წმიდა მიტროპოლიტი ფილარეტი (ვოზნესენსკი)
მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ იმ ახალი საცთურის შესახებ, დღეს ყველგან ფართო ნაკადად რომ მოედინება. ესაა ე.წ. ეკუმენიზმი, რომლითაც კაცობრიობას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, მათივე თქმით, "ჭეშმარიტი ქრისტეს ეკლესიის" შესაქმნელად. თითოეულ აღმსარებლობას სთავაზობენ აღიაროს, რომ მათ სარწმუნოებაში მხოლოდ ჭეშმარიტების ნაწილიღა შემორჩენილა, მათი სარწმუნოება მთლიანობაში კი არაა ჭეშმარიტი, არამედ მხოლოდ მისი რაღაც ნაწილი... დანარჩენი კი შეცთომილებაა. რომელი მართლმადიდებელი შეიძლება დაეთანხმოს, რომ მისი წმიდათაწმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება მთლად სრულყოფილი არაა? მეტისმეტად მოქნილი გაუხდათ დღეს ადამიანებს სინდისი, ბევრ ისეთ რამესაც უკრავენ კვერს, რაც არასგზით არ შეიძლება მიიღოს ქრისტიანულმა სინდისმა... ჩვენმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იცის, რომ იგი ჭეშმარიტებაში ჰგიებს... ამიტომაც მე და თქვენ იქ არაფერი გვესაქმება, სადაც ეკუმენიზმზე საუბრობენ... დღეს ხშირია ამქვეყნიური მოსაზრებებისა და ინტერესების წყალობით სარწმუნოების ღალატი, ღალატი მიწიერი კეთილდღეობის საძიებლად. კი მაგრამ... რასაც არ უნდა ეძიებდეს კაცი, რისკენაც არ უნდა ილტვოდეს, სიკვდილი ხომ მაინც ყველაფერს წერტილს დაუსვამს, და მერმე, სიკვდილის შემდგომ - გველოდება პასუხისგება ღვთიური სიმართლის წინაშე... უერთგულე კი უფალს, ეკლესიის ღმრთაებრივ დამაარსებელს, მის წმიდათაწმიდა ეკლესიას, მის სიმართლეს? და თუ ამ ერთგულებას დავიმარხავთ, კურთხეული იქნება ჩვენი ხვედრი მარადისობაში, და თუ არა - მაშინ ვაი ჩვენ და ურვა დაუსრულებელი. ისიც გვახსოვდეს, როგორი არამდგრადია კაცი სიკეთის ქმნაში, და ამიტომაც ვევედროთ უფალს, თავად განგვამტკიცოს ჭეშმარიტების სიწმინდის დაცვაში თავისი ყოვლისშემძლე ძალით, განგვამყაროს სიკეთეში, რომ არანაირმა თანამედროვე საცთურმა არ შეგვიტყუოს... რათა ჩვენ არა მხოლოდ გვეწოდებოდეს, არამედ ვიყოთ კიდეც ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამინ!
ჩვენი დრო განსაკუთრებით გამოირჩევა საშინელი მორალური, ზნეობრივი და საერთოდ ყოველი სახის გახრწნილებით. ახლა ქრისტიანს განსაკუთრებით მართებს იმის დამახსოვრება, რომ მთელი ამ სიბინძურის, გახრწნილების და აუწერელი აღვირახსნილობის ტალახით რომ არ შეილახოს, დღეს ჩვენს თვალწინ რომ ვხედავთ, და ამ მწიკვლით არ დასნებოვნდეს, იგი მტკიცედ უნდა იდგეს საეკლესიო დოგმატების, ეკლესიისა და წმიდა მამათა ნაბოძებ წმიდათაწმიდა საეკლესიო წესდებისა და კანონების მყარ საფუძველზე. და თუკი ეს საფუძველი არ არსებობს, მაშინ კაცი ნუ იმედოვნებს, რომ დაუდგება ამ ნაკადს. ეს აღვირახსნილობა, ეს გახრწნილობა, ეს გაუგონარი მყრალი სიბილწე, ტალღებად რომ ეხეთქება დღევანდელ ცხოვრებას, უცილობლად მოიტაცებს და დაიმორჩილებს იმ სულებს, რომლებშიც არ კიაფობს ჭეშმარიტი ეკლესიურობის შუქი და კეთილსურნელება.
აი, ეს უნდა გვახსოვდეს განსაკუთრებულად. ოდესღაც პეტრე მოციქული ეუბნებოდა ქრისტიანებს... "ეკრძალენით ნათესავსა ამას გულარძნილსა"... მაგრამ მაშინ ეს "გულარძნილი ნათესავი" წარმართული სამყარო იყო. ახლანდელი დრო კი მეტისმეტად საშიში და სარიდოა. ახლა უკვე ქრისტიანული სამყარო განიხრწნა. მას უკვე აღარაფერი დარჩა საქადაგებელი, განსანათლებელი, იგი მფლობელია ქრისტეს ჭეშმარიტებისა, რომელიც უკვე გათელა თავისი ცხოვრებით, თავისი გულგრილობითა და სიცივით, ზოგჯერ კი მისი შეგნებული უარყოფითაც კი. და ამიტომაცაა, რომ ცხონების მოსურნემ "განირინოს სული თვისი" - ასე ამბობდნენ ბოლო დროის მოღვაწენი.
აი, რატომ გვმართებს მთელი ძალისხმევით იმაზე ზრუნვა, რომ წმიდა საეკლესიო კანონებით, განჩინებებითა და სწავლებით შემოვიზღუდოთ, რომ გადავურჩეთ ამ განმხრწნელ სნეულებას.
დღეს გარშემო ყველგან ვრცელდება ე. წ. ეკუმენიზმის სენი, რომლის პლატფორმაზეც დიდი მონდომებით დგება ყველა, ვისაც მოქნილი ზურგი და მოქნილი სინდისი გააჩნია... პრინციპულ ღალატს ყოველთვის პრაქტიკული ღალატი მოსდევს. აიღეთ, მაგალითად მოდერნიზმი, რომელიც დღევანდელ დღეს საეკლესიო ცხოვრებაში ინერგება. ნუთუ ვერ ვხედავთ, რომ ვეღარც კი იცნობ, ისე სხვაფერდება და იფიტება თვით ჩვენი ღვთისმსახურება, და საერთოდ, მთელი შინაარსი ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა? როცა წმინდა ტრადიციები... უკვე დრომოჭმულად აღიქმება, რომელსაც ანგარიშიც კი აღარ უნდა გაეწიოს. თქვენც კარგად გახსოვთ, რამოდენა შფოთი და განსაცდელი გამოიწვია იმან, რომ აქ, ამერიკაში, ჩვენს ეკლესიას განშორებულებმა თავიანთი ე.წ. "ავტოკეფალია" გამოაცხადეს. სამწუხარო ისაა, რომ რეაქცია ამ წითელ ავტოკეფალიაზე* ისეთი ნამდვილად არ ყოფილა, როგორიც საჭირო იყო. თითქოს ასე ჩანდა, რომ სამრევლოებიც და რუსი მართლმადიდებლებიც მასობრივად უნდა გარიდებოდნენ ამ სენს. მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა თუ შეაქცია ზურგი. სწორედ ეს ფაქტი გვიჩვენებს, თუ როგორ გაძნელდა დღეს მართლმადიდებლობის დაცვა და როგორი ძნიადსატვირთველი გახდა გზა საზღვარგარეთის რუსული ეკლესიისა, რომელმაც თავის წმიდათაწმიდა ამოცანად დაისახა წმიდა მამათა ყველა გარდამოცემისა და ჩვენი ეკლესიის კეთილი, მართლმადიდებელი ტრადიციების დამარხვა.
ჩვენ კარგად ვუწყით, რომ სადაც სიმართლეა, იქაა ღმერთიც. და თუკი ჩვენ ვეცდებით არ ვუღალატოთ სიმართლეს და ჭეშმარიტებას, მაშინ უფალი არ დაგვივიწყებს და არ დაგვიტევებს.
ეკლესია არასოდეს არავის წყევლის... ეკლესიის მიერ წარმოთქმული ანათემა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს წყევლად, ანუ ადამიანის თავს ღვთის რისხვის დატეხვის მოწოდებად. ანათემა მხოლოდ ეკლესიიდან განკვეთს იმას, ვინც ფაქტობრივად უკვე აღარაა მისი წევრი... ეკლესიაში ჰგიებს და მის წევრად მიიჩნევა მხოლოდ ის, ვინც მისი ერთგულია.
მოციქული პავლე ამბობს: "არამედ დაღაცთუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ". სწორედ ამიტომაც წარმოთქვამს ეკლესია ანათემას.
ოდესღაც წარმოიშვა კამათი თაბორის ნათლის თაობაზე. იყო თუ არა ეს დაუსაბამო, მარადიული ნათელი მარადიული და დაუსაბამო ღვთისა, თუ ეს იყო ძალზე ელვარე, კაშკაშა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მიწიერი სინათლე... ღმერთი არის ნათელი უქმნელი და მარადიული. მართალია შეცთომილები ჯიუტად ამტკიცებდნენ თავისას, მაგრამ ამ საღვთისმეტყველო კამათში საბოლოო გამარჯვება მოიპოვა წმიდა გრიგოლ პალამამ. ცრუ სწავლება დაიძლია და გაქრა.
