სახელმწიფოებრივი კატეხიზმო
მართლმადიდებლური სწავლება საღვთო ხელისუფლებაზე
მეფის მირონცხება
„მეფედ გცხო უფალმა"
(1 მეფეთა 15.17)
ვიდრე ღვთის ცხებულის საეკლესიო წოდებას მიიღებდეს, ყოველ ხელმწიფეს საიდუმლოდ დაესხმის მეფედ ხელი და გვირგვინოსან-იქმნება მეფობაზე.
ფილარეტ მოსკოველი გვამცნობს, რომ „ხელდასხმის წესი ეკლესიაში მოციქულთა დროიდან დღემდის აღესრულება, ნიშნავს... სხვადასხვა საეკლესიო ხარისხში აღყვანასა და კურთხევას". „როდესაც იმპერატორს პორფირს მოასხამენ, იგი ხრის თავს, მღვდელმთავარი დასახავს ჯვარს და თავზე ჯვარსახოვნად დააწყობს ხელებს. ამადაც გვირგვინის დადგმა იწოდება „წმიდა და ცხოველსმყოფელი სულის მიერ მოცემული მადლის ხელდასხმად". ამასთან ეკლესია მღვდელ-მეფედ ხელდასხმისას ლოცვას ამბობს უფლისა მიმართ... სცხოს მეფე ზეთითა სიხარულისათა, შემოსოს ზეგარდამო ძალით, დაადგას თავსა მისსა გვირგვინი... ზეგარდამო ამორჩეულ ხელმწიფეს მეფედ სცხებს სულიწმიდა, სიტყვითა ღვთისათა, მსგავსად ამქვეყნის მხსნელისა, დედის მუცლითგან, დღიდან მუცლადღებისა. საღვთო განგებულების თანახმად, მრჩობლი ხარიზმატული ნიჭი ამ საიდუმლოების გზით აღჩნდება, რათა ცხებულის გზით ქვეშევრდომებს მიებოძოთ. ღვთიური წინამძღოლობის მადლს ისინი რწმენის მიერ იღებენ, როგორც საკრებულოს პიროვნება (соборная личность), იმის მსგავსად, როგორც სხვა ღვთიურ საიდუმლოებებში ადამიანი მადლს შეიტკბობს საამისოდ ხელდასხმული მღვდლის, ანუ შუამავლის მიერ.
ღვთის ცხებულზე, როგორც ღვთივწინამძღოლობის, ღვთივხელმწიფების იარაღზე, ღირსი იოანე კრონშტადტელი ამბობს: „თუკი ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მოვალენი ვართ ვირწმუნოთ, რომ მეფე, რომელიც თავისი მადლმოსილი სინდისის წინააღმდეგ არ მიდის, არ სცოდავს". ხოლო თუ ჩვენ არა გვაქვს იმის დაჯერება, რომ ეს მადლი ღვთის ერს ერთიანი (соборный) შემოქმედებისათვის მხოლოდ ღვთივცხებულის მიერ ეძლევა. და რომ უფალი, რომელიც მის მიერ მართავს, შეუცთომელია, მაშინ ასეთ შემთხვევაში, თავი მართლმორწმუნედაც არ უნდა ჩავთვალოთ. მეფის განდევნა მხოლოდ უფალთან ერთად შეიძლება, რომელიც მას ზედა მადლიანად განისვენებს (რომელიც მადლიანად ზედაადგს მას). „ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების" (გალატელთა მიმართ 6.7).
ის, რომ ღმერთი თავის ერს ჰმწყსის მხოლოდ თავისი მიწიერი მეფის კვერთხით, ეს წმინდა ჭეშმარიტებაა. აქედან სჩანს, რომ მართლმადიდებლობისთვის ქრისტეანული სახელმწიფოებრიობა არის არა თეორიული მოძღვრება, არამედ ღვთივცხებულის მიერ ღმერთთან საიდუმლო ზიარების ცხოვრება, როდესაც ადამიანები, რომელნიც რწმენით ზეცას ეშვილნენ, მადლით ერთმანეთის ძმები ხდებიან.
მხოლოდ საეკლესიო საიდუმლოებათა გზით ენიჭებათ ადამიანებს სული წმიდის მაცხოვნებელი მადლის სისავსე და მხოლოდ რწმენის მიერ იღებენ ისინი მას, მოიცავს რა იგი მათი არსებობის ყველა მხარეს.
„ჩვენთან არს ღმერთი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლით. ჩვენთან არს ღმერთი კურთხეული მემკვიდრეობითი თვითმპყრობელობის მადლიანი ნიჭით. დე, ჩვენც ღმერთთან ვიყოთ, წმინდა რწმენითა და სარწმუნოების შესატყვისი ცხოვრებით, ღვთივმონიჭებული მეფისადმი შეუდრეკელი ერთგულებითა და ერთმთავრობის შესაფერისი ერთსულოვნებით", - წერს მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი. მაშ, რად არ ისმის ჩვენი ამინი?
