თავი მეორე.
ადამიანებთან ურთიერთობის სიდუმლო.
*
ადამიანებთან ურთიერთობის სიდუმლო.
ამ ქვეყნად ერთი
საშუალება არსებობს ვინმე რაიმე გავაკეთებინოთ. მოგსვლიათ ეს ოდესმე თავში? დიახ,
ერთადერთი საშუალება, და იგი იმაში მდგომარეობს, რომ მოვანდომოთ თვითონ ადამიანს გააკეთოს
რაიმე.
დაიმახსოვრეთ, სხვა
საშუალება არ არსებობს. თქვენ, ცხადია, შეგიძლიათ აიძულოთ ადამიანი დაგითმოთ თავისი
საათები, იარაღის მუქარით.შეგიძლიათ აიძულოთ თქვენი ხელქვეითი გააკეთოს რაიმე - მანამ
, სანამ ზურგით შებრუნდებით მისკენ - დახვრეტის მუქარით. შეგიძლიათაიძულოთ ბავშვი გააკეთოს
ის, რაც თქვენ გსურთ, დასჯის მუქარით. მაგრამ ასეთმა უხეშმამეთოდებმა შეიძლება არასასურველ
შედეგებამდე მიგიყვანოთ.
ერთადერთი საშუალება
ადამიანს რაიმე გავაკეთებინოთ - ეს არის დავანებოთ მას იმის გაკეთებ, რაც სურს. მაინც
რა სურს ყოველ ადამიანს?
მეოცე საუკუნის
ერთერთი ფსიქოლოგთაგანი დოქტორი ზიგმუნდ ფროიდი ამბობს:ყველა ჩვენი საქციელი დაფუძნებულია ორ იმპულსზე; სქესთა ლტოლვა სა და
დიდებისადმი სწრაფვაზე.’’
ამერიკელი ფილოსოფოსი,
პროფესორი ჯონ დიუი სხვანაირად აფორმულირებს ამას. დოქტორი დიუი ამბობს, რომ ადამიანის
ბუნებისათვის დამახასიათებელ ყველაზე ძლიერ იმპულსს წარმოადგენს ,, სურვილი გამოერჩეს’’,
დაიმახსოვრეთ :,,სურვილი გამოერჩეს’’.
ის საგულისხმოა,რადგან
ამ დებულებას ემყარება წინამდებარე წიგნის მნიშვნელოვანი ნაწილი.
რაზე დაიყვანება
ადამიანის ძირითადი სურვილები? ყოველი ნორმალური მოზრდილი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
1)
ჯანმრთელობა
და სიცოცხლის შენარჩუნება.
2)
კვება.
3)
ძილი.
4)
ფული
და ნივთები , რომლებიც ფულით შეიძლება ვიყიდოთ.
5)
სიცოცხლე
მომავალში.
6)
შვილების
კეთილდღეობა.
7)
თავისი
მნიშვნელოვნობის შეგრძნება.
თითქმის ყველა ეს სურვილი , როგორც წესი, კმაყოფილდება.
მაგრამ ერთი სურვილთაგანი, თითქმის ისევე ძლიერი, როგორც ჭამისა და ძილის სურვილებია,
ყოველთვის როდი კმაყოფილდება. ეს გახლავთ , ფროიდის გამოთქმით,,სურვილი ,იყო დიდი’’
ანუ, დიუმის გამოთქმით,, სურვილი , გამოერჩე.’’
ლინკოლნმა ერთხელ წერილი დაიწყო სიტყვებით: ყველას სიამოვნებს
ქათინაურების მოსმენა.’’ უილიამ ჯეიმსმა თქვა”,,ადამიანის ბუნების ყველაზე დამახასიათებელი
მგზნებარე მისწრაფება, მოიპოვოს საყოველთაო პატივისცემა’’. მას არ უთქვამს ,,სურვილი’’,
არამედ ,, მგზნებარე მისწრაფებაო.’’
და ის ადამიანი რომელიც მოახერხებს ამას პატიოსანი გზით
, მართლა დიდი გავლენით ისარგებლებს.
,,სურვილი, გამოერჩეს’’ - წარმოადგენს ერთერთ მთავარ
თვისებას, რომელიც ადამიანს ცხოველისაგან განასხვავებს. საილუსტრაციოდ შემდეგ მაგალითს მოვიყვან. ჩემს პატარობისას მისურაში
, მამაჩემი განსაკუთრებული ჯიშის ღორებსა და ჯიშიან პირუტყვს უვლიდა და ასუქებდა ფერმაში.
ღორები და პირუტყვი ჩვეულებისამებს დაგვიდიოდა სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე მთელს
დასავლეთში. ჩვენ პირველ ადგილებს ვიღებდით. ჯილდოდ დამსახურებულ ცისფერ ლენტებს მამაჩემი
თეთრი მარმაშის ნაჭერზე მიაბნევდა და როდესაც სახლში მეგობრები ან მნახველები მოდიოდნენ, ამ ლენტებიან ნაჭერს გამოუღებდა
ხოლმე. იგი ერთი ბოლოთი მე მეჭირა , მერეთი მამას, როდესაც ამ ლენტებზე ყვებოდა. ღორები
, ცხადია, არავითარ ინტერესს არ იჩენდნენ ამ ცისფერი ლენტებისადმი, რომლებიც მათ დაემსახურებინათ. მამაჩემისათვის კი სულ ერთი არ იყო. ამ ჯილდოების
წყალობით, ის თავის მნიშვნელოვნობას გრძნობდა.
ჩვენს წინაპრებს ასეთი გრძნობა რომ არ სჩვეოდათ, შეუძლებელი
იქნებოდა ცივილიზაცია. შინაურ ცხოველებს ვემგვანებოდით . სწორედ სურვილმა, გამორჩეულიყო
- მიიყვანა გაუნათლებელი , ღარიბი კლერკი იურიდიული წიგნების შესწავლამდე. თქვენ, ალბათ
გაგიგონიათ ამ კლერკის შესახებ. მისი სახელი აბრაამ ლინკოლნია.
იგივე სურვილი შთააგონებდა დიკენსს თავისი უკვდავი რომანების
შექმნისას. მისწრაფებამ, ეგრძნო თავისი მნიშვნელოვნობა, შთააგონა ქრისტოფერ რენი სიმფონია
შეეთხზა. იმავე მისწრაფებამ, გამორჩეულიყო გარემო წრიდან, აიძულა როკფელერი დაეგროვებინა
მილიონები, რომელიც არ შეეძლო დაეხრაჯა. იგივე მისწრაფება ამოძრავებს ყველაზე მდიდარ
ადამიანს თქვენს ქალაქში ააშენოს სახლი, რაც მეტისმეტად დიდია მისთვის.
,,სურვილი, გამოერჩეთ’’_გაიძულებთ თქვენ ატაროთ კაბა
ბოლო მოდის მიხედვით, იყიდოთ ახალი მარკის ავტომობილი და ილაპარაკოთ თქვენი შვილების
არაჩვეულებრივ ღირსებებზე.
იგივე სურვილი აცდუნებს მრავალ ყმაწვილს , გახდნენ
განგსტერები და ბანდიტები. ჩვენს დროში, ამბობს ნიუ-იორკის პოლიციის ყოფილი კომისარი
მალრუნი, ყოველი ,,ახალგაზრდა დამნაშავე თავის თავზე შეყვარებულია და დაპატმრების შემდეგ
მის პირველ თხოვნას შეადგენს ის, რომ მისცენ გაზეთები სენსაციური უწყებებით მისი,,
გმირობის ’’ შესახებ. ელექტროსკამის პერსპექტივა მას შორეულად ეჩვენება, ვიდრე შეუძლია
თვალებით შეჭამოს თავისი პორტრეტი, მოთავსებული გაზეთში ისეთი ადამიანების პორტრეტების
დარად, როგორც ბეის რუტი, ლა გარდი, აინშტაინი, ლინდბერგი, ტოსკანინი და რუზველტია.’’
