ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ზღაპრული ფანტაზია თუ გენური ინჟინერია? 9


ზღაპრული ფანტაზია თუ გენური ინჟინერია?

მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მითებსა და ლეგენდებში პერსონაჟებად შეიძლება გამოდიოდნენ არა მარტო დაცემული ანგელოზები და ნეფილიმები, არამედ ყოველგვარი "ურჩხულები", ქიმერული არსებები (ძველბერძნულ მითოლოგიაში ქიმერა ნიშნავს ურჩხულს, რომელსაც აქვს ლომის თავი, თხის ტანი და დრაკონის კუდი). ამგვარი არსებები წმინდანთა ცხოვრებაშიც გვხდება ...

მაგალითად, ცნობილი ეპისკოპოსი დიმიტრი როსტოველი თავის ნაშრომში "Келейный летописец" მრავალგვარ "ნახევრად პირუტყვულ და ნახევრად ადამიანურ" არსებებზე გვამცნობს:

"... ჯერ-ერთი, სხვადასხვა ადგილას, მთებსა და უდაბნოებში გამოჩდნენ ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებსაც ტყის კაცებს, სატირებს, ან კიდევ ცხოველებთან მყოფთ უწოდებენ, რომლებიც არიან შიშველნი, კუდიან-ჩლიქიანები და თავზე რქები ადგათ. სატირები იმდენად სწრაფნი არიან, რომ მათ ვერც ერთი ცხოველი ვერ დაეწევა მანამ, სანამ არ დაავადდება ან დაბერდება.

შემდეგ - ჰიპოდონები, ანუ ჰიპოკენტავრები (ირანში - ჰანდავრები, ინდოეთში - ჰანდხარვები), რომელთაც ადამიანის თავი და მკერდი აქვთ, ხოლო დანარჩენი სხეული ცხენისა). ადამიანის მსგავს ამ არსებებზე ნათქვამია ღირ. პავლე თებაიდელის ცხოვრებაში. ერთხელ ანტონი დიდი უდაბნოს სიღრმეში შევიდა ღმრთისმოშიშ პავლეს მოსაძებნად. მიუხედავად უდაბნოს ხვატისა და ხორციელი უძლურებისა, მოხუცი სულიერად მხნედ იყო და არჩეული გზიდან უკან დაბრუნებას არ აპირებდა. და თუ მან არ უწყოდა საით უნდა წასულიყო, თავს ღმრთისადმი რწმენით იმხნევებდა: "მრწამს ჩემი ღმრთისა, რომ ის მიჩვენებს მონას, რომლის ნახვასაც შემპირდა". გარკვეული დროის შემდეგ მან ნახა კაცი, რომელიც ცხენს ჰყავდა და, რომელსაც პოეტები ჰიპოკენტავრს უწოდებენ.

როდესაც ჰიპოკენტავრი იხილა, მოხუცმა ანტონიმ ჯვარი გამოისახა და გაბედულად ჰკითხა: "მისმინე, სად ცხოვრობს აქ მონა ღვთისა?" მხეცმა თავი მოუხარა წმინდანს და, რადგან ლაპარაკი არ შეეძლო, ხელით უჩვენა მხარე, საითკენ უნდა წასულიყო ღმრთის მონის სანახავად და იქაურობას მყის განშორდა. ძლიერ გაუკვირდა ანტონის ამგვარი მხეცის ხილვა და იქითკენ გაეშურა, საითკენაც მხეცმა მიუთითა. როდესაც ერთ ქვიან ადგილს მიუახლოვდა, მოხუცმა სხვა მხეცი იხილა, რომელიც სახით ადამიანს ჰგავდა, მაგრამ სხეული და ფეხები თხისა ჰქონდა, ხოლო თავზე რქები ედგა.

მოხუცს გაუკვირდა, მაგრამ რადგან ურყევი რწმენა ამტკიცებდა, უშიშრად ჰკითხა: "ვინ ხარ?" მხეცმა მშვიდობის ნიშნად ფინიკის ნაყოფი მოუტანა და უთხრა: "მე ერთი მოკვდავი ვარ, უდაბნოში ვცხოვრობ. ცთომით გონებადაბნელებული ადამიანები სატირებს გვეძახიან და ერთ-ერთ თავიანთ ღმერთად მივაჩნივართ; მე კი ჩვენმა მოდგმამ გამომაგზავნა შენთან, რათა ილოცო ჩვენი საერთო უფლის წინაშე, რომელიც, როდესაც სამყაროში მოვა, შეგვიწყალოს".

მხეცი რომ ამას ამბობდა, სიხარულისგან ცრემლმორეული მოხუცი ემოციებს ვერ იკავებდა, ხარობდა ქრისტეს დიდებისა და სატანის წარწყმედისთვის, და თან უკვირდა, როგორ შეეძლო ესმინა სატირის მსჯელობა. ანტონიმ კვერთხი მიწას დაარტყა და თქვა: "ვაი შენდა, ქალაქო ალექსანდრია, რადგან ღმრთის მაგიერ პატივს მიაგებ ურჩხულს! ვაი, შენდა მეძავო ქალაქო, სადაც ამ წუთისოფლის ყველა დემონი თავმოყრილა! რა პასუხს გასცემ უფლას, როდესაც თვით მხეცებიც კი აღიარებენ ქრისტეს, შენ კი ღვთაებრივ თაყვანს ურჩხულებს მიაგებ?" როდესაც მოხუცი ანტონი ამას ამბობდა, მხეცი უდაბნოში გაიქცა.

ამ მხეცთან დაკავშირებული ისტორია მონაჩმახი არავის ეგონოს, რადგან მეფე კონსტანციუსის დროს ადამიანის მსგავსი ამგვარი მხეცი, რომელსაც სატირს უწოდებენ, ცოცხლად ჩაიყვანეს ალექსანდრიაში და რომლის დანახვაც ყველას უკვირდა. როდესაც ის მოკვდა, მის სხეულს, რომ არ გახრწნილიყო, მარილი მოაყარეს და ანტიოქიაში მეფეს გაუგზავნეს, რათა მისი მეშვეობით სხვებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო.

ანდროგინები, ანუ ჰერმაფროდიტები , - ყოველ მათგანს თავისი ბუნება აქვს, მამაკაცური და დედაკაცური; მკერდი მათ მარჯვენა კაცისა აქვთ, მარცხენა კი - ქალისა. არიმაფსები - მათ მხოლოდ ერთი თვალი აქვთ შუბლზე და განუწყვეტლივ ებრძვიან ფრიფებს ოქროსა და ძოწეულის გამო: იმას, რასაც გრიფები მთებში მოიპოვებენ, ეს არიმაფსები ართმევენ. ასტრომები - ინდოეთის შორეულ საზღვრებში ცხვრობენ, მათ პირი არა აქვთ, არ ჭამენ და არც სვამენ, არამედ მხოლოდ ცხვირიდან შეისრუტავენ ხილისა და ბოსტნეულის კეთილსურნელებას და მით არსებობენ.

ტანეფები - მათ იმდენად დიდი ყურები აქვთ, რომ მათით მთელს სხეულს იფარავენ. ნევრები - ზოგჯერ მგლად იქცევიან და ჭამენ იმ ადამიანს, ვისაც შეიპყრობენ. პიგმეები - ძალზედ პატარა ადამიანები არიან, სულ რაღაც ერთი იდაყვის სიგრძისა; ცხოვრობენ ინდოეთის მთებში; ისინი მცირე ხანს ცხოვრობენ: დედაკაცები შობენ ხუთი წლის ასაკში, ხოლო მერვე წელს უკვე ბერდებიან. მგზავრობენ თხებსა და ცხვრებზე ამხედრებულნი და პატარა მშვილ-ისრებისგან ისვრიან. მათ გამუდმებული ომი აქვთ წეროებთან, რადგან წეროები ჭამნე იმას, რასაც პიგმეები თესენ. ამის გამო პიგმეები გაზაფხულობით შეიკრიბებიან და თავიანთი შეიარაღებით გაემართებიან ოკეანისკენ, რომლის ახლოსაც იმყოფება მათი მიწა, ეძებენ იქ წეროების ბუდეებს და ჭამენ მათ კვერცხებსაც და ბარტყებსაც, რათა არ გამრავლდნენ და მათი მოსავალი არ შეჭამონ.

აქვთ თუ არა აფრიკელ პიგმეებს ლეგენდარულ პიგმეებთან რაიმე კავშირი არ ვიცით, მაგრამ ამგვარი პატარა კაცუნების მოდგმა ნამდვილად რომ არსებობს ეჭვმიუტანელი ფაქტია.


ციკლოპები - ვირგილიუსის თქმით ისინი სიცილიაში, ეტნას ქვეშ ცხოვრობდნენ; მათ შესახებ, ისევე როგორც არიმასპებზე ამბობენ, რომ შუბლზე მხოლოდ ერთი თვალი აქვთ. მანტიკორები - ცხოვრობენ ინდოეთში და ადამიანის მსგავსი მხოლოდ თავი და სახე გააჩნიათ, სხვა დანარჩენი კი ლომისა. ინდოეთშივე არსებობენ სხვა ადამიანის მსგავსი ურჩხულები, რომელთაც არც თავები აქვთ და არც კისრები, რადგან მათი თვალები მხრებზე აქვთ განლაგებული, პირი კი მკერდზე.

კიდევ ერთი ადამიანის მსგავსი ურჩხული ბინადრობს ინდოეთის უდაბნოებში - მას კინოკეფალს უწოდებენ; კინოკეფალებს ადამიანის ტანი და ძაღლის თავი აქვთ და კბილებს საშინლად აკრაჭუნებენ. იკოჩკოდანი, ანუ პიფიკი ნაწილობრივ წააგავს ადამიანს. ცისქვეშეთში კიდევ მრავალი სხვა ურჩხული ბინადრობს, რომელთაც ადამიანური გარეგნობა გააჩნიათ.



კინოკეფალები (ძაღლისთავა ადამიანები) ქრისტეს გარემოცვაში. ფრესკა.
კინოკეფალების შესახებ იხ. მომდევნო თავში.


იკას ტომის (პერუ) ძველ, წარღვნამდელ გრავირებულ ქვებზე გამოსახულნი არიან დინოზავრებზე ამხედრებული ბუმბერაზი ადამიანები, ძველი გარყვნილება, რომელიღაც უცნობი ტექნიკა და მოწყობილობები, რომლებითაც ტარდებოდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის თავის ტვინისა, რომელიც ამოღებულია პაციენტის თავის ქალიდან), ასევე ერთგვარი, როგორც ჩანს, გენეტიკური ექსპერიმენტები "ადამიანურ მასალაზე".






ზოგიერთი მკვლევარის აზრით: "ციდან გადმოგდების შემდეგ, სატანა უფალს თავისი ჰიბრიდული ექსპერიმენტებით დაუპირისპირდა. ცდილობს რა დედაკაცის თესლზე გამარჯვებას, ის მის წინააღმდეგ იყენებს არა მარტო საკუთარ "თესლს", არამედ ამგვარ გარყვნილებაში ითრევს მცენარეულ და ცხოველურ სამყაროსაც. ეს ზოოლოგიური მცდელობები ფიქსირებულია ლეგენდებში ტყის კაცის, ქალთევზას და სხვა გენეტიკურ ურჩხულთა შესახებ.

არსებობს მრავალი მოწმობა ადამიანის მსგავსი, მაგრამ მხეცური ბუნების მქონე ამ არსებებთან პირისპირ შეჯახებისა. აღნიშნავენ, რომ მათ გააჩნიათ უჩვეულო უნარები. ზოგიერთი ამგვარი არსების სახე "გაკეთილშობილებულია" ფილმებითა და მულტფილმებით. თუმცა ბიბლიამაც იცის მათ შესახებ. "ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს" (ძვ. ქართ.: "და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ"; სლავ.: "и срящутся беси со онокентáвры и возопiютъ дрýг ко дрýгу, тý почíютъ онокентáври, обретше себе покóища: სინოდ. თარგმ.: "И лешие будут перекликаться один с другим; там будет отдыхать ночное привидение и находить себе покой" (Ис. 34, 14)).

ბიბლიურ ოჩოკოჩს (სატირი - არამ.) ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი მნიშვნელობით ის არის "კუდიანი" ("ეშმაკი"), ხოლო სხვა მნიშვნელობით - "ნახევრადადამიანი" ("ვირკენტავროსი"). ღამის მოჩვენება - (ებრაულად "ლილიტ") ღამის დემონს ნიშნავს. ესაია აქ ლაპარაკობს, როგორც ცოცხალ, ასევე გარდაცვლილ ნეფილიმებზე, რომლებიც ბინადრობენ ისავის ნასახლარზე, მამის ნების წინააღმდეგ ქანაანის დასნებოვნებულ შტოს რომ დაუმოყვრდა.

ეშმაკის გენეტიკური ექსპერიმენტის უკანასკნელი სიახლე - მზაკვარი ჩუპაკაბრაა, მხეცი-ვამპირი ოპოსუმის (Opossum. ლათ.: Didelphis marsupialis) კუდით, რომელიც ცხოველებსა და ადამიანს ღამღამობით ესხმის. ამ მხეცის რამოდენიმე ეგზემპლიარი სხვადასხვა ქვეყნის ახალი ამბების ტელეარხებზეც კი აჩვენეს.

ყველა ამ ობიექტს ერთი განმასხვავებელი თვისება გააჩნია: ძნელია მათი დარეგისტრირება, ანუ დაჭერა. მიზეზი კი მათი ზებუნებრივი წარმომავლობაა, რის გამოც ისინი ასწრებენ გაქცევას ან სულიერ სფეროში გადახტომას პირდაპირ მონადირეთა თვალწინ.

ცნობილია ჩრდილოამერიკული სასკუოჩის (sasquatch) ფენომენიც. მისი მონათესავეა თოვლის კაცი იეტი. ეს მასიური, ბალნიანი საფრთხობელები ზებუნებრივნი არიან. მათ ხელები მუხლებამდე ჩამოსდით, მზერა კი დამატყვევებელი აქვთ. ისინი უდაბურ ადგილებში ცხოვროგბენ და ფლობენ შეგრძნების სპეციალურ უნარს, რომლის დახმარებითაც ადვილად აღწევენ თავს საშიშროებას და თითქმის ღია ადგილზე უჩინარდებიან.


სასკუოჩი (Sascuatch)


ვინმე სტივენ პულასკიმ ერთხელ მთელი მჭიდი დააცალა ერთ ასეთ ბალნიან გიგანტს, რომელიც მის ფერმას უახლოვდებოდა, მაგრამ ის მთელი და უვნებელი დარჩა და სრულიად უშფოთველად, უბრალოდ ნელ-ნელა გაეცალა ადამიანის სახლ-კარს.

ბოლო დრომდე იეტი გაურბოდა ადამიანებთან კონტაქტს, მაგრამ დრო-ჟამი იცვლება და დღეს მათთან შეჯახება უკვე მობილურ კამერებსა და ფოტოაპარატებზე მსოფლიოს მრავალ კუთხეში აღიბეჭდა. რას უნდა მოასწავებდეს ეს ყოველივე?

იმ დროს, როდესაც უმრავლესობისთვის ეს მხეცები ჯერ კიდევ მითებია, შეტყობინებები ანგელოზებისა და ადამიანების ჰიბრიდებზე, ან ცხოველებისა და ადამიანების ბიოლოგიურ ნაჯვარზე იმდენად მრავალრიცხოვანი გახდა, რომ მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში მათ უკვე კანონი იცავს. ამ მონსტრების "ადამიანთან მსგავსების" გამო მათი მოკვლა ადამიანის მოკვლას უთანაბრდება.

ჰარი სტერმანი, რომელიც ჰიბრიდიზაციის საკითხებს იკვლევს, ამბობს: "თქვენ, ალბათ, იტყვით: მოიცათ, ერთი წუთით, კი მაგრამ ბიბლიური გიგანტები ხომ სრულიად რეალური და ხილული არსებები იყვნენ და არ უჩინარდებოდნენ, მოჩვენებათა მსგავსად. ამ მომენტამდე სრულ სიმართლეს ბრძანებთ... მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი გაქრნენ ისტორიის ფურცლებიდან, რათა კვლავ გამოჩენილიყვნენ".

