ღმერთი

ღმერთი

четверг, 15 августа 2013 г.

სად პოვებს ადამიანი თავის ტანჯვის მიზეზს:

 საკუთარ თავში, თავის მშობლებში თუ გარშემომყოფ ადამიანთა შორის. გონიერი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ტანჯვის დასაბამი და მიზეზი, უპირველესად საკუთარ თავში მოიძიოს. უგუნური კი სხვათა დადანაშაულებას არ დააყოვნებს. გონიერი არ ივიწყებს სიჭაბუკის ცოდვებს, და ამ ხსოვნას უფლისადმი შიში ახლავს, მათ გამო სასჯელს მოელის. უგუნური კი გულმავიწყია, მან გონებიდან მთელი თავისი უკეთური საქმეები წარხოცა და როდესაც მწუხარება ეწვევა, საშინლად იტანჯება და გაოცებული სვამს კითხვას: "რისთვის?" მრისხანებით დაბრმავებული ნებისმიერ არსებაზე მიუთუთებს, მიწაზეც და ცაზეც, როგორც საკუთარი ბედუკუღმართობის მიზეზებზე, მაგრამ საკუთარ თავს დამნაშავედ არასოდეს ცნობს.


წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)


Комментариев нет:

Отправить комментарий