ვფიქრობ, ეკლესიამ უნდა გადახედოს საკუთარ დამოკიდებულებებს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, ბუნებრივია, მე არ მიმაჩნია, რომ ეკლესიამ უნდა გამოხატოს პოზიტივი და გზა გაუხსნას თავისუფლების არასწორ აღქმას, მაგრამ ასევე არ მიმაჩნია სწორად, ეკლესიამ რადიკალური ნეგატივი გამოხატოს ზოგიერთ საკითხთან მიმართებაში, მიუხედავად მისი საფუძვლიანობისა. მოცემულ ბლოგში რამდენიმე ჩემთვის აქტუალურ საკითხს შევეხები.
1. ე.წ. “სინჯარის ბავშვები” ისეთივე ორგანულები და ბუნებრივები არიან, როგორც სხვა დანარჩენი ბავშვი, სინჯარა მონაწილეობს მხოლოდ განაყოფიერების პროცესში და არა ჩანასახის განვითარება-გაზრდაში. ამის გამომწვევი მიზეზი კი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, მათ შორის ე.წ. მილების პრობლემა (ქალის მხრიდან), რომელთა რაიდენობამაც საქართველოში ძალიან იმატა ბოლო წლებში, ასევე მამაკაცის მხრიდან პრობლემა (მაგ. აქტიური სპერმატოზოიდების არარსებობის პრობლემა), რამაც ასევე ძალიან იმატა ბოლო წლებში არაეკოლოგიური გარემოსა და სხვა მიზეზების გამო და ა.შ. მსგავსი გარემოებების ჩამოთვლა ბევრის შეიძლება.
ამიტომ… ხელოვნური განაყოფიერება მათ შორის რეპროდუქტიულობის შესაძლებლობის მქონე წყვილებში აუცილებელი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მიმაჩნია, რომ უნდა გადახედოს ეკლესიამ ამ საკითხისადმი დამოკიდებულებას. რამდენადაც მთავარ ამოსავალ წერტილად ბუნებრივ განაყოფიერებაში უფლის ნება იგულისხმება, სრულიად ჩვეულებრივი რამაა, რომ უფლის ნების გარეშე შეუძლებელია ნაყოფი მიიღოს მშობელმა ხელოვნური განაყოფიერების გზითაც, არაერთი შემთხვევა სახელდება, სადაც მრავალი მოწადინების შემთხვევაშიც, ვერ მოხდა ნაყოფის მიღება მსურველთაგან.
ძირითად ამომავალ საზომად რეპროდუქციული საჭიროებების შესახებ წარმოდგენილია წმინდა მამების შეხედულებები, მიმაჩნია, რომ ძველ ეპოქაში ვერ მოხერხდებოდა გათვლა 21 საუკუნის ფიზიკურ-რეპროდუქტიულ სისუსტეებისა სრული სამომავლო რეალობით (რამდენადაც ამის საჭიროება იმ ეპოქაში არ იდგა). მაგალითად, ქალის გაციებაც კი საკმარისია საკვერცხეებისა და მილების პრობლემისათვის, რაც ხშირად საგანგაშო გარე ორსულობით სრულდება, რომლის მარტივი გამოსავალია ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება… ასევე, ამბობენ, რომ წმინდა მამების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია საკეისრო კვეთა, თუმცა დღეს ძალიან ბევრი რამ იწვევს ფიზიოლოგიური მშობიარობის შეუძლებლობას და საკეისრო კვეთა ძალიან დიდ რისკებს ამცირებს და ა.შ. ძალიან ბევრი მახასიათებელია დღეს ისეთი, რომელიც ცდება მამების წარმოდგენას რეპროდუქციული და ურთიერთობრივი საკითხების შესახებ.
ამდენად, მიმაჩნია, რომ რეპროდუქტიულ საკითხებში ეკლესიის შესაბამისი შეხედულებათა სისტემა უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც კონცეფცია და არა როგორც სამოქმედო სტანდარტი.
თუმცა, ცხადია, სრულიად გამართლებულად მიმაჩნია დამოკიდებულება შვილად აყვანასთან დაკავშირებით, ასევე ოჯახის ცნების საკითხი, სადაც პარტნიორული დამოკიდებულება არ უნდა იყოს ოჯახის ტოლფარდი. შესაბამისად, ეკლესიის მოსაზრება რომ უმცირესობების წყვილებს არ ჰქონდეთ სუროგაციით შვილად აყვანის უფლება, სრულიად ადეკვატური და რაციონალური მიდგომაა.
ინფორმაციისათვის, კანონის თანახმად, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უშვილო ცოლ–ქმრის შემთხვევაში უნაყოფობის მკურნალობის მიზნით და არა – მარტოხელა მამაკაცის თუ ჰომოსექსუალისთვის შვილი ყოლის მიზნით. კლინიკებს არ აქვს უფლება, მოახდინონ ხელოვნური განაყოფიერება ან ემბრიონის გადანერგვა სუროგატი დედის საშვილოსნოში, თუ ეს ემბრიონი არ არის კანონიერი წყვილის კუთვნილება.
