ძველით ახალი წელი ან მართლმადიდებლური ახალი წელი — არაოფიციალური ტრადიციული მართლმადიდებლური დღესასწაული, რომლითაც აღნიშნავენ იულიუსის კალენდრის ახალ წელს. XX და XXI საუკუნეებში ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარზე მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში.
რუსეთში
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა 1918 წელს ოფიციალურად გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მას შემდეგ კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. ახალი წელი აღინიშნება ორივე კალენდრით.
იულიუსის კალენდრის ახალი წელი რუსეთში დღემდე არაოფიციალურია და რუსები ახალ წელს ორჯერ, 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნავენ.
სერბეთში
ყველაზე ხშირად სერბეთში ამ დღესასწაულს სერბულ ახალ წელს უწოდებენ (Српска Нова година/Srpska Nova godina).
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს.
მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც 1 იანვარს. ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.
მაკედონიაში
მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი (Стара Нова година). 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.
ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში.
სხვა ქვეყნებში
ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია ასევე სომხეთში, ბელარუსში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, მონტენეგროში, მოლდოვაში, უკრაინაში, უელსსა და შვეიცარიაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში შოტლანდიელი გელების ნაწილი კვლავ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს.

Комментариев нет:
Отправить комментарий