ღმერთი

ღმერთი

суббота, 4 января 2014 г.

იცოდით თუ არა რომ...

- დიდ ბრიტანეთს დღემდე არ აქვს კონსტიტუცია;
- ქართული სამართლის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ხელმწიფის კარის გარიგება წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) აღმოაჩინა მეგობრის სახლში, დასაწვავი ძველმანების გროვაში;
- იურისტს ძველ საქართველოში "საბჭოთა საქმეთა მეცნიერი" ერქვა;
- პირველი კოდექსი ქართულ ენაზე არის ვახტანგ VI სამართლის წიგნთა კრებული (XVIII ს. დასაწყ.);


- ევროპის რამდენიმე სამედიატორო სასამართლომ ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო სამართალწარმოების წესები, რომლის ანალოგიც არსებობდა საქართველოში ადრეულ შუასაუკუნეებში - ხევსურეთსა და სვანეთში;
- მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა;
- საქართველოს არსებობის მანძილზე სულ 6 კონსტიტუცია ჰქონდა;
- ქართული კანონებით 30 წლამდე ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლად ითვლებოდა, ამიტომ დანაშაულის ჩადენა ამ ასაკამდე შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნეოდა;
- ძველ საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ცალკე კანონები არსებობდა, მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით

- ისლამში არსებობს ალაჰის 99 სახელი ...

- არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს

- 1477 წელს ინგლისში პირველი რეკლამა დაიბეჭდა, ეს იყო ლოცვანის რეკლამა

- ინდუსებს ლოგინში სიკვდილი სამარცხვინოდ მიაჩნდათ, მდინარესთან სჯობს მათთვის გარდაცვალება

- ხოლო ძველი ირლანდიელების სამოთხე იყო " იქ სადაც ბევრი შემწვარი ღორის ხორცია".


იცოდით თუ არა რომ:

ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:

• თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.
• თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
• თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.
• თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
• თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
• თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
• თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
• თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
• თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.

იცოდით თუ არა რომ:

- ხარაგაულში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ნიმუშები ინახება სანკტ-პეტერბურგის ცნობილ მუზეუმში "ერმიტაჟი" ;
- საქართველოში ხარაგაული ითვლება ყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ;
- ბორჯომ-ხარაგაულის პარკი მთელს მცირე კავკასიაში იცავს და ინარჩუნებს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ნიმუშებს.
- 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის
რესპუბლიკა".
- ხარაგაულელები არიან: რეზო და ლაშა თაბუკაშვილები, ევგენი ხარაძე და შესაბამისად არჩილ და გიორგი ხარაძეები, ელგუჯა ამაშუკელი. (სერგო ორჯონიკიძეზე რომ
არაფერი ვთქვა რომლის სახელს 1934-1989 წლებში ატარებდა ხარაგაული). 2 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი: ქრისტეფორე III (ციცქიშივილი) 1927-
1932. დავით V (დევდარიანი) 1972-1977.
- ბორბალი, ირიგაცია, დამწერლობა და სხვა მრავალი რამ, რის გარეშეც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია შუმერებმა გამოიგონეს
- შუმერების თვითდასახელება "შავთავიანებია", რატომ უწოდეს მათ საკუთარ თავს ასე, ან საიდან მოვიდნენ ქვემო მესოპოტამიაში ეს უცნობია
- ცნობილი ზიკურატები, რომლის შესახებაც ბიბლიიდანაც ვიცით (ბაბილონის გოდოლი), პირველად შუმერებმა, ქალაქ ურში ააშენეს
- ბიბლიური პატრიარქი აბრაამი წარმოშობით ქალაქ ურიდან იყო

- იბერთა კარიბჭე (Иверские ворота) მოსკოვში სტალინის ბრძანებით დაანგრიეს წითელ მოედანზე სამხედრო პარადების დროს მძიმე ჯავშნიანი ტრანსპორტისთვის
ადგილის გასანთავისუფლებლად...
- ვერსალის სასახლეში გახსნილი შიდა ეზო შემდგომში მთელი ევროპის მონარქების სასახლეებისთვის ნიმუში გახდა.

faith.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий