასაწყისია, მაშინ როგორი იქნება ამ მოვლენის განვითარება, კულმინაცია და ფინალი?! არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს მთელი პლანეტის მოსახლეობის მიზანმიმართულმა გარყვნა-გადაგვარებამ.

საკითხი, ალბათ, ასე უნდა დავსვათ: შეძლებს თუ არა ჩვენი პატარა ქვეყანა წინ აღუდეგს და გაუმკლავდეს უზნეობისა და გარყვნილების ამ გლობალისტური ტენდენციას და შემოტევას?
აქ პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, მითუმეტეს, დასავლეთისკენ ჩვენი უკანმოუხედავი სწრაფვის პირობებში. დასავლეთიდან (განსაკუთრებით, ევროპიდან) მომდინარე ცუდი ტენდენციების შესახებ საქართველოში ლაპარაკი ძნელია თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო რუსეთის ფაქტორით არის შეშინებული და მისგან თვის დაღწევის საშუალებად მხოლოდ დასავლეთი და ევროპა ესახება. ამას გარდა, საქართველო მართლაც ნაზიარებია ევროპულ მაღალ კულტურასა და სულიერებას. რომ არაფერი ვთქვათ, ბერძნული, რომაული და ბიზანტური კულტურის გავლენაზე, აგერ, მეცხრამეტე საუკუნიდან, საქართველოში ევროპული კულტურა ისე ღრმად შემოიჭრა და გაბატონდა (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით), რომ ქართველმა ხალხმა შეისისხლხორცა ეს კულტურა. მეტიც, უდიდესი ფილოსოფოსი და მოაზროვნე შალვა ნუცუბიძე დასავლური (ევროპული) რენესანსის წინაპირობად აღმოსავლურ რენესანსს მოიაზრებდა, აღმოსავლური რენესანსის უპირველეს ქმნილებად კი გენიალურ "ვეფხისტყაოსანს" ასახელებდა. ამავე დასკვნამდე, ნუცუბიძისგან დამოუკიდებლად, მივიდა ბელგიელი მეცნიერი ჰონიგმანი, მაგრამ ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. ამჯერად მხოლოდ იმის აღნიშვნით შემოვიფარგლებით, რომ ქართული კულტურა ევროპული კულტურის, რა თქმა უნდა, თავისებურ და სპეციფიკურ, მაგრამ მაინც განუყოფელ ნაწილად იქცა. ქართველი ადამიანი იმ ძველი ევროპის მეხოტბეა, საიდანაც ოპერა და ბალეტი შემოვიდა, დრამატული თეატრი, სიმფონიური ორკესტრი და კონსერვატორია შემოვიდა. ბოლოს და ბოლოს, მეხოტბეა იმ ძველი ევროპისა, საიდანაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლების დაცვის ცნებები შემოვიდა. ძნელია, ასე გაზრდილ ადამიანებს უმტკიცო, რომ იმ უზადო და უმაღლესი კულტურის შემქმნელ ევროპის სულიერებას ბზარი გაუჩნდა, რომ უმაღლეს საფეხურს მიღწეულ სულიერ ღირებულებებში საკუთარი შინაარსის საწინააღმდეგო ტენდენციებმა იჩინა თავი და საკუთარი არსისა და რაობის საპირისპიროში იწყო გადასვლა. ევროპა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფის დიალექტიკურ ფაზაში, არამედ, ამერიკული ფსევდოკულტურისა და მსოფლიო ჰეგემონისტური სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინის მსხვერპლის როლშიც გვევლინება.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ზემოთ დასმულ შეკითხვაზე - შეძლებს თუ არა საქართველო წინ აღუდგეს და გაუმკლავდეს უზნეობისა და გარყვნილების იმ გლობალისტურ ტენდენციას, რომელიც ერთ დროს მისთვის ასე საყვარელი ევროპიდან მიდის, პასუხის გაცემა ძნელი არ უნდა იყოს. იმ სიბინძურესა და სიმახინჯეს, ღვთისა და ადამიანის მიერ დაგმობილ იმ საძრახ მოვლენას, რასაც არატრადიციული სექსუალური კავშირის, ინცესტისა და ათასი სხვა უბედურების აღვირახსნილი პროპაგანდა და შემოტევა ჰქვია, საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება და ეს 17 მაისის აქციამ და ამ აქციის შემდგომმა რეაქციებმა და გამოძახილებმაც დაადასტურა.

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი უკვე გადატეხეს ხერხემალში, გაუმრუდეს ცნობიერება და საშინელი სისწრაფით მიაქანებენ იმ მიმართულებით, სადაც საბოლოო გადაგვარება და დაცემაა. დაქირავებული და დღე და ღამე ტელევიზორში თავგამოყოფილი ეს არამზადები ისე წამლავენ და რყვნიან ქართულ ცნობიერებას, რომ ამოსუნთქვის, უკან მოხედვისა და ტვინის ოდნავი განძრევის საშუალებას არ უტოვებენ ხალხს. გათენებიდან დაღამებამდე და დაღამებიდან გათენებამდე ჩასჩიჩინებენ ქართველებს, - ჰომოსექსუალიზმს თუ მხარს არ უჭერ, ამ თავზარდამცემ უბედურებას ნომერ პირველ ღირებულებად თუ არ აღიარებ, მაშასადამე, დემოკრატიის წინააღმდეგ ხარ, დასავლური ღირებულებების მტერი ხარ, რუსული ორიენტაციის ხარ, კრემლისა და კგბ-ს აგენტი ხარო.
როგორც ცალკეულ ადამიანებს, ასევე მთელ ხალხს, საზოგადოებას წლების განმავლობაში გაუფეტიშეს `დასავლური ღირებულებები~, ახლა კი ეუბნებიან, რომ ეს ღირებულებები (დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ლიბერალიზმი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფელბა და ა.შ.), პირველ რიგში, გარყვნილებაში, ყოვლის ნებადართულობაში, საზრისისაგან ადამიანის დაცლაში, ამაღლებულის უარყოფაში, ადამიანის არსისა და შინაარსის გაუბრალოებაში, უკიდეგანო პრაგმატიზმსა და, საბოლოო ჯამში, ადამიანის ზოლოგიურ არსებამდე ჩამოქვეითებაში ვლინდებაო.

სამწუხაროდ, დღევანდელ ევროპაში (დასავლეთში) ეს პროცესები მიდის. მართალია, როგორც ზემოთ ვთქვით, ამ პროცესს იქაც უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ მსოფლიოზე გაბატონებისკენ მსოფლიოს გარყვნის გზით მიმავალ ძალებს ადამიანთა ფართო მასების გამოთაყვანების ყველა იარაღი და საშუალება - დაწყებული ფულით და დამთავრებული ხელისუფლებითა და მედიასაშუალებებით, ხელთ უპყრიათ. ამიტომ, ამ უბოროტეს და სატანისტურ ძალებს არათუ პატარა ქართული საზოგადოება, თვით ევროპული და დასავლური საზოგადოებაც წინ ვერ აღუდგება, რადგან მათი ცნობიერების გასამრუდებლად მასობრივი ზემოქმედების უმძლავრეს საშუალებათა ამოუწურავი არსენალია მიმართული.

ამიტომ მოხდა ის, რომ დასავლეთიდან იმპორტის სახით შემოსული "დემოკრატია" საქართველოში ფაშიზმად აყვავდა. ლამაზად შეფუთულ ყუთში, რომელსაც გარედან დიდი, ფერადი ასოებით დემოკრატია ეწერა, სატანა აღმოჩნდა, მაგრამ მასობრივ ცნობიერებას შიგთავსი არ აინტერესებს, მისთვის მთავარი შეფუთვა და ის ლამაზი წარწერაა, რომელიც თვალებს სასიამოვნოდ ჭრის. ამიტომაც თითო ასეთი ყუთი, ყველა ჩვენგანს სახლში მოგვართვეს, როგორც დასავლური უძვირფასესი ძღვენი.
ბოლო ოცი წელიწადის განმავლობაში არცერთი სიტყვა იმდენჯერ არ თქმულა და გამეორებული ქართველების პირით, რამდენჯერაც სიტყვა დემოკრატია, მაგრამ ამ ოცი წელიწადის განმავლობაში არაფერს დავშორებივართ ისე, როგორც ნამდვილ დემოკრატიას. ბოლო ოცი წლის განმავლობაში, რაც ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დემოკრატია- დემოკრატიის ძახილში ჩვენ მოვახერხეთ ე.წ. არაფორმალების, მხედრიონისა და ათასი სხვა უბედურების შექმნა, მოვახერხეთ სამოქალაქო ომის გაჩაღება, მოვახერხეთ სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობა და, ბოლოს, მოვახერხეთ ფაშიზმის დამკვიდრება. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მოვახერხეთ რუსეთთან ომი, რის შედეგადაც საქართველო სამ ნაწილად დაიშალა. ხომ უნდა დავუსვათ შეკითხვა საკუთარ თავს, - რატომ აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში, რატომ ავცდით გზას, რატომ მივექანებით, ან ვინ მიგვაქანებს უფსკრულისკენ, ღვთისგან ბოძებულ სამოთხისდარ ქვეყანას რატომ ვანგრევთ ჩვენივე ხელით? ნუთუ მხოლოდ იმის გამო, რომ დასავლეთიდან იმპორტის წესით შემოსული დემოკრატიის ყუთი როგორც კი გავხსენით, იქიდან ამომხტარმა სატანამ ანგელოზის სახე მიიღო და ხელოვნური ღიმილიც დაიყენა:
- თქვენ დემოკრატია გნებავთ? ო კეი! - გვითხრა სატანამ, - დემოკრატია ეს ჩვენი მმართველობაა, ჩვენ მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება და ოპოზიციაა, ჩვენ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებებია, ჩვენი კანონმდებლობა და ჩვენი სპეცსამსახურებია. ყოველივე ეს, ერთად აღებული, ნიშნავს დემოკრატიას, - აგვიხსნა სატანამ, - დემოკრატიული ღირებულებები კი ყველაფერ ქართულთან ბრძოლა და ყოველივე დასავლურისთვის კარების ფართოდ გაღებაა, ლგბტ და ინცესტია, ყოვლის ნებადართულობა და სრული უღმერთობაა, ო კეი?! - გაიმეორა მან და, დასავლური წესით, ყურებამდე გაგვიღიმა.


მაშ, სად არის გამოსავალი, რა გზა რჩება, - ამ ძალების წინაშე უსიტყვო კაპიტულაცია და გაუკუღმართებელი სექსუალური ცხოვრების წესის ახალ რელიგიად აღიარება?

რელიგია აქ შემთხვევით არ მიხსენებია. საქართველოსთვის რელიგია (მართლმადიდებლობა) სუბსტანციური მნიშვნელობის მოვლენაა. საქართველოში არ არსებობს არაფერი ქართული - სულიერებით (მწერლობით, მუსიკით, მხატვრობით, არქიტექტურით) დაწყებული და ყოფითი კულტურით (ტრადიციებით, ზნე-ჩვეულებებით, რიტუალებით) დამთავრებული, მართლმადიდებლური არსით რომ არ იყოს გაჟღენთილი და გაჯერებული.
ქრისტიანულ (მართმადიდებელ) რელიგიაშია ჩვენი სულისა და ხორცის ხსნა. ვფიქრობ, რომ ამ აზრს, გარდა იმ მოსყიდული და გადაგვარებული ნაწილისა, რომლებიც მართლმადიდებლობასაც ისევე ებრძვიან, როგორც ყველაფერს ქართულს და ეროვნულს, საქართველოში ბევრი მოწინააღმდეგე არ ეყოლება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც იმავე კითხვის წინაშე აღმოვჩნდებით, რომელიც ზემოთ დაისვა: ქართული საზოგადოება თუ ვერ გაუძლებს გლობალისტთა სატანურ შემოტევას, ქართული მართლმადიდებლობა გაუძლებს?
17 მაისის მოვლენებმა პასუხი ამ შეკითხვასაც გასცა. ამ დღეს, რომ იტყვიან, ერი და ბერი შეიკრა და ფიზიკურად აღუდგა წინ სიბინძურეს, რომელიც აღზევებას ლამობდა, მაგრამ რა შედეგი მივიღთ? თეოკრატიისკენ მივექანებითო, ერთხმად იყვირეს `დასავლური დემოკრატიის ყუთებიდან~ ამომხტარმა სატანებმა. ხელისუფლებამ და საპარლამენტო უმრავლესობამ კი, რომლებიც აბსოლუტურად უმწეონი და უსუსურნი აღმოჩნდნენ ამ შემოტევის წინაშე, ერთბაშად უკან დაიხიეს და მორიდებით ალუღლუღდნენ: ძალადობას ვგმობთო, ძალადობა მიუღებელიაო და ა.შ. ერთმაც ვერ გაბედა იმის თქმა, რომ ერისა და ბერის ეს ერთად დგომა ძალდობა კი არ იყო, უზნეობის მიერ ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ფსიქიკაზე განხორციელებულ ძალდობაზე რეაქცია იყო, მართლმადიდებლობის, ზნეობისა და სულიერების დასაცავი აუცილებელი აქტი იყო. ძალადობა ეკლესიისგან და ხალხისგან კი არ მოდიოდა, სატანისგან მოდიოდა. აი, რა უნდა ეთქვა საქართველოს მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ თქვა, ანუ ვერ დადგა ერი და ბერი ერთად. ეკლესია (პატრიარქთან ერთად) კი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ხელისუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკულ სიტუაციაში განზე გადგა, რამაც დაასუსტა ეკლესიაც და მისი მრევლიც. ამიტომ ვამბობ: ვერც ქართული საზოგადოება და ვერც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია შემოტევას, რომელიც დასავლეთიდან ნიაღვრად მოედინება, მარტო ვერ გაუძლებს. მართლამდიდებელ ეკლესიას ზნეობის სადარაჯოზე დგომას თეოკრატიისკენ სწრაფვად ჩაუთვლიან და ბნელ ძალად გამოაცხადებენ, ისე, როგორც 17 მაისს მოხდა.

კვლავ მოგვიტრიალდება და აღარ მოისვენებს შეკითხვა: მაშ, სად არის გამოსავალი, სად არის ჩვენი სულისა და ხორცის ხსნა?
ჩვენთან უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ, რომ ჩვენ დიდ ევროპულ ოჯახში უნდა დავბრუნდეთ და ა.შ. ზემოთ მეც ვამბობდი, რომ, ისტორიულად, ქართული კულტურა მართლა შემოვიდა საქართველოში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი ვართ. ევროპულ კულტურას კი ვეზიარეთ, მაგრამ (საბედნიეროდ) მართლმადიდებელ სამყაროს ნაწილად დავრჩით. ამიტომ, ევროპიდან და დასავლეთიდან მომდინარე სიბინძურისგან თავის დასაცავად კვლავ იმ ევროპას კი არ უნდა მივაშუროთ, საიდანაც უბედურების ეს ნიაღვარი მოედინება, არამედ მართლმადიდებელ სამყაროში უნდა მოვძებნოთ უზნეობის ამ დამანგრეველი ცუნამისგან თავის დაღწევის ერთიანი მექანიზმები.

დიდი ხანია, რაც ჩვენ დასავლეთი გვაშინებს, - რუსეთი თქვენს პოლიტიკურ სუვერენიტეტს ემუქრებაო. ჯერ ერთი, რუსეთისგან ახლა ასეთი საფრთხე არ მოდის, მაგრამ რომ მოდიოდეს კიდეც, პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვა რა მოსატანია იმასთან, რასაც "ვეფხვისა და მოყმის ბალადის" შემქმნელ ქვეყანაში დედის სარეცელის გაზიარების ნებადართულობა და ამ საზიზღრობის პროპაგანდა ჰქვია?!

დღეს საქართველო მართლაც უგუნურების ზღვართან რომ არ იდგეს, პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვა-არდაკარგვაზე კი არა, სულის გადარჩენაზე, სულის ხსნაზე უნდა ვმსჯელობდეთ. აკი გვასწავლის უფალი და მაცხოვარი ჩვენი: "ნუ გეშინიათ მისი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ სულის მოკვლა არ ძალუძს. უფრო მეტად გეშინოდეთ მისი, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც".

ვალერი კვარაცხელია


http://www.iveroni.com.ge/pozicia/36359-o-kei-anu-satanis-yuthi-sakhlshi-mit.html?lang=ka-GE

Комментариев нет:

Отправить комментарий