ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 августа 2013 г.

კენიელი ადვოკატი ქრისტეს ჯვარცმისთვის იტალიისა და ისრაელის დასჯას ითხოვს.

როგორც SDE იუწყება, კენიელი იურისტი ითხოვს იტალიისა და ისრაელის დასჯას ორათასწლოვანი დანაშაულის ჩადენისთვის. იურისტი დოლა ინდიდისი დარწმუნებულია, რომ იტალიამ და ისრაელმა პასუხი უნდა აგონ იესუ ქრისტეს ჯვარცმისთვიუს. მკვლელობის გამოძიება აფრიკელმა იურისტმა სთხოვა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს, სადაც შესაბამისი სარჩელიც შეიტანა.



ღმრთის ძის უფლებებს სასამართლოში თვით დოლა ინდიდისი დაიცავს, რომელიც საკუთარ თავს ქრისტეს მეგობარს უწოდებს. ქრისტეს სიკვდილში ინდიდისი ადანაშაულებს რომის იმპერატორ ტიბერიუსს, იუდეის პროკურატორ პონტიუს პილატეს, უხუცესთა საბჭოს, მეფე ჰეროდეს, ასევე თანამედროვე იტალიას და ისრაელს. ამ ორ უკანასკნელ სახელმწიფოს, როგორც NEWSru Israel-ი განმარტავს, კენიელი ძველი რომაელებისა და იუდეველების მემკვიდრეებად მიიჩნევს. დანაშაულის დასამტკიცებლად იურისტი ყველას სთავაზობს წაიკითხონ ბიბლია, რომლის სიმართლეში, კენიელის რწმენით, დაეჭვება შეუძლებელია. მას სურს, რათა სასამართლომ გაარკვიოს, რაში სდებდნენ ბრალს იესუ ქრისტეს და რის საფუძველზე სცემეს, აწამეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, სახეში აფურთხეს და ბოლოს და ბოლოს, ჯვარზეც გააკრეს.

დოლა ინდიდისი აღნიშნავს, რომ მართალია ბრალდებულთა უმეტესობა დიდი ხნის გარდაცვლილია, მაგრამ პასუხი მათ ქმედებებზე უნდა აგონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ინტერესებშიც იყო ქრისტეს ჯვარცმა. "მე სასამართლოს მივმართე, რადგან მიმაჩნია, რომ უნდა დავიცვა ქრისტეს ღირსება და მივაღწიო სამართლიანობას ამ ადამიანისთვის, რომელიც იყო ნაზარეთიდან და რომელსაც უკანონოდ და ბოროტგანზრახვით სდევნიდა სინედრიონი და მის უფლებებს ამგვარად არღვევდა", - განმარტავს დოლა ინდიდისი.

ჰააგის ტრიბუნალში განაცხადეს, რომ კენიელს მისამართი შეეშალა, რომ ტრიბუნალი მხოლოდ სახელმწიფოთაშორის კონფლიქტებს განიხილავს.

apocalypse.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий