ღმერთი

ღმერთი

суббота, 17 августа 2013 г.

ჩვენ ხშირად შევცდებით მისთვის, რომ

არ განვიცდით გულსა და ხასიათსა კაცისასა, არამედ მივხედავთ მხოლოდ მისსა გარემოებასა და ლაპარაკსა. ზოგიერთის კაცის გარეშეობა და ლაპარაკი სრულად არ ეთანხმება შინაგანსა მისსა ხასიათსა. ზოგი კაცი ყოველთვის ღიმილით და ტკბილად გელაპარაკება შენ, გულში შეგიძვრება, გეფერება, ვითარცა მელა; შენ ჰფიქრობ: რა კეთილი კაცი არისო, უთუოდ მაგას ჩემი სიკეთე უნდაო; გარნა ხშირად მოგატყუებს მწარედ და როდესაც დაგჭირდება მართლა მისი მოყვრობა, მაშინ გამოსჩნდება, რომ იგი სტყუოდა. სხვა კაცი სხვა ხასიათისა არის: გარეშეობა მისი შენ გეჩვენება სასტიკად; ბევრი ლაპარაკი მას არ უყვარს, პირში არ გაქებს შენ იგი, რაც გინდა ღირსი და კეთილი კაცი იყო, ხშირად გაგაჯავრებს ფიცხელითა სიტყვითა, პირდაპირ გეტყვის იგი შენსა სიცუდესა, გარნა პირიქით, იგი შენზედ ცუდს არაფერს იტყის, არამედ ჰცდილობს, რომ გაგამართლოს და შეგინდოს შენი ნაკლულოვანება. შენ ხშირად გგონია, რომ იგი არის ცუდი ხასიათის კაცი, მას შენ სძულხარ და შენი სიკეთე არ უნდა; გარნა როდესაც მოვა ჟამი და დრო, მაშინ შეიტყობ, რომ მას უყვარხარ შენ, იგი არის შენი მეგობარი, მას შეუძლიან შემწეობა შენი.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)



Комментариев нет:

Отправить комментарий