მეფე - ეკლესიის მფარველი
წმ. და საკვირველთმოქმედი იოანე კრონშტადტელი ამბობს, რომ „სამეფო პირთა მეშვეობით უფალი იცავს მიწიერ სამეფოთა კეთილდღეობას და განსაკუთრებით თავისი ეკლესიის კეთილდღეობას, არ აძლევს რა საშუალებას უღმერთო სწავლებებს, მწვალებლობებსა და სქიზმებს შეარყიონ იგი".
მსგავსად ამისა იტყვის ალტაის მოციქული, მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი: „მეფის ხელისუფლება ვრცელდება ქრისტეს ეკლესიის საქმეებზეც, იმდენად რამდენადაც ეკლესიის წევრნი იმავ დროს მეფისადმი დაქვემდებარებული ქვეყნის მოქალაქენიც არიან და ღვთისაგან ცხებულის ამ სამღვდელო (საღვთო) ხელისუფლებას მოკრძალებით აბარებს თავის თავს წმინდა ეკლესია, რომელმაც თვითვე აკურთხა იგი და მირონცხების საიდუმლოების გზით მადლმოსილჰყო ღვთიური ნიჭებით, და მას სთვლის როგორც თავის პირველშობილ შვილად, ეგრეთვე დედამიწაზე თავის უმაღლეს მცველად და მფარველად".
„ამიტომაც გვმართებს... მტკიცედ და გაბედულად დავიცვათ ის, რასაც ძალუძს უზრუნველჰყოს ქრისტესმიერი რწმენის მონაპოვარი, - შეგვაგონებს მეუფე ანდრონიკე, - სწორედ სამეფო თვითმპყრობელობა უზრუნველჰყოფდა და მომავალშიც უზრუნველჰყოფს (ამ მონაპოვარს) თავისი ნამდვილი არსით. თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ ქრისტეანები, მაშინ ჩვენს მშობლიურ თვითმპყრობელობასთან ერთად უნდა ვიდგეთ.
მხოლოდ მართმლადიდებელ ეკლესიაშია სწავლება ხელისუფლებათა სიმფონიაზე და მასშია მხოლოდ თვითმპყრობელის მირონცხების საიდუმლოება. არასდროს, არცერთი „ქრისტეანული" მწვალებლობა, ანუ სექტა არ სცნობდა ამ უმნიშვნელოვანეს საღმრთო დადგენილებას. უკვე ალექსანდრიელი მონოფიზიტები, რომლებიც არ სცნობდნენ იესუ ქრისტეში ადამიანურ ბუნებას და რომელთაც მსოფლიო მართლმადიდებლობის წაინამძღოლისაგან, - მეფისაგან ღირსეული და მარჯვე წინააღმდეგობა მიიღეს, Vს. შუახანებიდან „იწყეს ყველა მართლმადიდებელის მელქიტებად სახელდება, ხოლო მათი პატრიარქებისა - მელქიტურ პატრიარქებად", - შეგვახსენებს საეკლესიო ისტორიკოსი ფ. კურგანოვი - სიტყვა „მელქ"-ი არამეულად ნიშნავს „მეფეს", ხოლო მელქიტი - მონარქისტს, ერთმთავრობითს, საერთმთავროს. ეს უმთავრესია, რისთვისაც განიკითხავენ ერეტიკოსები წმ. ეკლესიას მთელი ათას ხუთასი წლის განმავლობაში.
მხოლოდ მართლმადიდებელი თვითმპყრობელი პირი აძლევს საშუალებას ეკლესიას დოგმატურ-საფუძვლიანი და კანონიკურ-სრულფასოვანი ეროვნულ ყოფიერებისა. ხოლო უარის თქმას სულიერ-ხორციელ ცხოვრებაზე, სიმფონიურ იდეალზე, პირიქით, მიჰყავს მხოლოდ მანიქეველურ სექტანტობამდე, დეკლარაციულ-დემოკრატიულ „მართლმადიდებლობამდე". ყველამ უწყის რომ სულის გაყრას სხეულთან სიკვდილი ჰქვია.
მეფისადმი მსახურების მცნება
„რასაც ღმერთი გულში შთაუთხრობს ხელმწიფეს,
მისი დამორჩილება გვშვენის"
წმ. ფილარეტ მოსკოველი
პირველი მართლმადიდებელი ხელმწიფე - წმ. მოციქულთა სწორი მეფე კონსტანტინე ტიროსის კრების მონაწილე ეპისკოპოსებისადმი მიწერილ წიგნში ბრძანებს, რომ „თვითმპყრობელის დადგენილებებს, რომლებიც ჭეშმარიტების დაცვას ისახავენ მიზნად, წინ არ უნდა აღუდგნენ". „კეთილში არ უნდა შეეწინააღმდეგო ხელისუფლებას, რათა არ შესცოდო ღვთის წინაშე და არ დაიმსახურო მისი სამართლიანი სასჯელი", - საუკუნეების შემდეგ იმეორებს იგივეს წმ. სერაფიმ საროველი.