2. ასევე კრიტიკულად აღვიქვამ ეკლესიის ზოგიერთ თვალსაზრისს წყვილების სქესობრივი ცხოვრების წესისა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ. მიმაჩნია რა, რომ თანამედროვე ადამიანს, სუსტი ფიზიკური და ბიოლოგიური შესაძლებლობების გამო არ აქვს ფუფუნება, დაუგეგმავად ჰყავდეს შვილები. ამის გამომწვევი მიზეზიც ბევრია, მათ შორის, ქორწინების დაბალი ასაკი, რის გამოც, ხშირად სასურველი ხდება, შთამომავლობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდეს; სამედიცინო ჩვენებები, მაგალითად საკეისრო კვეთის შემდეგ რამდენიმე წელი არ შეიძლება ქალისათვის ორსულობა და ა.შ. სპეციალისტები ამ საკითხშიც მრავალ მიზეზს დაასახელებენ;
ამას გარდა, იმის გათვალისწინება, რომ ცოლ-ქმრის ცხოვრების წესისათვის სექსუალური ცხოვრება პირადი სივრცეა და მათ შორის, მოძღვრებსაც არ აქვთ თუნდაც იდეოლოგიურად ჩართვის უფლება ან მხოლოდ ძალიან მოზომილი და ფრთხილი ფორმით, ისე, რომ წყვილების ურთიერთობაში ზედმეტად არ აღმოჩნდნენ; სამწუხაროდ, ირგვლივ არაერთს შეგვიძლია შევამჩნიოთ შემთხვევები, სადაც, მაგალითად, მოძღვარმა დაუფიქრებლად აუკრძალა წყვილს დაცვის საშუალებები, რასაც რამდენიმე თავისთავადი აბორტი მოჰყვა. ამით წყვილის როგორც მორალური და ფიზიკური, ასევე რეპროდუქციული შესაძლებლობები დაბლა დაიწია.
ცხადია, ეკლესია ვერ იქნება და არც უნდა იყოს ბიძგის მიმცემი და პატრიარქი არ უნდა საუბრობდეს კონტრაცეფციის მიმზიდველობაზე, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი და პირობითი დამოკიდებულება უნდა იყოს დაჭერილი და არა შედარებით კატეგორიული.
3. მესამე საკითხი, სადაც მიმაჩნია, რომ მეტი სიფაქიზე და პირობითობაა შემოსატანი, ეს ჰომოსექსუალების თემაა. ვფიქრობ, ეს ფრთხილი თემაა, რომელზეც საზოგადოების დამოკიდებულება უნდა გადაიხედოს. ცხადია, არ ვამბობ და არც ვგულისხმობ, რომ ეკლესიამ ეს მისაღებად უნდა ჩათვალოს ან მისაბაძად, თუმცა, ვფიქრობ, რეალური საკითხი საზოგადოებრივ დაპირისპირებებთან გვაქვს, რაც ბევრად უფრო არასასურველსა და კრიზისულს ხდის საზოგადოებრივ პროცესებს.
საზოგადოება შედგება იმ წევრებისგან, რომელიც რეალურად ჰყავს; მათში შევდივართ სხვადასხვა კუთხით და ხარისხით ცოდვილები, რომლებსაც ეკლესია გვიფარებს. ცოდვის სახეობა ბევრია, მრუშობაც, ღალატიც, განკითხვაც, ამპარტავნება და ა.შ. ამდენად, სრულიად ჩვეულებრივია, რომ ჰომოსექსუალობაც ცოდვად იყოს განხილული… მიმაჩნია, რომ ცოდვასთან ბრძოლა არ უნდა გადავიდეს ადამიანებთან ბრძოლაში – ჰომოსექსუალობასთან ბრძოლა კი ჰომოსექსუალების მიმართ ბრძოლაში. ეს საზოგადოებას ჰყოფს, ეს საზოგადოების წევრებს თიშავს ერთმანეთისგან, მითუმეტეს, რომ ვეჭვობ, ამით თუნდაც ცოდვის შემცირება ხდებოდეს. მეტიც, ამგვარი მიუღებლობა ქმნის მეტ „აზარტს“ – საზოგადოება დაშორდეს ეკლესიას. არადა, როგორც ჩემი მოძღვარი მეუბნებოდა, “როგორც ექიმი იმათ უფრო იფარებს, ვისაც რამე ფიზიკურად უჭირთ, ისე ეკლესია უნდა იფარებდეს მათ, ვინც ცოდვაშია”.
ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ, ოღონდ ვეცადოთ უნდა მუდმივად, ვიყოთ უკეთესები და სხვასაც ხელი შევუწყოთ უკეთესობაში. ეკლესიას კი მთელ ამ პროცესში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, მან უნდა გვასწავლოს ერთმანეთის მიღებაც და უკეთესობაც, მაშინაც, როდესაც ცოდვილები ვართ და მაშინაც, როდესაც ნაკლებად ცოდვილები ვართ.
