საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკინიდანვე იწყება და პირველი მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები წმინდა ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი და სხვა წმინდანები გვხვდება. წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა.
მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლა-ქადაგებათა შესახებ უძველესი გადმოცემები II საუკუნიდან ჩნდება. ამის შემდგომ, სხვადასხვა რედაქციებში ეს გადმოცემები დამატებითი ცნობებით ივსებიან,მოციქულთა მოღვაწეობის გეოგრაფიული არეალი,.ადრეულ ბერძნულ-ლათინურ ტექსტებშია დაცული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ანდრია მოციქულის მიერ ქრისტიანობაზე მოსაქცევ ქვეყნებად დასახელებულია შავი ზღვის სამხრეთი სანაპირო და სკვითები.ქსენოფონტთან, სკვითებს (,,შკვითებს’’) მდ. ჭოროხის დასავლეთით, იხსენიებს . ექვთიმე მთაწმინდელმა (XI ს.) შექმნა “მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა ყოვლად ქებულისა და დიდებულისა მოციქულისა ანდრიასი”. ეს უნდა იყოს ერთერთი ბერძნული რედაქციის ქართული თარგმანი, რომელიც როგორც ირკვევა, ექვთიმე მთაწმინდელს უთარგმნია 1011 წ. შეიძლება ვიფიქროთ, იმავე ბერძნული ტექსტის პარალელური რუსული თარგმანია გადმოცემული უკანასკნელ მოსკოვურ გამოცემაში (А. Ю. Виноградов, 2004). ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით, პირველი მოგზაურობის დროს პეტრე, ანდრია, მატათა და გაიოზ ჩადიან ანტიოქიაში; ამის შემდგომ ანდრია ” მიიწია ტრაპეზუნდად, რომელი-იგი არს სოფელსა მეგრელთასა, სადა იგი დაყო ჟამი მცირედი... განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, ვინაცა – იგი დაყო ჟამი ფრიადი და მრავალნი განანათლნა სიტყვითა მოძღვრებითა მისისათა”.ძველი “ქართლის ცხოვრების” ტექსტი, ადერკის მეფობის ჟამს, იხსენიებს.წმინდა მოციქულებს. იქ იკითხება: “მოვიდეს... ანდრია და სიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სიმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა, საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა”. ამას მოსდევს ჩანართი, საიდანაც ჩანს, რომ ანდრია მოსულა ტრაპიზონში, მეგრელთა ქალაქში, იქიდან შესულა ქართლის ქვეყანაში, “რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების”. მისი ქადაგებით ხალხი მოქცეულა ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ, სადაც მან ღმრთისმშობლის ხატი დაასვენა, აღმოეცენა წყარო, რომელიც “ვიდრე დღესაცა დაუწყუედელად აღმოსდის”.როგორც ჩანს ანდრია პირველწოდებულის ქადაქების შემდეგ,კოლხეთში ქრისტინობა გავრცელდა,რისი დასტურიც გახლავთ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ბიჭვინთისა და ტრაპიზუნტის ეპისკოპოსების ყოფნა.კრებას დაესწრნენ საქრისტიანო მსოფლიოს წარმომადგელნელნი, დაესწრნენ არამატო რომის იმპერიაში შემავალი მხარეთა ქრისტიანული ორგანიზაციების წარმომადგენელნი, არამედ იმ მხარეთა წარმომადგენელნიც, რომლეიც არ ეკუთვნოდნენ რომის იმპერიას.