ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

"როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!..." 11


"როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა!..."

დღეისთვის ჩვენთვის სულ უფრო ნათელი ხდება, რომ წარღვნამდელ დედამიწაზე, სატანის მეთაურობით დაცემული ანგელოზები აშენებდნენ მძლავრ ღმრთისმბრძოლ სისტემას, რომელიც მსოფლიო წარღვნამ დაანგრია. საბოლოო ჯამში ამ სისტემის მიზანი კაცობრიობაში სატანის რელიგიის ორგანიზება გახლდათ. ეს უნდა ყოფილიყო ლუციფერის საყოველთაო თაყვანისცემა, მისი აღიარება "დედამიწის ღმერთად". პირამიდები (რომელთა მეშვეობითაც, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, წარღვნამდელ "მოსახლეობაზე" მძლავრი ფსიქოტრონული ზემოქმედება ხორციელდებოდა) ამ ღმრთისმბრძოლი სისტემის შემადგენელ ნაწილს და შესაძლოა მის ბირთვსაც კი წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათ არც თუ მცირე როლი განეკუთვნებოდათ საერთო, სატანურ პროექტში.

რატომ არ მოგვცა უფალმა დეტალური აღწერა წარღვნამდელი ცივილიზაციისა (თუმცა მისი ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშანი ბიბლიაში მაინც ასახულია)? როგორც ჩანს, უფალი ასე იმიტომ მოიქცა, რომ მომავალი თაობის ადამიანებს ამ ცივილიზაციისა და მისი "მიღწევების" მიმართ მავნე და უსარგებლო ინტერესი არ გასჩენოდათ. მაგრამ, ახლა, ჩვენს დროში, როდესაც სატანური, ანტიქრისტეანული ძალები აქტიურად იწყებენ ადრინდელი ღმრთისმბრძოლი პროექტის კვლავ განხორციელებას, უფალი გვიხსნის იმას, რაც აუცილებელია ვიცოდეთ წარღვნამდელ სისტემაზე და მის თანამედროვე "რემეიკზე", - თუ შეიძლება მის მიმართ ამ თანამედროვე სიტყვის გამოყენება, რათა ვაჩვენოთ, რომ ფორმითა და საშუალებებით დღევანდელი პროექტი მხოლოდ ნაწილობრივ თუ განსხვავდება წარღვნამდელისგან, ხოლო შინაარსითა და მიზნით - ეს იგივე პროექტია.

ანტიკურ პერიოდში ხეოფსის ეგვიპტური პირამიდების შექმნა "სიბრძნის ღმერთს", ტოტს მიეწერებოდა, ხოლო ტოტი იბისას თავით გამოისახებოდა. "ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ "ოქროს საუკუნეში" ღმერთებმა, თვით "სიბრძნის ღმერთ ტოტის მონაწილეობით", აღმართეს გიზას პირამიდა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ღმერთები დედამიწაზე ცხოვრობდნენ" (Р. Бьювэл, Э. Джилберт, "Секреты пирамид").

მეცნიერების, მედიცინის, იეროგლიფების შექმნაც ტოტის სახელს უკავშირდებოდა. ის მიიჩნეოდა მაგიის გამომგონებლად. უფრო გვიანდელ პერიოდში ტოტს ბერძნულ ღმერთ ჰერმესთან აიგივებენ და მას ჰერმეს ტრისმეგისტოსს უწოდებენ. თითქოსდა მას უკავშირდება ზურმუხტის ლეგენდარული ფილაქნები, რომლებშიც ფორმულირებული იყო "სამყაროს დიადი მსგავსების პრინციპი": "ის, რაც ზემოთაა, არის ქვემოთაც".

მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ფრაზის უკან დგას სამყაროს არა რაღაც აბსტრაქტული პირნციპი, არამედ კონკრეტული მიზანი სატანისა, რომელიც, არის რა ქვემოთ (ჯოჯოხეთში), ოცნებობს იმაზე, რაც ზემოთაა. ანუ, სატანას დედამიწის ღმერთობა სურს; მას სურს კაცობრიობის გულიდან განდევნოს ჭეშმარიტი ღმერთი და თვითონ გახდეს ღმერთი კაცობრიობისა. ამ "პრინციპის" უფრო მკაფიო ფორმულირება ასეთია: "ის, ვინც ქვემოთაა, უნდა გახდეს იმად, ვინც ზემოთაა". "ეს ის არის, ვინც გახდება", - ასეა ნათქვამი სატანის შესახებ საიდუმლო მასონურ დოქტრინაში, ანუ დღეს ის ეშმაკია, მაგრამ მოვა დრო და - "ღმერთი" გახდება.

ესაიას წიგნის 14-ე თავი გვაუწყებს მთიები-ლუციფერის (მთიები ძვ. ქართულში ცისკრის ვარსკვლავს ნიშნავს - რედ.), ანუ ეშმაკის ზრახვებზე, ასევე მის გარდაუვალ და სრულ განადგურებაზე: "წარმოთქვამ ამ იგავს (ისრაელ) ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! როგორ შემუსრა უფალმა უკეთურთა არგანი, ხელმწიფეთა კვერთხი, რისხვით რომ სცემდა ხალხებს შეუსვენებლივ, ბრაზით რომ იმონებდა ტომებს, დაუოკებლად დევნიდა მათ! დაისვენა, დამყუდროვდა მთელი ქვეყანა, მხიარულად ყიჟინობს... ქვესკნელამდე შეიძრა შავეთი შენს შესახვედრად, გააღვიძა აჩრდილნი, მიწის მთავარნი (ძვ. ქართ.: "ჯოჯოხეთი ქუე განმწარდა, შეგემთხჳა რა შენ, თანააღდგეს შენსა ყოველნი გმირნი (რეფაიმები - რედ.) მმთავრობნი ქუეყანისანი"); წამოაყენა მათი ტახტებიდან ხალხთა მეფენი. ყველანი ალაპარაკდებიან და გეტყვიან: შენც ჩვენსავით დაუძლურდი, ჩვენ დაგვემსგავსე. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა? ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?" (ესაია 14).

ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელში" აქ ქრისტეს ეკლესია იგულისხმება, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავად, ანუ მთიებად იწოდებოდა, ახლა კი თავისი უგუნურების გამო ამხედრებია უფალს, თავის ღმერთს, შემოქმედს ყოველი ხილულისა და უხილავისა.

ტრადიციული საეკლესიო განმარტებით, "ისრაელში" აქ ქრისტეს ეკლესია იგულისხმება, ხოლო "ბაბილონის მეფეში" - სატანა, დაცემული ქერუბიმი, რომელიც ოდესღაც ცისკრის ვარსკვლავად, ანუ მთიებად იწოდებოდა, ახლა კი თავისი უგუნურების გამო ამხედრებია უფალს, თავის ღმერთს, შემოქმედს ყოველი ხილულისა და უხილავისა.

პირამიდა - მასონობასა და ოკულტიზმში ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი სიმბოლოა. "ოქროს პირამიდა" - პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოა ოკულტიზმში (ექსტრასენსები, არატრადიციული მკურნალებისა და სხვა). პირამიდის სიმბოლო, სხვა მასონურ სიმბოლოებთან და ლოზუნგებთან ერთად, არსებობს დოლარზეც და აშშ-ს სახელმწიფო ბეჭედზეც, რომელიც მთლიანად მასონების შექმნილია. დოლარზე გამოსახული ჰერკულესის სვეტები უთითებენ ატლანტიდაზე (წარღვნამდელ ცივილიზაციაზე), რადგან პლატონი წერდა, რომ ის ჰერკულესის სვეტების (ანუ ჰიბრალტარის სრუტის) მიღმა არსებობსო. არსებობს მოსაზრება, რომ აპოკალიფსისში (გამოცხ. თთ. 17-18) ნახსენები ახალი ბაბილონი, რომელიც ბატონობს მიწის ყველა მეფეს, ამერიკის შეერთებული შტატებია, მასონების "მსოფლიო იმპერია", "მსოფლიო ჟანდარმი", რომელიც "მეძავადაც" იწოდება, თავისი მეძაობის თასით რომ დაათრო მიწის მკვიდრნი" (ეს სავარაუდოდ სხვადასხვა ეროვნებათა "ამერიკანიზაციას" გულისხმობს).


ზემოთ ნათქვამიდან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა: მასონები (მხედველობაში გვაქვს ნამდვილი, განდობის მქონე მასონები, რომლებმაც დაბალი საფეხურების მასონებისგან განსხვავებით იციან მასონობის ჭეშმარიტი არსი, რომელიც არის სატანის მსახურება, და არა უბრალოდ ლოჟების სიმრავლე, რომელიც საზოგადოებისა და ხალხების თვალის ასახვევად სჭირდებათ, როგორც ეს ნათქვამია "სიონელ ბრძენთა ოქმებში". სატანის ამ მსახურებს თავიანთ ბატონთან უშუალო კავშირი გააჩნიათ და თავი როგორც წარღვნამდელი, ასევე წარღვნის შემდგომი პირამიდების მშენებელთა მემკვიდრეებად მიაჩნიათ.

უპირველეს ყოვლისა, ნათქვამი ეხება მსოფლიო მასონობის მწვერვალს, მის უმაღლეს გრადუსებს (ანუ მასონობის უზენაეს მმართველ ორგანოს - "მსოფლიოს უზენაეს საბჭოს"), რომელიც ე. წ. "მსოფლიო მთავრობის" ძირითად ბირთვს წარმოადგენს. და საერთოდ ყველა ოკულტისტი (თეოსოფები, მასონები, მოგვები და სხვანი), არსებითად, მიუხედავად იმისა შეგნებული აქვთ მათ ეს თუ არა, წარღვნამდელი დემონიზმის მემკვიდრეებსა და მისი საქმის გამაგრძელებლებს წარმოადგენენ.

აი, რაში მდგომარეობს ნამდვილი, თავდაპირველი წარმომავლობა სიტყვისა - "მასონები", რაც "ქვისმთლელს" ნიშნავს (და არა შუასაკუნეების ინგლისის სამშენებლო გილდიებსა და ადონირამის შესახებ მასონურ ლეგენდაში, რომელიც "დიდი ოსტატი" იყო და იერუსალემის სოლომონის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდა). "ქვისმთლელები" იყვნენ წარღვნამდელი პირამიდების მშენებლები (რომლებიც ქვის დამუშავების "ფანტასტიკურ" ტექნოლოგიებს ფლობდნენ), და რომელთაც, წარღვნის შემდეგ, უკვე ნიმროდი ხელმძღვანელობდა და რომელიც ბაბილონის გოდოლს უკვე ქვებისგან კი არა, აგურებისგან აშენებდა: "უთხრეს ერთმანეთს: მოდი, მოვზილოთ თიხა და გამოვწვათ. ქვის მაგივრად აგური ჰქონდათ, კირის მაგივრად ფისი" (დაბ. 11:3). ამიტომაც საგნობრივი ატრიბუტიკა, რომელიც მასონური რიტუალების დროს გამოიყენება (საზომი, ფარგალი, ჩაქუჩი, გონიო, კუთხედი, წინსაფარი და მრავალი სხვა), მიმართულია არა უბრალოდ მშენებელთა, არამედ კონკრეტულად ქვისმთლელთა, ანუ წარღვნამდელი პირამიდების მშენებელთა აღსანიშნად.


გაგრძელება

ორიოდ სიტყვა "BLUE BEAM"-ის შესახებ

Комментариев нет:

Отправить комментарий