მარიკა იაშვილი
24 საათი 09.06.13
პარკისთვის ბრძოლა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.
თურქეთში უკვე კვირაზე მეტია, ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. გამოსვლებს წინ უძღოდა სტამბოლელთა უკმაყოფილება, რომლებიც არ ეთანხმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას ტაქსიმის მოედნის მახლობლად მდებარე პარკის ლიკვიდაციის თაობაზე. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ხალხის წინააღმდეგობა საფუძველშივე მოესპო, თუმცა მიიღეს შედეგი, რომელსაც ლოკალური ეკოლოგიური პროსტესტისგან არავინ ელოდა. დემონსტრანტების საკმაოდ უხეში მეთოდებით დარბევის შემდეგ მათი რიცხვი მხოლოდ გაიზარდა და პარკის გადარჩენის თემამაც მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ახლა მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
საპროსტესტო გამოსვლები სტამბულში ჯერ კიდევ 28 მაისს დაიწყო, როდესაც მოქალაქეებმა "ტაქსიმ-გეზის პარკი" დაიკავეს, რომელსაც ძირითადად მხოლოდ "გეზის" სახელით იხსენიებენ ხოლმე. ის სტამბულის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სკვერია. ოდესღაც მას უშველებელი ტერიტორია ეკავა - 30 ჰექტარი და ბოსფორის სრუტემდე იყო გაშლილი. 1943 წლის - ანუ ამ პარკის შექმნის თარიღის - შემდეგ ქალაქი ძალიან შეიცვალა: მწვანე ნარგავების ადგილზე საცხოვრებელი უბნები, ძვირადღირებული სასტუმროები და რესტორნები აშენდა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ პარკმა დღევანდელი სახე არ მიიღო.
ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ "გეზის" ნაშთის შენარჩუნებას აზრი აღარ აქვს და პარკი ტაქსიმის მოედნის რეკონსტრუქციის გეგმაში ჩართო. ამ ტერიტორიაზე, გეგმის მიხედვით, ხელახლა უნდა აშენებულიყო ხალილ-ფაშას ყაზარმები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნეში ინდური, ოსმანური და რუსული არქიტექტურის გავლენით აშენდა. ეს ყაზარმები ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დაანგრიეს და მათი ადგილი სტამბულში პირველმა ფეხბურთის სტადიონმა დაიკავა, რომელმაც თავის მხრივ მხოლოდ 20 წელი იარსება. შემდეგ სწორედ ამ ადგილზე საგანგებოდ მოწვეული ფრანგი არქიტექტორის, ანრი ფროსტის მიერ დაპროექტებული პარკი გაშენდა, რომელიც ამჟამინდელი "გეზის" წინაპარი იყო. ახლა კი აღდგენილ ყაზარმებში სავაჭრო-ბიზნეს ცენტრის განთავსება იგეგმება.
მოედნის რეკონსტრუქციის გეგმები თურქეთის მმართველმა პარტიამ, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და პრეზიდენტი აბდულა გიული ეკუთვნიან, ჯერ კიდევ 2011 წელს გააჟღერა. როგორც მოქალაქეები ამბობენ, მათთვის აზრი არავის უკითხავს. უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. დროთა განმავლობაში სტამბოლელებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს, რომელშიც არქიტექტორები და ეკოლოგები გაწევრიანდნენ. ისინი ყოველ კვირას იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, თუ რა ფორმით შეეძლოთ გავლენის მოხდენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე.
სტამბოლელები მხოლოდ იმან კი არ აღაშფოთა, რომ მორიგი მეგა-მოლისა და ბიზნეს-ცენტრის გამო უნდა აიღონ პარკი, რომელიც ადგილობრივებსა და ტურისტებს ერთნაირად უყვართ. ზოგიერთმა მათგანმა რეკონსტრუქციის გეგმაში პოლიტიკური ქვეტექსტიც გაშიფრა. ტაქსიმის მოედანზე რეგულარულად იმართება სხვადასხვა ჯგუფების დემონსტრაციები: პროფკავშირების, სტუდენტების, მემარჯვენეების. თუკი ხელისუფლების გეგმა განხორციელდება, მოედანი პრაქტიკულად მოწყდება სამეზობლო რაიონებს საავტომობილო გზებისა და მიწისქვეშა გვირაბების მეშვეობით. ფეხით ამ მოედნამდე მისვლა ძალიან რთული იქნება. შედეგად მოქალაქეებს აღარ ექნებათ გამოსვლებისთვის მოედანი, რომელსაც ამ მიზნით იყენებდნენ ისტორიულად.