თუ მეტყვით , რაში გივლინდებათ სურვილი გამოერჩეთ, გეტყვით
რას წარმოადგენთ თქვენ. ეს განსაზღვრავს თქვენს ხასიათს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი
თვისება თქვენში. მაგალითად, როკფელერს ეს
მისწრაფება იმაში გამოეხატა, რომ მან გაიღო ფული საავადმყოფოს ასაშენებლად პეკინში
ღარიბთათვის, რომლებიც არასოდეს უნახავს არც ნახავს. დილინგერს ეს სურვილი გამორჩეულიყო
გამოუვლინდა იმაში , რომ ბანდიტი, მძარცველი და მკვლელი გახდა. როდესაც დევნა დაუწყეს,
მან ერთერთ სახლში შეირბინა და თქვა: ,,მე დილინგერი ვარ’’. მას ეამაყებოდა რომ N1დანაშავე
იყო. ,, არ ვაპირებ გაწყენინოთ, მაგრამ დილინგერი
ვარ’’, თქვა მან.
ამრიგად ძირითადი განსხვავება დილინგერსა და როკფელერს
შორის იმაში მდგომარეობს , რომ ისინი სხვადასხვაგვარდად იკამყოფილებდნენ თავიანთ პატივმოყვარეობას.
მრავალი კურიოზული მაგალითის მოყვანა შეიძლება ადამიანების
ცხოვრებიდან, რომლებიც ისწრაფოდნენ ხაზი გაესვათ თავიანთი მნიშვნელოვნობისათვის. თვით
ვაშინგტონსაც კი სურდა , რომ დაეძახათ მისთვის,,
მისი აღმატებულება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი’’. კოლუმბი ითხოვდა, მიეცათ
მისთვის ტიტული.. ოკეანის ადმირალი და ინდოეთის ვიცე-მეფე’’. ეკატერინე დიდს არ უნდოდა
გაეხსნა წერილები თუ კონვერტზე მითითებული არ იყო:,, მის იმპერატორულ უდიდებულესობას’’.
ლინკოლნის ცოლი ძუ ვეფხვივით დააცხრა თეთრ სახლში მისის გრანტს და შეჰყვირა: ,,როგორ
გაბედეთ შეუთავაზებლად დაჯდომა ჩემი თანდასწრებით?”
ჩვენმა მილიონერებმა დააფინანსეს ადმირალ ბურდის ექსპედიცია
ანტარქტიკაში იმ იმედით, რომ ყინულოვან ქედებს მათს პატივსაცემად დაერქმეოდა სახელი.ვიქტორ
ჰიუგოს სურდა , არც მეტი არც ნაკლები, მის საპატივცემლოდ გადაერქვათ სახელი პარიზისათვის,
თვით შექსპირმა , უდიდესმა უდიდესთა შორის , თავისი სახელის მნიშვნელოვნობა რომ აემაღლებინა
, საგვარეული ღერბი შექმნა.
ზოგჯერ ადამიანები ავად იხდიან თავს, სრული ამს სიტყვის
მნიშვნელობით, რომ როგორმე გარშემომყოფთა თანაგრძნობა და ყურადღება მოიპოვონ. მოვიყვანოთ
მაგალითი. მისის მაკ-კინლი, თავისი მნიშვნელოვნობა რომ ეგრძნო, აიძულებდა ქმარს, ამერიკის
შეერტებული შტატების პრეზიდენტს, უგულვებელეყო სახელმწიფოს დიდმნიშვნელოვანი საქმეები და საათობით მასთან მჯდარიყო,
,, ემშვიდებინა იგი, რათა დაეძინა’’, ის თავის პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა იმით,
რომ განუწყვეტელ ყურადღებას მოითხოვდა, იჟინებდა , გვერდით ჰყოლოდა ქმარი მაშინაც კი,
როცა კბილს იპლომბავდა , და ერთხე სკანდალი ატეხა , რადგან ქმარს , ჯონ ნეისთან საქმიანი
პაემანის გამო, უნდა დაეტოვებინა იგი.
მერი რობერტ რაინჰარტმა მიამბო ერთხელ ახალგაზრდა ,
ენერგიული ქალის შესახებ, რომელიც ინვალიდი გახდა მხოლოდ იმისთვის რომ გარშემომყოფებისათვის
თავისი მნიშვნელობა დაენახვებინა. ,, ერთ დღეს_მიყვებოდა მისი რაინჰარტი,_ეს ქალი იძულებული
შეიქნა შერიგებოდა ფაქტს, რომ უკვე ახალგაზრდა აღარ არის და ვერსადოს გათხოვდება. წინ
აღარაფერი ჰქონდა , მარტობის მეტი, ის ლოგინად ჩაწვა , და ათი წლის განმავლობაჳშ მოხუცი
დედა უვლიდა , მაგრამ დადგა დღე, როცა დედა, გატანჯული, თვითონაც ლოგინად ჩავარდა და
ბოლოს მოკვდა. რამოდენიმე კვირის მანძილზე, ქალიშვილი ოხრავდა და კვნესოდა, მერე ადგა
და დაიწყო კვლავ ცხოვრება.’’
ზოგიერთები ამტკიცებენ , რომ ადამიანებს შეუძლიათ ნამდვილად
ჭკუაზე შეცდნენ, უკეთუ ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი პატივმოყვარეობა. ამერიკის შეერთებული
შტატების სამკურნალო დაწესებულებებში უფრო მეტი ავადმყოფია ფსიქიკური მოშლილობით დაავადებული,
ვიდრე ყველა სხვა სნეულებით ერთად აღებული. ნიუ-იორკის შტატის თითქმის ყოველი მეოცე
მცხოვრები 15 წლის ასაკის ზევით საგიჟეთში ხვდება შვიდი წლით.
რა წარმოადგენ შეშლილობის მიზეზს? არავის ძალუძს პასუხი
გასცეს ამ რთულ კითხვას, მაგრამ ვიცით, რომ ზოგიერთი სნეულებანი, ისეთები, როგორიც
სიფილისი, ტვინის უჯრედებს არღვევენ და ფსიქიკურ მოშლილობას იწვევნ. მართლაც , ყველა
სახის ფსიქიკურ მოშლილობათა დაახლოვებით ნახევარი შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთ დაავადებათ
რიცხვს, როგორიცაა ტვინის სნეულება, ალკოჰოლიზმი და მისტანანი, ხოლო ადამიანთა მეორე
ნახევარს, გონებას რომ კარგავენ - და ეს ყველაზე საშინელია - ტვინის უჯრედები სრულიად
საღი აქვთ.
მაშ, რაღატომ სცდებიან ჭკუაზე ეს ადამიანები? ამას წინათ
ამ კითხვით მივმართე სულით ავადმყოფთა ერთერთი უდიდესი სამკურნალოს მთავარ ექიმს. ამ
ცნობილმა სპეციალის-ფსიქიატრმა გულახდილად მითხრა, რომ არ იცის რატომ იშლებიან ჭკუაზე
ადამიანები. არავინ ეს ზუსტად არ იცის. მაგრამ ექიმმა თქვა , რომ ბევრ შეშლი ადამიანს
განდიდების მანია სჭირს. მან ასეთი შემთხვევა მიამბო.
,,მე მყავს ეხლა ავადმყოფი ქალი , რომელსაც გათხოვება
ტრგედიად ექცა. ის ეძებდა გათხოვებაში ისყვარულს, სურდა ჰყოლოდა შვილები და გარკვეული
მდგომარეობა სჭეროდა საზოგადოებაში, მაგრამ ცხოვრებამ მთელი ოცნებები დაუმსხვრია. ქმარს
არ უყვარდა. ის კაცი უარს ამბობდა მასთან ერთად მაგიდასთან დამჯდარიყო. აიძულებდა
ქალს საჭმელი თავის ოთახში მიერთვა. შვილები არ ჰყავდა. ვერც საზოგადოებაში მდგომარეობა
მოიპოვა. ქალი ჭკუაზე შეიშალა. მას ეჩვენებოდა
რომ ქმარს გაეყარა და ქალიშვილობის გვარი აღიდგინა. ეხლა მიაჩნია, რომ ცოლად
გაჰყვა ინგლისელ არისტოკრატს და დაუჟინებია , ლედი სმიტი დაუძახონ. რაც შეეხება შვილებს,
მას წარმოუდგენა , თითქოს ყოველ ღამე ბავშვს აჩენს. ყოველთვის როცა მასთან სანახავად
შევდივარ მეუბნება:,, ექიმო, წუხელ ბავშვი გამიჩნდა’’.
ტრაგედიაა? მე თვითონაც არ ვიცი. მისმა ექიმმა მითხრა:
,,რომ შემეძლოს გონება დამებრუნებინა მისთვის, არ ვიზამდი
ამას, ეხლა ის გაცილებით ბედნიერია.’’
უმრავლესობაში ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანები ჩვენზე
ბედნიერები არიან. ბევრნი განიცდიან სიტკბოებას თავიანთ საგიჟეთში. თუმცა რატომაც არა!
მათ გადაუწყვეტიათ ყველა პრობლემა. ისინი ხელგაშლით მოგცემენ მილიონი დოლარის ჩეკს
ან სარეკომენდაციო წერილს აღა-მაჰმად ხანთან. მათ ჰპოვეს მათივე შექმნილი ოცნებების
სამყაროში თავიანთი სიდიადე, რომელსაც ესწრაფოდნენ.
თუკი ზოგიერთ ადამიანშჳ ისეთი დიდია მისწრაფება გამოჩენილი
გახდეს, რომ ჭკუაზე იშლებიან, წარმოიდგინეთ რა სასწაული შეგვეძლო მოგვეხდინა , გულწრფელად რომ ვაფასებდეთ
ამა თუ იმ ღირსებას ადამიანებში.
რამდენადაც ცნობილია ჩემთვის, ისტორიაში ცნობილი ორი
ადამიანი, რომელთაც უხდიდნენ მილიონ დოლარ ჯამაგირს წელიწადში: უოლტერ კრაისლერი და
ჩარლზ შვაბი.
რატომ უხდიდა ენრიუ კარნეგი შვაბს მილიონ დოლარს წელიწადში,
ე. ი. თითქმის სამი ათას დოლარს დრეში? იმიტომ
, რომ შვაბი გენიოსი იყო? არა. იმიტომ რომ მან იცოდა მეტი ფოლადის წარმოების შესახებ,
ვიდრე სხვა ადამიანებმა? ნურას უკაცრავად. შვაბს თვითონ უთქვამს ჩემთვის, რომ მას ბევრი
მუშა ჰყავს , რომლებმაც მასზე გაცილებით მეტი იცოდნენ ფოლადის წარმოების შესახებ. შვაბმა
თქვა , რომ ამას ამ ფულს უხდიდნენ ძირითადად ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნისათვის.
მე ვკითხე, როგორ მიაღწიე-მეთქი ამას. მან გამანდო ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო.
მე მომყავს აქ ეს საიდუმლო მისივე სიტყვებით. ეს სიტყვები ბრინჯაოზე უნდა ამოიკვეთოს
ა გამოიკიდოს ყოველ სახლსა და სკოლაში, ყოველ დაწესებულებაში, უნდა დააზეპირებინონ
ბავშვებს ნაცვლად, მაგალითად , ლათინური უღლებისა. აი ისინიც:
,, ჩემს ყველაზე ძვირფას თვისებად მიმაჩნია უნარი, ემთუზიაზმი
აღვძრა ადამიანებში. განვავითარო ადამიანში ყოველივე ის, რაც კარგია, რაც მოცემულია მასში
, შეიძლება მხოლოდ მოწონებისა და წახალისების საშუალებით. არაფერი ისე არ კლავს თავმოყვარეობას,
როგორც კრიტიკა ზემდგომი ადამიანების მხრიდან. მე არსაოდეს არავის ვაკრიტიკებ. მწამს,
რომ ადამიანისათვის აუცილებელია სტიმული მუშაობაში. მუდამ მზად ვარ შევაქო , ხოლო არ
მიყვარს აღმოვუჩინო ნაკლოვანებები. თუ რაიმე მომეწონა , სულითა და გულით გამოვთქვამ
მოწონებასა და ქებას.”
აი, რას აკეთებს შვაბი. მაგრამ რას აკეთებს ჩვეულებრივი
ადამიანი? სწორედ საწინააღმდეგოს: თუ რაიმე არ მოეწონა , მზად არის ჭექ-ქუხილი ატეხოს,
ხოლო თუ მოეწონა, დუმს.
,,მრავალ, ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას
მსოფლიოს ყოველ კუთხეში,_ თქვა შვაბმა,_ ერთხელაც არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელსაც
წახალისებით აღფრთოვანებულს არ გაეკეთებინოს ესა თუ ის სამუშაო უკეთ, ვიდრე გააკეთებდა
, რომ სცოდნოდა , გააკრიტიკებდნენ.’’
ამაში მდგომარეობდა , შვაბის სიტყვით, ენდრიუ კარნეგის
წარმატების ძირითადი საიდუმლო. ის აქებდა თავის კოლეგებს როგორც საჯაროდ , ისე განმარტოებით
. კარნეგიმ გადაწყვიტა, ჯეროვანი მიეზღო თავისი
თანაშემწეებისათვის თვით საკუთარ საფლავის ძეგლზეც კი. მან დაწერა თავისთვის შემდეგი
შინაარსის ეპოტაფია,, აქ განისვენებს კაცი, რომელმაც თავისზე ჭკვიანი ადამიანების დამორჩილება
იცოდა’’.
ადამიანების ღირსებების გულწრფელმა აღტაცებამ უზრუნველყო
როკფელერისათვის წარმატება ადამიანებთან დამოკიდებულებაში. მაგალითად, როდესაც ერთრთმა
მისმა კომპანიონმა ბედფორდმა სამხრეთ ამერიკაში წარუმატებული გარგება მოახდინა, რის
შედეგადაც ფირმამ მილიონი დოლარი დაკარგა, როკფელერმა მას გაკრიტიკება არ დაუწყო, იცოდა,
ბედფორდმა ყველაფერი კარგად გააკეთა, რაც შეეძლო. როკფელერმა შესაძლებლადაც კი სცნო,
შეექო თავისი კომპანიონი. მან მიულოცა ბედფორდს რომ მოახერხა შეენარჩუნებინა დაბანდებული
კაპიტალის 60%. ,, მშვენიერია,_ თქვა როკფელერმა_ ყოველთვის როდი ხერხდება ასე კარგად
გამოვიდეთ გაჭირვებული მდგომარეობიდან’’.
სახელგანთქმულმა ანტრეპრენიონმა ზიგფელდმა სახელი მოიხვეჭა
იმის წყალობით ,რომ შეძლო ,, გავლენა მოეხდინა ამერიკელ გოგონებზე, გულწრფელად აღტაცებული
რომ იყო მათით’’. ის პოულობდა რომელიმე უფერულ არსებას, რომელსაც არავინ არასოდეს აქცევდა
ყურადღებას და ამ არსებას მომხიბლავ, მომაჯადოებელ, იდუმალებით მოცულ მოჩვენებად გარდაქმნიდა
სცენაზე.
რაკი ჩინებულად იცოდა , როგორ მოქმედებს ქალებზე შექება,
ზიგფელდი აგრძნობინებდა მათ, რომ მშვენიერნი იყვნენ მარტოოდენ თავაზიანი ქათინაურებისა
და ყურადღების ძალით. ის საზრიანი გახლდათ და გუნდში მოცეკვავე ქალებს ხელფასი 30-დან
175 დოლარამდე გაუზარდა კვირაში. მან რაინდობაც იცოდა: კაბარე ,,ფოლისის’’ გახსნის ღამეს
მოსალოცი ტელეგრამები დაუგზავნა წარმოდგენაში
მონაწილე,,ვარსკვლავებს’’, გუნდში მოცეკვავე გოგონები კი ვარდებით გაავსო.
ერთხელ მარხულობა განვიზრახე და ექვსი დღე-ღამის მანძილზე
არაფერი ვჭამე. ეს არც ისე ძნელი აღმოჩნდა. მეექვსე დღეს უფრო ნაკლებად მშიოდა, ვიდრე
ორი დღე-ღამის ბოლოს. მიხედავად ამისა, ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც
დამნაშავედ შერაცხავდნენ თავს, ულუკმაპუროდ რომ დაეტოვებინათ თავიანთი ოჯახები ან თავიანთი
მოსამსახურეები ექვსი დღით, მაგრამ თავს ნებას აძლევენ მშივრები დატოვონ ისინი არა
მარტო ექვსი დღის , არამედ ექვსი კვირით, და ზოგჯერ ექვსი ათეული წლის განმავლობაში, ყურადღებას და გაგებას რომ არ იჩენენ
მათდამი, რამეთუ თითქმის ისევე აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც საჭმელი.
ალფრედ ლუიტი - თეატრის ვარსკვალავი ვენაში - ამბობდა”,, არაფერი ისე არ მჭირდება, როგორც საკუთარი
თავის პატივისცემის მხარდაჭერა’’.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი შვილების , მეგობრებისა და მოსამსახურეთა
ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ მათ სულიერ მოთხოვნილებაზე. არ ვაკლებთ
მათ ხორცსა და კარტოფილს ხორციელი ძალების განსამტკიცებლად, მაგრამ გვავიწყდება ვუთხრათ
ორიოდე სიტყვა მადლიერებისა და თანაგრძნობისა, სამუდამოდ რომ აღიბეჭდებოდა მათ მეხსიერებაში.
ზოგიერთი, ამ სტრიქონებს რომ წაიკითხავს, იტყვის:,,
სისულელეა! ვის სჭირდება ლაქუცი და პირფერობა? ეგეც მიცდია, მაგრამ ამით მიზანს ვერ
მივაღწიე, ყოველშემთხვევაში, ჭკვიან ადამიანებთან ურთიერთობისას’’. რასაკვირველია,
მლიქვნელობა იშვიათდ ახდენს რაიმე გავლენას გამჭრიახ ადამიანებზე. იგი არაწრფელია,
ამიტომ მისი დახმარებით არც ისე იოლია წარმატების მიღწევა. თუმცა არიან ადამიანები,
რომელთაც ისე სწყურიათ საკუთარი თავით აღტაცება, რომ მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდაც
მიაღწიონ მას. ისინი მოგვაგონებენ შიმშილით მომაკვდავს, რომელიც მზად არის ბალახი და
ჭია-ღუაც კი შეჭამოს.
რატომ ჰქონდათ , მაგალიტად ესოდენი დიდი წარმატება ძმებ
მდივნებს, რამდენჯერმე ერთიმეორეზე უკეთეს ქალებზე რომ იქორწინეს? რანაირად შეძლეს
ამ ,, პრინცებმა’’ , როგორც მათ ეძახდნენ, დაქორწინებულიყვნენ ორ განთქმულ მზეთუნახავ-კინოვარსკვლავზე
, საქვეყნოდ ცნობილ პრიმადონაზე და ბარბარა
ჰატონზე თავის მილიონებიანად? ,,ძმები მდივნების
ხიბლი, - მიუთითებდა ჟურნალ,, ლიბერტიში’’
გამოქვეყნებულ სტატიაში ადელა როჯერსი , - ბევრისთვის საიდუმლო რჩებოდა დიდი ხნის განმავლობაში.
მაგრამ ერთხელ პოლა ნეგრიმ , მაღალი საზოგადოების ქალმა და მამაკაცების დიდმა მცოდნენ, ამიხსნა , რაში მდგომარეობდა
ძმები მდივნების წარმატებების საიდუმლო. მან თქვა: ,, ისინი სრულყოფილად დაეუფლნენ
პირფერობის ხელოვნებას. არ შემიძლია შევადარო მათ ამ მხრივ არცერთი მამაკაცი იმათგან , რომლებსაც შევხვედრივარ
ოდესმე. ჩვენს ხანში კი ამ ხელოვნებას ბევრი
როდი ფლობს. აი, ეს არის ძმები მდივნების ხიბლის
საიდუმლო , მერწმუნეთ ამაში’’.
თვით დედოფალი ვიქტორიაც კი იჩენდა მგრძნობიარობას პირმოთნეობისადმი.
დუზრაელი აღიარებდა, რომ ხანდახან ბოროტად იყენებდა ფარისევლობას დედოფალტან ურთიერთობაში.
