ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 августа 2013 г.

რას ეტყოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს: „რატომ მომივლენს ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო“?

გიკვირს, განა, რატომ მოგივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებას?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება – ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოველივე დაჰკარგოს, მშიერი და მწყურვალი იყოს, სნეულებებმაც შეაწუხონ, რათა იძულებული გახდეს კვლავ შენ დაგიბრუნდეს?! აბა, რაღად გიკვირს შემოქმედი ღმერთის ზრუნვა ჩვენზე, მის უძღებ ცოდვილ შვილებზე? მას ხომ უსაზღვროდ ვუყვარვართ და მხოლოდ ის სურს, რომ დავუბრუნდეთ და სამარადისო მისმიერ სიხარულში ვჰგიებდეთ!


წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.





Комментариев нет:

Отправить комментарий