მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.
ათი მცნება
მცნება პირველი - მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
მცნება მეორე - არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა; არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
მცნება მესამე - არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
მცნება მეოთხე - მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი. ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმენი შენნი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
მცნება მეხუთე - პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქვეყანასა ზედა.
მცნება მეექვსე - არა კაც-ჰკლა.
მცნება მეშვიდე - არა იმრუშო.
მცნება მერვე - არა იპარო.
მცნება მეცხრე - არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
მცნება მეათე - არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ!
მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა!
კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა,
რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.
დედის ლოცვა
ჰოი, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, მამაო, ძეო და წმიდაო სულო!
გევედრები შენ, უფალო, დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, მტერთაგან ხილულთა და უხილავთა და უცნაურისა სიკვდილისაგან და ღირს ჰყავ ისინი ზეცისასა შენსა სასუფეველსა. დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით შენით ძითურთ და ყოვლად - წმიდით და სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, თაყვანის გცემ არსობით და გევედრები, ნუ დახშავ საუნჯეთა შენთა შვილთა ჩემთათვის (სახელები).
ნუ მოიძულებ მეუფეო, რამეთუ ხელთა შენთა ქმნილნი არიან. დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ამა სოფლის ამაოებათა ხიბლისაგან, არამედ სრულიად აღავსე გულნი მათნი სულითა შენითა წმიდითა, რათა ყოველნი მათნი საქმენი წარემართნონ სულიერთა შენთა კეთილთა და საუკუნო ცხოვრებისაკენ. ამინ! ამინ! ამინ!
ჰოი,ყოვლადწმიდაო დედუფალო ღვთისმშობელო!
იხსენ და დაიცევ შვილნი ჩემნი (სახელები) ცილისწამებისაგან, ყოლისაგან ჭირისა და უეცარი სიკვდილისაგან.
შეიწყალენ შვილნი ჩემნი ჟამთა დღისათა, განთიადისა და მწუხრისა და ყოველთა ჟამთა შინა, მძინარენი დაიცევ, დაიფარე და შეზღუდე. დაიცევ შვილნი ჩემნი დედუფალო ყოველთაგან მტერთა ხილულთა და არახილულთა, ყოველთა ჟამთა და საქმეთა ექმენ შვილთა ჩემთა, დედაო, გადაულახავ კედლად და მტკიცე შემწედ. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰოი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ!
შეეწიე შვილთა ჩემთა (სახელები), დაიცევ ისინი ყოველისაგან ძვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ქარისაგან მომსვრელისა და ყოველისაგან ბოროტისა და სიკვდილ შემოსილისა წყლულებისა. დაიცევ ისინი, დიდო მთავარანგელოზო მიქაელ, მხედართმთავარო უფლისაო, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
მრწამსი
სიმბოლო სარწმუნოებისა.
მრწამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა.
და ერთი უფალი იესო ქრისტე ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.
რომელი ჩვენთვის კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცნა.
და ჯუარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო, და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.
და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.
და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.
და სული წმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის - იცემების, და იდიდების რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.
ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.
მოველი აღდგომასა მკვდრეთით: და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

Комментариев нет:
Отправить комментарий