ამ დღეს ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. დღესასწაული მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს.
სულთმოფენობის შესახებ “ამბიონს” მარტყოფის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი ესაუბრა.
მამა იოანე: “აღდგომიდან მე-40 დღეს მაცხოვარი ზეცად ამაღლდა და მოციქულებს სულიწმიდის გარდამოსვლა აღუთქვა. ამაღლებიდან მე-10 დღეს კი მოციქულებსა და იქ მყოფ ადამიანებზე აღთქმული სულიწმიდა გადმოვიდა ძლიერი ქარის მსგავსი ხმაურითა და ცეცხლოვანი ენების სახით. ე.ი. აღდგომიდან 50-ე დღეს. ეს დღესასწაული არის ძველი აღთქმის 50-ე დღის დღესასწაულის განახლება, რომელიც იზეიმებოდა ებრაელთა მიერ. ეგვიპტის მონობიდან გამოსვლისას მოსე წინასწარმეტყველმა 50-ე დღეს სინას მთაზე უფლისგან მიიღო სჯული, რის შედეგადაც ძველი აღთქმის ეკლესია დაარსდა. ხოლო ამ დღეს მოხდა ძველი აღთქმის ეკლესიის განახლება ახალი აღთქმის ეკლესიით. სულთმოფენობა არის ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსების დღესასწაული. “და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთარს, და იყო მეყვსეულად ზეცით ოხრაი, ვითარცა მოწევნაი ქარისა სასტიკისაი, და აღავსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნესAმათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადისა მათსა ზედა. დააღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად”. (საქმე 2; 1-4).
ამ დროს მოციქულებმა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე დაიწყეს ქადაგება. ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას მოხდა ენათა აღრევა, ადამიანებმა სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი და ვეღარ გაუგეს ერთმანეთს. ხოლო სულიწმიდის გადმოსვლის შედეგად ადამიანებმა თავის მშობლიურ ენაზე მოისმინეს ღვთის სიტყვა. ეს ხდებოდა მესამე ჟამნზე (დილის 9 საათზე, ჩვენი დროით,) და აღსრულდა იოელის წინასწარმეტყველება: “და იყოს უკანასკნელთა დღეთა, – იტყვის უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი, ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩუენებით განვეცხადო და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა…” (საქმე 2; 17-18). და სწორედ ეს აღთქმული “სულიწმიდა, უფალი და ცხოველმყოფელი” მეუფე ზეცათა, ნუგეშინისმცემელი, “სული ჭეშმარიტებისა, რომელი მამისაგან გამოვალს და მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ”, რომელი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს თვისითა მადლითა, ათბობს, ანათებს, ნუგეშს სცემს, აცოცხლებს და განაბრძნობს ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, დედა ეკლესიის წიაღში მყოფთ ეკლესიის შვიდი საიდუმლოს მეშვეობით.
სულიწმიდის გამოჩენა ენების სახით, წმ. მამათა განმარტებით, ნიშნავს ღვთის სიტყვის მქადაგებლობას ყველა ტომთათვის, ხოლო ცეცხლი – ცოდვათა დაწვას, წარხოცვას.
ძველი აღთქმის ეკლესიაში 50-ე დღეს ებრაელებს მოსავლის პირველი ნაყოფების მიტანა ევალებოდათ. ხოლო ახალი აღთქმის ეკლესიაში ასეთი ტრადიცია არსებობს – ეკლესია მინდვრის ყვავილებითა და მცენარეებით ირთვება (ხატები და იატაკი) და ერთი კვირის განმავლობაში იქ რჩება. მორწმუნეებს წირვაზე ყვავილების თაიგულები მიაქვთ შუაში დამაგრებული სანთლებით, რაც განასახიერებს სამყაროზე სულიწმიდის მადლის გადმოსვლას. ეს ყვავილები წირვის შემდგომ მორწმუნეებს სახლებში მიაქვთ.
სულთმოფენობას აღდგომიდან ამაღლებამდე შეწყვეტილი “მეუფეო ზეცათაო”-ს ლოცვა და მუხლმოდრეკა განახლდება”.

http://www.ambioni.ge/gilocavt-sultmofenobas
Комментариев нет:
Отправить комментарий