როდესაც რწმენა ქრება, მის ადგილს ცრურწმენა იკავებს. სული სრულ სიცარიელეს ვერ ეგუება. ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი დასაბამიდანვე შემოქმედისკენაა მიმართული. როცა მის არსებაში ღვთის ხატება იკარგება, ჩნდება ვაკუუმი, რომელსაც შევსება სჭირდება. დღეს თუ ადამიანების დიდი ნაწილი ღმერთს, ეკლესიას ემსახურება, მათი ასევე დიდი ნაწილი ეშმაკის მონობაში იმყოფება და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის დაკავებული. მტკიცე ქრისტიანული რწმენის უქონლობამ, აღმოსავლური რელიგიებისა და ოკულტიზმის არსის ცოდნამ, აგრეთვე გარკვეული ძალების მიერ მათმა მასშტაბურმა და აქტიურმა პროპაგანდამ თანამედროვე საზოგადოებაში ოკულტიზმის წარმატება განაპირობა.
რა არის ასტროლოგია, რატომ არ უნდა ინტერესდებოდეს მისით ადამიანი, რატომ არ უნდა დადიოდეს ქრისტიანი მკითხავთან ან ექსტრასენსთან, ამ კითხვებზე ნარიყალას წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გვესაუბრება.
– მამა გიორგი, რას ამბობს ოფიციალური მეცნიერება ასტროლოგიის შესახებ?
– ბროკჰაუზ–ეფორის ლექსიკონში ვკითხულობთ: ასტოლოგია ცრუ მეცნიერებაა, რომელიც ცდილობს ზეციურ მნათობთა განლაგებაზე დაკვირვებით იწინასწარმეტყველოს ცალკეული ადამიანისა და კაცობრიობის მომავალი... განარჩევენ ნატურალურ და იუდიციალურ ასტროლოგიას. ნატურალური ასტროლოგია სწავლობს მნათობთა ზემოქმედებას მცენარეთა და ცხოველთა სამყაროზე. ასტროლოგია კი ცდილობს, მნათობთა ურთიერთგანლაგების მიხედვით, იწინასწარმეტყველოს როგორც ცალკეული ადამიანის, ისე ხალხთა მომავალი. ამავე ლექსიკონში ვკითხულობთ: ძველად ასტროლოგია, ალქიმია და მაგია მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ძველ სამყაროში ქურუმი, მაგი და მოგვი ჩვეულებრივ თავის თავში ითვისებდა ასტროლოგის,ჯადოქრისა და მჩხიბავის (მკითხავის) მოვალეობებს.
– რას გვეტყვით ასტროლოგიის წარმოშობაზე?
– ასტროლოგიისა და ყველა ოკულტისტური მეცნიერების ფესვები შორეულ წარსულშია საძებარი. თუ თვალს მივადევნებთ კაცობრიობის ნოეს შემდგომ ისტორიას, შევამჩნევთ, რომ ის ძველი ცივილიზაციები, სადაც ოკულტიზმის აყვავება თავის აპოგეას აღწევს, სადაც ასტროლოგია და სხვა საიდუმლო ცოდნა ფართო გავრცელებას ჰპოვებს და საზოგადოებრივ სტრუქტურებში აღწევს, იღუპება და პირისაგან მიწისა აღიგვება. ამის მაგალითად გამოდგება ბაბილონის, ასირიისა და სპარსეთის სამეფოთა ისტორიები. ბაბილონურ–ლურსმული წარწერები, რომლებსაც მსოფლიოს მუზეუმებში ნახევარ მილიონამდე ითვლიან, შეიცავს ცნობებს, რომ ბაბილონელმა ქურუმებმა კატასტროფას გადარჩენილი გიგანტური ადამიანებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ცოდნა ასტროლოგიასა და სამყაროს მოწყობაზე.
– როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ასტროლოგიის მიმართ?
