ღმერთი

ღმერთი

понедельник, 3 февраля 2014 г.

ევროპა აღმოსავლეთის ასულია

ევროპა გაჩენისთანავე იყო დაკავშირებული აღმოსავლეთთან და ნამდვილი ევროპელები ამაყობდნენ ამით. ისინი თვლიდნენ რომ თვითონ, ევროპელები, წარმოშობით აღმოსავლეთიდან არიან.

 ძველი და ნამდვილი ევროპელების თქმით ლამაზი ევროპა შექმნეს ბარბაროსი ბერძნების მიერ გადაბუგული სახელგანთქმული აღმოსავლური ქალაქი ტროას დიდმა შვილებმა.

სახელგანთქმული ფრანგი ისტორიკოსი ჟაკ ლე გოფის თქმით ევროპა არის ძველი ბერძნების მიერ შემოღებული ტერმინი, როგორც ხშირად მომხდარა ბერძნებში ცნება გაჩნდა მითოლოგიური სიუჟეტიდან.

ევროპა ერქვა ერთ-ერთ ნიმფას რომელიც მოიტაცა მასში შეყვარებულმა ზევსმა,

კონტინენტად გახდომამდე ევროპა იყო მზეთუნახავი.

ბერძნები თვლიდნენ რომ ევროპა იყო აზიიდან, უფრო ზუსტად ფინიკიელი იყო.

ეს ამტკიცებს იმას რომ ევროპა გაჩენისთანავე იყო დაკავშირებული აზიასთან, აღმოსავლეთთან. ევროპა არის ევრაზიული კონტინენტის ერთ-ერთი კიდურა ნაწილი.

ევროპა იყო ფოინიკის და პერიმედის,გვიანდელი მითის თანახმად კი ფინიკიელი, ფინიკიის მეფე აგენორის და ტელეფასას ასული. მასში შეყვარული ზევსი გადაიქცა ხარად. მან თავისი ზურგით ევროპა გადაიყვანა კუნძულზე კრეტა სადაც მან გააჩინა მინოსი, რადამანტი და, გვიანდელი მითის თანახმად, სახელოვანი ლიკიელი გმირი სარპედონი.

მოგვიანებით ევროპა დაქორწინდა კრეტას მეფე ტევტამის ვაჟ ასტერიონზე რომელმაც აღზარდა მისი და ზევსის შვილები და აქცია ისინი კუნძულის ბატონებად.

ევროპას, რომელსაც უწოდებდნენ Έλλωτίς, თაყვანს სცემდნენ როგორც ქალღმერთს. მის პატივსაცემად იყო დღესასწაული Έλλωτίς.

არაა უაზრო მითის განმარტება რომლის თანახმადაც ხარად ქცეულმა ცის მეფე ზევსმა მთვარის ქალღმერთი გადაიყვანა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ენობრივად სახელი ევროპა უნდა მომდინარეობდეს ბერძნული ძირიდან რომელიც ნიშნავს გაჭიმულს,შორს გაშლილს ან ბნელს, ან სემიტური სიტყვიდან ერებ,ერებოს, საღამოს ქვეყანა. პირველად გვხვდება ჰომეროსის ჰიმნში აპოლონს,მაგრამ აღნიშნულია მხოლოდ ჩრდილოეთი საბერძნეთი.

ზუსტი ცნობები გვხვდება ჰეროდოტესთან,მაგრამ ის გადაუწყვეტლად სტოვებს ჩრდილოეთი საზღვრის საკითხს.




ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებად ითვლებოდნენ ფაზისი, არაქსი და კასპიის ზღვა, მოგვიანებით კი დონი და აზოვის ზღვა....

აი ასეთი იყო კონტინენტად ქცეული აღმოსავლელი მზეთუნახავი ევროპას არე.

მაგრამ ევროპა ასევე დაკავშირებული იყო მცირე აზიის,ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან,დარდანელის სრუტესთან ახლოს მდებარე და ჰომეროსის "ილიადაში" შექებულ ქალაქ ილიონთან,ტროასთან.

ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები თანამედროვე ისტორიკოსთა წარმოდგენით თარიღდება კრეტა-მიკენის ხანით, ტროას მკვიდრ ხალხს ძველბერძნულ წყაროებში ჰქვია ტევკრები.

ტროას ადრეული ფენები ეკუთვნის ორიგინალურ დასავლურანატოლიურ ცივილიზაციას. თანდათანობით ტროა განიცდის ცენტრალური ანატოლიის,ხათების,შემდეგ ხეთების, ძლიერ გავლენას.

სახელი ტროა ბოგაზკოის არქივის ხათურ ლურსმულ ფირფიტებზე მოხსენებულია როგორც ტარუიშა. რამზეს მესამის დროის ეგვიპტურ სტელაზე ნახსენებია ზღვის ხალხი ტურშას დამარცხება, მსგავსი ფესვის სახელები გვხვდება მიკენურ ტექსტებში.

ადრე ფიქრობდნენ რომ სახელები ტროა და ილიონი შეიძლება აღნიშნავდნენ ერთი და იგივე სახელმწიფოს სხვადასხვა ქალაქს. ერთი შეიძლებოდა ყოფილიყო დედაქალაქის, მეორე კი თვითონ სახელმწიფოს სახელი. და ერთ ცნებად ისინი მხოლოდ "ილიადაში" გაერთიანდა.

"ილიადა" ტროას ომიდან მრავალი საუკუნის შემდეგ გაჩნდა და დეტალები ალბათ დავიწყებას მიეცა.

ერთ-ერთმა უდიდესმა რომაელმა პოეტმა პუბლიუს ვირგილიუს მარონმა //ძვ.წ. 70-19// დაწერა პოემა "ენეიდა" რომელიც იქცს რომის ეროვნულ ეპოსად.

ამ ეპოსში აღწერილია რომაელი ხალხის მამთავარი ტროელი ენეოსის გმირობები.

ანხისის და ქალღმერთი აფროდიტეს შვილი ენეოსი იყო ბარბაროსი ბერძნების მიერ გადაბუგულ-აოხრებული სახელგანთქმული აღმოსავლური ქალაქი ტროას ყველაზე სახელგანთქმული გმირი ჰექტორის შემდეგ.
დარდანთა მბრძანებელი და ტროას მეფე პრიამის ნათესავი ენეოსი მონაწილეობას იღებდა ტროას ომში,იცავდა ქვეყანას.

მან ღმერთების განგებით დატოვა გადაბუგულ აოხრებული ტროა და შვილთან
//იულთან//, მამა ანხისთან და გადარჩენილ ტროელთა ნაწილთან ერთად წავიდა ზღვით და დააარსა ახალი სახელმწიფო,გარკვეული თვალსაზრისით ახალი ტროა, მომავალი რომი.

ამით ვირგილიუსი ამბობდა რომ ქალღმერთი აფროდიტეს შვილის მიერ დაარსებულ რომს აქვს განსაკუთრებული მისია და პასუხისმგებლობა კაცობრიბის და ღმერთების წინაშე.


თვითონ კეისარი აცხადებდა რომ ისაა ტროელი ენეოსის შვილი ასკანის შთამომავალი.

მე-7 საუკუნეში უკვე მეროვინგმა მეფეებმა და მათმა მწერლებმა განაცხადეს რომ საფრანგეთის სამეფოს მესაძირკვლე ფრანკები წარმოშობით ტროელები, ტროელების მემკვიდრეები არიან. მეროვინგი მეფეების მტკიცებით ისინი არიან ტროელი ჰექტორის შვილი ფრანკუსის თუ ფრანსიონის //Francus,
Francion// შთამომავლები.

http://3ttt.livejournal.com/62423.html


http://givargi.blogspot.com/2013/08/blog-post_535.html

Комментариев нет:

Отправить комментарий