ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

"ახალი ფიზიკა" და "პარალელური სამყაროები"7


"ახალი ფიზიკა" და "პარალელური სამყაროები"

ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში მოციქული პავლე ქრისტეანებს აუწყებს იმ ჟამის შესახებ, როდესაც განსაკუთრებული სულიერი ძალისხმევა და ღმრთისადმი ძლიერი რწმენა იქნება საჭირო რომ არ ცდუნდნენ. ეს ალბათ ჩვენი მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის წინარე პერიოდი იქნება, ანუ ის ჟამი, როდესაც ამქვეყნიური ისტორიის მსვლელობა უნდა დასრულდეს. სწორედ მაშინ განსაკუთრებულად გააქტიურდებიან და განსაკუთრებული გააფთრებით დაგვატყდებიან თავს ბოროტნი ძალნი. სწორედ ამ დროს გაუშვეებენ ისინი მთელი სიძლიერით დემონურ მექანიზმებს. ეს იქნება პერიოდი, როდესაც ანტიქრისტეანულ ძალებს მოეჩვენებათ რომ ყველაზე ახლოს არიან თავიანთი ღმრთისსაწინააღმდეგო პროექტის განხორციელებასთან. "ბნელი დღე" რომელსაც მოციქული ახსენებს ხომ არ შეიძლება იყოს "ბნელი ენერგია", რომლის შესახებაც ამ ბოლო დროს ასე ბევრს მსჯელობენ სამეცნიერო წრეებში; ან ხომ არ არის ეს ე. წ. "პარალელური სამყაროები", რომლებიც ეს-ესაა გახსნიან თავიანთ კარიბჭეებს კაცობრიობის წინაშე?!

აი, ერთი ამგვარი "სამეცნიერო-პოპულარული" შეტყობინება (ანუ ბოროტების უახლესი "მეცნიერული მიღწევა", რომლებსაც "მასებში" გარკვეული იდეების სახით ნერგავენ): "ფიზიკოსები, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში მიიღებენ პირველ მტკიცებულებას იმგვარი ცნების შესახებ როგორიცაა "პარალელური სამყარო" და "დამატებითი განზომილება", რომელზეც აქამდე მხოლოდ მწერალი-ფანტასტები თუ ოცნებობდნენ. მეცნიერები უკვე აქტიურად მსჯელობენ "ახალი ფიზიკის" დაბადებაზე, რომელიც სრულიად შეცვლის თანამედროვე შეხედულებას სამყაროსა და მისი მოწყობის პრინციპებზე" (Reuters. http://www.newsru.com/world/22oct2010/paralluni.html)

"ახალ ფიზიკად" (ახალი ხომ ყოველთვის ასოცირდება რაღაც უფრო სრულყოფილთან, რომელსაც ჯერ არ მიჩვევია ადამიანი) აქ ეშმაკურად იწოდება ოკულტური, დემონური ფიზიკა, ანუ კონტაქტი ბოროტ სულებთან.

ეშმაკის მსახური მასონები და დედამიწაზე სატანის ღმრთისმბრძოლი პროექტის ორგანიზატორები მსოფლიოს ჯერ საბჭოთა საფრთხით აშინებდნენ (რომელიც თვითონვე შექმნეს - რედ.), შემდეგ საერთაშორისო ტერორიზმით (რომელიც ასევე თვითონ დააფუძნეს - რედ.), ახლა კი მათ დაიწყეს საინფორმაციო კამპანია უცხოპლანეტელთა შემოჭრის შესახებ. მსოფლიო საიდუმლო მთავრობის ამ გეგმებზე ამასწინათ ალაპარაკდა დ-რი კეროლ როუზინი, ნაცისტი მეცნიერის, ვერნერ ფონ ბრაუნის კოლეგა. 2001 წლის გაზაფხულზე, როდესაც როუზინი სათავეში ჩაუდგა კორპორაციას "ფერჩაილდ ინდასტრიზ", მან ვერნერ ფონ-ბრაუნი გაიხსენა და თქვა: "ის ამბობდა, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენისთვის და ხელისუფლების სტრუქტურებისთვის აუცილებელია გამოვიყენოთ დაშინების სტრატეგია... ამ სტრატეგიის თანახმად, ვერნერ ფონ ბრაუნმა მასწავლა, რომ ჩვენი პირველი მტრები უნდა გახდნენ რუსები, შემდეგ ტერორისტები, მომდევნო საფრთხედ გამოცხადდებიან ასტეროიდები, ხოლო სულ ბოლოს გათამაშდება უცხოპლანეტელთა კარტი და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში (იხ. ამ გამოსვლის ამსახველი კადრები ჩვენი ვიდეო-პროექტიდან "სასწაულნი ზეცით". პირველი ნაწილი. "უკანასკნელი საფრთხობელა").

ხოლო "ბოროტ" უცხოპლანეტელთაგან ალბათ "კეთილი" "ჰუმანოიდები" (სინამდვილეში კი დემონები) დაგვიხსნიან, რომლებიც "პარალელური სამყაროებიდან" მოვლენ და, რომელთაც სადღეისოდ მასონური "მსოფლიო მთავრობის" მიერ ნაყიდი ახალი ფიზიკოსები "სენსაციურად აღმოაჩენენ".

"პარალელური სამყაროების" არსებობის იდეას (საიდანაც ჩვენთან, მიწიერ სამყაროში, თითქოსდა მალე უნდა მოვიდნენ უმაღლესი რასის უცხოპლანეტელები) დემონები კაცობრიობაში აქტიურად ნერგავენ თავიანთი შეგნებული მსახურებისა თუ მათ მიერ ცთუნებული "კონტაქტებისა" და "ჩენნელერების" მეშვეობით ("ჩენნელინგი" - ნებისმიერ, არამიწიერ ცნობიერებასთან კომუნიკაციის მეთოდი - რედ.).

ეს იდეა ან პირდაპირ ყალიბდება - (დემონების კონტაქტორების მეშვეობით, რომლებსაც ბოროტი სულები "უმაღლესი გონის" ან "არამიწიერი ცივილიზაციების" წარმომადგენლები ჰგონიათ); ან კიდევ ინერგება ირიბად (კერძოდ, ამ მიზნით, სპეციალურად გადაღებული ჰოლივუდური ფილმებით); ან კიდევ მაიას კალენდრის მიხედვით ქრისტეანული ერის დასრულებისა და უფრო სრულყოფილი, "მერწყულის ერის" დადგომის იდეის პროპაგანდირებით (ამას ქადაგებს ფილმი "2012" - რედ.). ამ იდეის თანახმად ახალ ეპოქას დაიწყებენ კაცობრიობის იმქვეყნიური წარმომადგენლები, რომლებიც მას თანამედროვეობის ნებისმიერი "გლობალური პრობლემისგან" და კატაკლიზმებისგან გაათავისუფლებენ, ამავე დროს დაიხსნიან მას "უცხოპლანეტური" აგრესიისგანაც.

ხოლო ამ ბოლო დროს გამოცემულ ზოგიერთ ოკულტურ წიგნში, ასევე "კონტაქტორების" მიერ დასტამბულ გამოცემებში, სადაც ლაპარაკია კონტაქტზე "პარალელური სამყაროების წარმომადგენლებთან" და ჩვენთვის, ანუ კაცთათვის გადმოცემულ "მიმართვებზე", გატარებულია ასეთი აზრი: "ამ პლანეტის ღმერთი" (ანუ ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთი, შემოქმედი ყოვლისა ხილულისა და არახილულისა, როგორც ეს არის ნათქვამი მართლმადიდებლურ მრწამსში), - რომელიც დემონებს სურთ წარმოაჩინონ როგორც მხოლოდ "ამ პლანეტის" ან "ამ სამყაროს" ღმერთად, - უნდა გადადგეს და მისი "თანამდებობა" სხვას, უცხო ძალებს გადაეცეს. იდეის თანახმად ეს "კეთილი" ძალები კაცობრიობას იხსნიან გარდაუვალი დაღუპვისგან ან ბოროტი კოსმიური ძალების ანექსიისგან. არსებობს ასეთი ვარიანტიც: "უმაღლესი რასა" პარალელური სამყაროდან დააპირებს ჩვენს, მიწიერ სამყაროში ჩამოსახლებას, რათა საკუთარი თავი გადაირჩინოს გარდაუვალი კატასტროფისგან. და ა. შ. ფანტასტიკური იდეები უხვად შეიძლება იყოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მკრეხელური ბოდვის უკან იმალება "ძველი ურჩხულისა და გველის, ეშმაკისა და სატანის" (გამოცხ. 12:9; 20:2) უგუნური და უაღრესად ამპარტავნული ზრახვა, - ჩაიყოლოს კაცობრიობა ჯოჯოხეთში.




გაგრძელება


ლეგენდები ამბობენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий