ღმერთი

ღმერთი

пятница, 16 августа 2013 г.

მართლმადიდებლური სამყარო და მასონობა .თავები: 13-17

13. მასონობა, სოციალიზმი, კომუნიზმი და ინტერნაციონალური რევოლუცია; 14. ზესახელმწიფო, როგორც მასონობის იდეალი; 15. მასონობის ისტორია; 16. მასონობა რუსეთში; 17. განხეთქილება რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.




13. მასონობა, სოციალიზმი, კომუნიზმი და ინტერნაციონალური რევოლუცია

მასონობასა და სოციალისტურ ინტერნაციონალს შორის არსებობს შინაგანი სულიერი კავშირი და ურთიერთმხარდაჭერა. სოციალიზმის სულიერი დედა მასონობაა, რადგანაც, როგორც ერთის, ასევე მეორის შემქმნელები 31-ე საფეხურის მასონები, კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი იყვნენ.

"სოციალიზმის გამარჯვება გარდაუვალია, და მასონობას სათავეში ამ მოძრაობის სათავეში დგომა მართებს და არა უკან ჩანჩალი" ("Акация". 1903 წ.). "მხოლოდ მთელი მასშტაბურობით გამოყენებულ სოციალიზმშია სოციალური საკითხების გასაღები. ჩვენ მას მსოფლიო მასონობის სოლიდარობის იდეის ლოგიკურ დასრულებად მივიჩნევთ", - ამბობს ძმა ბეგარიდი.

მასონობის მიზნების პროგრამაში შედის სოციალისტური რევოლუცია. "მასონობამ, რომელმაც 1789 წლის პოლიტიკური რევოლუცია მოამზადა, დღეს სოციალური რევოლუცია უნდა მოამზადოს. მასონები ვალდებულნი არიან ხელიხელჩაკიდებულნი იარებოდნენ პროლეტარიატთან ერთად. პირველთა მხარესაა ინტელექტუალური ძალები და შემოქმედებითი უნარები, მეორეს კი რიცხობრივი უპირატესობა და გამანადგურებელი პოტენციალი გააჩნია. მათი ერთობა განახორციელებს სოციალისტურ რევოლუციას" (მასონური ჟურნალი. "Акация", 1910 г.).

"იმ დღიდან, რა დღიდანაც პროლეტარიატისა და მასონობის კავშირი შედუღაბდება, ჩვენ გავხდებით უძლეველი არმია", - აცხადებს მასონური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 1910 წელს ბრიუსელში გაიმართა.

მასონური მოღვაწეები, ეფარებიან რა დემოკრატიულ პრინციპებს - თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას, - არა მარტო არ უკადრისობენ კომუნისტებთან კავშირს, არამედ რჩევასაც კი იძლევიან გამოიყენონ მათი მიღწევები თავიანთი დაფარული მიზნების განსახორციელებლად. ასე, მაგალითად, საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთის კონვენტზე, 1902 წელს, ძმა დელპაშმა შეკრებილ მასონურ მოუწოდა არ შეშინებულიყო კომუნისტური დოქტრინებით. "არ უნდა დაგვავიწყდეს, - ამბობდა ის, - რომ მასონობამ უკვე დიდი ხანია შექმნა ე. წ. პირველი ბლოკი, რომ ჩვენს შორის არის ყველა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა გარდამავალ საფეხურებს უბრალო რესპუბლიკელებიდან რადიკალ-სოციალისტებამდე და კოლექტივისტებამდე" (А. Виктуринов. Масоны-коммунисты, журнал «Двуглавый Орел», 1928 г., № 15, стр. 39.)

"ჩვენ გავიმარჯვებთ მხოლოდ მემარცხენეებთან კავშირის წყალობით, რომლის უმთავრესი ბირთვი ლოჟა იქნება. ჩვენ უნდა დავაჯგუფოთ ყველა რესპუბლიკელი და თვით კომუნისტებთან კავშირში გამოვიმუშავოთ პროგრამა" (Конвент Великого Востока). მასონობამ უნდა შემოიკრიბოს რაციონალისტები, პოზიტივისტები, მატერიალისტები, სოციალისტები, კომუნისტები და მართოს მათი გამანადგურებელი ძალა.

ყველა ამ ანტიქრისტეანულ და ანტიეროვნულ ძალთა კავშირი შექმნის მსოფლიო რევოლუციის კადრებს და მოაახლოვებს მასონური იდეალებისა და პრინციპების გამარჯვებას.

"მასონობა, რომელსაც უნდა უმადლოდეს ისტორია ნაციონალურ რევოლუციებს, შეძლებს მოახდინოს უდიდესი ე. წ. ინტერნაციონალური რევოლუცია" (Бюллетень Великой Ложи, 1922 г.). "მომავალი ინტერნაციონალური რევოლუცია მასონობის ქმნილება იქნება" (Конвент Великой Ложи, 1922 г.). ამ "ინტერნაციონალური რევოლუციის" შედეგად კი, - რომელიც მასონთა მონდომებით, ყოველდღიურად ახლოვდება, - მივიღებთ ზესახელმწიფოს, - მასონური ოცნების უკანასკნელ მიზანს.


14. ზესახელმწიფო, როგორც მასონობის უზენაესი იდეალი

მასონობა მიისწრაფვის ყოველივე ძველის და ყველა არსებული საფუძვლის დანგრევას და წარსულის ნანგრევებზე ახალი, მასონური სამეფოს აშენებას. მასონობა ქადაგებს, რომ სურს შექმნას საერთაშორისო მოძრაობა, რომლის შედეგი იქნება მარადიული მშვიდობა და თავისუფლების იდეალების ზეიმი, რომელიც მოიტანს თანასწორობასა და ძმობას ერთა შორის.

1917 წლის ივნისში მოკავშირე და ნეიტრალური ქვეყნების მასონობამ პარიზში მოიწვია ყრილობა, რომლის ერთ ერთი უმთავრესი ამოცანა, მისი თავმჯდომარის, კარნოს, თქმით, იყო: "ევროპის შეერთებული შტატების მომზადება, ზენაციონალური ხელისუფლების შექმნა, რომლის ამონაცა იქნება ერებს შორის კონფლიქტების აღმოფხვრა. მშვიდობის ამ კონცეფციის პროპაგანდისა და საყოველთაო კეთილდღეობის აგენტი კი მასონობა იქნება" (Н. К. Я. Соединенные Штаты Европы, журнал «Двуглавый Орел», 1929 г., № 35, стр. 1687–1688).

1927 წელს "შერეული მასონობის" კონვენტმა განაცხადა: "აუცილებელია ყველგან და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში, ქადაგებით, წერილობით და საქმით მასებს შთავაგონოთ მშვიდობის სული, რომელიც აუცილებელია ევროპის შეერთებული შტატების შესაქმნელად".

მასონობის მთელი მუშაობა და პროპაგანდა უმთავრესად მიმართულია ქრისტეანული კულტურის დანგრევისა და მასონური მსოფლიოთი მისი შეცვლისაკენ, რომელიც მატერიალიზმსა და ათეიზმს (უფრო კი ოკულტიზმს - მთარგმნ.) დაფუძნება.

ათეიზმიდა კოსმოპოლიტიზმი - მასონური საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპებია. მასონთა პირველ ინტერნაციონალურ კონგრესზე, რომელიც 1889 წელს პარიზში გაიმართა და 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციის მეასე წლისთავს მიეძღვნა, ძმა ფრანკოლინმა, დიდი აღმოსავლეთის საზეიმო ორატორმა, განაცხადა: "დადგება დღე, როდესაც ერები, რომლებსაც არც XVIII საუკუნე ჰქონიათ და არც 1789 წელი (იგულისხმება ამ საუკუნეში მომხდარი რევოლუციები - მთარგმნ.), გადაიგდებენ მონარქიისა და ეკლესიის უღელს. ეს დღე შორს როდია. ეს არის დღე, რომელსაც ასე ველოდებით და ის ქვეყნებისა და ხალხების საყოველთაო მასონურ ძმობას მოგვიტანს. ეს არის მომავლის იდეალი. ჩვენი საქმეა ამ საყოველთაო მსოფლიო ძმობის დაჩქარება".