სამოქალაქო აქტივისტებისთვის ამ მოედნის, როგორც შეკრების ადგილის, შენარჩუნება ასევე მნიშვნელოვანია 1977 წლის პირველი მაისის მოვლენების სამახსოვროდ, როდესაც შრომის დღესთან დაკავშირებით მოედანზე 500 ათასი ადამიანი გამოვიდა. უცნობმა პირებმა ახლოს მდებარე შენობებიდან ცეცხლი გაუხსნეს შეკრებილებს, შედეგად დაიღუპა 30, ხოლო კიდევ ათობით ადამიანი დაშავდა. დამნაშავეების პოვნა და დასჯა ვერ მოხერხდა. ამის გამო მომხდართან დაკავშირებით ათობით შეთქმულების თეორია გაჩნდა. მას შემდეგ სტამბოლელებისთვის აკრძალული იყო პირველი მაისის ტაქსიმის მოედანზე აღნიშვნა.
ყველა ამ ფაქტორის გათვალსიწინებთ, სტამბოლის მოსახლეობამ აქციაზე სახელწოდებით "დაიკავე ტაქსიმი" ან "დაიკავე გეზი" შეკრება ჯერ კიდევ 28 მაისს დაიწყო. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში გამოსვლები ძირითადად "გეზის" პარკში ხდებოდა, ხაზგასმით ეკოლოგიური ხასიათი ჰქონდა და არც დიდ ყურადღებას იქცევდა. ხეების გაჩეხვის გამო დაწყებულმა კონფლიქტმა ყურადღება მხოლოდ 31 მაისს მიიქცია, მას შემდეგ რაც დემონსტრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისინი პოლიციამ დაარბია. სწორედ ამ დღიდან იწყებენ სტამბულის გამოსვლების ათვლას მსოფლიო მედიის წარმომადგენლები.
ოპერაცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცსამსახურებმა გამთენიას დაიწყეს. როგორც ვარაუდობენ, პოლიციას პარკის მთლიანად გათავისუფლების განკარგულება ჰქოდნა მიღებული. დარბევის დაწყების დროისთვის "გეზიში" უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც კარვების ბანაკის გაშლა დაიწყეს. პოლიციისგან იმ ადამიანებსაც კი "მოხვდათ", რომლებსაც საპროტესტო გამოსვლებთან საერთო არაფერი ჰქოდნათ და უბრალოდ პარკში ბალახზე ისხდნენ და საუზმობდნენ. მას შემდეგ, რაც პარკი მანიფესტანტებისგან გაათავისუფლეს, ტერიტორია ბარიერებით შემოღობეს. პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენლებიც.
სისასტიკემ, რომელსაც პოლიციამ დემონსტრანტების დარბევის დროს მიმართა, მხოლოდ და მხოლოდ უკმაყოფილების კიდევ უფრო გაზრდა გამოიწვია, რასაც საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო მომატება მოჰყვა. შუადღისთვის პოლიციამ ისინი იმავე მეთოდების გამოყენებით დაარბია. მეტიც, არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი მეტროს სადგურ "ტაქსიმშიც" გაუშვა და ამოსასვლელები გადაკეტა, რითაც ხალხი, პრაქტიკულად, გამოამწყვდია მეტროში. შეწყდა მატარებელთა მიმოსვლაც.
პოლიციასთან შეტაკებები ყოველ ჯერზე ადამიანთა დაკავებით სრულდება. დაპატიმრებულთა მხოლოდ პირველ ნაკადში 60 ადამიანი მოჰყვა. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დემონსტრანტები უბრალოდ არ უტოვებენ მათ სხვა გზას, თუმცაღა დათანხმდნენ გადაემოწმებინათ, ხომ არ გამოიყენა პოლიციამ გადაჭარბებული ძალები მომიტინგეთა დარბევის დროს. იმავე დღეს მოგვიანებით სასამართლომ რეკონსტრუქციის მონაწილეთა სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც პარკში სამუშაოები შეჩერდა, ხოლო რამდენიმე მსხვილი სავაჭრო მარკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომხდარის შემდეგ დაგეგმილ სავაჭრო ცენტრში თავის მაღაზიებს არ გახსნიან.
პოლიციამ მოედნის დათმობა 1 ივნისს დაიწყო, თუმცა "გამოსამშვიდობებლად" ცრემლსადენი გაზი მაინც გამოიყენა. დემონსტრანტებმა "გეზის" პარკის დაკავებაც კი შეძლეს. თუმცაღა ძალოვანებთან შეტაკებები ამით არ დასრულებულა, უბრალოდ სხვა რაიონში გადაინაცვლა. კონკრეტუალდ კი, შეტაკებები სტამბულში პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან მოხდა. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რომელმაც დემონსტრანტები და უბრალო გამვლელები ერთნაირად დააზარალა. გამოსვლების ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციას ბოთლები და ქვები ესროლა, მათ ნაგვის ურნებისა და ხეებისგან ბარიკადების აშენება სცადეს, თუმცა პოლიცია მათ პარალელურ რეჟიმში შლიდა.
საპროსტესო აქციის დაწყებისთანავე სტამბულში მიმდინარე მოვლენებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ინტერნეტში. ამის გამო პოლიციამ სტამბულის ცენტრში სიგნალის ჩახშობა დაიწყო, რათა დემონსტრანტები ინტერნეტში არ შესულიყვნენ. მეტიც, მათ სტამბულის აზიური და ევროპული ნაწილების დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტეს, რომელიც ბოსფორის სრუტეზე გადის.
დემონსტრანტთა რაოდენობა პოლიციის სისასტიკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. შედეგად, ეკოლოგიური ლოზუნგები თანდათანობით პოლიტიკურმა ჩაანაცვლა - აღშფოთებულმა მოქალაქეებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
ანტისამთავრობო გამოსვლები თურქეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. მათ შორის ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში. ქვეყნის 81 პროვინციიდან 48-ში დაახლოებით 90 დემონსტრაცია ჩატარდა, შედეგად პოლიციამ თითქმის ორი ათასი ადამიანი დააკავა. უფლებადამცველები "ამნესტი ინტერნეშენალიდან" ამტკიცებენ, რომ დაშავებულია სამი ათასამდე ადამიანი, ზოგიერთმა მათგანმა ცრემლსადენი გაზის გამო მხედველობა დაკარგა, ხოლო ორი ადამიანი შეტაკებების დროს დაიღუპა. ამავე დროს ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ დაღუპულია 5 ადამიანი. აქვე უნდა ითქვას, რომ დაზუსტებული დამოუკიდებელი მონაცემები მსხვერპლის შესახებ არ არსებობს.
მოვლენათა ასეთი განვითარების შემდეგ ხელისუფლება შეეცადა, თავი გაემართლებინა. სტამბულის მერმა კადირ თოფბაშმა, რომელიც უნდა ითქვას, რომ პროფესიით თავადვე არის არქიტექტორი, განაცხადა, რომ მოქალაქეები ტაქსიმის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ფლობენ და სავაჭრო ცენტრის გამო ხეების გაჩეხვას არავინ აპირებს. მისი მტკიცებით, ხეებს კი არ მოჭრიან, არამედ სხვა ადგილას გადარგავენ, რათა ფეხით მოსიარულეთა სივრცე გაფართოვდეს.
გარკვეულ "დათმობებზე" თითქოსდა პრემიერი ერდოღანიც წავიდა და განაცხადა, რომ არავითარი კონკრეტული გეგმები სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სტამბულის ყაზარმებში, მაგალითისთვის, სტამბულის ისტორიის მუზეუმი გაიხსნას. უნდა ითქვას, რომ ერდოღანის გამოსვლას დაძაბულობის შემცირება არ მოჰყოლია. ერთ დათმობაზე წასვლის შემდეგ ის ახალი სადავო წინადადებით გამოვიდა, რომელიც ტაქსიმის მოედანზე ათათურქის სახელობის კულტურის ცენტრის ნაცვლად ოპერის ან მეჩეთის აშენებას გულისხმობს. გეგმები ცენტრის დანგრევის შესახებ ადრეც გაჟღერებულა, თუმცა, სამოქალაქო აქტივობის წყალობით მისი შენარჩუნება მოხერხდა და საბოლოოდ მისი გარემონტებაც გადაწყდა.
ამავე დროს ედროღანმა გასაგებად მიანიშნა ყველას, რომ მას საპროსტესტო გამოსვლების არ ეშინია და არც უკმაყოფილოთა აზრი აღელვებს. პრემიერის არგუმენტი ასეთია: ხალხმა მას გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება მიანიჭა, როდესაც არჩევნებში მის პარტიას დაუჭირა მხარი, ამიტომ არც ოპოზიციის და არც "რამდენიმე მაროდიორის" აზრი მას არ აინტერესებს.
თითქოსდა სტამბოლში ვითარება დაწყნარდა, მაგრამ 2 ივნისის საღამოს უკმაყოფილებამ ახალი ძალით იფეთქა. დემონსტრანტებმა ათათურქის სახელობის ცენტრზე, სწორედ იმ ცენტრზე, რომლის დანგრევასაც ერდოღანი აპირებს, წარწერა "არ დავნებდებით" გამოკიდეს. სტამბულზე მეტად ვითარება სხვა ქალაქებში დაიძაბა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენება უკვე ანკარაშიც დაიწყო.
ხუთი დღეა დემონსტრაციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით არ შეწყვეტილა. პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებს ბოდიში მოუხადა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებისთვის და ზიანის გამო, რომელიც მათ ცრემლსადენმა გაზმა თუ წყლის ჭავლმა მიაყენა, თუმცა დემონსტრანტები არ ცხრებიან და მთავრობის გადადგომასთან ერთად, ახლა უკვე პოლიციის მაღალჩინოსნების გადადგომასაც ითხოვენ.
ამ დროს კი ერდოღანი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს, მიმდინარე მოვლენებს გაურკვეველი წარმოშობის ექსტრემისტებს აბრალებს, რომლებიც ვითომდა ქვეყნის შიდა ძალებთან არიან დაკავშირებული. ამასთანავე, მას საკუთარი შეხედულება აქვს დაზარალებულებთან დაკავშირებით. ერდოღანის მტკიცებით, დღემდე მხოლოდ 160 პოლიციელი და 60 მოქალაქე დაშავდა, რაც ერდოღანის თქმით, პოლიციის კაცთმოყვარეობაზე და მათი ქმედებების მშვიდობიან ხასიათზე მიუთითებს.
ამავე დროს, მთავრობის მეთაურს ავიწყდება იმის აღნიშვნა, რომ დემონსტრაციებში თურქეთის მოსახლეობის ყველა ფენის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ეს არამხოლოდ სოციალურ, არამედ ეთნიკურ ჯგუფებსაც შეეხება. შესაძლოა ეს პირველი შემთხვევაც კია, როდესაც თურქები და ქურთები, ალავიტები და სუნიტები, კომუნისტები და ნაციონალები ერთად, საერთო ინტერესების დასაცავად გამოვიდნენ დემონსტრაციაზე. ამ ჯგუფების გაერთიანება იმან გამოიწვია, რომ ერდოღანი ხალხს უკმაყოფილების მიზეზს უკვე დიდი ხანია აძლევს. მას უკვე ძალიან დიდი ხანია ადანაშაულებენ დიქტატურასა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიებში. ამავე დროს, პრემიერს სურს მომავალ წელს პრეზიდენტად იყაროს კენჭი, ამიტომ კონსტიტუციის შეცვლა და თურქეთის საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო რესპუბლიკად ქცევა სურს. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ერდოღანს ისე სურს ქვეყნის მართვა, თითქოს ოსმანთა იმპერიის სულთანი იყოს. ხალხი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრით ის ათათურქის ყველა მიღწევას ანადგურებს, რომლებმაც თანამედროვე თურქეთის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
კიდევ ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ხალხი მთავრობით უკმაყოფილოა, ხელისუფლების მიერ სირიელ მეამბოხეთა მხარდაჭერაა. ბევრი თურქი მიიჩნევს, რომ ეს მათ ქვეყანას ტერორისტების სამიზნედ აქცევს. ისინი იხსენებენ ქალაქ რეიხანლის, სადაც მაისის დასაწყისში აფეთქებათა სერიის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა სირიელი დევნილი აღმოჩნდა, რომლებმაც თურქეთს შეაფარეს თავი. ანკარამ ტერაქტის მოწყობაში ოფიციალური დამასკო დაადანაშაულა.
ერდოღანს ყველაზე მეტად იმაში ადანაშაულებენ, რომ ის თურქეთს თანდათანობით ისლამისტურ სახელმწიფოდ აქცევს. რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამ შეზღუდვა დააწესა სპრიტიანი სასმელის გაყიდვაზე ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე და ყველა თურქი, რომელიც სპირტიან სასმელს სვამს, ალკოჰოლიკად გამოაცხადა. მანამდე კი პრემიერმა მთავრობას მისცა განკარგულება, რომ შეიმუშავონ კანონპროექტი, რომელიც აბორტებზე შეზღუდვას დააწესებს. მისი აზრით, ნორმალურმა თურქმა ქალმა სულ მცირე სამი შვილი უნდა გააჩინოს.
დემონსტრანტები ყველაზე დიდ იმედებს თურქეთის დიდ ქალაქებში კოორდინირებული გამოსვლების ორგანიზებაზე ამყარებენ. მათი აზრით, თუ მუხტი არ დავარდება, მთავრობა აუცილებლად დათანხმდება მოლაპარაკებებსა და კომპრომისზე.
დემონსტრაციებმა გარკვეული შედეგი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც მოიტანა. თუკი დასავლეთში ამ დრომდე ფიქრობდნენ, რომ თურქეთი მუსულმანური, მაგრამ ამავე დროს მშვიდი ევროპული სახელმწიფო იყო, ახლა მათ დაინახეს, რომ თურქეთს ბევრი ღრმა და სპეციფიკური პრობლემა აქვს.
სტატიის მისამართი:http://24saati.ge/index.php/category/news/world/2013-06-09/38610.html

Комментариев нет:
Отправить комментарий