„ძველაღთქმისეულ ღვთის ერს ხომ მისცა ბიბლიამ კეთილი აღზრდა? განა უფრო სრულყოფილად არ აღზარდა მან ახალაღთქმისეული ერი? კეთილად განაწყო რა სასუფეველის მომავალ მოქალაქეთა აღზრდა, არ დაჰკლებია სიბრძნე, რათა უტყუარი წესები მიენიჭებინა მიწიერი სამეფოს კეთილი მოქალაქის ჩამოყალიბებისათვის, სწორედაც რომ იყო ამის საჭიროება, რამეთუ მიწიერი სამეფოს უღირსი მოქალაქე უვარგისია ზეციური სასუფევლისთვისაც", - გამოთქვამს თავის აზრს მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი ქრისტეანული სახელმწიფოებრიობის სულიერ-პედაგოგიურ მხარეზე; თუკი ქრისტე მეუფემ მოციქულთასწორ კონსტანტინეს სახით უშუალოდ თავისი ქმედებით ჩამოაყალიბა ქრისტეანი მეფის ღირსება(ნი) თავის სარწმუნოების, თავისი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმატებისათვის, მაშინ ვისმე შეუძლია ქრისტეანული სამეფოს მიმართ თავისი წმიდათა-წმიდა მოვალეობა ისე უგულებელ-ჰყოს, რომ არ შეურაცხ-ყოს მეფე-მეფეთა ქრისტე? დე, თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის ადგილზე ისე იმოქმედოს, რომ მოვალეობა ემსახუროს მიწიერ მეფესა და ემსახუროს ზეციურ მეუფეს, იყოს ერთგული ქვეშევრდომი და ჭეშმარიტი ქრისტეანი, შეადგენდეს ერთ განუყოფელ მოვალეობას, მთელი ჩვენი ცხოვრების განუწყვეტელ გმირობას".
როგორადაც არსებობს ქრისტეანული და არაქრისტეანული რელიგია, ასევე პოლიტიკაც - ქრისტეანული და არაქრისტეანული. ქრისტეანული პოლიტიკა როგორც შეუცვლელად გვასწავლის ეკლესია წმ. მამათა პირით, - არის ღვთით დადგენილი მონარქიული იდეოლოგიის განხორციელება. „მეფესა პატივ-სცემდეთ" (1 პეტრე 2.7): აი, სახელმწიფოს წევრთა მთელი მეცნიერება, ანუ, როგორც ერთი სიტყვით ითქმის, პოლიტიკა სამოციქულო და ქრისტეანული", - განმარტავს წმ. ფილარეტი.
მაგრამ არიან ადამიანები, და ასე განსაჯეთ, ზოგიერთი მათგანი სასულიერო პირიცაა, რომლებიც არ იღებენ მონარქიულ იდეოლოგიას, და ცხოვრებაში ატარებენ თავისებური კოლექტიური ანტიქრისტეს პოლიტიკას. რა არის ეს: ნაყოფი ერთიანი უმეცრებისა თუ ბოროტი ნებისა? დე თვითონ განსაჯონ, წაიკითხავენ რა წმ. ფილარეტის მრისხანე გაფრთხილებას:
„ქრისტე გვასწავლიდა: მიეც კეისარს კეისრისა. მოციქულები გვმოძღვრავენ: მეფესა პატივ-სცემდით. ვინც ასწავლის არა ისე, როგორც მაცხოვარი და მოციქულები, ის ქრისტეს მიმდევარი კი არა მისი მტერია. აქა-იქ არიან სხვაგვარი პოლიტიკური სქიზმატებიც (განხეთქილების მოქმედნი): მათ სურთ, ხალხის საცთუნებლად, ჰყავდეთ მეფე, რომელიც არ იქნებოდა მეფეთა მეუფისაგან კურთხეული, ადამიანური კანონი საღვთო სჯულის გარეშე, მიწიერი ხელისფუფლება ზეციური ხელისუფლების გარეშე, ფიცი გარეშე ღვთის სახელისა. იცით კია, რასა იქმან ეს დაუწყნარებელი მბრძნონი? მათ სურთ სიმართლეს მარჯვენა თვალი გამოთხარონ. შეიძლება, განა, კანონი და ხელისუფლება მხოლოდ ადამიანურ შეხედულებათა ქვიშაზე დააფუძნო? როგორ იქნება დედამიწა ზეცის გარეშე?
ძმანო! დე ვიდგეთ მტკიცედ და ერთიანად ჭეშმარიტებასა და სიმართლეში. ღვთისმოშიშნო! მეფეს პატივ-სცემდეთ. მეფის პატივისმცემელნო! ღვთისა გეშინოდეთ (1 პეტრე 2.17)
ჩვენთვის სავსებით ცხადია და უეჭველია, რომ ანტიმონარქისტები, ამ წმინდა მამის სიტყვისაებრ, - ეს პოლიტიკური სქიზმატები და ჩვენი მაცხოვრის მტრები არიან, რომელთაც სურთ სახელმწიფოებრიობას ზეციური საფუძველი გამოაცალონ.