განა უცნაური არ არის, საიდანაა იმგვარ ქმნილებათა მრავალფეროვნება, რომელიც ღმერთს არ შეუქმნია? ეშმაკი მამაა სიცრუისა და ყოველგვარი გარყვნილებისა. ეს მან შეაჯვარა ერთმანეთს მიღებული ჰიბრიდები, სხვადასხვა სახის ქმნილებები შეაერთა ერთმანეთთან, რათა კაცობრიობის გენოტიპი მისთვის ცნობილი ნებისმიერი მეთოდით დაებინძურებინა. სადღეისოდ მეცნიერებისთვისაც კი არის ცნობილი მეთოდები როგორ წარმოშვას მხეცი ადამიანის სასქესო უჯრედებიდან. თუ არ გჯერათ კლონირებულ ცხვარ "დოლლის" ჰკითხეთ (სურ. იხ. ქვემოთ).

თავიდან გამრავლების ეს მეთოდი უფალმა ჩაიფიქრა, სანამ ის ეშმაკმა არ შერყვნა და გააფუჭა. ამასწინათ ბელგიის თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ, მაგალითად, ცეცხლოვანი ჭიანჭველები ((Wasmannia auropunctata) კლონირებით მრავლდებიან. ისინი ერთმანეთს ეჯვარებიან მხოლოდ მუშა ჭიანჭველების წარმოსაქმნელად.

ეშმაკს ორიგინალურის გამოგონება და შექმნა არ ძალუძს, მას მხოლოდ უკვე არსებულის შერყვნა და დამახიჯება შეუძლია... ამ დარგში ის სპეციალისტია და ამიტომაც, სრულიად გასაგებია თუ ვინმეს მოტანილი ფაქტები დაუჯერებელი რამ ჰგონია და აშფოთებს, - ერთ დროს ეს ყოველივე ჩვენც არ გვჯეროდა...".

"გამქრალი ცივილიზაციების" ცნობილი თანამედროვე მკვლევარი ა. სკლიაროვი "მონსტრებისა და ურჩხულების" რეალურ არსებობასთან დაკავშირებით ამბობს: "სიტჩინი... ახსენებს ბეროსს, რომლის თანახმადაც "ღმერთი ბელი ("მეუფე") კლონირების პრინციპით საშინელ არსებებს ქმნიდა. გაჩდნენ ადამიანები ორი ფრთებით და ოთხი სახით. მათ სიამელი ტყუპებივით ერთი სხეული ჰქონდათ, მაგრამ ორ-ორი თავი: ერთი თავი მამაკაცისა იყო, მეორე კი დედაკაცისა. ასევე სხვადასხვა ორგანოები - ზოგი მამაკაცისა იყო, ზოგიც დედაკაცისა. უნახავთ სხვა ადამიანებიც, რომლებსაც თხის ან ცხენის ჩლიქები და რქები ჰქონდათ. გარეგნულად ისინი ჰიპოკენტავრებს წააგავდნენ. მათ შორის იყვნენ ადამიანის თავის მქონე არსებები; ძაღლები ერთი თავითა და ოთხი სხეულით, ან მხეცები ცხენის ტანითა და თევზის ლაყუჩებით, ან კუდით; და საერთოდ, არსებობდა მრავალი სხვადასხვა ქმნილება რომელსაც თავი და ტანი სხვადასხვა ცხოველებისა ჰქონდატ... მათი გამოსახულებები შემორჩა ბელის ტაძრის მოხატულობას, რომელიც ბაბილონშია" (ბეროსი) (ენოქის წიგნის მიხედვით, ერთ-ერთი დაცემული დარაჯ-ანგელოზის სახელი იყო - კოკაბელი. ხომ არ არის აქ რაიმე კავშირი წარმართულ ღმერთ ბელ-თან? იქნებ ეს, როგორც იტყვიან, ერთი და იგივე არსებაა?...).

