ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ლეგენდები ამბობენ...8


ლეგენდები ამბობენ...

"ჩვენს წინაპრებს ლეგენდები სულაც არ მიაჩნდათ გამონაგონად ან ფანტაზიად, არამედ მათ სრულიად რეალურ მოვლენებად მიიჩნევდნენ. სულ ახლახან - რაღაც ასი თუ ცოტა მეტი წლის წინ ისტორიკოსები არ ერიდებოდნენ ძველი მითების ჩართვას წარსულის სინამდვილის აღწერაში. მხოლოდ მე-19 ს. დასაწყისსა და 20-ე ს. მიწურულს ისტორიულმა მეცნიერებმა კარდინალურად შეცვალა თავისი დამოკიდებულება ლეგენდებისა და გადმოცემებისადმი, რომლებიც ძველი ხალხების ფანტაზიას მიაწერა. შესაბამისად თანამედროვე ისტორიოგრაფიამ ამოშალა მითების "ჩვენებები" მონაცემთა იმ ბაზიდან, რომელთა საფუძელზეც ისტორიკოსები გვიხატავენ კაცობრიობის წარსულს. მაგრამ რამდენად სამართლიანი და სწორი იყო ამგვარი გადაწყვეტილება?..." (А. Скляров, "Обитаемый остров Земля").

ბიბლიურ გამოთქმას "ღმრთის შვილები" ზოგიერთი თარგმნის როგორც "ღმერთების შვილებს" ან კიდევ "ცის შვილებს". შესაძლოა, აქ არსებობს კავშირი ძველჩინურ თქმულებასთან იმის შესახებ, რომ გრანდიოზული პროექტის ავტორები, რომელთა ნაწილს პირამიდები წარმოადგენენ, დედამიწაზე ზეციდან ჩამოსული "ცის შვილები" იყვნენ. მსგავსი ლეგენდები არსებობს მრავალ სხვა ხალხშიც.

ჩინეთში არსებობს მთელი რიგი გადმოცემებისა, რომლებიც "ამბობდნენ იმის შესახებ თუ რა მოჰყვა შედეგად ადამიანის ამხედრებას "ღმერთების" წინააღმდეგ (ანუ გადმოცემების მიხედვით, დაცემულ ანგელოზთა მეთაურობით წარღვნამდელი ადამიანები ჭეშმარიტ ღმერთსა და შემოქმედს აუმხედრდნენ) და სამყაროს სისტემა ქაოსმა მოიცვა: პლანეტებმა მოძრაობა შეიცვალეს. ზეცა გადაადგილდა ჩრდილოეთისკენ. მზე, მთვარე და ვარსკვლავები ახლებურად ამოძრავდნენ. დედამიწა ნაწილებად დაიშალა, და მისი წიაღიდან წყალმა ამოხეთქა, რომელმაც მიწის ნაწილი დაფარა (ასე გაჩნდნენ კონტინენები), ანუ მოხდა მსოფლიო წარღვნა)" (Г. Хэнкок, "Следы богов").

ძველი ჩინეთის მითები ასევე გვამცნებენ "ცის შვილთა", ანუ რქებიან ღვთაებათა შესახებ. კაცობრიობის ჩინელი მამამთავარი - ფუ სი გამოისახებოდა რქებით. და საერთოდ, ძველი წყაროების თანახმად, რქები უჩნდებოდათ იმათ, ვისაც ღმერთებთან ჰქონდა კავშირი, მაგრამ შემდეგ, ღალატის გამო, დაჰკარგეს. რქები, გადმოცემის თანახმად, "ამშვენებდა" ძველეგვიპტური ცივილიზაციის "ღმერთს" - ტოტს. პლანეტის სხვადასხვა კუთხის მრავალ ძველ სამარხში მეცნიერები პოულობენ რქებიან ანთროპომორფულ არსებათა პატარა ქანდაკებებს. ბერძნულ მითოლოგიაში მინოტავრი არის რქიანი მონსტრი, რომელიც მიწისქვეშეთში ბინადრობს.

"ნეფილიმებიც" და "ანუნაკებიც" (შუმერული სიტყვა "ანუნნაკი" ნიშნავს, - "ისინი, ვინც ციდან ჩამოემხნენ") ხშირად გამოისახებიან რქებიან არსებებად. ზოგჯერ მათ გააჩნიათ არა ორი, არამედ ხუთი, შვიდი და მეტი რქაც. ეს სიბრძნის სიმბოლო იყო, მაგრამ ამავე დროს რქა ძალაუფლების სიმბოლოდაც მიაჩნდათ. აი, რატომ იმშვენებდნენ თავს რქებით შამანები, მღვდლები და მეფეეები, განსაკუთრებით გვირგვინის ფორმიანი რქებით. გვირგვინი - ეს არის სტილიზებული რქა, არც მეტი - არც ნაკლები. ამან უპირველეს ყოვლისა უნდა მიანიშნოს, რომ ძველ ხელისუფალთა გვირგვინმოსილი შთამომავალნი იმავე ძალით იყვნენ მოსილნი. ზოგიერთის აზრით, ამ ქანდაკებათა თავზე დადგმულია თავისუფლების გვირგვინი. ხოლო არსებობს ისეთი აზრიც, რომლის მიხედვითაც ეს წამახვილებული ამონაზარდები თავზე, "სხივებია", მაგრამ ჩვენის აზრით უფრო სწორია ეს "სხივები" მივიჩნიოთ სწორედ რქებად.

ადამიანთა რქებიანი თავის ქალები 1880 წ. აღმოაჩინეს ბრედფორდის სამარხში (პენსილვანია, აშშ). ძვლოვანი წანაზარდების გამოკლებით, რომელიც დაახლოებით წარბებიდან ორ დიუიმში მდებარეობს, ადამიანები, ვისაც ეს ჩონჩხები ეკუთვნოდათ, ანატომიურად ნორმალურნი იყვნენ, თუმცა სიმაღლეში იყვნენ შვით ფუტზე მეტნი... ძვლები ფილადელვიიდ ამერიკელთა კვლევის ინსტიტუტს გადაუგზავნეს, სადაც დაალპეს, რათა უკვე აღარავის ენახა ისინი. არქეოლოგები ზოგჯერ ადამიანთა რქებიან თავის ქალებს პოულობენ. ამ მხრივ ყველაზე იდუმალი თავის ქალები აღმოაჩინეს 1995 წ. გობის უდაბნოში.

საინტერესო ასევე აღინიშნოს აფრიკული ლეგენდებიც, რომლებშიც შემორჩენილია თქმულება არსებათა მოდგმის შესახებ, რომლებიც წააგავდნენ რეპტილიებს და, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ათასი წლის განმავლობაში მართავდნენ (ანუ წარღვნამდე). ეს არსებები ჩიტაურებად (chitauri) იწოდებიან (ეს სიტყვა ნიშნავს - დიქტატორს, ანუ "მათ, ვინც კანონს კარნახობს"). მათ შეეძლოთ ფორმის შეცვლა და ადამიანებთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება. აფრიკის სხვადასხვა ნაწილში, 500-ზე მეტი ტომი აღწერს ანალოგიურ არსებებს. მათი სიმაღლე აღწევდა 3 მეტრს, ჰქონდათ დიდი თავები, კუდი და რქები. ჩიტაურების ისტორიული სამშობლო წითელი ვარსკვლავია. ოდესღაც ისინი აუმხედრდნენ შემოქმედ ღმერთს გუგუნგუს რათა დაეპყროთ სამყარო, მაგრამ საშინელ ბრძოლაში დამარცხდნენ და გადმოყრილ იქნენ დედამიწაზე, სადაც მიწის სიღრმეებში ჩაიმალნენ.

ჩიტაურები ძირითადად იკვებებიან ადამიანის ენერგიით, "ბნელი ძალით", რომელსაც ადამიანები გამოჰყოფენ ომებში, შიშის დროს, ტერორისა და წამების საშინელებებში. მაგრამ არც ადამიანის სისხლზე ამბობენ უარს, რადგან ფიზიკურად არ შეუძლიათ მიიღონ მყარი საკვები. ამიტომაც, ამ ლეგენდების მიხედვით არ არის რეკომენდირებული გარკვეულ რაიონებში ღამით სიარული. ზიმბაბვეში ასეთ ადგილად მიიჩნევენ "მაპოტოს" - სადაც მდებარეობენ პირამიდულად დალაგებული გიგანტური ქვები, და სადაც ქრებიან ადამიანები. იქ დაკრძალეს სესილ ჯონ როდესი, უმაღლესი განდობის ერთ-ერთი მასონი.

ჩიტაურების ლიდერის სახელია - ჯაბულონი. აღსანიშნავია, რომ სიტყვა Jahbulon-ს მასონები იყენებენ თავიანთ რიტუალებში. "ანტიმასონების" აზრით, ეს არის მასონთა ღმერთის სახელი, და მას ბაფომეტს უკავშირებენ, თუმცა, თვით მასონების მტკიცებით, არანაირი "განცალკევებული ღმერთი" მათ არ ჰყავთ.

აფრიკული ლეგენდების მიხედვით, ოდესღაც დედამიწა ნისლის სქელი ფენით იყო დაფარული, რომელშიც მზის მოძრაობას მხოლოდ ნათლის მოძრაობის მიხედვით ადგენდნენ. წვიმა ყოველთვი ცრიდა და არასოდეს იყო ქარიშხალი (დაბადების წიგნში ნათქვამია: გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე" (დაბ. 1:7-9). კრეაციონისტი-მეცნიერების განმარტებით, წარღვნამდე დედამიწას გარს ეკრა წყლისა და ორთქლის ფენა, რომელიც წარღვნის დროს დაეცა კიდევაც დედამიწას. ამიტომაც, წარღვნამდე არ ყოფილა არც წვიმები და არც თავსხმები, "არამედ ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს", როგორც ნათქვამია დაბადებაში (დაბ. 2:6).

დედამიწა დაფარული იყო უსასრულო ტყეებით, ხოლო ადამიანები ცხოვრობდნენ მშვიდად და ბედნიერად, ერთმანეთთან ურთიერთობდნენ არა სიტყვების, არამედ ცნობიერების მეშვეობით. მაგრამ ამის შემდეგ, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, დედამიწაზე თავიანთ საშინელ და თეფშების მსგავს მფრინავ ხომალდებზე ჩამოვიდნენ ჩიტაურები. ხომალდები ცეცხლს აფრქვევდნენ და გამოსცემდნენ საშინელ ხმაურს. მათრახისა და ელვის ძალით ჩიტაურებმა ადამიანები ერთად შეჰყარეს და ამცნეს მათ, რომ ისინი არიან ზეცის ღმერთები (გავიხსენოთ, რომ ენოქის წიგნის მიხედვით, ამპარტავნებით აღძრული დაცემული ანგელოზები მოქმედებდნენ "როგორც ღმრთის ტოლი არსებები") და ადამიანები მათგან ბევრ და უდიდეს ნიჭებს მიიღებენ. მათ ადამიანებს წაართვეს დისტანციური ურთიერთობის უნარი, ასევე ძალა ნივთების გადაადგილებისა გონების ძალით, სამაგიეროდ მისცეს მეტყველების უნარი. ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ მეტყველებამ ისინი გააუცხოვა ერთმანეთისგან, რადგან ჩიტაურებმა მათ მისცეს სხვადასხვა ენები, რამაც გამოიწვია არეულობა".
ჩიტაურებმა ადამიანთა მეთაურებად სხვები დააყენეს, რათა ემართად ისინი. "ესენი არიან თქვენი მეფეები, თქვენი ბელადები. მათშია ჩვენი სისხლი. ისინი ჩვენი შვილები არიან, და თქვენ მათ უნდა უსმინოთ, რადგან სწორედ ისინი გაგიცხადებენ ჩვენს ნებას". ჩიტაურებმა აიძულეს ადამიანები ეთხარათ მაღაროები, ეძებათ მინერალები და მეტალები. შემდეგ მათ ცას მოაშორეს წვიმის მომცემი ბურუსი და შექმნიდან პირველად ადამიანებმა იხილეს ვარსკვლავები. ჩიტაურებმა თქვეს, რომ ადამიანები ცდებოდნენ, როდესაც ფიქრობდნენ, რომ ღმერთი ბინადრობს დედამიწაზე. ღმერთი ცაშია და ის, ვინც კვდება - ქვემოთ კი არ ჩადის, არამედ ზემოთ მიიწევს. ჩიტაურებმა თქვეს, რომ ადამიანთა ამოცანაა შეცვალონ დედამიწა იმდენად, რათა ის ღმრთისთვის მოსახერხებელი გახადონ, რომ ჩამოვიდეს და აქ იცხოვროს ადამიანთა შორის, ხოლო ადამიანები ამისთვის დაჯილდოვდებიან უდიდესი ძალით და წარმოუდგენელი სიმდიდრით (გასაგებია, რომ "ღმერთი", რომლის მოსასვლელად ადამიანებმა "დედამიწა უნდა შეცვალონ", სინამდვილეში არის სატანა, რომელიც "დედამიწის ღმერთობაზე" ოცნებობს. აი, მთელი სატანური პროექტის უმთავრესი მიზანი!).

ზულუსელი შამანი კრედო მუტვა ამტკიცებს, რომ ნახა ჩიტაური. თავის ინტერვიუში ის აღწერს, როგორც "მოიტაცეს" ინანგანის მთაზე. მუტვას აზრით ესენი იყვნენ არა "უცხოპლანეტელები", რომლებიც დრო და დრო გვეწვევიან ხოლმე, არამედ ჩიტაურები. მან არ იციხ, მაგრამ, შესაძლოა, ჩიტაურები ადამიანთა პარალელური რასაა. ისინი ნახევრად ადამიანურნი არიან და რაც ორმაგად საშიშს ხდის მათ კაცობრიობისთვის; მათ იციან ჩვენი გონების უძლურებანი და თავიანთი ძლიერი მხარეები.

ახლა მივხედოთ ინდურ ლეგენდებს, რომლებიც დიდად არ განსხვავდებიან აფრიკული და ჩინური ლეგენდებისგან. ძველინდურ მითოლოგიაში რეპტოიდებს ნაგები ეწოდებათ. ისინი აღწერილნი არიან როგორც ჰუმანოიდური რეპტილიები ან გველები. ყველაზე ადრინდელ წყაროებიში ისინი გათანაბრებულნი არიან ღმერთებთან, თუმცა მოგვიანებით დემონიზირებულ იქნენ. ლეგენდების ძველ ვერსიებში ისინი არ ვნებდნენ "მოკვდავთ"... იმ დროს თვით მოკვდავთ შეეძლოთ გაევლოთ ცასა და მიწას შორის. მაგრამ, როდესაც ღმერთები ჩამოშორდნენ კაცთა საქმეებს, ნაგებმა მიწისქვეშა ქალაქებში გადაინაცვლეს და იქ საიდუმლოდ ცხოვრობენ.




გაგრძელება


ზღაპრული ფანტაზია თუ გენური ინჟინერია?

Комментариев нет:

Отправить комментарий