ავტორები: მიხაილ სალტანი, გლებ შერბატოვი.
რუსეთის ფედერაციაში ერთი ახალი წლის გარჩევა მეორე ახალი წლისგან გამოუცდელისთვის ძალზედ ძნელია, რადგან ტელევიზორში სულ ერთი და იგივე ფიზიონომიებია, დაწყებული პირებიდან, რომლებიც თავს "პოლიტიკოსებს" უწოდებენ, დამთავრებული პირებით, რომლებსაც თავი "ესტრადის ვარსკვლავებად" მოაქვთ.
ამ უკანასკნელთ სულ უფრო ხშირად აჩვენებენ სადღესასწაულო-საახალწლო ტელეღონისძიებებში. ამ საბჭოთა-რუსული "ვარკსვლავებით" ერთგვარი ფანტასმაგორიაც კი იქმნება. დასავლეთში უკვე დიდი ხნის მივიწყებული Smokie-სა და BoneyM-ის ეპოქის თანამედროვეები, დღემდე აგრძელებენ იმ სიმღერების შესრულებას, თითქოსდა დრო 40 წელია დგას და წინ არ მიდის. მაგრამ ესტრადას ალტერნატივა აქვს - ნიჭიერი რუსი მუსიკოსების მთელი მასა დამოუკიდებლად ეწევა საკუთარი ალბომების პროპაგანდას ინტერნეტის მეშვეობით - მაშინ როდესაც პოლიტიკასა და ბიზნესში ალტერნატივა არ არსებობს, იქ ყველაფერი დაკავებულია. ამ სიტუაციას რომ "застой" უწოდო, ალბათ ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევის შეურაცხყოფა იქნება, რომელიც დღევანდელობასთან შედარებით პოლიტიკური, შემოქმედებითი და ბიზნეს მოძრაობათა აღმავლობის ეპოქად შეიძლება შეირაცხოს.
სიტუაცია კიდევ უფრო მჟავე იქნებოდა, რომ არა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წვერებიანი "მეუფეები", რომლებმაც ცინცხალი საინფორმაციო ჭავლი შემოუშვეს ამ დამყაყებულ ვითარებაში. ახალი წელი მათ იმისგან დაიწყეს, რომ პომპეზურად გააგდეს თავიანთი რიგებიდან არც თუ ნაკლებად ცნობილი ბატონი კურაევი.
ცნობილი მართლმადიდებელი მისიონერი პროტოდიაკვანი ანდრია კურაევი, რომელიც ამასწინათ მოსკოვის სასულიერო აკადემიის მასწავლებელთა რიგებიდან გარიცხეს ეპატაჟური გამოსვლებით ინტერნეტსა და მასმედიაში (ასეთია ამ დაწესებულების ხელმძვანელთა ოფიციალური ვერსია), დღემდე მიიჩნევს, რომ უფლება ჰქონდა საკუთარი შეფასება მიეცა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოვლენებისათვის. როგორც პორტალი "Интерфакс-Религия" იუწყება, მან საკუთარი პოზიცია საკუთარ "ცოცხალ ჟურნალში" (Живом Журнал) განმარტა.
აი როგორ განმარტა მოქალაქე კურაევმა ეს ახალი ამბავი და თან გზადაგზა თავისი განდევნის მიზეზებიც გვამცნო:
იმ მწარე სიმართლის ბლოკირების ერთ-ერთი მეთოდი, რაც ახლა ჩემს ბლოგში ქვეყნდება - ეს არის არგუმენტი სტილში: "ადრე რატომ დუმდა? ბილწი შურისძიებაა განდევნისთვის?".
განვმარტავ:
1. ეკლესიის იერარქიის გარკვეული ფენის უძლიერეს გაცისფერებაზე მე გავიგე ჩემი სემინარიული სწავლების წლებში (80-იანი წლები).
მაგრამ ეს იყო სემინარისტების ჭორები და მითქმა-მოთქმები, ასევე მხცოვანი მღვდლების მინიშნებები.
2. 90-იან და ნულოვან წლებში მომიწია მომესმინა ჰომოიერარქიისგან ხელყოფილ მსხვერპლთა მონათხრობნი. მაგრამ ყველა მათგანს თან ახლდა კრულვა - "მხოლოდ ჩვენს შორის, მამა ანდრია!".
ამასთან ვხედავდი სამწუხარო ბედს იმ მღვდლებისა, რომლებიც ბედავდნენ და რაიმე საჩივარს მაინც დაწერდნენ თავიანთ ეპისკოპოსზე (ნებისმიერ საკითხზე, და არა მარტო იმაზე, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ). ცისფერ ლობიზე ამ წლებში უკვე ღიად მეუბნებოდნენ და მრავალი ეპისკოპოსი თავის უძლურებასაც კი აღიარებდა.
3. ახლო წლებში რამოდენიმეჯერ ვისაუბრე ჰომოიერარქებზე და მათ მიმართ გამოჩენილ საეკლესიო უგულისხმოებაზე.
4. 2013 წლის დეკემბერში მე შევცდი...
კურაევის "შეცდომა" მდგომარეობდა იმაში, რომ მან ხმამაღლა განაცხადა იმის შესახებ, რაც ადრეც იცოდა, მაგრამ დუმდა.
რმე-მ (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია) მოსკოვის სასულიერო აკადემიის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვინმე პროტოპრესვიტერ კოზლოვის სახით ასეთ განმარტებას აძლევს კურაევის დათხოვნას:
"მოსკოვის სასულიერო აკადემიის საბჭოს დადგენილება არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მოულოდნელ ფაქტად. როგორც მასში მითითებულია, ჯერ კიდევ 2012 წლის მარტში კოლეგები ძმური დარიგებით სთხოვდნენ მამა ანდრია კურაევს რეპუტაციული რისკის ქვეშ არ დაეყენებინა მოსკოვის სასულიერო სკოლათა პროფესორის სახელი, რომელიც შედეგად გავრცელდებოდა არა მარტო თვით მამა-პროტოდიაკვანზე, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელს უძველეს სასწავლო დაწესებულებაზეც, რომელსაც ის წარმოადგენს".
ბ-ნი კურაევი პატარა ბავშვი ხომ არ არის, ის არც ახალგაზრდაა, ამასთან წლები იმუშავა ისეთ კლოაკაში, სადაც ნებისმიერ შტირლიცს თავის გესტაპოიანად შეჭამდნენ. ანუ, აპარატულ ინტრიგებში ის კარგად ერკვევა და ამა თუ იმ ფაქტს თუ გაახმაურებს, მაშასადამე ამისი დამამტკიცებელი არგუმენტები 200%-ით არსებობს და აქ უკვე "რეპუტაციაზე" როდი იქნება ლაპარაკი.
ამგვარად, გორდება სკანდალი, რომელსაც სექსუალური შეფერილობა გააჩნია.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ნეიტრალურად უნდა მიუდგე, არ უნდა იქექებოდე პირად საქმეში, ხოლო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმე საერთოდ არ არის ჩვენი საქმე, მაგრამ თავის ბლოგში კურაევმა განაცხადა, რომ ვინმე "მეუფე" სტეფანე რყვნიდა სემინარიის აღსაზრდელებს და ახალგზარდა მღვდლებს. ეს კი უკვე ჰომოსექსუალიზმი კი არ არის, ეს კრიმინალია, რადგან რმე-ს სემინარიებში ყველა მოქალაქე როდია სრულწლოვანი, ეს, - და არ შეგვეშინდება ამის თქმისა, - წმიდა წყლის პედოფილიაა, რომელზეც ანიშნებდა კურაევი და რომლისკენაც მიაქცია მან სოციუმის ყურადღება. სწორედ ამიტომაც გააძევეს.
თანდათანობით ირკვევა, რომ რმე, რომელიც მართალია ოფიციალურად რელიგიური სტრუქტურაა, დე ფაქტო - კომერციულ-პროპაგანდისტული მიმართულების სტრუქტურაც გახლავთ (რუსეთის სახელმწიფოს "ღირებულებების" პროპაგანდისთვის სახელმწიფო თავის პროპაგანდისტებს უფლებას აძლევს კომერციით დასაქმდნენ) - მიუხედავად ამისა, კანტორის შიგნით მთელი რიგი პარტიები და ლობები არსებობენ. როგორც მინიმუმი - ჰომოსექსუალისტთა და ტრადიციული ორიენტაციის მოქალაქეთა პარტიები. თანაც, რმე-ს ხელმძღვანელობის დუმილის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ჯგუფები თანაბარმნიშვნელოვანია თავისი ზეგავლენით. ბრძოლა იმდენად სერიოზულია, რომ კურაევი თავის ბლოგში შესაბამის რჩევებსაც კი იძლევა:
მაგრამ ჰომოიერარქები უკვე ვეღარ იქნებიან ესოდენ დაჟინებულნი და უსირცხვონი. ბიჭები კი გაიგებენ, რომ შეიძლება და საჭიროა ხურდის დაბრუნება - ერთი კარგად ამოარტყან ყვერებში "მოციქულთა მემკვიდრეებს" ან "ანგელოზურ ბერმონაზვნებს" და ერიჰაა - წერილი საპატრიარქოსა და (უფრო მეტი თავდაჯერებულობისთვის) პრესაში.
აი ასე სასტიკად და ამაზრზენად გამოიყურება ამ ბრძოლის ყოველდღიურობა. ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, და მეტიც, სიგიჟედაც კი გვიჩნს. რმე რეალურად დაყოფილია ჯგუფებად, რომლებიც დავობენ არა იმაზე, რამდენად უკეთესად იქადაგონ საკუთარი კულტი, რაც უფრო კანონზომიერი იქნებოდა, არამედ სექსუალური მიდრეკილებების მიხედვით. ალბათ დაგვეთანხმებით, უჩვეულო სიტუაციაა რელიგიური კონფესიისთვის. თანაც, საერთოდ, რა შუაშია აქ რელიგია? ან რა ვთქვათ ცნებების შესახებ?
მაგრამ ამგვარ სიტუაციაში ესეც კი არ არის მთავარი. ბ-ნი კურაევი ჩვენთვის არ წარმოადგენს მსოფლმხედველობრივ სვეტს რაზეც გინდა იყოს - იქნება ეს რელიგია, პოლიტიკა, სექსუალური ორიენტაცია თუ მათემატიკა. ყოველ ადამიანს თავისი ტარაკნები ჰყავს თავში და ყოველს აქვს უფლება იაზროვნოს ისე, როგორც სურს. თანაც, ყველაფერ ამასთან ერთდ, ბ-ნი კურაევი რმე-ში იყო რეალური ცოცხალი ადამიანი, შესაძლოა უკანასკნელიც. რაღაცას წერდა, აცხადებდა, ამბობდა ისეთ რამეს, რასაც უსმენდნენ ან კითხულობდნენ. შესაძლოა ჩვენ და სხვებიც მას რაღაცაში არ ეთანხმებოდნენ, ან ის თავს მიიჩნევდა წარმართთა იდეურ მტრად და წერდა ათასგვარ სისულელეს, მაგრამ ცოცხალ ადამიანს აქვს ამისი უფლება. და აი, ეს უკანასკნელი ცოცხალი ადამიანი მღვდლებმა გააგდეს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ რმე-ს განიცდის სრულ ტრანსფორმაციას მკვდარ სტრუქტურად, რამეთუ ცოცხლები მანდ უკვე აღარ დარჩნენ.
რმე - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თუმც კი რელიგიურად იწოდება, სინამდვილეში, თავისი წარმომავლობითი კოდებით, საბჭოთა მწერალთა კავშირის მსგავს დაწესებულებას წააგავს, რომელიც იოსებ ბესარიონის ძის "გენიალურმა" ჭკუამ შექმნა მოსახლეობის დასამუშავებლად. რმე-ც იმავე ამხანაგ ჯუღაშვილის მიერ ტრანსფორმირებული ორგანიზაციაა, და მასაც იგივე მიზნები გააჩნია, რაც საბჭოურ "მწერალთა კავშირს". აქედან გადაწყვეტილებათა ალგორითმიც - ბრძოლა ცოცხალ ადამიანურ აზროვნებასთან. მაგრამ, თუ მწერალთა კავშირი გარდაიცვალა და დაასაფლავეს, რმე ჯერაც აგრძელებს თავის ყოფიერებას და მარაზმის აპოფეოზამდეც კი აღწევს.
ყველა ვისაც კი თავისი აზრი გააცნდა - ყველას, რმე-დან დაუყოვნებლივ აგდებდნენ. ამისი ნათელი მაგალითია მოქალაქე დიომიდეს ისტორია (იგულისხმება ეპისკოპოსი დიომიდე - რედ.). თავიდან ის ჩუკოტკისკენ "ჩააჩოჩეს" , მაგრამ როგორც ჩანს იქიდანაც შეაწუხა ბობოლა იერარქები და ამიტომაც, სრულიად გააგდეს. მოქალაქ კურაევიც იმავე გზას გაუყენეს. როგორ წარიმართება მისი ბედი მომავალში არავინ უწყის, მაგრამ ვფიქრობთ არ დაიკარგება. ხოლო რმე - ეს უკვე წარწყმედის გზაზე მდგომი კანტორაა. სრულიად. მარტო ჩაპლინების ფიზიონომია რად ღირს - შესაძლოა ისინი ხვალ ჰოლივუდში საშინელებათა ფილმებში მთავარ როლებზე სათამაშოდ მიიწვიონ. აღარაფერს ვამბობთ უკვე იმაზე, რომ კურაევთან დაკავშირებული სკანდალი საკმაოდ სერიოზულად აისახება რმე-ს მომავალზე.
მიუხედავად ამისა, რუსეთის სახელმწიფო ჯიუტად აფინანსებს ამ ვაჟბატონებს ფულითა და სხვა რესურსებით და უტვინოდ ფიქრობს, რომ საერთოდ არაფერს უვარგისი მაინც ჯობია. მაგრამ რმე - ეს უკვე არაფერია. ცოცხლები იქ აღარ მუშაობენ - იქ არც "მწყემსებია" და არც "სამწყსო". არც ერთი ჯანსაღი გონების მქონე ადამიანი არ წავა ამ "მეუფეებთან" და მათ დაპურებას არ დაიწყებს - ეს იგივეა პური აჭამო მკვდარ ლეშს. ამ გახრწნილებს არანაირი ავტორიტეტი საზოგადოებაზე არ გააჩნიათ. მათ იმისი ჭკუაც კი არ ეყოთ მართებულად მოქცეულიყვნენ თავიანთ კურაევთან, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ვითარება თავის გზას თვითონ იკვლევს...
წყარო: nashaplaneta.su

Комментариев нет:
Отправить комментарий