მისი სიტყვებით, ,,ის უხეშად ათნევდა დედოფალს”. მაგრამ დიზრაელი დახვეწილი მანერებით
გამოირჩეოდა და ბრიტანეთი იმპერიის ერთერთი
ყველაზე გაწაფული და საზრიანი მმართველი იყო. ის თავისებურად გენიოსი გახლდათ.რაც
გამოუვიდოდა მას , საეჭვოა, მე და შენ გამოგვივიდეს.
საბოლოო ანგარიშით, მლიქვნელობას, როგორც წესი,უფრო
მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებლობა. ის ყალბია, და ყალბი ფულის მსგავსად,მლიქვნელობა
, ბოლოს და ბოლოს ოინს გიზამს, თუ მას მიმართავ.
რა განსხვავებაა გულწრფელ აღტაცებასა და მლიქვნელობას
შორის? ეს ძალიან უბრალოდ აიხსნება. გულწრფელი აღტაცება გულის სიღრმიდან მოდის, უანგაროა
და ყველას მიერ მოწონებას იმსახურება; მლიქვნელობა კი ყალბია, ეგოისტურია და ყველას
მიერ იკიცხება.
ამას წინათ გენერალ ობერგონის ბიუსტი ვნახე ჩაპულტეპეკის
სასახლეში, მეხიკო-სიტიში, დაბლა ამოკვეთილი იყო გენერლის ბრძნული სიტყვები:,, ნუ გეშინია
მტრების თავს რომ გესხმიან. გეშინოდეთ მეგობრების , რომლებიც გათნევენ”.
არა, არამც და არამც. არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობთ
მლიქვნელობას. მე ვლაპარაკობ ცხოვრების ახალ
წესზე. ნება მომეცით , გავიმეორო: ცხოვრების ახალ წესზე.
მეფე გიორგ V კაბინეტის კედელზე , ბუკინგემის სასახლეში , ამოკვეთილი
იყო ექვსი აფორიზმი. ერთერთი მათგანი ამბობდა : ,, ნუ მასწავლი შევთავაზო ან მივიღო იაფაფასიანი შექება’’. აი, მლიქვნელობის არსი_ ის იაფფასიანი
შექებაა. ერთხელ სადღაც ამოვიკითხე მლიქვნელობის განსაზღვრება, რომელიც ღირს გავიმეორო:
,, მლიქვნელობა - ეს არის გამონათქვამი სხვა
ადამიანების მიმართ იმის შესახებ , რომ შენს თავზე ფიქრობ’’. როდესაც დაკავებული არა ვართ
რაიმე პრობლემის გადაწყვეტით, ჩვენ დროის 95%საკუთარ თავზე ფიქრში ვხარჯავთ.. თუ რამოდენიმე
ხნით თავს დავანებებთ საკუთარ თავზე ფიქრს და სხვა ადამიანების ღირსებებზე ვიფიქრებთ
აღარ დაგვჭირდება მივმართოთ მლიქვნელობას,
ისე იაფფასიანსა და ყალბს, რომ შეიძლება გამოვიცნოთ მანამ , სანამ სიტყვებით გამოიხატებოდეს
.
ემერსონმა თქვა : ,, ყოველი ადამიანი, რომელსაც კი
ვხვდები, რაღაც სფეროში მჯობია მე და ამ სფეროში
ვცდილობ ვისწავლო მისგან’’.
თუ ამას ამბობდა ემერსონი, უფრო მეტად არ გვეხება ეს
მე და შენ? მოდი შევეშვათ საკუთარ ღირსებებზე და სურვილებზე ფიქრს და შევეცადოთ უკეთ
გავიცნოთ ადამიანების კარგი თვისებები. დავივიწყოთ მლიქვნელობა.გამოვხატოთ გულწრფელი
მადლიერება. გამოთქვით მოწონება მთელი გულით , უხვად გაიღეთ ქება და ადამიანებს ემახსოვრებათ
თქვენი სიტყვები და გაიმეორებენ მათ წლობით მას შემდეგ , რაც თქვენ თვითონ დაგავიწყდებათ
ისინი.
როგორ შევიძინოთ მეგობრები და როგორ მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე . I
Комментариев нет:
Отправить комментарий