ცხადია, აქვე ვგულისხმობ შესაბამის უკუკავშირსაც ეკლესიის მიმართ, რაც არ უნდა იყოს ანტაგონისტური და დისკრედიტაციული ამავე ჯგუფების მხრიდან.
4. და ბოლო საკითხი, ჩემთვის ქალთა სტატუსსა და საჭიროებას ეხება. დადებით მესიჯად მივიღე ეპისტოლეს ნაწილი, სადაც ქალს არა ბრმა, არამედ ადეკვატური ვალდებულებები გააჩნია ქმრის მიმართ. ეს უთუოდ დადებითი სიგნალია და არ აიძულებს ქალს, მიიღოს ქმარი, თუ ის ფიზიკურად ძალადობს, ტანჯავს ოჯახის წევრებსა და ცოლს და ა.შ. ამ ეპისტოლეს შემდეგ, სასულიერო პირებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ არ „აკურთხონ“ ქალები ოჯახის შენარჩუნებაზე მსგავს შემთხვევებში…
თუმცა, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად, მიმაჩნია, რომ უნდა გადაიხედოს ქალთა და კაცთა როლის შეფასება ოჯახში თუ ოჯახს გარეთ. „ტრადიციული“ ხედვით, ქალი მეტად მოვალეა თვითრეალიზაცია ოჯახში მოახდინოს შვილების გაზრდით, ხოლო მამაკაცმა კი უზრუნველჰყოს ეს პროცესი გარე მახასიათებლებით, დაფინანსებით თუ სხვა ტიპის პასუხისმგებლობებით. ვფიქრობ, დღეს ეს შეუძლებელი ფუფუნებაცაა და არც ბოლომდე სასურველი მიდგომა ოჯახურ ჰარმონიაში. მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ, მამაკაცების როლი უნდა გაიზარდოს ოჯახის შიგნით, მათ შორის შვილების აღზრდის კუთხით, ხოლო ქალის როლი ასევე უნდა გაიზარდოს გარე მახასიათებლებში თვითრეალიზაციის კუთხით.
ამას გარდა, უპირველესი მაჩვენებელი ის არის ჩემთვის, რომ მათ შორის ქრისტიანულ ოჯახში როლის გადანაწილება შეთანხმებისა და არჩევანის საგანი იყოს და არა ოჯახური ქცევის ფორმულის.
თანამედროვე გამოწვევებმა ნეგატიურ შედეგებთან ერთად პოზიტიური შედეგებიც გამოიწვია, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის თვითრეალიზაციის კუთხით. მამაკაცებმა საკუთარი თავი აღმოაჩინეს, როგორც მამებმა, და ბოლო თაობებისგან განსხვავებით, დღეს ხშირად ვხედავთ შვილების აღმზრდელ მამებს, რომლებსაც ამაგიცა და სიახლოვეც შვილებთან მეტი აქვთ, ვიდრე წინა თაობებს ჰქონდათ, ხოლო ქალებმა კი საკუთარი თავი ინტელექტუალურ სივრცეში აღმოაჩინეს, ისწავლეს პროფესიულ დონეზე წარმატების მიღწევა, მეტი თვითდაჯერებულობა, შინაგანი რწმენის დონემ კი შინაგან ჰარმონიასაც შეუწყო ხელი, რაც ასევე დადებითად აისახა, როგორც მეუღლესთან ურთიერთობაში, ასევე შვილებთან და ზოგადად, გარემოსთან ურთიერთობაში.
P.S. ცხადია, ჩემს ბლოგს არ აქვს ამბიცია იყოს უნივერსალური, ის უფრო იმ მიზანზეა აგებული, რომ გადავხედოთ ყველამ ჩვენს კატეგორიულობას, რასაც პატრიარქი ხშირად აკრიტიკებს და სწორიცაა, ადამიანებს ბევრად მეტი სიფაქიზე გვმართებს ადამიანების და ზოგადად, საზოგადოებრივი ურთიერთობების პროცესში.
ჩემი ბლოგი, სავარაუდოდ, არასწორი იქნება თეოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა, მე ამ პროცესებს ვხედავ და ვგრძნობ, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჰარმონია, ვიდრე საზოგადოებრივი დისჰარმონია. მე ვცდილობ, ვაჩვენო ის, რაც შეიძლება გამართლებული იყოს თეოლოგიური თვალსაზრისით, მაგრამ მოიტანოს საზოგადოებრივი კონფლიქტები. მე ეს რისკი მაფრთხობს და არ მსურს. მსურს მშვიდი და ჰარმონიული საზოგადოება.
არჩილ გამზარდია
http://www.kvirispalitra.ge/public/20176-kritikuli-aspeqtebi-patriarqis-2014-tslis-epistoles-mimarth.html

Комментариев нет:
Отправить комментарий