შეიძლებოდა ეს ყოველივე მიგვეწერა პირველადი ინფორმაციის მომდევნო, თანდათანობითი დამახინჯებისთვის, რომელმაც ჰიპერტროფირებულ ზომებს მიაღწია; ან კიდევვ ბაბილონის მცხოვრებთა დაუოკებელი ფანტაზიისთვის, როგორ ეს ისტორიკოსებს ახასიათებთ, მაგრამ გვაფიქრებს რამოდენიმე გარემოება:

პირველი, - მსგავსი და უფრო ეგზოტიკური მონსტრები ჩვენი პლანეტის სრულიად სხვადასხვა და დიდი მანძილით დაშორებულ რეგიონთა და ხალხთა უძველეს ლეგენდებსა და გადმოცემებში გვხვდებიან (გამონაკლისი, ცხადია, არც საქართველოა - რედ.). პრაქტიკულად ყველგან... ჩვეულებისამებრ, ყოველივე ამას მიაწერენ "ხატოვან წარმოდგენებს", რომელიც გამოწვეულია პირველყოფილი შიშით, მაგრამ არის კი ასე ყოველივე?...

მეორე, - უმეტეს შემთხვევაში ეს მონსტრები და ურჩხულები სწორედ ზეციერ "ღმერთთა" (სინამდვილეში დემონთა, ანუ დაცემულ ანგელოზთა) მიერ შექმნილ არსებებს წარმოადგენენ.

და მესამეც, - უცნაური ქმნილებები უპირველეს ყოვლისა ჩნდებიან ღმერთების "შეჯვარებით" კიდევ ვიღაცასთან: ან "დემონებთან" ან ადამიანებთან. არსებითად ლაპარაკია სხვადასხვა სახეობათა ჰიბრიდიზაციასთან გენური ინჟინერიის რომელიღაც მეთოდით, რაზეც ბეროსიც უთითებდა, როდესაც "გაორების პრიციპს" ახსენებდა. "გაორება" შეიძლება გავიგოთ როგორც კლონირება - პროცესი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული იმავე გენურ ინჟინერიასთან.

შეიძლება თუ არა ძველი გადმოცემების მსგავსი ფანტასტიკური სახეების უკან რაიმე რეალობა იდგეს?... თანაც ისეთი რეალობა, რომელიც მატერიალური, რეალური სახით არის განხორციელებული?... რატომაც არა?! (А. Скляров, «Обитаемый остров Земля» ).

_______________________________________

შენიშვნა: ა. სკლიაროვის ხსენებული წიგნის ციტირება არ ნიშნავს წინამდებარე სტატიის ავტორის თანხმობას ყოველივე იმასთან, რაც ამ წიგნშია გადმოცემული და იმ დასკვნებთან, რასაც სკლიაროვი აკეთებს. ეს შენიშვნა ეხება მრავალ სხვა წყაროსაც, რომელიც აქ ციტირებული იყო, ან უბრალოდ ნახსენებია წინამდებარე სტატიაში.


კლონირებული ცხვარი დოლლი.


      სატირი და ნიმფები (ქართულ (კოლხურ) გადმოცემებში - ოჩოკოჩი და ალი)
აღსანიშნავია, რომ ქართული ხალხური გადმოცმები ("მითოლოგია") ასევე აღსავსეა მსგავსი არსებებით. და არსებობს თვითმხილველთა აღწერა, რომლებიც ნადირობის დროს ან ჭინკებს ან კიდევ ალს (მეგრ. "ტყაშმაფა") შეხვედრიან. ხალხურ გადმოცემაში არსებობს ქცევის მთელი რიგი წესები, რომელიც ადამიანმა უნდა დაიცვას ამგვარი არსებების შეხვედრისას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნეფილიმები (ანუ ჭინკები თუ ალები) ადამიანს ჭკუიდან შეშლიან და ეს არც არის გასაკვირი, ისინი ხომ ზებუნებრივი თვისებების მატარებელნი არიან და ადვილად უმკლავდებიან ადამიანს.



გაგრძელება

კინოკეფალები: მითი თუ სინამდვილე?

Комментариев нет:

Отправить комментарий