ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

მითოლოგია.

მითოლოგია (ბერძნ. μυθολογία, μῦθος მითოს — ამბავი, გადმოცემა; λόγος ლოგოს — მოძღვრება) არის მითების შესწავლელი დარგი, ასევე მითების ერთობლიობა. მითოლოგია, როგორც მეცნიერება, შეისწავლის მითების წარმოშობას, შინაარსს, კლასიფიკაციას და გავრცელებას. მითები წარმოადგენენ თქმულებებს ღმერთებზე, გმირებზე, დემონებზე, სულებზე, ბუნების მოვლენებზე, სამყაროსა და ციური სხეულების წარმოშობაზე და ასახავენ ადამიანთა წარმოდგენენ ადრეკლასობრივ საზოგადოებაში.

ყველაზე გავრცელებულია ძველი საბერძნეთის, ეგვიპტის, ინდოეთის მითები. მითოლოგიამ საუკუნეების განმავლობაში ასაზრდოვა ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ენები, ასაზრდოვებს დღესაც. მითი განუყოფელი ნაწილია ყოველი რელიგიისა, მათ აქვთ შეხვედრები, ორივესთვის დამახასიათებელია რწმენა ზებუნებრივი ძალებისა.


ქართული მითოლოგია

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია

ბერძნული მითოლოგია

გერმანული მითოლოგია

ეგვიპტური მითოლოგია

ინდური მითოლოგია

სკანდინავიური მითოლოგია

ინკების მითოლოგია

შუმერულ-აკადური მითოლოგია

ჩინური მითოლოგია

რომაული მითოლოგია

ეტრუსკული მითოლოგია

http://ka.wikipedia.org/wiki/მითოლოგია

***



შუმერული მითოლოგია.

შუმერული მითოლოგია – მესოპოტამიის უძველესი სახელმწიფოს შუმერის მითოლოგია.

ღმერთები შუმერების წარმოდგენაში ანთროპომორფულები იყვნენ, მათ ადამიანის სახე ჰქონდათ და არა ცხოველის ან სხვა არადამიანური არსებების, ისე როგორც ესაა ეგვიპტურ მითოლოგიაში. ღმერთების უძველეს სიაში მოხსენიებულია ექვსი ღმერთი - ენლილი, ანუ, ინანა, ენქი, ნანა და უტუ.

****


ბერძნული მითოლოგია.


გეა – დედამიწის განსახიერება. ჰესიოდეს მიხედვით იგი პირველად თავისთავად გამოეყო ქაოსს და შვა ურანოსი (ცა), მთები, პლანეტები და სხვა ამგვარი. ურანოსისაგან გეამ შვა ტიტანები, კიკლოპები, ჰეკატონხიერები (ასხელოვანი გოლიათები) და სხვა. გეა აგრეთვე ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად. გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ.



***

ინდური მითოლოგია.

ინდუსთა ღმერთების მითოლოგია — ერთ–ერთი უმდიდრესია მითოლოგია მსოფლიოში. რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა. შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული. ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.



Комментариев нет:

Отправить комментарий