ნიკეის კრების მონაწილეთა სია მოღწეულია,ჩვენამდე ექვს ენაზე:ლათინურად,ბერძნულად,კოპტურად,სირიულად,არაბულად და სომხურად.ეს სიები შეტანილია ნუსხებში სხვადასხვა დროსდა ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა საუკუნეების ხელნაწერებით.ბერძნული ნუსხის სიაში მოხსენიებულია,დომნე ტრაპიზუნტის ეპისკოპოსი და სტრატოფილე ბიჭვინთის ეპისკოპოსი,ასევე იხსენიებიან ისინი ლათინურ,სირიულ,არაბულ,სომხურ და კოპტურ ნუსხებში,ამ ნუსხებიდან ყველაზე ძველი სირიულია,რომელიც მოღწეულია ჩვენამდე VI საუკუნის ხელნაწერით.(ბრიტანეთის მუზეუმის ხელნაწერი).ეპიფანე კონსტანტინელი წერს:,,გადმოცემის მიხედვით,ნეტარმა მოციქულმა ანდრიამ დამოძღვრა სკვითები და სოგდიანები და გორსინები დიდ სებასტოპოლისში,სადაც არის აფსირის ციხე,ჰისსოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი,იქ მოსახლეობენ იბერიელები,სუსები,ფუსტელები და ალანები“. ს.ყაუხჩიშვილი წერს:,,უაღესად მნიშვნელოვანია ნიკეის კრებაზე,ბიჭვინთის ეპისკოპოსისი მონაწილეობა ისტორიული თვალსაზრისით.ფაქტი ბიჭვინთის ეპისკოპოსის მონაწილეობა პირველ მსოფლიო კრებაზე,უთაოდ მოწმობს იმ გარემოებას,რომ 325 წლისთვის დასავლეთ საქართველოში,რომლის ერთ_ერთი ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო ბიჭვინთა,იმდენად ძლიერი ყოფილა ქრისტიანული ორგანიზაცია,რომ მას საეპისკოპოსო კათედრაც მოეპოვებოდა და მისი წარმომადგენელი მსოფლიოს საეკლესიო კრებაზეც კი იქნა მიწვეული“ აკად.კ. კეკელიძე 1955 წელს დაბეჭდილ სტატიაში ,,იბერიის ქრისტიანიზაციის საწყისებთან“ წერს: ჩვენი მკვლევარების ერთი ნაწილი ქართლის მოქცევას სდებს „არაუგვიანეს 337 წლისა. იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს. ამ თარიღის გასამართლებლად. ზოგიერთი იმასაც კი უსვამს ხაზს ,რომ 325 წელს პირველ მსოფლიო საელესიო კრებაზე მონაწილეობას ღებულობდა ბიჭვინთის კათედრის ეპისკოპოსი სტრატოფილე. ავიწყდებათ ის გარემოება, რომ ბიჭვინთის ეპარქია იყო ერთი იმ იმპერიათაგანი, რომელნიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე დაარსებულნი იყვნენ ბერძნების მიერ ბერძნული კოლონიების სარწმუნოებრივი საჭიროებისათვის. სიმონ ყაოუხჩიშვილი წერს: ისტორიულ პერსპექტივას მოკლებული იქნება ისე დაყენება თითქოს ბიჭვინთაში მცხოვრები ბერძნები ისეთი მაღალი კედლებით იყვნენ გამიჯნული ამ რაიონის დანარჩენ მცხოვრებთაგან (ე.ი მოსალეობის უმრავლესობისაგან) რომ ბერძნულ კოლონიაში შეიქმნა მძლავრი ქრისტიანული ორგანიზაცია და ეს ახალი იდეოლოგია უცნობი დარჩა ბიჭვინთის არაბერძნული (ე.ი ადგილობრივი) მოსახლეობისთვის. რომ მეოთხე საუკუნეში ბიჭვინთის ადგილობრივი მოსახლეობა ზიარებული არ ყოფილიყო ქრისტიანულ მოძღვრებას , განა შესაძლებელი იქნებოდა ნახევარი საუკუნის ან ცოტა მეტის შემდეგ იქ აგებულიყო ადგილობრივი მცხოვრების მოტავეობის ტაძარი შემკული მოზაიკური წარწერით, რომელშიც კტიტორად იხსენიება ქართველი წარჩინებული ვინმ „ორელი“? ივანე ჯავახისვილი წერს: „XII-XIII საუკუნის დფასაწყისში დაარსაებულ ტრაპეზუნტის საკეისროს შესახებ: „საქართველოს მეზობლად ამ დროითგან მოყოლებული თვით საქართველოს წყალობითვე შექმნილი |ტრაპიზონის| გაჩნდა რომელის ქართველთა მონათესავე ტომით იყო დასახლებული ..... მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართველთა მონათესავე ჭანების ტომისგან შესდგებოდა. ბრძენთა ფენა მხოლოდ ქალაქში იყო და მარტო მაღალი წრის ფენას ეკუთვნოდა, მაგრამ ამ მაღალი წრის ფენაშიც ქართულ მოსახლეობასაც საკმაოდ ჰყავდა თავისი წარმომადგენლები . ამას სწერს ივანე ჯავახიშვილი XII-XIII საუკუნეთა ტრაპეზუნტზე , ხოლო ძველი ტრაპეზუნტი ხომ მის დასავლეთით იმავე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სინოპის კოლონია იყო; სინოიპის არაბერძნულ მოსახლეობაზე (ხალიბებზე) მიუთითება ჯერ კიდევ პომპონიუს მელა.“ სიმონ ყაუხჩიშვილი წერს: ,,არ არის საეჭვოდ მისაჩნევი ის ურყევი დებულება,რომ ტრაპეზუნისა და ბიჭვინთის ეპისკოპოსები, რომელნიც 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას დაესწრნენ ნიკეაში, მხოლოდ ბერძნულ მოსახლეობას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ მთელ მოსახლეობას, როგორც ბერძნულ ისე ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას“ ზოგი მკვლევარი ფიქრობს რომ,რაკი სახელი სტრატოფილე ბერძნული წარმოშობისა,ამ სახელის მატარებელი ადამიანიც ბერძენი უნდა ყოფილიყო. თუმცა ასეთი დებულება დიდ შემთხვევაში არაზუსტია.კოლხებს უხსოვარი დროიდან ქონდათ ურთიერთობა ბერძნებთან.შეცდომა არ იქნება თუ ვიტყვით რომ კოლხებს ბერძნებთან იმაზე, ადრე ქონდათ ურთიერთობა ვიდრე ბერძნები, კოლხეთის სანაპიროზე ბერძნულ ახალშენებს დაარსებდნენ.ამ ურთიერთობამ მოიტანა ის რომ მრავალი პირთსახელი გავრცელდა ქართველებში ბერძნული ფორმით.მაგალითისთვის დავასახელებ,პეტრე იბერის ასურულ ცხოვრებაში მოხსენიებული აღმზრდელი და მეგობარი პეტრე იბერისა, იოანე ევნუხი,რომელსაც ბერად აღკვეცამდე იოანე ლაზი ერქვა.ამიტომ ვფიქრობ რომ არ არის სავალდებულო სტრატოფილე ბერძენად ჩავთვალოთ,ის შეიძლება იყოს ბერძენი და არაბერძენიც.ზვიად გამსახურდია წერს:,,ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში დაკავშირებულია პირველსავე საუკუნეებთან. არ არის შემთხვევითი, საქართველოში ორი მოციქული რომ იმყოფებოდა - ანდრია და სვიმონ კანანელი - პირველი და უკანასკნელი მოციქულები. ანდრია იყო პირველწოდებული, სვიმონ კანანელი კი ყველაზე ბოლოს მივიდა ქრისტესთან. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ისინი გამოხატავენ ალფას და ომეგას, ე. ი. დასაწყისსა და დასასრულს“კოლხეთში ქრისტიანობა 325 წლამდე გავრცელდა და უფრო მეტიც კოლხეთში 325 წლისათვის ეპარქიებიც კი არსებულა,რასაც ადასტურებს პირვლი, მსოფლიო საეკლესიო კრების ოქმი.

კარგი სტატია
ОтветитьУдалить