ამავე კონგრესმა გამოთქვა შემდეგი გარდაუვალი პოზიცია: "მიზანი, რომლისკენაც ისწრაფვის ყველა მასონი, ეს არის ათეისტური რესპუბლიკა".


15. მასონობის ისტორია

თანამედროვე მასონობის სამშობლო - ინგლისია. 1648 წელს ინგსლიში მოხდა რევოლუცია, რომელიც მიმდინარეობდა სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ და რომელიც ძალიან მალე პოლიტიკური თავისუფლებისათვის ბრძოლაში გადაიზარდა. ინდეპენდენტები (დამოუკიდებელნი) კრომველის მეთაურობით იწყებენ შეიარაღებულ ბრძოლას სამეფო ხელისუფლებასთან. ინგლისის რევოლუციაში მასონობა წარმოადგენდა უმთავრეს და მამოძრავებელ ძალას. შეიარაღებული ბრძოლა დამთავრდა მეფე კარლოს I მკვლელობით, კათოლიკეებისა და სამეფო ხელისუფლების მომხრეთა დამარცხებით. პროტესტანტებმა და კონსტიტუციონალისტებმა გაიმარჯვეს.

1688 წელს მოხდა მეორე რევოლუცია. სტიუარტების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, იაკობ II იძულებული გახდა უაერი ეთქვა სამეფო ტახტზე და თავისი ადგილი ვილჰელმ III ორანელისთვის დაეთმო, რომელმაც სამეფო გვირგვინი მასონებისგან მიიღო, ერთგულება აღუთქვა თავისუფლების მასონურ ქარტიას და თავისუფალ ქვისმთლელთა ყურმოჭრილი მონა გახდა. 1717 წელს შედგა ყველა ინგლისური მასონური ლოჟის შეკრება, სადაც ჩამოყალიბდა ინგლისის დიდი ლოჟა. ლონდონი გახდა ცენტრი, საიდანაც "მასონური სწავლების ნათელი" მთელს მსოფლიოს მოედო.


16. მასონობა რუსეთში

ინგლისის რევოლუციის დროიდან მასონობა რუსეთშიც შემოდის. ინგლისის დევნილი მეფის, იაკობ II მომხრეები, ე. წ. იაკობიტი-მასონები, რუსეთშიც გამოჩნდნენ, სადაც მეფე ალექსი მიხეილის ძის კარზე თბილად მიიღეს. მაგრამ მასონ-იაკობიტთა გარდა მოსკოვის სახელმწიფოში მეფე ვილჰელმ III ორანელის მომხრეებიც გამოჩნდნენ. ამ ინგლისელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა მოსკოვში დააფუძნეს გერმანული გარეუბანი, რომელიც მასონობის მძლავრი ლაბორატორია გახდა.

მასონური გადმოცემით, პირველი ლოჟა მოსკოვში დაარსდა ჯერ კიდევ მეფე ალექსი მიხეილის მეფობის დროს, თანაც "ბრიუსი იყო ამ ლოჟის დიდი ოსტატი". გრაფი ბრიუსი, გადამოცემით, ერთ ერთი მაღალჩინოსანი მასონი გახლდათ, რომელიც ღრმად შეიჭრა მასონურ ორდენში და ნაყოფიერ მუშაობასაც ეწეოდა ამ მიმართულებით.

მოსკოვში შემოსვლის შემდეგ მასონობა საკმაოდ დიდ წარმატებებს აღწევს. უცხოელები თავიანთ ლოჟებში აწევრიანებენ ცნობილ ადამიანებს და მასონურ ლოჟებს ამრავლებენ. პეტრე I სიკვდილიდან ექვსი წლის შემდეგ (გარდ. 1725 წ.) ლონდონის დიდი ლოჟის დიდოსტატი ლორდ ლოველი კაპიტან ჯონლი ფილიპს მთელი რუსეთის პროვინციალურ დიდოსტატად ნიშნავს. მასონობა რუსეთში ღებულობს მტკიცე და მაყარ ორგანიზაციულ ფორმას.


17. რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განხეთქილება

რუსეთის ადგილობრივი ეკლესიის განხეთქილება ინგლისის რევოლუციას ემთხვევა. სრულიად ობიექტურად უნდა ვაღიაროთ, რომ განხეთქილების ჭეშმარიტი მიზეზები დღემდე სრულიად გამორკვეული არ არის. განხეთქილების მიზეზს ეძებენ საღვთისმსახურებო წიგნების გასწორების საქმეში, რადგან, როგორც ამბობენ, დროთა განმავლობაში ამ წიგნებში, გადამწერთა შეცდომის წყალობით დამკვიდრებულა სხვადასხვა სახის მრავალი შეცდომა. მაგრამ სინამდვილეში, საუკუნეთა განმავლობაში ერთი და მონოლითურად შეკრული რუსული ეკლესიის განხეთქილების მიზეზი გამოურკვეველი და ბნელია. შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ განხეთქილება მასონთა ინტრიგების შედეგად მოხდა, რომლებმაც ამ მიზნებისთვის გამოიყენეს იეზუიტები, კათოლიკეები და პროტესტანტები.

ერთი რამ უეჭველია, - განხეთქილების გაღრმავებას ხელი შეუწყვეს კიეველმა მეცნიერებმა, რომლებიც იმხანად კათოლიციზმითა და პროტესტანტიზმით იყვნენ მოწყლულები, ასევე წამყვანმა რუსმა ადამიანებმა, რომლებიც მასონების მიერ იყვნენ დამუშავებულნი და ამ დროისთვის დიდ თანამდებობებსა და ზეგავლენას ფლობდნენ მოსკოვის სახელმწიფოში. პატრიარქი ნიკონი ბნელმა ძალებმა გამოიყენეს მართლმადიდებელი სამწყსოს გასახრწნელად და დასაფანტად, ასევე თავისი თანამოძმე მართლმადიდებლების სადევნად, რომლებიც არ ურიგდებოდნენ იმას, რომ უცხო და დაუპატიჟებელი "რეფორმატორები" ანგრევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და წმიდათაწმიდა სიძველეებს დევნიდნენ.

გაიმარჯვა მასონურმა პრინციპმა - "დაჰყავი და იბატონე". ერთი, მთლიანი და მონოლითური მართლმადიდებლური სამწყსო დაიფანტა. დაიწყო "რასკოლნიკების" ფიზიკური განადგურება ცეცხლითა და მახვილით. ძალადობამ წინააღმდეგობა და სარწმუნოებისთვის თავდადების მხურვალე სურვილი გამოიწვია, რის გამოც "რეფორმატორთა" ინკვიზიციას ასი ათასობით მართლმადიდებელი ქრისტეანი შეეწირა, მილიონობით ადამიანი საკუთარი კერიიდან უცხო ქვეყნებში გაიხიზნა.

ურთიერთ გაუგებრობისა და დაბრმავების ატმოსფეროში ერთი, მართლმადიდებელი ეკლესია ორ შეურიგებელ და მტრულ ბანაკად დაიყო, რომელთა შორისაც, მესამე ძალის სასიხარულოდ, დაუოკებელი შუღლი ჩამოვარდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის განხეთქილებამ ხელ-ფეხი გაუხსნა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს მართლმადიდებლობასთან ბრძოლისა და საკუთარი იდეების გადაგების საქმეში. ინგლისური რევოლუციის იდეები და ამ რევოლუციის მონაწილე მასონები, რომლებმაც თბილად მოიკალათეს რუსეთის გულში, მის დედაქალაქ მოსკოვში, ხელი შეუწყვეს განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავებას და მართლმადიდებელი ეკლესიის მომდევნო დაშლას.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий