ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების 120 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს საიტზე მკითხველს უკვე ჰქონდა საშუალება, გასცნობოდა მწერლის ბიოგრაფიულ ცნობებსა და შემოქმედების მიმოხილვას. დღეს კი გვსურს, ეროვნული თავისუფლებისადმი მიძღვნილ მის პოეტურ ქმნილებებზე შევაჩეროთ მისი ყურადღება.
საგულისხმოა, რომ ლიტერატურულ არქივებში სრულად შეუსწავლელია ალექსანდრე ყაზბეგის პოეტური შემოქმედება – რვეულის ფურცლებზე, წიგნის ყდებზე, ბლოკნოტებში ხშირად უწესრიგოდ არის ერთმანეთზე მიწერილ–გადაწერილი ჯერ კიდევ გამოუაშკარავებელი პატრიოტული შედევრები; თვით პოეტის სკაბრეზულ ლექსებშიც კი არაერთი მსგავსი შეფერილობის ლექსია გარეული.
ალექსანდრე ყაზბეგი პოეტურ ქმნილებებშიც ისევე შეურიგებლად იყო დაპირისპირებული რუსთა დამპყრობლურ ქვეყანასთან, როგორც პროზაულ ქმნილებებში. აი, როგორ მიმართავს იგი ჩრდილოეთიდან „ძმად მოწვეულს“: „ძმად მოწვეულო რადა მმტრობ? /აგრემც კი გენაცვალები./რაცა ვარ – იგივ დავრჩები, / შენთვის ვერ დავიკვალები...“ რაკიღა ატყობს, რომ ძმობის მაგივრად რუსს ის ცხენივით სჭირდება გასახედნად, „ცხენად გონჯი ვარ, ძმად კარგიო“, კარნახობს და რაც მთავარია, ქრისტიანულადაც მოძღვრავს: „მონათლული ვარ, ნუ მნათლავ“, რაც მკაცრ შეგონებად უნდა შეესმინა ერთმორწმუნედ სახელდებულ ერს.
ყაზბეგის ასეთმა პირდაპირობამ და შეუპოვრობამ ათქმევინა მასზე ვაჟა–ფშაველას მწერლის გარდაცვალებისას:
„შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,
სული დაჰლიე ტანჯვითა,
მიუხვალ მამა-პაპათა
ამოღებულის ხანჯრითა.“
საგულისხმოა, რომ ამდენი წლის შემდეგ, დღემდე არ შეცვლილა ალექსანდრე ყაზბეგის პატრიოტული ნაღვაწის აქტუალობა საქართველოში. მწერლისადმი მიძღვნილ სამხატვრო გამოფენაზე ლიტერატორმა როსტომ ჩხეიძემ თქვა: „სანამ უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დგას საქართველოს ტერიტორიაზე, ალექსანდრე ყაზბეგი აგრძელებს თავის დაუმცხრალ და თავგანწირულ ბრძოლას მათ გასადენად“!
ქვემოთ წარმოგიდგენთ ალექსანდრე ყაზბეგის ”დაუმორჩილებელ” ლექსებს:
ალექსანდრე ყაზბეგი
ლექსები
კმარა!
ვინ ხარ? რას გადამეკიდე
სადაურს – სადაურიო?!
შენს ფიქრსა დღემდის ვერ მივხვდი,
რაღაც ხარ უცნაურიო...
გაგვძარცვე, ძმანი წაგვკიდე,
და ჩამოგვიგდე შურიო,
სულ–შეხუთვილი შემოგკვნეს,
არ მომაპყარი ყურიო!
კმარა ამდენი მუდარა,
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
მოხვედ! ძმად ხელი მოგეცი,
შევიქენ შენი მცველიო,
ვამბობდი, ქრისტეს მლოცველი
გულით იქნება ქველიო!
შენ სულსა ხელი შემტაცე –
ღალას მხდი, ძროხად მწველიო,
და შენთან სიახლოვეც კი
შემექმნა ცეცხლად მწველიო!
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
რა ვქნა, რა გწადის? მითხარი,
დაღრჩობა? რაღას ელიო?
თუ, გწადის დარჩე სამუდმოდ
დაუნდობელი მგელიო?
აწ ხო წამართვი მთა, ბარი,
ფერადოვანი ველიო!
არ კმარობ? მაგრამ რით გაძღეს
შხამით აღსავსე გველიო.
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
კმარა, დავსუსტდი, მეყოფა
ხვეწნად შენს უკან რბენაო.
ჩამომეხსენი, თორემ მეც
ცას ვფიცავ, ვიცი კბენაო!
მეც მშვენის მთიელს მკერდზედა
ჩუხჩუხით სისხლის დენაო,
მებრძოლსა სიმართლისათვის
ხელს მოუმართავს ზენაო.
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
კმარა, დამეხსენ!.. აღშფოთდა
კრული, გაშმაგდა სულია!
შენს ნახნავზედა ეკალი
უჯიშო ამოსულია.
ძმობა მინდოდა ცამ იცის,
შენ გახდი ჩემთვის თულია,
გწადს და აღსრულდეს, რეგვენო,
ხელთა აღვიღოთ ცულია.
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
შენთან სიცოცხლე, ცხოვრება,
შავობს და ბნელობს, კრულია.
მანდილოსანი, მოხუცი,
ბავშვიც კი დაჩაგრულია.
სულსა და გულში შენგანვე
დღეს ჯოჯოხეთი სრულია.
გწადს და მეც მიჯობს, მოვიდეს
ერთ–ერთის აღსასრულია.
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
ჩახმახო! აღარ მიმტყუვნო,
გამოგიპირე ტალია!
მაჟარო! საქმე გაჭირდა,
აწ კი აფეთქე ფალია.
შაშხანავ, სული მიცხონი,
მაჩვენე ცეცხლის ალია,
სიმართლის ნიშნად მტრის გულში,
ტყვიავ გაავლე კვალია!
კმარა ამდენი მუდარა
და ფიანდაზის ფენაო,
შენის ხვეწნითა დადუნდა
ადამიანის ენაო.
***
ძნელი რამ არის ტიალი
ფიქრით დაგულის ვარამი,
სულ მუდამ სხვისა მონება,
როცა გბატონობს არამი.
ხედავ გულისა სახეთქად
ფრიალებს სხვისა ალამი.
ძალდატანებით გჭირდება
მოსისხლეს მისცე სალამი!
ძნელია სულში როდესაც
სულ მუდამ მწვავე ალია,
როცა გმირს დასამიწებლად
ატყუებს ორივ თვალია.
***
რუსო, თუ გწადის ხალასი
ბაჯაღლო შავად მომკალო,
ამაოდა სცდი, შერცხვები
და გირჩევ ისევ, მომკალო!
***
ენამც გაუხმეს, ვინცა სთქვა,
რომ ვითომც „სული ამომდის!“
ნდომითა თვალებს იბრმავებს,
თვით ხედავს – ვცოცხლობ აქამდის.
ასი წელია, რაც ვწვალობ,
ასი ათასად ითვლება;
ამ ხანში დათვი სისხლსა მწოვს,
ეს ყოფა აღარ იცვლება...

Комментариев нет:
Отправить комментарий