ინდუსთა ღმერთების მითოლოგია — ერთ–ერთი უმდიდრესია მითოლოგია მსოფლიოში. რთული ბუნება ისეთი დიდი ღმერთებისა, როგორიცაა შემოქმედი ბრაჰმა, მხსნელი ვიშნუ და გამანადგურებელი შივა. შემოქმედებით, თავგადასავლებითა და რომანტიკით აღსავსე მრავალ მითშია გათამაშებული. ამ მითებში თავად ინდუიზმის დახვეწილი და კეთილშობილური სულია განსახიერებული. ღმერთებს მრავალი ინდური ტექსტი ასხამს ხოტბას და ზოგი მათგანი, მაგალითად, რიგ ვედა, ძალზე გრძელია. ეს ტექსტი, ახ.წ. XIX საუკუნის ბოლოდან "შრი ბჰაგავატა პურანა", იმ ვედების ბოლოდროინდელი ვერსიაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა.
ძველ ინდოეთში ინდრას კულტი ძლიერად იყო გავრცელებული, რომელიც შემდგომში ტრიმურტით და სხვა უფრო პოპულარული ღვთაებებით შეიცვალა.
ტრიმურტი ( „სამი სახე“) — სამი ღმერთის-ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას ერთიანობა, ერთება ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი. მაჰაბჰარატას დამატებაში-გარივანშაში ვკითხულობთ: „ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა; ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა.“ ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს-შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას. შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი-შივა, ხოლო მცველი ანუ შემნარჩუნებელი-ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული სამებაში. ტრიმურტს გამოსახავენ სამთავიან არსებად: შუაში ბრაჰმა, მარჯვნივ ვიშნუ და მარცხნივ შივა.
ბრაჰმა ( „შემოქმედი“) — ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი — მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.
ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.
ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.
ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა — კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.
ვიშნუ ( „ყოვლისმომცველი“) — ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით.
ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როცა მსოფლიოს საფრთხე ემუქრება.
ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
შივა ( ”კეთილი”) - ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით.
თუ ბრაჰმას ფუნქცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ავატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა.
შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება, იხ. ლინგამი.
****
სარასვატი ( „წყლებით მდიდარი“) — ინდუისტური სიბრძნის ქალღმერთი, ღვთაება ბრაჰმას მეუღლე.
სარასვატი მოიხსენიება რიგვედაში, სადაც იგი მდინარეთა და ტბათა მფარველი ღვთაებაა. მოგვიანებით იგი უკვე ძირითადად ხელოვან ადამიანთა ნიჭის მწყალობელი ქალღმერთია.
ლაკშმი („ბედნიერების მომტანი“) — ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.
ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როცა ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან — რადჰა.
მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.
ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.
დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.
საუკუნეების განმავლობაში მას ყველა მდედრ ღვთაებათა ფუნქცია დაეკისრა. დევის მანიფესტაციები მრავალია — ლაკშმი, სარასვატი, მაგრამ ყველაზე მეტად იგი გაიგივებულია შივას მეუღლე დურგასთან, რომელსაც თავის მხრივ დევის, როგორც მდედრი საწყისის, საპირისპირო ბუნების ფორმები მიეცა — მრისხანე კალი და ლმობიერი პარვატი.
ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ.
***
ვიშნუს ავატარები.
მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
რამა ( „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).
ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.
შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.
რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.
კრიშნა ( „შავი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.
კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.
ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.
მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.
ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია.
ბუდა ( ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული“) — ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მრავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.
***
ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს, სპილოს თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. „ბრძენი“ ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.
დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს — ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.
***
მურუგანი სკანდა, კარტიკეია (ტამილი: மு௫கன்) - ინდუისტური ღვთაება შივას და მისი მეუღლე დურგას შვილი, ომის ღმერთი.
არსებობს მის დაბადებასთან დაკავშირებული რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხველი ლეგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვთაებაში არიული სკანდა, იგივე კარტიკეია და დრავიდული მურუგანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა.
პარადოქსულია, რომ ომის ღვთაების კულტი სამხრეთ ინდოეთის მშვიდობამოყვარე ხალხებში ძლიერ არის გავრცელებული (მსოფლიოს ამ რეგიონში ისტორიას დიდი ომები არ ახსოვს).
***
სურია ( „მზე“) — ინდუისტური უძველესი მზის ღმერთი. მისი კულტი საუკუნეების განმავლობაში შესუსტდა და ადგილი დაუთმო უფრო „ახალ“ ღვთაებებს.
სურიასთან დაკავშირებულია ინდუიზმის ყველაზე „წმინდა“ სალოცავი ფორმულა — მანტრა გაიატრი.
***
რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.
ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.
ჰანუმანს თაყვანს სცემენ ასევე როგორც დემონებზე (მაგ. დაიტი), ნახევარ-ღმერთებზე (მაგ. კინარი), ეშმაკისეული სულებზე (მაგ. პიშაჩი) და სხვა ნეგატიური ძალებზე გამარჯვებულს (მაგ. დაკინი).

დურგა ( ”ძნელად შესაცნობი”) — ინდუიზმის ყველაზე მთავარი ქალღმერთი, გამანადგურებელი ღვთაება შივას მეუღლე.
დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.
დევი( „ქალღმერთი“) — ინდუიზმის უძველესი ნაყოფიერების ქალღმერთი.
საუკუნეების განმავლობაში მას ყველა მდედრ ღვთაებათა ფუნქცია დაეკისრა. დევის მანიფესტაციები მრავალია — ლაკშმი, სარასვატი, მაგრამ ყველაზე მეტად იგი გაიგივებულია შივას მეუღლე დურგასთან, რომელსაც თავის მხრივ დევის, როგორც მდედრი საწყისის, საპირისპირო ბუნების ფორმები მიეცა — მრისხანე კალი და ლმობიერი პარვატი.
პარვატი ( „მთისა“) — ინდუისტური ქალღმერთი დურგას, დამანგრეველი ღვთაება შივას მეუღლის, „ლმობიერი“ მანიფესტაცია, მრისხანე კალის საპირისპირო სახე. ინდუიზმში იგი ბრწყინვალებას, სათნოებას და სილამაზეს განასახიერებს.
ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ.
კალი, კალი მა (”შავი”) — ინდუისტური ქალღმერთი დურგას მრისხანე განსახიერება, ღვთაება შივას მეუღლე. მისი ლმობიერი ფორმაა პარვატი.
ინდუიზმის მიმდევრებისთვის იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბძოლას. მრისხანე ”დედა”, მა ჭეშმარიტების მისაღწევად რთულ გზაზე მოსიარულეთა მფარველია.***
ვიშნუს ავატარები.
მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.
რამა ( „შავი“, „მუქი“ ან „მომხიბლელი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).
ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.
შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.
რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.
კრიშნა ( „შავი“) — ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.
კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.
ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.
მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.
ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია.
ბუდა ( ბუდჰა, სიტყვასიტყვით „გასხივოსნებული“) — ბუდისტურ რელიგიაში არსება, რომელმაც მიაღწია უმაღლეს სიწმინდეს, ნირვანას. ბუდისტურ პანთეონში მრავალი ბუდა არსებობს, მაგრამ ამ სახელით უმეტესად მოიხსენიებენ ჩრდილოეთ ინდოეთში, თანამედროვე ნეპალის სამხრეთ საზღვარზე მცხოვრები შაკიების ტომის ბელადის ძეს სიდჰართა გაუტამას, რომელსაც ბუდიზმის შექმნას მიაწერენ.
***
განეშა ( „მხედართმთავარი“) — ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას.
ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს, სპილოს თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. „ბრძენი“ ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.
დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს — ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.
***
მურუგანი სკანდა, კარტიკეია (ტამილი: மு௫கன்) - ინდუისტური ღვთაება შივას და მისი მეუღლე დურგას შვილი, ომის ღმერთი.
არსებობს მის დაბადებასთან დაკავშირებული რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხველი ლეგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვთაებაში არიული სკანდა, იგივე კარტიკეია და დრავიდული მურუგანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა.
პარადოქსულია, რომ ომის ღვთაების კულტი სამხრეთ ინდოეთის მშვიდობამოყვარე ხალხებში ძლიერ არის გავრცელებული (მსოფლიოს ამ რეგიონში ისტორიას დიდი ომები არ ახსოვს).
***
სურია ( „მზე“) — ინდუისტური უძველესი მზის ღმერთი. მისი კულტი საუკუნეების განმავლობაში შესუსტდა და ადგილი დაუთმო უფრო „ახალ“ ღვთაებებს.
სურიასთან დაკავშირებულია ინდუიზმის ყველაზე „წმინდა“ სალოცავი ფორმულა — მანტრა გაიატრი.
***
რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.
ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.
ჰანუმანს თაყვანს სცემენ ასევე როგორც დემონებზე (მაგ. დაიტი), ნახევარ-ღმერთებზე (მაგ. კინარი), ეშმაკისეული სულებზე (მაგ. პიშაჩი) და სხვა ნეგატიური ძალებზე გამარჯვებულს (მაგ. დაკინი).
Комментариев нет:
Отправить комментарий