– დიდი რჯულის კანონში (საეკლესიო კანონთა და დადგენილებათა ნუსხა) ნათლადაა ნათქვამი: ისინი, ვინც დადიან მისნებთან, ან თვითონ მისნობენ, ან ვარსკვლავებით მკითხაობენ, უზირებელნი იყვნენ 6 წლით.Ô ტრულის საეკლესიო კრებისა და ბასილი დიდის მე–80 კანონით, მღვდელი, რომელიც ეწევა მისნობას, განიკვეთება. წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ წიგნში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გარდამოცემა", ბასილი დიდზე დაყრდნობით, გვაძლევს ასტროლოგიის შემდეგ დახასიათებას: ელინები (ბრძნები) მიიჩნევენ, რომ ჩვენი ყოველი საქმიანობა ვრსკვლავთა, აგრეთვე მზისა და მთვარის ამოსვლა–ჩასვლითა და ურთიერთმიახლოებით წარიმართება. სწორედ ამას შეისწავლის ასტროლოგია. ჩვენ პირიქით, ვამტკიცებთ, ყოველივე ეს არის წვიმის თუ დარის, ნოტიო თუ მშრალი ამინდის, აგრეთვე ქარებისა და წყლების მომასწავებელი და არამც და არამც არ განაპირობებს ჩვენს ქცევებსა და მოქმედებებს. სინამდვილეში ღმერთმა ჩვენ თავისუფალნი შეგვქმნა, მოგვანიჭა თავისუფალი ნება და არჩევანის უფლება. ჩვენ ვართ ბატონ–პატრონნი ჩვენი საქმიანობისა. თუკი ყველაფერს ვარსკვლავთა მოძრაობის ზემოქმედებით ვიქმთ, ესე იგი აუცილებლობით ვიქმთ და არა ჩვენი თავისუფალი ნებით. ხოლო ის, რაც აუცილებლობით ხდება, არ შეიძლება იყოს არც კეთილი და არც ბოროტი. თუ არც სათნოებანი გაგვაჩნია და არც მანკიერებანი, მაშინ არ ვიმსახურებთ არც კეთილ საზღაურს და არც სასჯელს. ამ შემთხვევაში ღმერთის უსამართლო აღმოჩნდება, რაკიღა ზოგს სიკეთეს მოჰმადლებს, ზოგს კი – მწუხარებასÔ.
– მამა გიორგი, ხშირად ასტროლოგიური წინსწარმეტყველებანი რეალობას ემთხვევა. რატომ ხდება ასე?
– ღვთის მიერ დადგენილი კანონების თანახმად, სამყაროში გამუდმებით მიმდინარეობს მატერიალური ობიექტების ურთიერთზემოქმედების პროცესი, კერძოდ, მზის, მთვარისა და სხვა ციური მნათობების ზემოქმედება დედამიწის ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროზე. ადამიანი, როგორც თავისებური მიკროკოსმოსი, რომელიც თავის თავში სულიერ და მატერიალურ საწყისს აერთიანებს, ბუნებრივია, განიცდის ამ ზემოქმედებას. პროფესორმა ჩიჟევსკიმ თავის შრომაში დაასაბუთა ქოლერის ეპიდემიისა და სხვა დაავადებათა გავრცელების დამოკიდებულება მზის აქტივობის დონესთან. ცნობილია მთვარის გავლენა განსაზღვრული კონტიგენტის ადამიანთა ფსიქიკაზე (მთვარეულობის გამოვლენა სავსე მთვარის დროს), ანალოგიურად შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე სხვა ზეციურ სხეულთან ზემოქმედების შესახებ, მეტიც, განსაზღვრული ზომით მისი ხასიათის ინდივიდუალურ–ფიზიკური და ფსიქიკური მონაცემების ფორმირებაზე. თვით ასტროლოგთა აღიარებით, ჰოროსკოპის შედგენის წარმატება დიდად არის დამოკიდებული ასტროლოგის ინტუიციასა და ინფორმაციაზე, რომელსაც ის გარკვეული კოსმოსური აგენტისაგან იღებს.
– მამა გიორგი, მისნებისა და მკითხავების შესახებ რას გვეუბნება ბიბლია?
– ამ ბოლო წლებში მართლმადიდებელი ქრისტიანები მეტად საგულისხმო მოვლენის მომსწრენი ვხდებით: ჩვენ გარშემო ზნეობრივი ღირებულებების კატასტროფული გაუფასურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ოკულტიზმის, მაგიის ყველანაირი საშუალებით გავრცელება. თანამედროვე საზოგადოება არსებული სულიერი თუ ფიზიკური სიდუხჭირისაგან თავის დასაღწევად რა საშუალებას აღარ მიმართავს. სოკოებივით მომრავლებულმა "წინასწარმეტყველებმა", "მისნებმა" თუ მკითხავებმა "ოფისები" მოიწყვეს და მიღების დღეები და საათებიც დანიშნეს! როდის გაგვეხსნება ბედი? ვიპოვი თუ არა სამსახურს? ჩამოეხსნება ჩემი ქმარი საყვარელს? – აი კითხვები, რომლებითაც თანამედროვე საზოგადოების ცნობიერებაა შეპყრობილი. ეკლესიის წმინდა მამა, იოანე ოქროპირი ასე გვარიგებს: "ნუ დავუჯერებთ სისულელეებს, მისნები რომ გვიწინასწარმეტყველებენ ხოლმე, მეტყვით, მაშ რატომაა, რომ რასაც გვეუბნებიან ყველაფერი გვიხდებაო? იმიტომ გიხდებათ, რომ გჯერათ, თუმცა ისიც საკითხავია მართლა გიხდებათ თუ არა. მისანი გიმონებს, მთელი ცხოვრების ბატონ–პატრონად იქცევა და როგორც უნდა ისე გათამაშებს. მითხარი ავაზაკთა წინამძღოლმა რომ უფლისწული ჩაიგდოს ხელში, რომელიც მასთან მივიდა და შეიყვარა ტყე და იქაური ცხოვრება, შეუძლია თუ არა უწინასწარმეტყველოს (ვაზაკმა უფლისწულს), მოკვდება თუ იცოცხლებს? რა თქმა უნდა, შეუძლია.რატომ? იმიტომ კი არა, რომ მომავალს ჭვრეტს, არამედ იმიტომ რომ მის ხელთაა დაღუპვაც და ხსნაც ამ უფლისწულისა.Ô
– ადამიანები მკითხავთან თუ ექსტრასენსთან სიარულს გაჭირვებით ამართლებენ და ხშირად მიზეზად თავიანთ ავადმყოფობას ასახელებენ.
