წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
მივიღე ჟურნალი, რომელშიც ქრისტიანულ სარწმუნოებასთან დაკავშირებით იმ მწერლის სასტიკი ბრალდებაა გამოქვეყნებული, შენ რომ ახსენებ. მისი მოკლე შინაარსი ასეთია: „დღევანდელ კრიზისში, რომელმაც ამერიკა მოიცვა, ქრისტანობაა დამნაშავე, იგი გვასწავლიდა, რომ გვეშრომა უფრო მეტი, ჩვენ ვემორჩილებოდით და ვასრულებდით, მანიაკალურად ვმუშაობდით. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვმუშაობდით, ბევრი ახლა სამუშაოს გარეშე დარჩა. ამიტომაც ჩვენ ახალ რელიგიას ვქმნით, რომელიც გვასწავლის, რომ არ ვიმუშაოთ, მისი დახმარებით კრიზისიდან გამოვალთ“. ამ ახალმა „მესიამ“ შეგაცბუნა და განმარტებას ითხოვ.
ნუ შეცბუნდები. გაჭირვების ჟამს ნათქვამი სიტყვები, სანახევროდ ძალდაკარგულია: როდესაც შვილებს უბედურება ემართებათ, ისინი ამაში თავიანთ მშობლებს ადანაშაულებენ. არც ისე დიდი ხნის წინათ ჩემთან ერთი დედა ჩიოდა, რომ გარყვნილი ვაჟიშვილი თავს აბეზრებს, ფულს თხოვს, ხოლო როცა იგი საყვედურობს და ეუბნება, რომ ფულის ფანტვა არ შეიძლება, განრისხებული შვილი შეურაცხყოფს მას. ამგვარადვე ემართება ქრისტიანულ ეკლესიასაც - ყველა ქრისტიანი ხალხის სულიერ დედას... და ეს ხდება მისი წარმოშობის დღიდან, მას ადანაშაულებდა ყველა, ვისაც საკუთარი თავის დადანაშაულება არ სურდა და არ შეეძლო. ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ტერტულიანე წერდა: „თუკი ტიგროსი ან ნილოსი ნაპირებიდან გადმოვლენ, თუკი ზეცა წვიმას არ მოიღებს, ანდა ზღვა აღელდება და დედამიწას გააუდაბურებს, მაშინვე გაისმის ძახილი: „ქრისტიანები ლომების დავაგლეჯინოთ!“. ასევე გაისმის დღეს რუსეთში ხმა პროტესტისა ქრისტიანული რწმენის წინააღმდეგ, მიზეზი - ეკონომიკური კრიზისი, ესპანეთში - პოლიტიკური წარუმატებლობის მიზეზით, ხოლო ამერიკაში - უმუშევრობის, მაგრამ ყოველთვის ერთი და იმავეს ძახილი: „ქრისტიანები ლომებს დავაგლეჯინოთ!“
შენ კი, ქრისტეს მემკვიდრევ, იცოდე დევნილნი მოიხელებენ მდევნელთ. არცერთი რწმენა არ ყოფილა ისეთი დევნილი, როგორც ქრისტიანობა. გუშინაც, დღესაც და ხვალაც. ქრისტიანებისათვის ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის, რადგან ეს ყოველივე განჭვრიტა და იწინასწარმეტყველა მაცხოვარმა და ყველა ბრალისა და დევნის შესახებ წინასწარვე უქადაგა მორწმუნეებს: „გიხაროდენ და მხიარულ იყვენით“ (მათ. 5,12).
ჭეშმარიტად, ქრისტიანული რელიგია თავიდანვე ასწავლიდა ხალხს შრომას. მაგრამ ჩვენი რწმენა იმასაც გვასწავლიდა, რა არის საჭირო, ან რა არ არის საჭირო. და რამდენი რამეა ამერიკაში ისეთი, რაც არ არის საჭირო და ადამიანისათვის გამოუსადეგარია. შენ თავადაც ხედავ სიჭარბე წარმოებაში გულმოდგინე შრომით არ წარმოშობილა, არამედ დოლარებზე დახარბებამ გამოიწვია. ჩვენი რელიგია აღიარებს არა უბრალოდ შრომას, არამედ შრომას - უფლის შიშით, მოწყალებას და მოყვასის სიყვარულს. როცა შრომა ყოველივე იმისაგან გამოეყოფა, რაც მას ადამიანისათვის კეთილშობილსა და საპატიოს ხდის და ფულზე ხდება დამოკიდებული, მაშინ მას მსგავსად ყოველგვარი წყევლისა, მსოფლიოსათვის განადგურება მოაქვს არა ნაკლებად, ვიდრე - მცონარებას. მე არ შემიძლია, დავიჯერო, რომ შრომა, რაც უნდა დაძაბული იყოს იგი, თუკი უფლის შიშთან, მოწყალებასა და მოყვასის სიყვარულთანაა შეერთებული, შეიძლება, სახიფათო გახდეს ადამიანისათვის. კურთხევა არ ექნება არც ვეცხლისმოყვარის შრომას და არც მოწყალებას მცონარასი. ქრისტეს მცნებანი სრულყოფილებას თავის სისრულით წარმოგვიდგენენ და არა - განცალკევებულად, მსგავსად ხისა, დატოტვილი ვარჯითა და ნაყოფით, რადგანაც ერთი მოკვეთილი ტოტი ხმება და იღუპება. იცოდე, რჯული ქრისტესი - ძირითადი ქვაკუთხედი, კლდეა ხსნისა. როცა ადამიანები ამ ქვიდან ჩამოდიან, მაშინ მრავლდებიან კანონმდებელნი და კანონები, ურთიერთსაწინააღმდეგონი და ცალსახანი. ხოლო ეს კანონმდებელები და კანონები მათი - ქვიშაა, და როცა ქვიშაზე აღიმართება სახლი კაცობრიობისა, იგი ქრისტეს სიტყვებით რომ ვთქვათ, დაინგრევა და დაეცემა (იხ. მათ. 7,26-27).
მშვიდობა შენ და სიხარული უფლისაგან.
„მისიონერული წერილები“ (წერილი 77), თბილისი, 2005 წ.
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий