კარგა დიდ ხანს, ახალგაზრდობაში, არ მესმოდა, რა აუცილებელი იყო სულის განმტკიცება სული წმიდით. ყოვლადმოწყალემ გამაგებინა ამის მნიშვნელობა. დიახ, იგი ნამდვილად საჭიროა ჩვენი ყოფიერების ყოველ წამს, როგორც სუნთქვაა აუცილებელი ლოცვისას და საერთოდ, მთელი ჩვენი ცხოვრების გზაზე. სული წმიდის შემწეობის გარეშე სული მუდმივად ცოდვისკენ იხრება და ეს მის სიკვდილს უდრის. ითენთება, ეშვება, ძალა ერთმევა გულში დაბუდებული ბოროტებისაგან და უხმარი ხდება სიკეთისათვის. სული წმიდის გარეშე გრძნობ, როგორ მიიწევს გული სხვადასხვა უკეთურებისაკენ, ყოველ წუთს მზადაა, ჩაეფლას მორევში. ასეთ დროს გული მტკიცეს უნდა დადგეს ქვაზე და ეს ქვა - სული წმიდაა. ისაა, რომ ამტკიცებს ჩვენს ძალებს და თუ კაცი ლოცულობს, იგი (სული წმიდა) ამაგრებს კაცის გულს, რწმენას, იმედს აძლევს, რომ მიეცემა ლოცვაში ნათხოვნი. სული წმიდა გულში ღვთის სიყვარულს აღვივებს და აგიზგიზებს, სულს ნათელ, კეთილ აზრებს უნერგავს, რომელიც გულსა და გონებას ძალას მატებს. სხვადასხვა საქმეებშია კაცი ჩაფლული და ისევ სული წმიდა უმაგრებს გულს და აძლევს იმის შეგნებას, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია მისი შრომა, შეუმუსრავი მოთმინებით ამტკიცებს მას, რითაც ყველანაირი სიძნელე ითრგუნება. ადამიანებთან მიმართებაში სული წმიდა კაცს პატივისცემას უნერგავს ყველას მიმართ, განურჩევლად სქესისა და მდგომარეობისა (რადგან ადამიანი გამოსყიდულია ქრისტე-ღმერთის სისხლით) და ამიტომაც, იგი ვეღარ ამჩნევს მავანის არაკეთილსახიერებას, უხეირო ძალით გვკრავს, ყველას ერთად, როგორც შვილებს ზეციური მამისას და იესო ქრისტეში გვასწავლის ლოცვას: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...
წმ. იოანე კრონშტადტელი
წმ. იოანე კრონშტადტელი
Комментариев нет:
Отправить комментарий