სამეფო ხელისუფლების მემკვიდრეობითობა
„პატივი, რომელიც მეფეს ეკუთვნის, არ შეიძლება
სიწმინდეთმტაცებლობის გარეშე მიეკუთვნოს ქვეშევრდომთ"
წმ. ფილარეტ მოსკოველი
ბევრს, ვისთვისაც მონარქიის იდეა მისაღებია, ხელისუფლების მემკვიდრეობითი ფორმის საკითხი აფორიაქებს. მაგრამ რელიგიური თვალსაზრისით ყველაფერი ცხადი ხდება. მეფე მეფედ მირონცხების შემდეგ, რაიცა თითოეულ მათგანზე განსაკუთრებულად აღესრულება, ღვთისაგან გამორჩეულ, მადლიან შეწევნას იღებს, რასაც ჩვენი რწმენითა და ლოცვით, ძალუძს ცოდვილი წმინდანად აქციოს, უძლური ძლიერად, ლიტონი ბრძნად. ღმერთს გმობენ ის ნაკლებმორწმუნენი, რომელნიც არ სცნობენ, რომ ღვთის განგება ხალხს მისი ისტორიული ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთში ისეთ მეფეს უგზავნის, როგორსაც ის იმსახურებს.
მასზედ, რომ სამეფო დინასტიის ბოძება - ღვთის წყალობაა და რომ საღვთო ჭეშმარიტება - ამაზედ ქრისტესმიერი აღთქმის აღსრულება, ფილარეტ მოსკოველი ამბობს:
„ღვთის წყალობა იყო დავითთან, როდესაც ღმერთმა მას სამეფო მიანიჭა, განამტკიცა იგი, განავრცო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიცით წარმოსთქვა მასზე უმაგალითო აღთქმა: მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ (ფს.88.37). საღვთო ჭეშმარიტება იყო დავითთან, როდესაც სოლომონი და მისი მომდევნო თაობები კურთხეულად მეფობდნენ ღვთის ერზე, მეტადრე, როდესაც იესუ ქრისტეს უფალმა მისცა მამამისის დავითის ტახტი და გამეფდა იგი იაკობის სახლზე საუკუნოდ (ლუკა 1.32-33).
სახარებისეული იროდი არ ეკუთვნოდა დავითის სამეფო დინასტიას, და ამდენად - არ იყო კანონიერი მეფე. ეს ძალაუფლების მოყვარული ადამიანი ლიქნითა და თვალთმაქცობით დაჯდა სამეფო ტახტზე და ამიტომაც იყო თვითმარქვია „მელი", როგორც მას უფალი უწოდებდა (ლუკა 13.32). „ქრისტე მეუფის შობის ამბავი მოაღწევს იერუსალიმს, რომელიც მისი სახით თავის მხსნელს ელოდა. იროდს, რომელიც დავითის ტახტზე, არა მემკვიდრეობითობის წმინდათა-წმინდა უფლებამ, არამედ პატივმოყვარეობამ აიყვანა და რომელიც თავის ძალაუფლებას უფრო თვალთმაქცობითა და ძალადობით განიმტკიცებდა, ვინემ ჭეშმარიტ-კეთილისმყოფელი მმართველობით, რაღა თქმა უნდა არ შეეძლო სიმშვიდით ესმინა კანონიერი მეფის შესახებ, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერეც სახვევებში იყო", - წერს მემკვიდრეობითი ხელისიფლებისადმი თვითმარქვიობის დაპირისპირებაზე მიტროპოლიტი ფილარეტი. და იგი, როგორც ბრწყინვალე ღვთისმეტყველი, მშვენივრად და სადად აყალიბებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას დინასტიურობაზე.
„სამეფო ძალაუფლება მემკვიდრეობითია. ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე (ფს.131.11). ეს ღვთიური გამონათქვამი შეიძლება შემდეგ ჭეშმარიტებებად დავჰყოთ.
პირველი: ღმერთი სვამს ტახტზე მეფეს; ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ: სამეფო ხელისუფლება ღვთიური დაწესებულებაა.
მეორე: ღმერთი სამეფო ტახტზე სვამს მისი მუცლის ნაყოფს, ანუ სამეფო ხელისუფლების მემკვიდრეობითობაც, ასევე, ღვთიური დაწესებულებაა.
მესამე: მეფური მემკვიდრეობითი ძალაუფლება ღვთის რჩეულისთვის უმაღლესი ღვთიური ნიჭია, როგორც ამას მოწმობს ამ ნიჭის ფიცით დაპირება და ასევე სხვა ღვთიური გამონათქვამი: ავამაღლე რჩეული ხალხისაგან (ფს. 88.20).
მეოთხე: სამეფო მემკვიდრეობითი ძალაუფლება ხალხისთვისაც კეთილმოსახმარი და კეთილისმყოფელი ღვთიური ნიჭია: რამდენადაც ღვთიური სახიერება მიუკერძოებელია და ღვთის დიდი სიბრძნე ყოვლისმომცველია; და ამიტომაც თუკი ღმერთი მეფეს ნიჭს აძლევს, რომელზედაც ხალხის ბედი უნდა იყოს დამოკიდებული, მაშინ, უეჭველია, ანიჭებს, წინასწარ განჭვრიტა რა და განაწყო მით სიკეთე მთელი ხალხისა.
აი, სამეფო და სახელმწიფოებრივი სამართლის ძირეული დებულებები, რომელთაც არა აქვთ რაიმე ნაკლოვანება, რამდენადაც ღვთის სიტყვაზე არიან დაფუძნებულნი, მეფეთა მეუფის ძალაუფლებით განმტკიცებულან და მისი ფიცის ბეჭდით აღბეჭდულან!"
„ასე უბრალოდ და ცხადად გვიჩვენებს მიტოპოლიტი ფილარეტი, რომ ძირითადი დებულებები ანუ დოგმატები სწავლებისა სამეფო ძალაუფლებაზე დაფუძნებულია საღვთო გამოცხადებაზე და პირველ ყოვლისა იმ ჭეშმარიტებაზე, რომ სამეფო ძალაუფლება ღვთით დადგენილია, - ზემოთ მოყვანილი ტექსტის საფუძველზე ასკვნის არქიეპისკოპოსი სერაფიმე და ამბობს: ამდენად ძირითად ჭეშმარიტებებს მეფესა და მის ძალაუფლებაზე შეიძლება ვუწოდოთ სამეფო და სახელმწიფოებრივი სამართლის დოგმატები, როგორც ამაზე ფილარეტ მოსკოველი მოწმობს".
იგივე ფილარეტი - თვითმპყრობელობის ჭეშმარიტი მოციქული და მეფობის გულმოდგინე აპოლოგეტი - იმის შესახებ აყალიბებს აზრს, რომ ღვთივხელმწიფება და ღვთივწინამძღოლობა ღვთივბოძებული დინასტიის მემკვიდრე მეფის მიერ ხორციელდება დედამიწაზე.
ქრისტეანობა და ანტიქრისტეანობა
„ქოლერის მსვლელობა, ისევე როგორც
რესპუბლიკისა, ძნელი განსაჭვრეტია"
ფილარეტ მოსკოველი
იმგვარი მუშაობა უნდა გავწიოთ, რომ მთელი ხალხი ერთ ოჯახად შევკრათ, რომელიც მტკიცედ და გააზრებულად დადგება თავის წმინდა, ხალხურ, ისტორიულ მონაპოვრით - ქრისტეანულ სარწმუნოებასთან და თვითმპყრობელ მეფესთან, - წერდა ამ საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარი ანდრონიკე, - საჭიროა ჯიქურად და მონდომებით გავემიჯნოთ ყოველგვარ პარტიას და ხალხი შევინარჩუნოთ, სწორედ, როგორც ხალხი, უცხო ყოველგვარი პარტიულობისაგან, რამეთუ სადაც პარტიულობაა, იქ განყოფაა, იქ უთანხმოებაა, იქ ბრძოლაა, იქ წესრიგს არ უნდა ელოდეთ და მთელი ნაწილებად უნდა დაიშალოს. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ პარტიათა შორის არის ეროვნული პარტიაც, ეს ან სიცრუეა, ან გაუგებრობა... არანაირი თანხმობა არანაირ პარტიებთან... ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს. სახალხო საქმე სწორედაც რომ სახალხო უნდა იყოს და არა პარტიული. ხოლო როგორც კი პარტია გაჩნდება ხალხში, მაშინვე განყოფა იწყება.
უნდა ვანებოთ თავი ყოველგვარ კონსტიტუციურ და პარტიულ ბოდვას, რომელიც, როგორც სახელმწიფოს, მხოლოდ ძალას გვაცლის, მივყავართ დაკნინებისკენ და მტრის ხელში გვაგდებს. უნდა აღდგეს ჩვენი მშობლიური უძველესი მეფური თვითმპყრობელობა, რომელიც ხალხთან მეფის უახლოეს სულიერ კავშირზე განისვენებს და საერთო სახელმწიფოებრივ სიკეთეს იცავს.
საქმე ორი რეჟიმის ბრძოლაში კი არაა, არამედ რწმენასა და ურწმუნოებას, ქრისტეანობასა და ანტიქრისტეანობას შორის ბრძოლაშია".
თითქმის მთელი ოცი საუკუნის წინათ ქრისტე მაცხოვრის გოლგოთის ჯვარცმამ, - როგორც „მიფენილმა მახვილმა" (მათე 10.34) - მთელი ქვეყანა სულიერად ორად განყო: ეკლესიად და არა ეკლესიად, ქრისტეს ერად და ანტიქრისტეს ერად.
როგორ გავიგოთ - ვისი ვართ? რა უმთავრესი ნიშნებია ქრისტეს ეკლესიაში ყოფნისა და რა ანტიქრისტეს ბანაკში?
ერი უპირველესი - ეს მსოფლიო მართლმადიდებლობაა, რომელიც ქრისტედ - ცხებულად სახელსდებს არა მხოლოდ ღმერთკაც იესუს, - რომელიც თავისი ღვთაებრივი ბუნებით მეფეა ყოველგვარ ქმნილებაზე, ვისი ხორცნიც მიწიერ მეფედ ცხებულია სული წმიდით - უფალ ქრისტეში; არამედ ასევე ღვთისაგან ამორჩეულ ადამიანებს, დედის მუცლიდან რომ სცხებს სული წმიდით სახედ ქრისტე მაცხოვრისა, ღვთივცხებულებს, უფალ ქრისტეში, რაც მოგვიანებით თავის გამოვლინებას პოულობს საეკლესიო საიდუმლოებაში - მეფედ მირონცხებაში და ამ მეფით ახორციელებს მსახურებას.
ერი მეორე - ეშმაკის მოდგმა, ანტიქრისტეს მომლოდინენი, ანუ ცრუცხებულისა „რომელმან უარ-ყოსა, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე" (1 იოანე 2.22) და რომ „ქრისტე არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ" (2კორ.4.4); რომელიც არ სცნობს, იმავ დროს, მიწიერ მეფეებსაც, რომელნიც წინასწარ ამორჩეულნი არიან ზეგარდამო და ეკლესიურად კურთხეულნი მსოფლიო მართლმადიდებლობის მეთაურებად. ასეთ თავნება რაციონალისტებზე, რომელნიც ღმერთსა და სარწმუნოებრივ ცხოვრებას განდგომიან, გაბატონდება ანტიქრისტე და სწორედ ისინი ჰყავს თავის ერთგულ მსახურებად, იმისდა მიუხედავად - ატარებენ თუ არა გულზე ჯვარს. წმ. ფილარეტი გვარიგებს:
„ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდეთ (1 პატრე 2.17). ეს ორი მცნება ჩვენთვის ისეა დაკავშირებული, როგორც ჭეშმარიტებისა და სიმართლის ერთ სახეზე ორი თვალი; ნუ დააშორებთ მათ; ნუ დაამახინჯებთ ჭეშმარიტების სახეს; ნუ დააზიანებთ ნურცერთ თვალს.
ღვთისა გვეშინია, - ამბობენ ზოგიერთი ცრუმორწმუნენი და იმავ დროს უარს ამბობენ ილოცონ მეფისთვის, ან მიაგონ მას ღირსი პატივი ან შევიდნენ მის სამსახურში. განა აშკარა არაა, რომ ისინი ღვთისმოსაობას კი არ მისდევენ, არამედ მისი მტრები არიან, ისევე როგორც მამულისა?"
მართლმადიდებელი ეკლესია ზეგარდამო ღვთიური დოგმატებითაა აღჭურვილი - სული წმიდის გზებით, რათა ისინი პრაქტიკულად გამოიყენოს, ისტორიულად განახორციელოს, აღსაშენებლად მიწიერი ხატისა - ზეციურ პირველსახეს რომ უერთდება და ამიტომაც: ყოველგვარი წინააღმდეგობა მიწისა და ზეცის მადლმოსილი და კურთხეული კავშირისა - სახესხვაობაა ხატმებრძოლობის მწვალებლობისა.
დემოკრატია და პარტიულობა
„მე თვითონ, მადლობა ღმერთს, არანაირ პარტიას
არ ვეკუთვნი. ვეკუთვნი ყველა იმათ (რიცხვს) ვინც
ღვთისკენ, მეფისკენ და სამშობლოსკენაა"
წმ. და მართალი იოანე კრონშტადტელი
ცხებული ღვთისა უფლის ნების იარაღია, ამ ნების მიღება კი ყოველთვის არ სურთ ადამიანებს, თუმცა იგი ყოველთვის სასარგებლოა მათთვის. სახალხო ხელისუფლება კი ყოველთვის დამღუპველია, რამეთუ ღმერთმა სათნო-იჩინა სამწყსო დაემორჩილოს მწყემსს და არა მწყემსი სამწყსოს. იქ, სადაც ეს პრინციპი ირღვევა, შედეგები ბევრად უფრო მწარე და საშიშია, ვიდრე, ყოველივე ის ერთად აღებული, რასაც მწყემსის შეცდომად და არასწორ ნაბიჯად თვლიან. მწყემსი პასუხისმგებელია ღვთის წინაშე, ხოლო სახალხო ძალაუფლება კი ყოველთვის უპასუხისმგებლოა, ცოდვაა, ჯანყი ღვთიურთა დადგენილებათა წინააღმდეგ" - ამბობს მიტროპოლიტი პიტირიმ პეტროგრადელი.
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი კი იტყვის: „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს."
არის რა დემოკრატია ქვეყნის ღვთიური მოწყობის ერთიანობის გაუქმება და ნგრევა ცისდარი მეფობისა, როგორც იერარქიული თანადამორჩილებისა და წესიერებისა, იგი სახეა ქაოსისა და სიკვდილისა, როგორც ხატი ჯოჯოხეთისა.
„უმრავლესობას ნუ აჰყვები საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამართალს" (გამოსვლათა 23.2), - გვაფრთხილებს წმ. წერილი საშიშროებაზე გავყვეთ არა ღმერთს, არამედ უმრავლესობას, რადგანაც ეს ბოროტებას ბადებს და რყვნის სამართლიანობას.
„სწორედ იმით იტანჯება დღევანდელი საზოგადოება, რომ მას არა აქვს ქრისტეს რწმენა, არა აქვს რწმენის სიმტკიცე და ქრისტეანული შეხედულებები, დახარბებულია ყოველგვარ „თავისუფლებებზე", რომელიც არასწორად ესმის და სჩადის ყოველგავრ შეუსაბამობებს, უგუნურებას და გამოჰკიდებია ახალმოდურ მმართველობას, რომლის უნარი მას სავსებით არ შესწევს თავისი მრავალეროვნებისა და მრავალსარწმუნოებრიობის და ურთიერთმტრობის გამო. „სავსებით დამღუპველია მრავალთა მმართველობა. იყავნ ერთი მეფე - ამბობს ბრძენი", - წერს იოანე კრონშტადტელი დემოკრატიული იდეის ანტიქრისტეანულსა და ანტიხალხურ არსზე; ამ იდეის მატარებელთ კი სურთ რა კონსტიტუციური და რესპუბლიკური მმართველობა, მართლმადიდებლურ ქვეყნებში, არ ესმით ამ ქვეყნების ისტორია და ხასიათი ამ ერებისა, რომელთაც არ შეუძლიათ თვითმპყრობელი მეფის გარეშე, რომლითაც ისინი არსებობენ. დადუმდით მეოცნებე კონსტიტუციალისტებო და პარლამენტარებო! - აგრძელებს იოანე კრონშტადტელი, - თქვენ როდი უნდა განაგებდეთ მიწიერ მეფეთა ტახტებს... უფლისგან მეფეს ენიჭება ძალაუფლება, ძალა, სიმამაცე და სიბრძნე, რათა მართოს თავისი ქვეშევრდომნი".
ანტიმონარქიული მწვალებლობა და მეფეთმბრძოლობა
„კალიებს მეფე არა ჰყავთ და ყველანი მწყობრად გამოდიან"
(იგავნი 30.27)
მართლმადიდებელი ეკლესია არაერთხელ აფრთხილებდა, რომ ნებისმიერი ქრისტეანი, რომელიც ქრისტეანულ ხელმწიფებას უღირსად მოექცევა, კარგავს ქრისტეანის სახელს.
იმერეთის უკანასკნელი მეფის სულიერი მოძღვარი, შემდეგში დიდი ათონელი ბერი ილარიონ ქართველი მეფისადმი სიყვარულზე რუსებს მისწერდა: ჩვენი ვალია გული და აზრები ღვთისაკენ გვქონდეს ყოველთვის მიმართული უავგუსტესი იმპერატორისა და მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ესაა ჩვენი უპირველესი ყველაზე სასიამოვნო მოვალეობა ღვთისადმი და ადამიანებისადმი, თუმცა კი ცოდვილები ვართ. ვის შეუძლია, ძმანო, წარმოიდგინოს მართლმადიდებელი ქრისტეანი, რომელიც ჩვენი მეფისთვის არ ილოცებდა, რომელიც ერთი გვყავს და არა მრავალი? და ვინ არაა მოვალე იგი უყვარდეს? განა მეფე არაა ქრისტეანთა ერთადერთი საქებარი და დიდება ქრისტესი? რამეთუ იგი მხოლოჲ ერთია ქრისტე-ცხებულის ხატად მისი მსგავსი ბუნებით და ღირსი მეფედ და ღვთის ცხებულად იწოდებოდეს, რადგანაც მასში ჰგიეს მცხებელი მამა, ცხებული ძე და მისივე მცხებელი სული წმიდა... ამიტომ ვისაც არ უყვარს თავისი ღვთით-დადგენილი მეფე, ის ღირსი არაა ქრისტეანად იწოდებოდეს და ეს ნამდვილად ასეა".
იგივე აზრია გამოთქმული აღმოსავლეთის ოთხი პატრიარქის ეპისტოლეში, რომელიც მათ მოსკოვის 1666წ. ადგილობრივ კრებას გამოუგზავნეს.
„ეკლესია, გამომდინარე წმ. წერილიდან და წმ, მამათამიერი ძველი ტრადიციიდან, თვლიდა, რომ სამეფო ხელისუფლება არის სახელმწიფოს მართვის ერთადერთი სწორი ნორმა, ღვთისათვის მისაწონი ერთადერთი პოლიტიკური სისტემა, - შენიშნავდა ეკლესიის ისტორიკოსი ნ.ნ. ვოეიკოვი. - მართლმადიდებელობის კვირიაკეს წარმოითქმოდა: „სამეფო ძალაუფლების ღვთიური წარმომავლობისა და მისდამი შესაფერისი დამოკიდებულების უარმყოფელებს - ანათემა!"
ტოლედოს V კრებაზე (633წ.) ანათემა გამოუცხადეს ყველა იმ პირს, რომელიც მეფობის დაჩემებას ცდილობდა, არ ჰქონდათ რა ამაზე არანაირი უფლება თავისი წარმომავლობის გამო... ბერძნებზე ცნობილია, რომ ჯანყის მომწყობებს (მეფის წინააღმდეგ) ანათემას გადასცემდნენ XI-XIV საუკუნეებში. ასე ხდებოდა რუსეთშიც, სადაც ანათემები შფოთისმომქმედებზე თვით მართლმადიდებლობის კვირიაკის წესშიც შეჰქონდათ.
მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველწლიურად „მცირე პასექზე", როგორც უწოდებენ მართლმადიდებლობის ზეიმს, აღესრულება საგანგებო წესი, რომელშიც თორმეტი ანათემატიზმაა, რომელთაგან ბოლოსწინა ამგვარად ჟღერს:
„მათ, ვინც ზრახავენ, რომ მართლმადიდებელი ხელმწიფენი სამეფო ტახტზე არ ადიან მათზე ღვთის განსაკუთრებული კეთილნებობით, და რომ ამ უმაღლეს წოდებაში ასპარეზის გასავლელად მეფედ მირონცხებისას მათზე არ გარდამოდის სული წმიდის ნიჭი: ასევე, ვინც გაკადნიერდება და მათ წინააღმდეგ ჯანყს მოაწყობს და ღალატს ჩაიდენს, ანათემა, სამგზის". ხოლო ცოტა ზევით ამავე ტექსტში ნათქვამია: რწმენამან ამან სამოციქულომან, რწმენამან ამან მამათამიერმან, რწმენამან ამან მართლმადიდებელმან, ამა რწმენამან მსოფლიო განამტკიცა".
ამგვარად ეჭვი არ არის, რომ ყოველი, რომელიც არ აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას სჯულისმიერ სახელმწიფოებრიობაზე და არ ლოცულობს დედა ეკლესიისათვის გარეგანი ზღუდის მინიჭებაზე, არაფერს დაიმკვიდრებს, გარდა გეენიის ცეცხლისა. როგორც დახატული ცეცხლი განსხვავდება ნამდვილისაგან, ასევე აქაური - გეენიის ცეცხლისგან - გვაფრთხილებენ წმინდანები.
რელიგიურ-ნაციონალური ისტორიული ყოფა
„წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი
წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ"
(მათე 28.19)
„ღვთის ნება აკურთხევს ეროვნული ეკლესიების შექმნას, რაც სავსებით შეესატყვისება საღვთო განგებულების მიზნებს, - იტყვის მიტროპოლიტი ელეფთერი, - ხალხთა განსახლებაში დედამიწის ზურგზე ღმერთს თავისი მიზანი ამოძრავებდა, სახელდობრ, ის რომ ყოველი ხალხი ეძებდეს ღმერთს, ანუ თავისი ეროვნული პიროვნებით გაითავისებდეს ერთსა და იმავე ღვთიურ ჭეშმარიტებას".
ყოველი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია, არის რა მსოფლიო ეკლესიაში განსაკუთრებული რელიგიურ-ნაციონალური ტრადიციით, ღვთის განგებით განსაკუთრებული მსახურებისთვისაცაა მოწოდებული. ყოველი ერი შედის ქრისტეს სხეულში რა და ეკლესიურდება, უფლისგან თავის ჯვარს იღებს, როგორც კრებითი პიროვნება.
მეფეები, როგორც ერის წარმომადგენელნი და თვითონ ერები ღვთის სასუფეველში შეიტანენ იმას, რაშიაც ღმერთი განდიდდა მათ მიწიერ, ქრისტეანულ არსებობაში. ამ უდიდესი მნიშვნელობის ქრისტეანულ საკითხში პაპის „ინტერნაციონალს" არა აქვს აქტიური ადგილი, - ამბობს მიტროპოლიტი ელეფთერი.
საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბდა და რეალურად არსებობს მხოლოდ ქართული მართლმადიდებლობა და ამიტომ შეუძლებელია იყო ან ქართველი, ან მართლმადიდებელი ცალ-ცალკე. ისევე, როგორც არ არსებობს არანაირი გარეეროვნული მართლმადიდებლობა, ასევე არ არსებობს გარემართლმადიდებელი ქართველი ერი.
ამგვარად, იყო ჭეშმარიტად ქართველი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი, ხოლო იყო მართმლმადიდებელი ნიშნავს ხელისუფლების იდეაც საეკლესიო-მართლმადიდებლური თვალთახედვით გადაჭრა: ანუ ჭეშმარიტ და კანონიერ ხელისუფლებად მიიჩნიო მხოლოდ ღვთის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება, ხოლო ყოველგვარი სოციალური პრობლემა გიჩნდეს რელიგიურ პრობლემად. ღვთის ნებით ისტორიულ პროცესს საფუძვლად ზნეობრივი კანონი უდევს, მაშასადამე ჩვენი ერი კვლავ ქართველ ერად შეიძლება იქცეს, თუკი თავისი ცხოვრების საფუძვლად იგი უწინდებურად მართლმადიდებლობას ამოირჩევს.
ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოვლადწმიდა, ყოვლადსამართლიან, ყოვლადპატიოსან ღმერთს შეჰფერის, თავისი კურთხეული მეფის მიერ დაიფაროს ერი, რომელიც უგულებელს-ყოფს სიწმინდეს, უზრუნველად იძირება წუმპეში ცოდვებისა და არაწმინდებისა, არ ფიქრობს მასზედ, რომ სარწმუნოებისა და სათნოების გზით იქცეს ღვთის ერად? უპირველესი ჭეშმარიტება ისაა, რომ დიდი საზოგადოებრივი უბედურებანი არაა შემთხვევითობის ან გაუგებარი ბედისწერის ბრალი, არამედ საღვთო განგების მოქმედება, რომელიც მართლმსაჯულებითა და გულმოწყალებით იმართება. მეორე, უშუალოდ პირველის მომდევნო ჭკუისსასწავლებელი ჭეშმარიტება კი ისაა, რომ საზოგადოებრივ უბედურებებს სინანულით უნდა შევხვდეთ და რაც კეთილდროულად, მით უკეთესი.
თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა
orthodox.do.am

Комментариев нет:
Отправить комментарий