ბოროტად მეტყველ კაცს განუკითხველი არავინ დარჩება, რას არ დააბრალებს იგი კაცს და რაში არ შეეპარება ეჭვი! თუ ნახა, რომ ვინმე ყოველდღე დადის ეკლესიაში და მხურვალედ ევედრება ღმერთს, იტყვის ფარისეველიაო; თუ ნახა, რომ ყოველთვის არ დადის – ურწმუნოაო; თუ ვინმე სიმართლის თქმას ცდილობს – კაცთმოძულე არისო, კაცის სიკეთე არ სურსო; მშვიდი და მდაბალი კაცი არ მოსწონს – სუსტიაო; მტკიცე და მაგარი სახიათის კაცზე იტყვის – სასტიკი და ფიცხელიაო და ა.შ. ერთი სიტყვით, ყოველ კაცს დაიწუნებს, ყოველ საქმეს გაამტყუნებს, ანუ, როგორც იაკობ მოციქული გვასწავლის: მცირე არს ენა და დიდად მაღლოის. ნუ დაივიწყებთ რა დიდი ცოდვაა ავადხსენება და განკითხვა მოყვასისა და გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები: ნამეტნავისაგან გულისა იტყვიან ბაგენი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.
Комментариев нет:
Отправить комментарий