– თუ ვინმე გაკადნიერდება და მიზეზად თავის უკიდურეს უძლურებას დაასახელებს, ასეთებს შევახსენებთ, კვლავაც საღვთო წერილს: გაიხსენეთ, განგიცდიათ კი ისეთი სნეულებანი, ნეტარმა იობმა რომ გადაიტანა? იგი უმძაფრესი სნეულებით მოწყლული იწვა შვიდი წლის განმავლობაში, მაგრამ არ უცდია მოგვებისა და ჯადოქარ–გრძნეულების დახმარებით განკურნებულიყო. ასევე, გავიხსენოთ ის განრღვეულიც (პარალიზებული) 38 წელიწადი უძლურებით ვნებული რომ იწვა ცხოვართა საბანელთან და მადლიერებით ითმენდა ყოველივეს. არც მას მიუმართავს გრძნეულთათვის, არამედ მხოლოდ ღვთისაგან მოელოდა შეწევნას და მიიღო კიდეც. აი, როგორ გაჭირვებასა და სნეულებას ითმენდნენ ჭეშმარიტი მორწმუნენი; ჩვენ კი სულ ოდნავ რომ მოვუძლურდებით, მაშინვე ეგრეთწოდებულნი მკურნალნი (ექსტრასენსები) და მისნები მოგვყავს სახლში, ან თავადვე ვეახლებით "ოფისებში".
– მამაო, რა მეთოდებითა და საშუალებებით ხდება ადამიანების ოკულტიზმით დაინტერესება?
– იმ ცრუ სწავლებებს, რომლებიც სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავიანთ მიმდევრებს ოკულტიზმს უწოდებენ. ამ სახის მოძღვრებებია: ანთროპოსოფია, ძენ–ბუდიზმი, იოგას ნაირსახეობანი, რაჯნეშისა და გურჯიევის სისტემები. მიუხედავად გარეგნული განსხვავებისა, ამ მოძღვრებათა საშუალებებით, მაცდური სული ცდილობს, ბოროტება სიკეთედ წარმოადგინოს. ამგვარი სულიკვეთების მქონე, მომხიბვლელი ცრუ მოძღვრებები კაცის გონებას აბრუებს, კლავს სულში ღვთის შიშსა და სინანულს, აღვივებს ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურად აქცევ ს(რასაც იგი შეიძლება სიკვდილამდე ვერ მიხვდეს). სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ თვალწინ ხდება შენიღბული წარმართობის აყვავება და ჭეშმარიტი ქრისტიანობის გაყალბება.
– მამაო, ეს ადამიანები უფალსაც და ეშმაკსაც ერთდროულად ემსახურებიან. როგორ დაისჯება სულიერ ორგულობაში მყოფი ადამიანი?
– წმინდა წერილიდან ცხადად ჩანს, რომ უფლის წყალობას მხოლოდ მისი ერთგულნი მიიღებენ, ხოლო შეორგულებულნი სასტიკად დაისჯებიან. ახალ აღთქმაშიც იმ ადამიანებს, რომელთაც ორი ბატონის მსახურება სწადიათ, წმ.პავლე მოციქული ამხელს: "ვერ ხელ–გეწიფების სასუმელი უფლისა სუმად და სასუმელი ეშმაკთაი, ვერ ხელ–გეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაი და ტაბლასა ეშმაკთასა". არჩევანის გაკეთება არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ მეტი გონიერება და გულისხმიერებაა საჭირო, რადგან როგორც უფალი ამბობს: "ნუ იქნება შენს შორის ჯადოქარი, მომნუსხველი, მსახვრალი, გრძნებით შემკვრელი, მესულთნე, მჩხიბავი და მკვდართა განმკითხველი, რაგდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის ჩამდენი".
ხათუნა გაბრიჭიძე
www.sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий