ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ჰომოსექსუალური ექსტრემიზმი და იუვენალური იუსტიცია ტრადიციული ოჯახისა და ეკლესიის წინააღმდეგ


1.   შესავალი

   დღესდღეობით საქართველო უმძიმეს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, დემოგრაფიულ თუ ჰუმანიტარულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი საბედისწერო კითხვად იქცა საზოგადოებისთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს არა რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ მოძრაობა, არა ეკონომიკა, მრეწველობა, ტურიზმი თუ სპორტი, არამედ სარწმუნოება და ზნეობრიობა გადაარჩენს. ამის უტყარ დასტურს საქართველოს ქრისტიანული ისტორია იძლევა.
   მოყვანილი თეზისის ნეგატიური პერიფრაზი ამბობს: უღმერთობა და უზნეობა დაღუპავს საქართველოს. აპოკალიფსური ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ნიშნებიც ეს არის: ღმრთისმბრძოლობა და უზნეობა. ორივე მოვლენა სულ უფრო მზარდი ტემპებით მეტასტაზირებს მსოფლიოში. ჩვენ ამ მოვლენის ყველა ასპექტს მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, ხოლო მოხსენებისათვის კონცენტრირებას ჰომოსექსუალიზმის მოვლენაზე შევაჩერებთ, რადგან უზნეობათა მრავალფეროვნებაში სწორედ ჰომოსექსუალიზმი გამოდის მთავარ მოქმედ პირად, მედროშედ, რომელიც ცდილობს კანონშემოქმედებითი ექსტრემიზმით ებრძლოს ისეთ ერთობებს, ინსტიტუციებს, მოვლენებსა დაკატეგორიებს, როგორიცაა ეკლესია, ოჯახი,ტრადიციული საზოგადოება და მისი კულტურა, ეროვნული ცნობიერება, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, უმწიკლოება და ზნეობრიობა. თუკი რელიგიურ ასპექტში ეკუმენიზმია ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ მბრძოლთა მედროშე, უზნეობის აპოლოგეტთა მედროშე ჰომოსექსუალიზმია.
დღესდღეობით ჰომოსექსუალების მიერ ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით შემუშავებულმა და პროპაგანდირებულმა შეხედულებათა სისტემამ მიიღო იდეოლოგიის ფორმა და ხარისხი. ამასთან მუდმივად და მკაფიოდ გამოხატული მისი ერთ-ერთი თვისებაა აგრესიულობა იმ პირთა მიმართ, რომელებიც არ იზიარებენ ჰომოსექსუალურ შეხედულებებს, უარს ამბობენ, მოექცნენ მისი ზემოქმედების ქვეშ. აგრესიული სოციალურ-ფსიქოლოგიური ხასიათი ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიისა გამოიხატებაიმით, რომ ეს იდეოლოგია:
1)      მიმართულია არაჰომოსექსუალ პირთა იძულებაზე, ცნონ ჰომოექსუალიზმის ძირითადი იდეებისა და იდეოლოგიის მართებულობა, მთავარი იდეის ჩათვლით იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა არის სოციალური ნორმა, უფრო პრესტიჟული, მიმზიდველი და ცხოვრების ელიტარული სახე;
2)      იყენებს მასირებულ პროზელიტურ ზემოქმედებას მოსახლეობის ფართო წრეებზე (მასობრივ ჩათრევას), ახალგაზრდობის ჩათვლით, მათი სექსუალური ორიენტაციის, მათი ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულების სრული და გამოხატული იგნორირებით, მათი თანხმობის იგნორირებით, მოექცნენ ასეთი ინფორმაციული ზემოქმედების ქვეშ, ასევე მოქალაქეების პრივატული სივრცისა და თავიანთი შვილების აღზრდის უფლების იგნორირებით;
3)      ისწრაფვის, გამოიყენოს სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტები და რესურსები იმ მიზნით, რომ განხორციელდეს ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგიის იძულებითი პროპაგანდა; ასევე, - იმ პირთა წინააღმდეგ ბრძოლისათვის, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ ჰომოსექსუალიზმის კრიტიკასა და მის მიუღებლობას; ასევე - საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროში ჰომოსექსუალიზმის განმსაზღვრელი  უპირატესობის მოპოვებისათვის;
4)      საკანონმდებლო იძულების წესით ცდილობს აკრძალოს ჰომოსექსუალიზმის ნებისმიერი კრიტიკა, შეაფასოს ჰომოსექსუალობის შესახებ ნებისმიერი კრიტიკული აზრი,როგორც  ჰომოსექსუალისტების „უფლებების დარღვევა“ და მათი „დისკრიმინაცია“;
5)      მამაკაცური ჰომოსექსუალიზმის შემთხვევაში, ამჟღავნებს ნორმალური სექსუალური (ჰეტეროსექსუალური) ორიენტაციის მქონე ქალებისადმი  დამამცირებელ, უკიდურესად შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას;
6)      აქტიურად იღვწის საზოგადოების ტრადიციული ზნეობრივი საფუძვლების, ზნეობრივი ოჯახური ღირებულებებისა და ოჯახის ინსტიტუტის საფუძვლების მოსაშლელად.
2. ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა
სამეცნიერო სტატისტიკა ამბობს, რომ 2-2.5% ადამიანებს აქვთ ჰომოსექსუალური ფანტაზიები, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი ჰომოსექსუალები არიან. მათი რაოდენობა, ვინც ჰომოსექსუალურ პარქტიკას ეწევა, 1%-ზე ნაკლებია. აშშ-ს დღევანდელი სტატისტიკა გვეუბნება, რომ აშშ-ს  მოსახლეობის 3% თავს სექსუალურ უმცირესობებს განაკუთვნებს.მათ შორის არიან ისინიც, რომლებიც არ არიან ჰომოსექსუალური პრაქტიკით დაკავებულნი, არამედ გარკვეული ლტოლვისა თუ სხვა მოსაზრებების გამო განაკუთვნებენ თავს ჰომოსექსუალებს. რელაური გათვლებით აშშ-ში ჰომოსექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები დაახლოებით მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.
   ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა სანერგეა. შიდსი პირველად დაფიქსირდა 1981 წელს. იგი დაუფიქსირდა MSM  კატეგორიის (მამაკაცი, რომელსაც მამაკაცთან ჰქონდა სექსი) ჰომოსექსუალს. აშშ-ში შიდსით დაავადებულთაგან 24% ქალია, 76%- კაცი.  ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოკვლევით დასახელებული 76%-დან 67% მხოლოდ MSM კატეგორიისაა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შიდსი, ძირითადად, ჰომოსექსუალური პრობლემაა. (საერთო სტატისტიკით, შიდსით დაავადებულთაგან 76% ჰომოსექსუალია). ეს რომ ჰეტეროსექსუალური პრობლემაც იყოს, მაშინ გადანაწილება დაახლოებით თანაბარი იქნებოდა. მართალია, ნარკომანიაც იწვევს შიდსით დაავადების რისკ-ფაქტორის გაზრდას, მაგრამ MSM კატეგორიის ჰომოსექსუალთა რისკ-ფაქტორი 10-ჯერ აღემატება ნარკომანთა რისკ-ფაქტორს. 2000 წლისათვის სიფილისის დიდი აფეთქება იყო სან-ფრანცისკოსა და ლოს-ანჟელესში, სადაც ჰომოსექსუალიზმი უფრო მეტადაა გავრცელებული.
   ჯერ კიდევ 3 ათეული წლის წინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ავადმყოფობათა ნუსხაში ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიად იყო მიჩნეული. ჰომოსექსუალთა ზეწოლით ჰომოსექსუალიზმი ამ ნუსხიდან ამოიღეს. მაგრამ, ცხადია, ამით ჰომოსექსუალიზმის პათოლოგიური ბუნება არ შეცვლილა. მრავალი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ ჰომოსექსუალიზმი პათოლოგიაა. ერთ-ერთი ასეთი გამოკვლევა, რომლის გასაიდუმლოებასაც საგულდაგულოდ ცდილობენ, არის ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალი მამაკაცის ჰიპოფიზის (hypophisis) ზომა 4-ჯერ აღემატება ნორმალური ადამიანისას. მედიცინაში მიჩნეულია, რომ თუ პაციენტს ჰიპოფიზი 15-20%-ით გაეზარდა, ეს უკვე პათოლოგიაა. თუ ორჯერ გაეზარდა, მაშინ უკვე ქირურგიული ჩარევა, ჰიპოფიზეკტომია ხდება. ჰომოსექსუალებს კი 4-ჯერ, ანუ 400%-ით აქვთ გაზრდილი.
   შედარებისათვის მოვიყვანთ, რომ ორსულ ქალებს ჰიპოფიზი ზოგჯერ თითქმის 2-ჯერ ეზრდებათ, ვინაიდან მან უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ დედის, არამედ ნაყოფის ნორმალური განვითარებაც. ისიც ცნობილია, რომ ორსულ ქალებს ემოციონალური აღქმის უნარი რამდენადმე ეცვლებათ (ე.წ. მიზეზიანობა). ეხლა წარმოიდგინეთ, თუ როგორ აქვს დამახინჯებული ემოციონალური აღქმა ადამიანს, რომელიც ორსულ ქალზე 2-ჯერ მეტ ჰორმონებს გამოიმუშავებს. იგი ძლიერ ჰორმონალურ დარტყმას განიცდის. ეს, რა თქმა უნდა, პათოლოგიაა. ასეთი ადამიანები უმაღლეს ხელისუფლებაში კი არა, ადამიანთა მცირე ჯგუფის სამართავადაც არ გამოდგებიან, იმდენად დამახინჯებული აქვთ მათ რეალობის აღქმის უნარი, იმდენად არაადეკვატურია მათი რეაქცია და არ აქვთ ადეკვატური გადაწყვეტრილების მიღების უნარი. ჩვენ არ ვანბობთ, რომ ჰომოსექსუალები უნდა იდევნებოდნენ, არამედ ვამბობთ, რომ ისინი  სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სულიერ მკურნალობას საჭიროებენ. განკურნებამდე, როგორც არაქმედითუნარიანნი და არაადეკვატურნი, ისევე, როგორც, ვთქვათ, ფსიქიური აშლილობის მქონე ავადმყოფები, არ შეიძლება დაშვებულ იქნენ ხელმძღვანელ თანამდებობებზე. აი, ასეთი მეტად საგულისხმო სამედიცინო ფაქტის დამალვა სურთ ჰომოსექსუალთა პატრონებს და მრავალმა მედიკოსმაც კი არ იცის ამის შესახებ.
   აშშ-ს სტატისტიკა სხვა საინტერესო ფაქტებსაც გვაწვდის: ჰომოსექსუალ მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა 45-47 წელია, მათგან მხოლოდ 3% თუ აღწევს 47 წელს, მაშინ როდესაც  სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა აშშ-ში 78 წელია. არის გამოკვლევა, რომელიც ადასტურებს: გამოკითხულ მამაკაც ჰომოსექსუალთაგან 24%-სჰყავდა 100 პარტნიორზე მეტი, 40%-ს - 500-ზე მეტი, ხოლო 28%-ს 1000 პარტნიორზე მეტი. ესეც არის ჰომოსექსუალთა უკიდურესად აღგზნებული ემოციური მდგომარეობის შედეგი: მუდმივი დაუკმაყოფილებლობისა და უკმარობის გრძნობა თან სდევთ მათ.
   კიდევ მრავალი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ სტატისტიკიდან თუ სამედიცინო მეცნიერული დასკვნებიდან. ჰომოსექსუალები ჰეტეროსექსუალებზე უფრო ხშირად იდენდნენ მკვლელობებსა და თვითმკვლელობებს, ავადდებიან ბ და ც ჰეპატიტით, სიფილისით და მრავალი სხვა სისხლით გადამდები სიცოცხლისთვის საშიში დაავადებით. აშშ-ში, მაგალითისათვის, თუ მამაკაცს თავისი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონდა  კავშირი მამაკაცთან, მას მთელი სიცოცხლის მანძილზე ეკრძალება დონორობა, რადგან მიიჩნევა არასაიმედო, მაღალი რისკ-ფაქტორის მატარებელ სუბიექტად, დააკვირდით - მთელი სიცოცხლის მანძილზე, - ეს ფაქტი მეტად მეტყველია. მსგავსი ნორმებია დონორობასთან დაკავშირებით მთელ რიგ სხვა ქვეყნებშიც.

3. ჰომოსექსუალიზმი და იუვენალური იუსტიცია ეკლესიისა და ოჯახის წინააღმდეგ.

დემოკრატია -უმცირესობისდიქტატურაა. დემოკრატიისასეთგანმარტებას კიდევ ერთხელ ადასტურებს სიტუაცია, რომელიც ჩამოყალიბდა დღევანდელ მსოფლიოში. ამის დასტურია ჰომოსექსუალისტების ექსტრემისტული-რასისტული ძალადობა უმრავლესობაზე. სულ რაღაც 37-იოდე წლის წინ ამერიკაში   ჰომოსექსუალიზმისათვის ციხეში სვამდნენ. დღეს შეიძლება ციხეში  ჩაგსვან ჰომოსექსუალიზმის კრიტიკისათვის.
ჰომოსექსუალები უკიდურესად აქტიურები არიან. ჯერ მათ მიაღწიეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, შემდეგ დაიწყეს თავიანთი „ფასეულობების“ უმრავლესობისათვის თავს მოხვევა, დაიწყეს მოთხოვნა არა მარტო ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზებისა, არამედ მისი პროპაგანდის უფლებისა, დაწყებული საბავშვო ბაღიდან და სკოლიდან.
  სულ რაღაც 37-40 წლის განმავლობაში  ჰომოსექსუალებმა შემდეგი ეტაპები განვლეს საკანონმდებლო სივრცეში: 1) პირველ ეტაპზე ჰომოსექსუალები ითხოვდნენ იმ კანონების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ისინი ისჯებოდნენ, ანუ მაღწიეს ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციას; 2) ამას რომ მიაღწიეს, მეორე ეტაპზე მათ დაიწყეს ბრძოლა თანაბარი უფლებების მოპოვებისათვის და მიაღწიეს ამას, თუმცა ესეც მათთვის ცოტა აღმოჩნდა; 3) მესამე ეტაპზე მათ მიაღწიეს უმცირესობის სტატუსის მოპოვებას, რამაც მათ მისცა პრივილეგიები და ისეთი უფლებები, რაც უმრავლესობას არ გააჩნია, მაგრამ ესეც არ იყო მათთვის საკმარისი; 4) მეოთხე ეტაპზე მათ დაიწყეს ბრძოლა უმრავლესობის კრიმინალიზირებისათვის, ანუ სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის მათთვის, ვინც არ ეთანხმება ჰომოსექსუალიზმს და საჯაროდ გამოთქვამს თავის აზრს ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერი საჯარო ნეგატიური გამოსვლა (მაგ. იმის თქმა, რომ ჰომოსექსუალები რისკ-ჯგუფის წარმომადგენელები არიან, ან, რომ ჰომოსექსუალიზმი ცოდვაა და ა.შ.) განხილულ იქნება, როგორც კრიმინალური დანაშაული. ანუ სულ რაღაც 37  წლის განმავლობაში ჰომოსექსუალებმა მოიხსენეს კრიმინალის სტატუსი და იგი უმრავლესობას დაადეს. პირველ რიგში, დარტყმის საგნები ხდებიან რელიგიური საკრებულოები. დიდ ბრიტანეთში და შვეციაში ეს კანონი უკვე მოქმედებს. ანუ შემდეგი ეტაპია ეკლესიის დევნა.
   ჰომოსექსუალიზმის მთავარი სამიზნე ოჯახი და ეკლესიაა. ამაში მას ეხმარება იუვენალური იუსტიცია. იუვენალური იუსტიცია მშობლებისაგან მოითხოვს თავიანთი შვილებისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. თუკი შვილები თხოვენ მშობლებს ფულს ნარკოტიკებისათვის, მშობლები ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ მათი თხოვნა. მშობლებს არა აქვთ უფლება განსაზღვრონ შვილების სექსუალური ორიენტაცია. მშობლებს უკვე არაფრის უფლება აღარ აქვთ. ირღვევა ღმრთის მიერ დადგენილი ოჯახური იერარქია.
   ნებისმიერი ქმედითუნარიანი სისტემა, იქნება ეს ტექნიკური თუ საზოგადოებრივი, იერარქიას ემყარება.  „ქალი ემორჩილებოდეს ქმარს“ - ასე ამბობს უფალი. წმიდა წერილში იკურთხება მორჩილების იერარქია ზემოდან ქვემომდე, რითაც განისაზღვრება როგორც ოჯახის, ისე სახელმწიფოს კეთილმყოფობა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კლარა ცეტკინმა საზოგადოების „ემანსიპირება“ მოახდინა (დაწესდა დღე - 8 მარტი), რის შედეგადაც დღეს განქორწინებების რაოდენობამ გადააჭარბა ქორწინებების რაოდენობას, ხოლო აბორტების რაოდენობამ ცალკეულ ქვეყნებში გადააჭარბა გაჩენილ ბავშვთა რაოდენობას.   
   2007 წლის ოქტომბერში კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ავალდებულებს სკოლებს, მოახდინონ  ჰომოსექსუალური ცხოვრების წესის დადებითი გაშუქება და აქტიური პროპაგანდა ბავშვებისთვის, ხოლო მასწავლებლებისათვის გარკვეული პერსონალი ატარებს ტრენინგებს, რომლებიც ნერგავენ ჰომოსექსუალების, ტრანსსექსუალების, ბისექსუალებისა და პედოფილების მიმართ ტოლერანტობას. აშშ-ს კანონმდებლობით არც მშობლებს, არც ბავშვებს, არც მასწავლებლებს არ შუძლიათ თავიანთი რელიგიური თუ სხვა მოსაზრებების გამო უარი თქვან ამ კანონის შესრულებაზე. მართალია, ასეთი სიტუაცია უმრავლეს შტატში ჯერჯერობით არ არის და მრავალ შტატში სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასა და გავრცელებას, როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოებრივი და რელიგიური ჯგუფების მხრიდან, მაგრამ ორი შტატიც უკვე პრეცედენტს იძლევა და აძლევს ჰომოსექსუალებს იმის საშუალებას, რომ ანალოგიური სიტუაციის დამკვიდრებისათვის სხვა შტატებშიც იბრძოლონ.
   ხსენებული კანონის ერთ-ერთი გამოვლინებაა - სკოლებში მესამე სახის ტუალეტების გახსნა, რომლებშიც შეუძლიათ იარონ როგორც გოგონებმა, ისე ბიჭებმა. წარწერები „M“ და „W“, თურმე, დისკრიმანაციას წარმოადგენს იმ ადამინის მიმართ, რომელიც თავს „სხვად“ მიიჩნევს.
   მანდატი ვრცელდება საბავშვო ბაღიდან უნივერსიტეტამდე. ეს ეხება სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იმ კერძო სასწავლო დაწესებულებებს, რომლებიც შტატისაგან ფედერალურ დახმარებას იღებენ.
   ფლორიდას შტატში ჰომოსექსუალები ისე გათავხედდნენ, რომ საზოგადოებრივ ტუალეტებში ბავშვების თვალწინ აწყობენ ორგიებს.
   ჰომოსექსუალები ხელში იგდებენ საინფორმაციო სივრცეს, აკანონებენ თავიათ ცოდვას, როგორც ცხოვრების ნორმას. „ხელოვნების“, მუსიკის, კინოს, მხატვრობის, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით მიმდინარეობს „გეი-კულტურის“ პროპაგანდა.
   პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დასავლეთის ბანკების დაფინანსებით ფეხს იკიდებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც უკვე ნერგავენ სექსსივრცის, იუვენალური იუსტიციის ელემენტებს, წარმოებს სოდომური ცოდვის პროპაგანდა. ევროსაბჭოში შესვლის მსურველებს მათი კანონებისა და „ღირებულებების“ მიღება მოეთხოვებათ. ჩვენს თვალწინ ხდება ოჯახის ნგრევის საერთაშორისო პროგრამის რეალიზება.
   ჰომოსექსუალურ წყვილს, ბუნებრივია, არ შეიძლება ჰყავდეს შთამომავლობა. ჰომოსექსუალიზმს ადამიანის მოდგმის გადაგვარებამდე მივყავართ. ღმერთმა მოდგმის გაგრძელებისათვის  შექმნა კაცი და ქალი. მათ კავშირს, ქორწინებას, ემყარება კაცობრიობის გამრავლება, რეგენერაცია. ამის საპირისპიროდ, ერთსქესიანი ქორწინებები ემსახურება არა რეგენერაციას, არამედ დეგენერაციას, დემოგრაფიულ კატასტროფას, გენოციდსა და გადაგვარებას. ამიტომ ჰომოსექსუალების გადაგვარებისა და დეგენერაციის ადეპტებად სახელდება არის არა შეურაცხყოფა, არამედ ფაქტი, რომელიც სავსებით განსაზღვრავს მათი იდეოლოგიის არსს.
   როგორც აღვნიშნეთ, ჰომოსექსუალისტებისათვის ორი სტრუქტურის დანგრევაა მნიშვნელოვანი - ოჯახის და ეკლესიის. ბრიტანული კომპანია CAN elsen, რომელმაც გამოკითხვა 41 ქვეყანაში აწარმოა, მივიდა დასკვნამდე, რომ დღევანდელი ტენდენციების პირობებში ქორწინების ინსტიტუტი 2050 წლამდე თუ გასტანს. თუ რომელიმე ქვეყანაში დააკანონებენ ერთსქესიან ქორწინებას, მაშინ დარტყმა მიადგება ყველა პროოჯახურ ორგანიზაციას, მათ შორის ეკლესიას. ანუ ეკლესიაზე შეტევა არის ჰომოსექსუალიზმის მთავრი მიზანი. ეს შეტევა მათ შეუძლიათ განახორციელონ, ძირითადად, საკანონმდებლო ორგანოების საშუალებით.
   ამერიკის „ეკლესიების“ 90% ამბობს, რომ ეს გადაგვარების ადეპტები, ჰომოსექსუალები უნდა გვიყვარდეს, და ცნებაში „გვიყვარდეს“ ავითარებენ აზრს, რომ ისინი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორნიც არიან, და რომ მათ უნდა მივცეთ ყველაფერის კეთების უფლება, ყოველივე იმისა, რაც მათ მოეპრიანებათ. ბუნებრივია, რომ „ეკლესიები“, რომლებიც ჭეშმარიტებას დაშორდნენ, ზნეობრიობის ჭეშმარიტი დამცველები ვეღარ იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათი წარმომადგენელი დღეს გამოდის ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ.
   კაცობრიობის ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ადამიანური ბუნება არ იმყოფება ზნეობრივ ფასეულობებთან და ნორმებთან კავშირში, მაშინ იგი სექსს დომინირების უფლებას აძლევს, და ეს ვლინდება, როგორც ცალკეული ადამიანების ცხოვრებაში, ისე მთელი საზაოგადოების ცხოვრებაში, რაც საკუთრივ საზოგადოებისათვის დამანგრეველია. მრავალი ცივილიზაცია თავის განვითარებას წყვეტდა იმის გამო, რომ არ ჰქონდა სექსუალობის გამოვლენის მიმართ რაიმე შეზღუდვა.
   ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, ლენინის ინიციატივით დაიწყო სექსუალური რევოლუცია (იმ დროინდელი ცნობილი ლოზუნგია „комсомолка комсомольцу не откажет“), ასევე გაუქმდა ჰომოსექსულიზმის სისხლის სამართლებრივი დევნა. მაგრამ დაინახა რა ჰომოსექსუალიზმის ასეთი თავისუფლების დამანგრეველი შედეგები სახელწიფოსათვის (და პირველ რიგში ჯარისათვის), საბჭთა ხელისუფლებამ 1934 წელს შეიტანა სათანადო ნორმები საისხლის სამართლის კოდექსში. საბჭოთა კავშირის გაუქმების შემდეგ, 90-იან წლებში ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დასავლეთის ქვეყნების ზეწოლით გაუქმდა შესაბამის დებულებები კანონმდებლობაში, რამაც ჰომოსექსუალიზმის აპოლოგეტებს მოქმედების საშუალება მისცა და რამაც უკვე დღეს ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოების ჯანმრთელობაზე. უღმერთო კუმუნისტურ რეჟიმს 17 წელი დასჭირდა იმისათვის, რათა გაეცნობიერებინა საფრთხე და გაესწორებინა შეცდომა, ხოლო თითქოს ღმრთისკენ შემობრუნებული საზოგადოება კი სათანადოდ ვერ აფასებს ჰომოსექსუალიზმის საფრთხეს და არ ითხოვს ხელისუფლებისაგან  ჰომოსექსუალიზმის შეზღუდვას.
      შეიძლება საქართველოს კონსტიტუციაში გამოკვეთილად არ იყოს იმის მსგავსი ფორმულირება, როგორიცაა, მაგალითად უკრაინის კონსტიტუციის 49-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ „სახელმწიფო უზრუნველყოფს სანიტარულ-ეპიდემიურ კეთილდღეობას“, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოშიც სახელმწიფო უნდა იყოს სანიტარულ-ეპიდემიურ კეთილდღეობის გარანტი. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამბობს, რომ „ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში“, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მკაცრად უნდა რეაგირებდეს იმაზე, რომ ჰომოსექსუალური გარემო წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებათა აქტიურ სანერგეს და რეალურ საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სანიტარულ-ეპიდემიურ კეთილდრეობას.
     საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამბობს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“, ხოლო მე-3 პუნქტი აღნიშნავს, რომ „დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“. კონსტიტუციის ამ მუხლის დასაცავად სახელმწიფო აქტიურ ნაბიჯებს უნდა დგამდეს ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლის გზაზე, როგორც მოვლენასთან, რომელიც ღიად ხელყოფს ოჯახის ფასეულობების შესახებ ძირითად კანონში აღნიშნულ პრინციპებს, საფრთხეს უქმნის თავად ოჯახის ინსტიტუტს, დედა-შვილობას, საზოგადოდ, ერის გამრავლებას და მიმართულია ერის გენოციდისა და გადაგვარებისაკენ. მედიცინა, პედაგოგიკა, სოციოლოგია და სხვა დარგები მეცნიერეულად ასაბუთებენ, რომ ბავშვი ფიზიოლოგიურად და ფსიქიურად სულფასოვნად ვითარდება მხოლოდ ტრადიციულ ოჯახში, რომელიც დადგენილია ღმრთის განგებით და რომელშიც მოქმედებს ასევე ღმრთის განგებით დადგენილი იერარქია. განსხვავებულ შემთხვევებში რისკ-ფაქტორი იმისა, რომ ბავშვი ჩამოყალიბდეს ასოციალურ, კრიმინალისკენ მიდრეკილ, სექსუალურად გადახრილ პიროვნებად, განუზომლად იზრდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელოება და მრევლი ჰომოსექსუალისტების მიმართ თავიანთ დამოკიდებულებას აგებენ ქრისტიანული სწავლების საფუძველზე. სამღვდელოება  ჰომოსექსუალისტებს ეკიდება მწყემსობრივი პასუხისმგებლობით, ეკლესიის წევრები, მათ შორის მრევლი კი - ქრისტიანული ურთიერთობის, სულიერი დახმარების, ლოცვითი დახმარების პრინციპიდან გამომდინარე. ეკლესია ცდილობსისეთი თანადგომის აღმოჩენას, რომ ჰომოსექსუალებმა შეძლონ თავიანთი ცოდვის დატევება.  ეკლესიის სწავლება არაორაზროვნად რაცხავს ჰომოსექსუალიზმს ცოდვად (თავისი ქრისტიანული სწავლების საფუძველზე, რომელიც დაცულია რწმენისთავისუფლებისგარანტიით), მაგრამ ამავდროულად აცხადებს, რომ საჭიროა ჰომოსექსუალისტებისათვის  ქრისტიანული თანადგომის აღმოჩენა. ამიტომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, ვილაპარაკოთ ეკლესიის მხრიდანჰომოსექსუალისტების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციისკენ  მოწოდებებზე.
   ჰომოსექსუალიზმის შეზღუდვის შესახებ საკნონმდებლო ნორმები სასწრაფოდ მისაღებია, რაც კეთილად აისახება საზოგადოების სიჯანსაღეზე. რაც უფრო სწრაფად იქნება ასეთი ნაბიჯები გადაგმული, მით უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს ეს მოვლენა საზოგადოებას.
   ჰომოსექსუალიზმი დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობასა და სტაბილურობას ცალკეულ ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში. ამის დასტურად მოვიყვანთ ე.წ. „გეების მანიფესტს“, რომელიც შეადგინა მაიკლ სვიფტმა (Michael Swift). იგი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ«Gay Community News»-ში, 1987 წლის თებერვალში, შემდგომში მრავალჯერ გადაიბეჭდა და გამოქვეყნდა სხვადასხვა გამოცემებში.
ეს მანიფესტი წარმოადგენს  ნორმალური სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებისადმი სიძულვილისა და მტრობის, ამ პირების ადამიანური ღირსების დამცირებისა და მათი მისამართითაღვირახსნილი შეურაცხყოფის, მათი ფიზიკური განადგურებისკენ მოწოდებებისკვინტესენციას.
ამ მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, რომელსაც საზოგადოების მხრიდან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგები შეეცადნენ მანიპულატიურად დაერწმუნებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო „ხუმრობა“, „სატირა“, „პაროდია“ და საერთოთ „ნაყალბევი“, ამასთან თვითონაც ვერ შეთანხმდნენ იმაში, თუ რა იყო ეს, „ხუმრობა“ თუ „ნაყალბევი“. მაგრამ თუ ამ მასალის შინაარსის ანალიზს დავეყრდნობით, მაშინ არ რჩება არავითარი საფუძველი იმისა, რომ იგი ხუმრობად, სატირად თუ პაროდიად აღვიქვათ - ეს არის რასისტული და ექსტრემისტული აზრებით გაჯერებული ტექსტი.ამ მასალაში გამოთქმული სავსებით გარკვეული ექსტრემისტული დამოკიდებულება ნორმალური სექსუალური ორიენტაციის პირებისადმი დადასტურებას პოულობს სხვა მასალებშიც, რომლებიც შეიცავენ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.


* * *

The Gay Manifesto

Michael Swift
First Published in Gay Community News, Feb. 15-21, 1987

გეების მანიფესტი

ჩვენ სექსუალურად გამოვიყენებთ თქვენს ვაჟიშვილებს, თქვენი უსუსური კაცობის, ბანალური ოცნებებისა და უგემოვნო სიცრუის იმედებს. ჩვენ მათ ვაცდუნებთ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, გასახდელებში, სპორტდარბაზებში, სემინარიებში, ახალგაზრდულ ჯგუფებში, კინო-თეატრების ტუალეტებში, სამხედრო კაზარმებში, მოტელებში, მამაკაცთა კლუბებში და პარლამენტის შენობებში. ყველგან, სადაც მამაკაცები ხვდებიან სხვა მამაკაცებს, ისინი ჩვენი იმიჯის რევანშირებას ახდენენ. მათ ექნებათ ჩვენი  მწველი სურვილი და გაგვაღმერთებენ ჩვენ.

ქალებო, იქვითინეთ თავისუფლებაზე. თქვენ ამბობთ, რომ კაცები თქვენ უკვე აღარ გაკმაყოფილებენ, რომ ისინი ანგრევენ თქვენს ბედნიერებას. კი ბატონი, ჩვენ ვართ კაცის იერ-სახის, კაცის სხეულის მცოდნენი და ჩვენ ჩამოგართმევთ მათ თქვენ. ჩვენ მათ გავართობთ, ჩვენ მათ ვასწავლით.  როცა ისინი იტირებენ, ჩვენ მათ ვანუგეშებთ.

ქალებო, თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ ერთმანეთთან იცხოვროთ კაცების გარეშე. კი ბატონო, წადით და იცხოვრეთ ერთმანეთთან. ჩვენ ვაჩუქებთ თქვენს კაცებს მათთვის აქამომდე არნახულ სიამოვნებას, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ საუკეთესო მამაკაცები ვართ მამაკაცთა შორის. და მხოლოდ მამაკაცმა იცის, თუ როგორ ასიამოვნოს სხვა მამაკაცს. მხოლოდ მამაკაცს შეუძლია ჩაწვდეს  სხვა მამაკაცის გრძნობებისა და განცდების სიღრმეს,  გონებასა და სხეულს.

თქვენი კანონები, რომლებიც კრძალავენ ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ახალი კანონმდებლობა წაახალისებს მამაკაცებს შორის სიყვარულს. ყველა ჰომოსექსუალისტმა მხარი მხარს უნდა მისცეს, როგორც ძმებმა, ჩვენ ერთნი უნდა ვიყოთ ხელოვნებასა და ფილოსოფიაში, ერთნი სოციალურად, პოლიტიკურად და ფინანსურად. ჩვენ  მხოლოდ მაშინ ვიზეიმებთ ტრიუმფს, როდესაც შევძლებთ ჩვენს ბოროტ ჰეტეროსექსუალურ მტერს ერთიანი სახე ვაჩვენოთ.

თუ თქვენ გაბედავთ და გვიწოდებთ ჩვენ ცისფრებს ან პედერასტებს, ჩვენ განვგმირავთ თქვენს მხდალ გულებს და წავბილწავთ თქვენს მკვდარ უბადრუკ სხეულებს.

ჩვენ დავწერთ ლექსებს მამაკაცებს შორის სიყვარულზე. ჩვენ დავდგავთ სპექტაკლებს, რომლებშიც მამაკაცები ღიად ეალერსებიან მამაკაცებს. ჩვენ გადავიღებთ ფილმებს მამაც გმირებს შორის სიყვარულზე, რომლებიც შეცვლიან თქვენს იაფფასიან, ხელოვნურ, სენტიმენტალურ, მოსაწყენ, ინფანტილურ ჰეტეროსექსუალურ ვნებებს, მათ, რომლებიც დღეს დომინირებებნ კინოდარბაზებში. ჩვენ გამოვაქანდაკებთ ლამაზი ახალგაზრდა მამაკაცების, გაბედული ათლეტების ქანდაკებებს და დავდგამთ მათ თქვენს პარკებში, მოედნებზე და სავაჭრო რიგებში. მსოფლიო მუზეუმები გაივსება შესანიშნავი შიშველი ჭაბუკების გამოსახულებებით.  ჩვენი მწერლები და მუსიკოსები მამაკაცებს შორის სიყვარულს მოდურს გახდიან და პრესტიჟულად აქცევენ მას, და ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ექსპერტები სტილის პოპულარიზაციის საქმეში. ჩვენ განვდევნით ჰეტეროსექსუალურ კავშირებს იუმორისა და სატირის მეშვეობით, იმ საშუალებების გამოყენებით, რომელთა გამოყენება პროფესიონალურად შეგვიძლია. 

ჩვენ ჩამოვხსნით ნიღაბს გავლენიან ჰომოსექსუალისტებს, რომლებიც თავს ჰეტეროსექსუალებად ასაღებენ. თქვენ შეძრწუნდებით და შეშინდებით, როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი პრეზიდენტები და მათი ვაჟიშვილები, თქვენი მეწარმეები და სენატორები, თქვენი მერები და გენერლები, თქვენი ათლეტები და კინოვარსკვლავები, თქვენი დიქტორები და საზოგადო მოღვაწეები, თქვენი მღვდლები არ არიან ჩვეულებრივი და საიმედო ჰეტეროსექსუალი ბურჟუები, როგორებიც თქვენ ისინი გეგონათ.

ჩვენ ყველგან ვართ - ჩვენ შევაღწიეთ თქვენს რიგებში. ფრთხილად იყავით, როდესაც საუბრობთ ჰომოსექსუალების შესახებ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის თქვენს შორის ვართ: შესაძლოა,  თქვენს პირდაპირ ვზივართ ან თქვენთან ერთად გვძინავს ერთ საწოლში.

კომპრომისები არ იქნება. ჩვენ არა ვართ  საშუალო კლასის დოყლაპიები. ჩვენ ბუნებით ადამიანის რასის ინტელექტუალები და არისტოკრატები ვართ, ხოლო ცისფერი სისხლი არასდროს წავა დათმობაზე. ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავლენ, განდევნილ იქნებიან. ჩვენ გამოვიყვანთ უზარმაზარ კერძო არმიებს, როგორც ეს მიშიმამ გააკეთა, რათა გაგანადგუროთ თქვენ. ჩვენ დავიმორჩილებთ მსოფლიოს, იმიტომ რომ ჯარისკაცები, შთაგონებულნი და ერთმანეთთან დაკავშირებულნი ჰომოსექსუალური სიყვარულითა და პატივისცემით - ძველბერძენ მეომრებივით მოუწყვლადნი არიან.

ოჯახი - ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე - გაუქმდება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვასა და თრგუნავს თავისუფალ ნებას, აღმოფხვრილ იქნება. გენეტიკურ ლაბორატორიებში მოხდება სრულყოფილი ვაჟების ჩასახვა და გამოზრდა. ისინი გაერთიანდებიან კომუნებში, რომელთაც გამოცდილები უხელმძღვანელებენ.

ყველა ეკლესია, რომლებიც ჩვენ განგვიკითხავენ, დაიხურება. ჩვენი ერთადერთი ღმერთები ჭაბუკები იქნებიან. ჩვენ სილამაზის, ზნეობრიობისა და ესთეტიკის კულტის მიმდევრები ვართ. ყველაფერი მახინჯი, ვულგარული და ბანალური განადგურდება. ვინაიდან ჩვენ განდევნილნი ვართ საშუალო კლასის ჰეტეროსექსუალური წრეებიდან, ამიტომ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ შიშველი წარმოსახვის ხელმძღვანელობით. თვით უკიდურესობაც კი ჩვენთვის ძალიან ცოტაა.

ჩვენი მომავალი დახვეწილი საზოგადოების მართვას განახორციელებს ელიტა, რომელიც შედგება პოეტ-გეებისაგან. ახალ ჰომოეროტიულ საზოგადოებაში სახელმწიფო თანამდებობების დაკავების პრეტენდენტების მიმართ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება მათი ბერძნული ვნებით გატაცება.ყოველი ჰეტეროსექსუალური ავხორცობით დასნებოვნებული პირი ავტომატურად მოხსნილი იქნება თანამდებობიდან. ყველა კაცი, რომელიც დაიჟინებს სულელურ ჰეტეროსექსუალურობას, გასამართლდება მართლმსაჯულების ორგანოს სასამართლოს მიერ და გახდება შეუმჩნეველი. 

ჩვენ გადავწერთ ისტორიას, რომელიც თქვენ გაავსეთ და დაამცრეთ თქვენი ჰეტეროსექსუალური სიცრუითა და დამახინჯებებით. ჩვენ ფართოდ გავაშუქებთ დიდი ლიდერებისა და მოაზროვნეების ჰომოსექსუალიზმს, რომლებმაც შექმნეს ცივილიზაცია. ჩვენ მოვახდენთ ჰომოსექსუალიზმის, ინტელექტუალურობისა და შემოქმედების უწყვეტი კავშირის დემონსტრირებას, ჰომოსექსუალიზმი - როგორც საწინდარი ჭეშმარიტი კეთილშობილებისა და ნამდვილი სილამაზისა მამაკაცში.

ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვამოძრავებს დაჩაგრულთა მწარე ტანჯვა, რომლებიც  საუკუნეების მანძილზე იძულებულნი არიან ითამაშონ საცოდავი, მეორეხარისხოვანი როლი თქვენს უგემოვნო ჰეტეროსექსუალურ შოუში. ჩვენ გვეყოფა მოხეხება, გამოვიყენოთ იარაღი და ავაგოთ ბარიკადები საბოლოო რევოლუციისათვის. თრთოდეთ, ჰეტერო-ღორებო, იმიტომ, რომ ჩვენ წავრდგებით თქვენს წინაშე ნიღბების გარეშე.
* * *
   ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია. ჰომოსექსუალური მეტასტაზები მთელი კაცობრიობის ორგანიზმს მოედო და სოდომ-გომორის საბედისწერო ხვედრი სულ უფრო საცნაური და განცდადი ხდება საზოგადოებისათვის. ნუ იქნებით პასიურნი, ნუ შეეგუებით ბოროტებას, გავერთიანდეთ უზნეობისა და გადაგვარების წინააღმდეგ საბრძოლველად.



religia.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий