ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ორიოდ სიტყვა "BLUE BEAM"-ის შესახებ. 12

ორიოდ სიტყვა "BLUE BEAM"-ის შესახებ

დასასრულ, ორიოდ სიტყვით სატანურ პროექტ "Blue Beam"-საც ("ცისფერი სხივი") უნდა შევეხოთ. ინტერნეტში განთავსებულ მასალებში, ამ პროექტთან დაკავშირებით იტყობინებიან:"... ეს არის რეალურად არსებული სატანური პროექტი. რა არის მისი მიზანი? - ტრადიციული რელიგიის დანგრევა, განსაკუთრებით კი ქრისტეანობისა... ამ პროექტის პირველი ნაბიჯი მიმართულია დღეს არსებული ყველა რელიგიური ცოდნის დისკრედიტაციისკენ. პლანეტის სხვადასხვა ადგილზე ხელოვნურად გამოწვეული მიწისძვრებით, სადაც, პროექტის ავტორთა ვარაუდით იმყოფება უმნიშვნელოვანესი კულტურული და რელიგიური მოწმობები, ისინი ცდილობენ დამარხონ ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც დაამტკიცებდა წარსული ცივილიზაციების სიდიადეს და სიცრუედ შერაცხონ ყოველგვარი მოწმობა ამის შესახებ... (სწორია ისიც, რომ ბოროტების მსახურნი ყოველმხრივ ცდილობენ მიჩქმალონ ისტორიული და არქეოლოგიური ფაქტები წარღვნამდელ ცივილიზაციასთან დაკავშირებით. ან საკუთარი მსოფლმხედველობისა და იდეოლოგიის ჭრილში წარმოაჩინონ აღმოჩენილი ისტორიული და არქეოლოგიური ფაქტები.

მაგალითად, იმის შემდეგ, რაც ეგვიპტის პირამიდების გვერდით (კერძოდ, სფინქსის წინა თათებთან) აღმოაჩინეს დიდი მიწისქვეშა გვირაბები და საკნები, ეგვიპტის ხელისუფლებამ, ამ აღმოჩენების გამოკვლევის ნაცვლად (სადაც, მეცნიერთა აზრით შესაძლოა ინახება ცნობები "ატლანტიდას" შესაახებ), უბრალოდ აკრძალეს მიწისქვეშა გათხრების გიზას პლატოზე. და მსგავსი მაგალითები უხვადაა: ეს არის არქეოლოგიური აღმოჩენების მიჩქმალვა და მათ შესახებ ინფორმაციის დაბლოკვა "სერიოზულ" სამეცნიერო გამოცემებში (ასეთი ინფორმაცია ძირითადად ქვეყნდება ალტერნატიულ ლიტერატურაში), მათ სანაცვლოდ კი "ოფიციალური" მითების შეგნებული გავრცელება (მაგ.: იმის შესახებ, რომ პირამიდები თითქოსდა წარმოადგენდნენ ფარაონთა სამარხებს და ა. შ.), ასევე პლანეტის სხვადასხვა ნაწილში წარღვნამდელი ცივილიზაციის ნარჩენების გამოკვლევის აკრძალვა (ნებართვას ღებულობენ მხოლოდ ის მეცნიერები, რომლებიც მისდევენ "ოფიციალურ" ვერსიებს), და პირამიდების მკვლევართა იდუმალებით მოცული გარდაცვალებები, რომელსაც "ფარაონთა წყევლას" მიაწერენ და სხვა მრავალი.

აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც. როგორც კი ამერიკის ჯარები შევიდნენ ბაღდადში და მათმა ტანკებმა ერაყის ეროვნული მუზეუმის ახლოს დაიკავეს პოზიციები - იმწამსვე დაიწყო მისი ძარცვა. მუზეუმი ბუკვალურად ქალაქის ოკუპაციის პირველივე საათებში პირწმინდად გაიძარცცვა. ძარცვავდნენ არა ამერიკელები, არამედ სპეციალურად მომზადებული "მოროდიორები", რომლებიც ოსტატურად აღებდნენ საცავების რკინის კარებს, კარგად იცნობდნენ მიწისქვეშა საწყობების განლაგებასაც. მოგვიანებით მუზეუმის ნამდვილი მცველები გაოგნებულნი წერდნენ, რომ მიუხედავად მათი მოწოდებისა დახმარებისკენ, იქვე მყოფმა ამერიკელებმა არაფერი გააკეთეს რათა ხელი შეეშალათ ბოროტმოქმედებისთვის. "მოროდიორებმა" პირწმინდად "გაასუფთავეს" მსოფლიო საგანძური იქვე გვერდით მდგომ ამერიკელ ოფიცერთა თვალწინ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ "მოროდიორების" ერთი ნაწილი ტომრებს ავსებდა, მეორე ნაწილი ფიზიკურად ანადგურებდა ნაკლებად ღირებულ ექსპონატებს.

"Blue Beam"-ის მომდევნო პროექტი დაკავშირებულია პლანეტარულ კონტროლთან. ეს განხორციელდება "უცხოპლანეტური" შემოსევის მოდელირებით და მსოფლიოს დიდ ქალაქებზე მათი თავდასხმის ინსცენირებით. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს დიდ ქალაქებზე "უცხოპლანეტელ" აგრესორთა შეტევის თემა თითქოსდა თავსმოხვეულია ჰოლივუდის ფილმებით, რომლებშიც გატარებულია ის აზრი, რომ ამგვარი თავდასხმის შემდეგ ყველა დიდი სახელმწიფო, როგორიცაა, რუსეთი, აშშ, ჩინეთი, და ა. შ. უცებ დაიწყებენ თანამშრომლობას ერთმანეთთან, შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას არამიწიერი დამპყრობლების წინააღმდეგ. მაგრამ ყველა მათი ძალისხმევა წარუმატებელი აღმოჩნდება და იმ დროს, როდესაც სიტუაცია გახდება კრიტიკული, გამოჩნდება "მხსნელი". მაგრამ, ამგვარი ფილმებით პრაქტიკულად სწორედ ამ მოდელის პროპაგანდირება და აზროვნების ამ მოდელის დანერგვა მიდის. ჩვენ შთაგვაგონებენ, რომ უნდა გვეშინოდეს უცხოპლანეტელების და პანიკაში უნდა ვიყოთ რაღაც იდუმალისა და გაუგებარის წინაშე. ჩვენ ბეჯითად გვამზადებენ ამ ძალებთან ამაო შეჭიდებისთვის და მხსნელის გამოჩენისთვის, რომელიც ძალმოსილი იქნება მარტომ გაუმკლავდეს მომხდურთა მთელს არმიას. ეს ყოველივე ცნობიერების კონტროლის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს.

პლანეტის დაპყრობის წინა ეტაპი გახდება "ახალი მსოფლიო წესრიგის" ოპოზიციის განადგურება... სპეციალურად გენერირებული ელექტრომაგნიტური ტალღები გადაიცემა ოპტიკურ ბოჭკოვანი არხებით, საკაბელო ტელევიზიებითა და სატელეფონო ხაზებით, ამ საქმეში ჩაერთვება პრესა და რადიოც... არ უნდა დაგვავიწყდეს რადიოიდენტიფიკაციის ჩიპები (RFID), რომლებსაც უკვე უნერგავენ ადამიანებს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში. ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მუშაობს სიგნალების მიღება-გადაცემაზე, გახდება ტრანსლიაციის ინსტრუმენტი. ამგვარად, ტელეპატიური ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდება მთელი პლანეტის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. გადაცემული იქნება ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თვითმკვლელობათა, ძალადობათა და სიგიჟეთა ბუმი.

როდის განახორციელებენ სატანის მსახურნი თავიანთ საძაგელ გეგმებს? როგორც კი მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისი გამოფიტავს დედამიწის მოსახლეობას და გამოწოვს მის უკანასკნელ დანაზოგს. სწორედ მაშინ დაინერგება ელექტრონული გადახდის მსოფლიო სისტემა, რომელიც RFID ჩიპებზე იქნება დაფუძნებული. მიზანი ამგვარი ჩიპებისა ნათელია - მსოფლიო მოსახლეობის ტოტალური კონტროლი. შემდეგ კი ყველაფერი წავა გეგმის მიხედვით: სამხედრო კონფლიქტები, ბუნებრივი კატაკლიზმები, თვითმკვლელობათა ტალღები, სიგიჟე, ქაოსი, "უცხოპლანეტელები"... ესოდენი უბედურებების შემდეგ კაცობრიობა მუხლმოყრილი ივედრებს მხსნელის მოვლინებას, რათა აღადგინოს მშვიდობა ნებისმიერი მეთოდებით, ნებისმიერ ფასად, თვით საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი".

იმის შესახებ, რომ ეს "მხსნელი" იქნება არა ჭეშმარიტი მაცხოვარი იესუ ქრისტე, არამედ ანტიქრისტე, რომელიც საკუთარი თავის ყველა რელიგიის ლიდერად გამოცხადებას გეგმავს; ასევე იმის შესახებ, რომ ბოროტების მსახურებმა უნდა მოაწყონ მრავალნი "სასწაულნი ცაში", "Blue Beam"-ის შესახებ განთავსებულ მასალებში ნათქვამია: "მსოფლიო საიდუმლო მთავრობა სერიოზულად ეკიდება პლანეტის დაპყრობის უკანასკნელ ეტაპს. ამოქმედებულია ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიები, ყველაზე დახელოვნებული ოსტატები, ყველაზე ცნობილი ადამიანები, და ბუნებრივად, ყველაზე უდიდესი ფინანსები. ასე, რომ მალე ხელებგაშლილნი შევხვდებით "სასწაულთ ცაში". და აჰა, ისე მოაწყობენ, რომ მოგვევლინება გამოსახულება იესუს სახით, ან ჰუმანოიდების შეტევა ან კიდევ სხვა რამ, რასაც კი მოიფიქრებენ "ახალი მსოფლიო წესრიგის" გენიალური სცენარისტები. უცნაური მხოლოდ ერთია, როგორ არ ეშინიათ მათ ღმერთის...

პროექტი "Blue Beam"-ი ვარაუდობს გრანდიოზულ შოუს ცაში. ის იმგვარად არის კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამებით ცაში დაიხატოს "მესიის" მოსვლა, და ეს ჩანდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ტალღების გამოსხივება, რომლებიც უშუალოდ ადამიანის ტვინზე მოქმედებს, პლანეტის ნებისმიერ წერტილში შეაღწევს. ყოველი, ვინც ამ ჰოლოგრამით თავისი რელიგიის "მაცხოვარს" ნახავს, მას საკუთარ ენაზე მოისმენს.

კომპიუტერული ტექნიკისა და დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ხელოვნური თანამგზავრების დახმარებით, რომლითაც შოუს კოორდინირებას მოახდენენ, გამოსცემენ დაბალი, ძალზედ დაბალი და უკიდურესად დაბალი სიხშირის სიგნალებს, რომლითაც მოხდება სწორედ ჰოლოგრამების პროეცირება, "კედლად" კი, სადაც ეს "ფილმი" გაიშვება, ნატრიუმს გამოიყენებენ, რომელიც დედამიწას გარს აკრავს 100 კმს-ს სიმაღლეზე.

მაშინ იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას თუ სხვათა პოექციები ერთ ხატში გაერთიანდება და "მაცხოვრად" წარმოუდგება დედამიწის მოსახლეობას. უნივერსალური მესია ამეტყველდება ყველა ენაზე. ვარაუდობენ, რომ ეშმაკის ეს ჭურჭელი, სხვადასხვა რელიგიურ წმიდა ტექსტებს სიცრუედ გამოაცხადებს და იტყვის, რომ ძველი რელიგიები პასუხისმგებელნი არიან ყველა იმ ბოროტებაზე, რომელიც კი მომხდარა ჩვენს პლანეტაზე. ამიტომაც, ისინი უნდა შეიცვალონ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ რელიგიას, რელიგიას ანტიქრისტესი, რომელიც უხელმძღვანელებს მთელს კაცობრიობას, თუ რა თქმა უნდა, უმრავლესობისთვის სულერთია როგორი იქნება "ხვალინდელი დღე".

ავტორის საბოლოო შენიშვნა: სტატიის სახელწოდებასა და მის ტექსტში ლაპარაკია ვერსიებსა და ვარაუდებზე, ამიტომაც, ავტორი ისურვებდა, რათა მისი მოკრძალებული გამოკვლევა განხილულ ყოფილიყო როგორც ვერსია ან ვერსიათა მიმოხილვა. თუმცა, ამ სტატიაში ლაპარაკია ფაქტებზეც...

დასასრული

*
მღვდელი ანდრია გორბუნოვი

ნეფილიმთა კვალდაკვალ

ვერსია... ლეგენდა... ფაქტები?...



Комментариев нет:

Отправить комментарий