შეიძლება თქვან - ანდა ალბათ მაშინვე ამბობდნენ, მით უმეტეს ახლა, როცა სულიერი ინტერესები და ფასეულობები ასრერიგად დაშორდა ცხოვრების მდინარებას, შეიძლება თქვან, რომ ეს მხოლოდ განყენებული საღვთისმეტყველო კამათი იყოო, სქოლასტიკური და არა ცხოვრებისეული. ამგვარად მოაზროვნეები მხოლოდ იმაზე მიგვითითებენ, თუ როგორ დასცილებიან სულიერ სამყაროს.
მართალია, ჩვენი ცხოვრება ისეთია, რომ ჩვენი სარწმუნოების საღვთისმეტყველო ჭეშმარიტებანი, ძირითადი დოგმატური ჭეშმარიტებანი, შესაძლოა აღიარებული და მიღებულია, მაგრამ თითქოსდა ცხოვრებაში არ აისახება. ჩვეულებრივ ადამიანები ბევრად უფრო მძაფრად განიცდიან, როცა ეს ხელითქმნილი ნათელი ჩაუქრებათ, რადგანაც ეს დარტყმა მათ პრაქტიკულ ცხოვრებას ეხება, მის კეთილმოწყობას. ხოლო როცა ადამიანები სულიერი საკითხების შესახებ მსჯელობისას ამბობენ, რომ "ეს არაცხოვრებისეულია", ამით მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ არ ძალუძთ სულიერ ფასეულობათა სამყაროში ცხოვრება.
მაგრამ საუბედუროდ კაცს ხშირად ისეთი რამ მოსდის, რაზეც წმიდა წერილი გვაფრთხილებს. ის ხუჭავს თვალებს და იცობს ყურებს, რათა არ დაინახოს და არ მოისმინოს. როცა სულიერ ფასეულობათა, სულიერი ნათლის წინაშე აღმოჩნდება, არა მარტო გულგრილობით პასუხობს, ხშირად თავისივე ნებით ზურგს აქცევს მას, რათა არ დაინახოს და არ გაიგონოს ის, რაც დასანახი და გასაგონია. ადამიანი მისგან გარემიიქცევა, რადგანაც სულ სხვა ინტერესებით ცხოვრობს.
ქრისტეს ნათელი კი ანათებს და მუდამ ინათებს... ეს ნათელი ყოველთვის ხილული იქნება თითოეული ქრისტიანის სულისათვის, რომელმაც თავისი თავი არ განარიდა მას.
ჭეშმარიტებისადმი გულგრილობა ერთერთი ყველაზე დიდი განსაცდელია ამ განდგომილი საუკუნისა. გაუფრთხილდი ჭეშმარიტებას, ადამიანო! იყავ ჭეშმარიტებისათვის მებრძოლი... ადამიანო, ცხოვრებაში ყველაზე მაღლა ჭეშმარიტება დააყენე და არასგზით არ მისცე თავს უფლება, ოდნავ მაინც გადაუხვიო ამ გზიდან.
მართალია, ყველანი ცოდვილები ვართ და უძლურების გამო ხშირად ვეცემით, მაგრამ ერთია - უძლურებით გამოწვეული დაცემა, და სხვა საქმეა - გულგრილობა ჭეშმარიტებისადმი, მისგან შეგნებული განშორება. დაე ნურასოდეს გვეწიოს ამგვარი რამ!
ვლოცულობთ: "ნათელი შენი მარადიული გამოგვიცხადე ჩვენ ცოდვილთა ლოცვითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისათა".
როგორი სულიერი სიბნელე ჩამოწოლილა დღეს ქვეყნიერებაზე! სულ უფრო და უფრო მუქდება, იმღვრევა... სულიერი ნათელი კაცობრიობის უმეტესობისათვის უკვე ძლივსღა ბჟუტავს, ცოტაც და მთლად ჩაიშრიტება. ამიტომაც გვჭირდება ლოცვა, რათა კვლავაც აღენთოს ჩვენთვის ის მარადიული ნათელი, მოციქულებმა რომ იხილეს თაბორის მთაზე.
უფალი მთაზე ავიდა სალოცავად და ლოცვისას ფერი იცვალა... სწორედ ამ სულიერ ნათელს, მარადიულ ნათელს ძალუძს ჩვენი გაცისკროვნება წრფელი ლოცვის ჟამს. ამიტომ ადამიანს, ცოტას ილოცებს თუ ბევრს, ლოცვის წუთები უნდა მიაჩნდეს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს წუთებად, რადგანაც ამ დროის განმავლობაში იგი ღმრთის წინაშე დგას და ღმერთს ესაუბრება.
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ როცა ქრისტეს ჭეშმარიტება იქადაგება, ბოროტ სულს ამის გამოცხადება სულაც არ ევალება. ღმრთისაგან განკვეთილის მოწმობა, მისი აღიარება არ მიიღება. ასე ხდება ცხოვრებაშიც. როცა ადამიანი უსამართლო მიზნით ღაღადებს სიმართლეს, ჭეშმარიტი ქრისტიანი მას არასოდეს არ უნდა მიენდოს და ერწმუნოს.
აიღეთ, მაგ. ჩვენი ბედკრული ქვეყანა. როცა ახლა იქ უბედური ე.წ. საბჭოთა იერარქია ღმერთზე საუბრობს, ბევრ კარგსაც ამბობს, თითქოსდა ეს ყველაფერი წმიდაწყლის სიმართლეა. მაგრამ როდესაც საბჭოთა იერარქები იმაზე იწყებენ ლაპარაკს, რომ თითქოს არავითარი დევნულება არ ყოფილიყოს და ეკლესია იქ კეთილდღეობაში იმყოფებოდეს... ეს კი უკვე მტკნარი სიცრუეა, ეს პირდაპირი ტყუილია, რომელიც უკვე ეკლესიის საკურთხევლებში შეიპარა...
მოდი ნუ განვიკითხავთ ამ უბედურ სულებს, რომლებიც ისეთ პირობებში ცხოვრობენ, არასოდეს არსად რომ არ ჩავარდნილა მართლმადიდებელი ეკლესია და ასეთ საშინელ, ვერაგ, ბოროტ და უგვან ხელისუფლებას, როგორიც საბჭოთა რუსეთშია, ჯერ არ უბატონია დედამიწის ზურგზე...
სამსჯავრო მხოლოდ ღმრთის ხელშია. მაგრამ ჩვენს სამწყსოს ჩვენ ვაფრთხილებთ და ვალდებულნიც ვართ გავაფრთხილოთ, რომ ეს უბედურნი იძულებით ტყუიან.
წმინდაწყლის სატანურ ხელისუფლებას განადიდებენ დღევანდელი საბჭოთა იერარქიის სულიერი წინამძღოლნი და ყველგან ამტკიცებენ, რომ არავითარი დევნა და შევიწროვება არ ყოფილაო, თითქოს იქ არც ასობით დევნილი იერარქი არსებულიყოს, არც ათასობით დევნილი მღვდელმსახური და მართლმადიდებელი ერისკაცი.
ეს მაგალითი ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორი საშინელია სიცრუე, როცა იგი ეკლესიაში შეაღწევს, ტაძრის ამბიონებზე და საკურთხეველში შეიპარება. გვახსოვდეს, რომ ქრისტანი ტყუილს ყოველთვის უნდა უფრთხოდეს!
რუსული ემიგრანტული ეკლესია მსოფლიოში და მართლმადიდებელ გარემოშიც კი საკმაოდ მარტოსულია. მოყვარე ცოტა გვყავს, მტერი კი ბევრი. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ჩვენი ეკლესია მამხილებლად ევლინება მათ, თავს რომ მართლმადიდებლებად თვლიან, მაგრამ თანამედროვე სულისკვეთებას დამონებიან მოდერნიზმისა და ეკუმენიზმის ყველა მომწამვლელი, სულიერად ცრუ საწყისებითურთ - მამხილებლად ევლინება, რადგან იცავს იმას, რაც უძველესი დროიდან გადმოგვეცა, მოციქულთაგან, მსოფლიო კრებათა და წმიდა მამათაგან გვეუწყა... ადგილობრივი ეკლესიები, რომლებსაც მოსკოვის საპატრიარქოსთან აქვთ კავშირი, ოფიციალურად გვსაყვედურობენ, რომ ჩვენ "განხეთქილების მოქმედნი" ვართ და "დედა ეკლესიას" უნდა დავუბრუნდეთ...
დაე, ნუ შეშფოთდება თქვენი გულები, ჩვენი ეკლესიის სამწყსოვ!.. თქვენ იცით, საითკენ უნდა ჰქონდეს გეზი აღებული ქრისტიანს და მთელ ეკლესიას - იგი უნდა მიისწრაფვოდეს იქითკენ, საითაც მიუთითეს წმიდა აღდგომის კანონში. სიკვდილიდან სიცოცოხლისაკენ, მიწიდან ცისაკენ!
როცა სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებაზე პატრიარქს ირჩევდნენ, ღმრთის ნება კრებამ წილისყრით შეიტყო... რა თქმა უნდა, ახლა მოსკოვში ასეთი რამ არ მომხდარა, როცა საბჭოთა იერარქებმა თავიანთი პატრიარქი "აირჩიეს", რადგან (ჩემი ევროპაში ყოფნისას) როცა არქიეპისკოპოსები მოსკოვში ადგილობრივ კრებაზე მიემგზავრებოდნენ, სიცილით ამბობდნენ: "იმ პატრიარქის ასარჩევად მივდივართ, რომელიც უკვე დანიშნა უღმერთო ხელისუფლებამ".
ბოლო წლებში საფრანგეთში მომიწია ყოფნამ, კერძოდ - პარიზში, სადაც უკვე დიდი ხანია დაფუძნდა პარიზის ეგზარქატი, იგივე მოდერნისტული და უდიერი ევლოგიანური განხეთქილება... ბევრი რუსი მართლმადიდებელი ერთნაირად დადის როგორც ჩვენი ეკლესიის ტაძრებში, ასევე ევლოგიანთა სალოცავებში, და მარტო დადიან კი არა, მარხულობენ და ეზიარებიან კიდეც იქ. როცა შეეკითხები, რატომ იქცევით ასეო, გპასუხობენ: "როგორ, განა სულერთი არაა? მსახურება ორივეგან ერთნაირია, რატომ არ უნდა ვიარო იქ და აუცილებლად ჩვენს ეკლესიაში მოვიდე?"
როცა მოციქული ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს მიგვითითებს, ამბობს: "რომლისა - იგი მოსლვაი არს შეწევნითა ეშმაკისაითა, ყოვლითავე ძალითა და ნიშნებითა და სასწაულებითა ტყუილისათა. და ყოვლითავე საცთურითა სიცრუისათა წარწყმედულთა მათ შორის, რამეთუ, ვინაითგან სიყვარული იგი ჭეშმარიტებისაი არ შეიწყნარეს, რაითამცა ცხოვნდეს იგინი. ამისთვის მოუვლინოს მათ ღმერთმან შემწე საცთურებისა, რაითა ჰრწმენეს მათ ტყუილისა" (2 თეს, 2,9-12).
წმიდა მოციქულის ეს სიტყვები ზუსტ პასუხად მიმაჩნია იმ კითხვაზე, თუ რატომ გადაუხვევს ადამიანი ასე ადვილად მართლმადიდებელი გზიდან სხვა მიმდინარეობებისკენ? იმიტომ, რომ არსებითად ჭეშმარიტება არ ეძვირფასებათ! მათ რომ ჭეშმარიტება უყვარდეთ, მას რომ ერთგულებდნენ, - იმის გაფიქრებაც კი შეზარავდათ, რომ აქ შეიძლება რაიმე სიყალბეს ან ტყუილს წაწყდომოდნენ, და მთელი ძალისხმევით მოიძიებდნენ ჭეშმარიტებას, სანამ ბოლოს და ბოლოს არ იპოვიდნენ. თუკი მათთვის სულერთია, რომელ ტაძარში ივლიან, ე. ი. ნამდვილი ჭეშმარიტება მათთვის არ არსებობს, და თუკი მაინც სჯერათ მისი არსებობა, მხოლოდ სადღაც უკიდეგანოდ შორს... პილატემაც ხომ ჰკითხა ოდესღაც მაცხოვარს: "რაი არს ჭეშმარიტებაი?" მაგრამ ეს კითხვა მართლა ჭეშმარიტების გამოძიების სურვილით კი არ იყო დასმული, - მხოლოდ სავსებით სკეპტიკური გულგრილობით. და სწორედ ამ გულგრილობამ და ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის უქონლობამ შეუშალა ხელი დაენახა და გულისხმაეყო, რომ მის წინაშე იდგა ცოცხალი პასუხი მის მიერ დასმული კითხვისა - იდგა თავად ხორცშესხმული ჭეშმარიტება.
დაიხსომეთ, მომავალო მღვდელმსახურნო, რომ პრინციპულ საკითხებში, როგორც იტყვიან, "ი-ს თავზე წერტილი უნდა დაუსვათ". - ე. ი. ჭენშმარიტება ბოლომდე უნდა აღიაროთ, თუნდაც ეს გართულებებთან, უსიამოვნებებთან და სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული. იყავით გაბედულნი, ბოლომდე უთხარით კაცს სიმართლე, თუნდაც ვინმეს ეს მაინცდამაინც არ ეპიტნავოს.
აპოკალიპსის წმიდა წიგნში ნათქვამია: "ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილ ხარ, არცა ტფილი. ჯერ - იყო, რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი" (აპოკ. 3,15). "ტფილში" წმ. მამები ცნობენ ჭეშმარიტების მხურვალე აღმსარებლებსა და დამცველებს, "გრილში" კი - მის მოწინააღმდეგეთ. მაცხოვრის ამ სიტყვებში იმის მითითებას ვხედავთ, რომ სჯობს "გრილი" იყო, ე.ი. ჭეშმარიტების წინააღმდგომი, ვიდრე ერთერთი იმ გულგრილთაგანი, რომელთა შესახებაც ასე აგრძელებს სიტყვას: - "ჯერ იყო რაითამცა ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი, არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი და არცა ტფილი, მეგულების აღმოგდებაი შენი პირისაგან ჩემისა."(აპოკ.3,16)... ჭეშმარიტების მიმართ შენი გულგრილობისა და განურჩევლობის გამო მოძულებული იქნები ჩემგან - მრისხანედ გვაფრთხილებს უფალი. აი, როგორი საშინელია განურჩევლობა და გულგრილობა ჭეშმარიტებისადმი." რამეთუ იტყვი: "მდიდარ ვარ და განვმდიდრდი და არარაი მეხმარების. და არა უწყი, რამეთუ შენ ხარ უბადრუკ და საწყალობელ და გლახაკ და ბრმა და შიშუელ". (აპოკ. 3,17). აი, სწორედ ამ სიტყვებით ხასიათდება გამოკვეთილად და ზუსტად დღევანდელი კაცობრიობა, რომელიც ფიქრობს რომ მოდერნიზმის, ეკუმენიზმის და სხვა ცრუ სწავლებების ახალი ჭეშმარიტებებით მდიდრდება და ისე დაბრმავებულა, რომ ვერც კი ხედავს როგორი უბადრუკი, საწყალობელი, გლახაკი გამხდარა, გაშიშვლებულა ჭეშმარიტებისაგან, ე.ი. გაუცხოებულა მისგან.
... თქვენ აუცილებლად მოგიწევთ წინააღმდეგობა იმ გულგრილობისა და განურჩევლობისადმი, რომელიც ადამიანთა სულებს დაუფლებიათ ჭეშმარიტების მიმართ. სასოს ნუ წარიკვეთთ, რადგანაც თქვენთან, როგორც ღვთის მსახურებთან, იქნება მადლი ღვთისა, რომელიც ყველა ადამიანურ უძლურებას უექიმებს და სულიერ სიმწირეს შეგივსებთ... არასოდეს დაივიწყო შენი უძლურება, სიბნელე და უნდილობა, არავითარ შეთხვევაში არ დაეყრდნო შენს თავს, არამედ სასოება გქონდეს ღმერთის მიმართ და ყოველივეს მისგან მოელოდე და იმედოვნებდე.
ცხოვრება ისე ყოფილა მოწყობილი, რომ ადვილად ვერ განახორციელებ ქრისტეს სახარებისეულ მცნებებს. მაგრამ თუკი ჩვენს დროზე და საკუთარ თავებზე ვისაუბრებთ, მართლაც მეჩვენება, რომ ჩვენ იშვიათად თუ წარმოვადგენთ იმ თესლს, რომელზეც კეთილი ნაყოფი აღმოცენდება. ისე ხშირად ვართ განურჩევლად გულგრილები, რომ განზრახ მტრულად ვუყურებთ იმას, რასაც ეკლესია ამბობს და რისკენაც მოგვიწოდებს.
მახსენდება იგავი ღვარძლის შესახებ... და მაგონდება წმ. პატრიარქ ტიხონის უკვდავი სიტყვები. როცა მისი ბოლო წუთები მოახლოვდა, თქვა: "ახლა დაღამდება. მე დავიძინებ. ღამე კი გრძელი იქნება, ძალზე გრძელი". სწორედ ამ საშინელ ღამეს ვატარებთ ახლა, როცა ამქვეყნად ოდნავღა ასხივებს ღვთის სიტყვის ნათელი.
ხშირად ვიგონებ უდიდესი განმანათლებლის, თეოფანე დაყუდებულის სიტყვებს, რომელმაც თავისი შორსმხედველი მზერით განჭვრიტა მომავალი. იგი ამბობდა, რომ დადგება დრო, როცა ყველაფერი ზედაპირული გახდება. - ყოველივე საეკლესიო, ყველა წოდება, ყველა წესი, მთელი გარეგნული მხარე, მთელი მსახურება - ყველაფერი თითქოს ისევ შეინარჩუნებს გარეგნულ იერს, შიგნით კი იმეფებს ქრისტეს სულის სრული ღალატი... ეს სულიერი ღვარძლია... და აი, დღეს ვხედავთ, როგორ იბნევა ადამიანის სული ამ ღვარძლის შემხედვარე, ძლივსღა პოულობს, ზოგჯერ კი დადხანს ვერ მიუგნია კეთილი თესლისათვის, გარშემო სულ სარეველებია.
გაფრთხილდი ქრისტიანო სულო, მადლი შესწირე უფალს იმისათვის, რომ შენ მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი ხარ, რომელსაც მოციქულთა სწავლება დაუმარხავს, წმიდა მამათა ნაანდერძევი და გადმოცემული შეუნახავს, მადლი შესწირე ამისათვის უფალს და გაუფრთხილდი შენს სარწმუნოებას. გახსოვდეს, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი დღეს სარეველათა შორის ჩაკარგულა.
უფალი ამბობს: "შევედით იწროისაგან ბჭისა, რამეთუ გეტყვი თქუენ, მრავალნი ეძიებდნენ შესლვად და ვერ უძლონ". ამ სიტყვებიდან პირდაპირ უეჭველად გამოდის აზრი, რომ ქრისტიანობა წარმოადგენს ღვაწლს, მოღვაწეობა კი მოღვაწედ ყოფნას ნიშნავს. და თუკი იმ ადამიანის ცხოვრებაში, თავს მართლმადიდებლად რომ მიიჩნევს, არანაირი ღვაწლი არ არსებობს, მაშინ ის უნდა შიშობდეს, რომ ცხონებას ვერ მოიპოვებს.
ძველად ღვთის უდიდესი წმიდა სათნომყოფელი მამები და საერთოდ ძველი ქრისტიანები მართლაც მოღვაწენი იყვნენ. ჩვენ კი რა ღვაწლი გაგვაჩნია? დღევანდელი ცხოვრება ჭირმრავალია, არა მხოლოდ პირადი მწუხარებებითაა აღსავსე, საზოგადო ცხოვრებაშიც უამრავი გასაჭირია - ყველგან! ცხოვრება სულ უფრო და უფრო რთულდება, ნაგვიანდება, იჭუჭყება, სულ უფრო და უფრო რთულდება და იხლართება... მაგრამ თუკი ამ უამრავ ჭირთათმენაში ქრისტიანს იქით ექნება მისწრაფება, რომ ყოველივე ეს ქრისტიანულად მიიღოს და გადაიტანოს, მაშინ დიდი შრომისა და ძიებების გარეშე იპოვის თავისი მოღვაწეობის ცხოვრებისეულ გზას.
ეკლესიის ისტორიაში ერთობლივი მსახურება არასოდეს ყოფილა ერთსულოვნების გარეშე. ეს წმიდაწყლის ახალი ეკუმენისტური გამოგონებაა. ეკუმენისტური სიბრძნისმეტყველებით გაგებული სიყვარული "მართლმადიდებელი რუსეთის" რედაქტორის მახვილი გამონათქვამით, მზადაა თავის სასიყვარულოდ გაშლილ მკლავებში სასიკვდილოდ მოგუდოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა.
რ.ს.მ.ე.-ს მესამე კრებაზე წაიკითხეს გამოჩენილი მწერლის სოლჟენიცინის წერილი. მას ვერ დავეთანხმებით ერთ რამეში. ის წერს, რომ ახლა თურმე ისეთი დრო დამდგარა, რომ დაყრდნობა საეკლესიო კანონებსა და წესებზე აღარ გვიწევს, რელიგიური ცხოვრება კი სულისა და გულის კარნახით უნდა წარიმართოს გარემო პირობებთან შეთანხმებითო. აი, ეს კი არასწორია... ეკლესიამ თავისი კანონები და წეს-ჩვეულებანი დაგვიტოვა იმ საფუძვლად, რომელზეც ნორმალური საეკლესიო ცხოვრება აღეშენება. ცხოვრებაში რა სახის სიმახინჯეებიც არ უნდა გაჩნდეს, როგორ ახალ სიძნელეებსაც არ უნდა შეეჯახოთ, ეს საფუძველი შეუძვრელად უნდა დაიცვას! რა თქმა უნდა, სხვა საკითხია, როგორ ვისარგებლოთ ამა თუ იმ წესით მოცემულ ვითარებაში. შეიძლება რაღაც დათმობაზე წასვლამაც მოგვიწიოს, ანდა ცნობილ ორიენტაციას მივმართოთ გარემო პირობებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სულიერი საფუძვლიდან ჩამოსვლა არასგზით არ შეიძლება! ეკლესია თავის ზღუდეში მხოლოდ იმათ მოაქცევს, ვინც მისი ერთგულია.
განვისწავლეთ კი უფლის სიყვარულში მთელი გულით, მთელი სულით, მთელი სიმტკიცით, მთელი ჩვენი გულისხმისყოფით? განა ჩვენი ყოველი აზრი იქითაა მიმართული, როგორ შევიყვაროთ ღმერთი მთელი არსებით? წმინდანებს გააჩნდათ ეს სათნოება. გახსოვთ ღირსი სერაფიმეს ტროპარი: "სიყრმითგან ქრისტე შეიყვარე და მას მხოლოს მუშაკობდი, ნეტარო, მხურვალე გულისთქმითა". ეს სიტყვები იყო უდიდესი მოღვაწის სიცოცხლის მიზანი. აი, როგორ სიყვარულს ითხოვს უფალი ჩვენგან... ილოცე, რათა თავად მან გასწავლოს, როგორ შეიყვარო იგი მთელი შენი არსებით, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე.
დაიხსომეთ, საყვარელნო, რომ თუკი უფალმა გვაუწყა რომ ქრისტიანები, მისი მოწაფეები ერთმანეთის მიმართ ანთებული სიყვარულით შეიცნობიან, იმავდროულად ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს განურჩევლად ყველასა და ყველაფრის სიყვარულს... მსოფლიო კრებებზე, როცა საქმე მწვალებლებს ეხებოდათ, ნუთუ ეკლესიის მამები თავზე ხელს უსვამდნენ მათ და ეუბნებოდნენ - სიყვარულში ერთნი ვართო? ისინი ამხილებდნენ და ეკლესიიდან განკვეთდნენ მათ, ანათემას გადასცემდნენ!
ამიტომაც ჩვენს ეკლესიას ხშირად საყვედურობენ: თქვენ სიყვარული არ გაგაჩნიათ - არც იმათთან გინდათ გქონდეთ კავშირი, არც იმათთან, იმათთან კი ამბობთ, არ შეიძლება ურთიერთობაო - თქვენ სიყვარული არ გაგაჩნიათო! გვეუბნებიან, რომ ყველას თავზე უნდა ვეფეროთ და დავუყვავოთ: "რა კარგები ხართ ყველანი!" ამ დროს ჩვენ სწორედ სიყვარული მიგვითითებს, რომ შეცთომილს თავზე ხელი კი არ უნდა უსვა და ეუბნებოდე - რა კარგი ხარო, შეცდომაზე უნდა მიუთითო.
ახლა კი სწორედ სიყვარულს ხედავენ იქ, სადაც, არსებითად, თუ პოეტის სიტყვებს მოვიშველიებთ, ადამიანები კეთილისა და ბოროტის მიმართ "სათაკილოდ გულგრილნი" გახდნენ. ვისაც ჭეშმარიტება ნამდვილად უყვარს, მის მტრებს ამხილებს და არ ეთანხმება. თუკი შეცდომილს ნახავს, შეეცდება ქრისტიანული სიყვარულით შეაგონოს, მაგრამ არასგზით ხელს არ ჩაკიდებს და არ ეტყვის - "მე და შენ ერთნი ვართ!" ახლა სწორედ ამგვარი საცთურია მუდმივად სახეზე - ეკუმენიზმი, რომელიც მთელ დედამიწის ზურგზე ნაკადად მოედინება! და ყველა სხვა მწვალებლური ცრუ-სწავლებანი.
გახსოვდეთ, ჭეშმარიტების სიყვარული პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. თუ ადამიანი შეცდა - მიუთითე, და თუკი მაინც ბოროტად თავისაზე დგას, ამხილე უშიშრად, როგორც ამას მოციქულები და წმიდა მამები აღასრულებდნენ. მხოლოდ მაშინ დაიცვება მართლა ჭეშმარიტება, როგორც ჯერ-არს, როგორც ჭეშმარიტების მოსაგრეს, ამის გაკეთება გვევალება, მხოლოდ მაშინ იქნები ნამდვილად ჭეშმარიტების შვილი, შვილი ქრისტიანული სიყვარულისა და ამ სიყვარულით გიცნობენ შენ, რომ ნამდვილად ქრისტეს მოწაფე ხარ, ამინ!

Комментариев нет:
Отправить комментарий