მოძღვარს ხშირად ეკითხებიან რჩევას ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით და დაჟინებით წუწუნებენ: ბავშვი ისეთი არ იზრდება, როგორიც საჭიროა, მშობლებს ყურს არ უგდებს, ცუდ წრეში ტრიალებს და დროს ფლანგავს, მავნე ჩვევებითა და მიდრეკილებებითაა გატაცებული, თავს არიდებს ეკლესიურ ვალდებულებებს... ამასთან, მშობლები თავად, როგორც წესი, უკიდურესად შფოთავენ: სულში ეჭვები და უცნაური წყენა ღრღნით. მაგრამ ქრისტგანმა არ უნდა დაივიწყოს, რომ ბავშვი ერთგვარი ასპარეზია, უფლისგან ჩვენთვის ბოძებული. უფრო მეტიც: ჩვენს სულიერად დაზიანებულ დროში ბავშვთა აღზრდა დარჩა ცხონების ერთ-ერთი და, ამავე დროს, ყველასათვის მისაღწევი სულიერი ღვაწლი. უფლისათვის აღსრულებული ეს გარჯა, ჭეშმარიტად ქრისტიანული ღვაწლია, ხოლო ამ გზაზე გადასალახი სიძნელეები, ის მაცხოვნებელი ჯვარია, რომლითაც გამოისყიდება ჩვენი პირადი ცოდვები. ეს არის ჩვენი ცათა სასუფევლისაკენ მიმავალი გზა. სწორედ ამიტომ ბავშვი უფლის საჩუქარია, წყალობა არა მარტო სიხარულის თვალსაზირისით, არამედ ჭმუნვისაც. ეს წყალობა ყოველთვის აღემატება ჩვენს დამსახურებებს და უფლის მადლმოსილების ნაყოფია. ძნელია გაიზიარო ასეთი შეხედულება, განსაკუთრებით, თუ მშობელი ხარ, რომელიც შვილის აღზრდის დროს პრობლემებს ეჯახება. ამიტომ, იმის გასაცნობირებლად, რომ ბავშვის ცოდვები ჩვენი ცოდვებისა და სისუსტეების ანარეკლია, აუცილებელია განსჯის განსაკუთრებული უნარი, თავმდაბლობა და მორჩილება. ამასთან, როგორ პრობლემასაც არ უნდა შევეჯახოთ ბავშვის აღზრდის დროს, განა ყველაფერი ყოველთვის ცუდადაა? ყველა ბავშვში ხომ მუდამ არის დადებითი თვისებები, უფლის შეურყვნელი ხატება და მსგავსება ადამიანისა, ასევე ნათლობის საიდუმლოს მიღება, ანდა უფლის განსაკუთრებული ჩანაფიქრებით დაჯილდოება. თუმცა, მასში ასევე მუდამ მყოფობს დაცემული ადამიანის ბუნება.
მაგრამ განა ყოველთვის ვიღებთ უფლის წყალობას გააზრებულ საჩუქრად? პირიქით - მძიმედ ვჭმუნავთ რაღაც მცირედი ნაკლოვანებების გამო. ბავშვი ჯანმრთელია? - დიახ, მაგრამ სამწუხაროა, რომ არ წყვეტს ვარსკვლავებს სწავლაში. ბავშვი აზროვნებს? - დიახ, მაგრამ რატომ არ გვიბოძა უფალმა უფრო მორჩილი და მოკრძალებული ძე? არადა, ქრისტიანისთვის სულ სხვა შეხედულებები უნდა იყოს დამახასიათრლი: პირველ რიგში მადლობდეს უფალს ბოძებული სიკეთისათვის.
როგორ მივიყვანოთ ბავშვი ქრისტიანულ მსოფლმხედველობამდე?
როგორ მივიყვანოთ ბავშვი ქრისტიანულ მსოფლმხედველობამდე? როგორ შთავუნერგოთ გულში ჭეშმარიტი რწმენის თესლი, რათა მან კეთილი ნაყოფი გამოიღოს? ეს ყველა ჩვეგანისთვის უდიდესი პირობლემაა. „არამედ ცხონდების შვილთა სხმისაგან, უკუეთუ ეგნენ სარწმუნოებით და სიყუარულით და სინმიდით ღირსებასა ზედა" (1 ტიმ, 2,15), მაგრამ „შვილთა სხმა" არა მარტო ფიზიოლოგიურ პროცესს გულისხმობს. აქ, უმთავრესად, საუბარია ჩვენი შვილების სულებსა და ჩვენს პასუხისმგებლობაზე უფლის წინაშე. ბევრი აუცილებელი და კეთილგონივრული რამ წერია ამის შესახებ წმინდა მამებთან (წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა თეოფანე დაყუდებული და სხვ.). თუმცაღა, სამწუხაროდ, ერთგვაროვანი რეცეპტი ბავშვთა აღზრდის ყველა პრობლემის გადასაწყვეტად არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. შედეგები ყოველთვის არ შეესაბამება ჩვენს ძალისხმევას. ბავშვის ქრისტიანულად აღზრდისათვის მშობლის ღვაწლი მუდამ მადლიანი და კურთხეულია. თუ ჩვენი ძალისხმევა კარგ შედეგს გამოიღებს (რაც მართებული მიდგომისას უფრო სავარაუდოა) - ეს უფლის წყალობით გამოწვეული სიხარულია. თუ ჩვენი შრომა წარუმატებლად გვეჩვენება - ესეც ღვთის დაშვებითაა, რომელიც ყოველმა ადამიანმა მორჩილად უნდა მიიღოს, არ წარიკვეთოს სასო, არამედ იმედოვნებდეს უფლის კეთილი ნების დახმარებით საბოლოო გამარჯვებას, რამეთუ ამით არს ჭემმარიტ სიტყუაი იგი, ვითარმედ სხუაი არს მთესვარი და სხუაი არს მომკალი" (იოან 4, 37).
მშობლების ღვაწლი: ჯვარი და ცხონება
და მაინც, ბავშვი ისეთი არ იზრდება, როგორიც საჭიროა. ისეთი არ არის, ჩვენ რომ გვინდა. ზოგჯერ უფროსების ეს შეხედულება სავსებით საფუძვლიანია, ზოგჯერ კი - მეტისმეტად სუბიექტური. მათი ბავშვების მიმართ პრეტენზიები სუბიექტური და გაუმართლებელია და არა მარტო უკავშირდება მშობლის ცხად და შეუსაბამო ამბიციებს, არამედ უფრო ხშირად ხდება მშობლებისა და უფლის ნების შეუთავსებლობა. არის სხვა რთული სიტუაციებიც, როცა ბავშვი მიდრეკილია ქურდობისკენ, პათოლოგიური სიცრუისკენ და ა.შ. როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები (განსაკუთრებით - ის მშობლები, რომლებიც ბავშვებს კატეგორიულად რელიგიური მსოფლმხედველობით ზრდიან) - რატომ ხდება ასეთი რამ? როგორ იცხოვრონ და რა იღონონ ამის გამოსასწორებლად?
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, უაზრო და სულელური ვითარებების დამთხვევა არ არსებობს. კვლავ გავიმეორეთ - ნებისმიერი ბავშვი, უფლისგან ჩვენთვის ბოძებული, - უფლისათვის აღსრულებული ღვაწლია, ეს ჩვენი ჯვარი და ჩვენი ცხონებოსაკენ მიმავალი გზაა. ნებისმიერი მაცხოვნებელი ჯვრის ზიდვა კი, როგორც აუცილებელი პირობა, გულისხმობს მორჩილ და მყუდრო, თავმდაბალ სულს.
უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი: ყველაფერი, რაც ბავშვშია, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ჩვენი ანარეკლია. ჩვენ გადავეცით ბავშვს ჩვენი ვნებები და უძლურებანი ჯერ კიდევ ჩასახვის დროს. იქნებ არ გვაქვს სულის სათანადო სიმაღლე, რომ ჩვენს შვილებს უფლისმიერი ცხოვრების მადლის სიხარული გავუზიაროთ, ჩვენი სათნოებებით ბავშვში შეპარული უარესი - უკეთესისაკენ შევცვალოთ. განა ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს, ვერ ვაცნობიერებთ? და თუ ვაცნობიერებთ, რატომ ვითხოვთ ბავშვისგან სათნოებას მაშინ, როცა მთელი არსებით არ ვცდილობთ. მათ მოხვეჭას? ამგვარად, უფალმა გვიბოძა ბავშვი, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ. მისი ნაკლოვანებები - ეს ჩვენი „აღსასრულებელი სრბაი არს".
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ - როგორც მშობლებსა და ქრისტიან აღმზრდელებს, მოგვეთხოვება სულის გამოწრთობა, უფლისგან ბოძებული მადლის ჯეროვნად გამოყენება, მორჩილება და მზადყოფნა, რათა ახოვნად ვიღვაწოთ ბავშვისთვის, მიუხედავად ხილული წარმატებისა თუ წარუმატებლობისა. ეს არის მშობლის როგორც ამქვეყნიური, ისე ზეციდან მომადლებული ცხოვრებისეული ამოცანა. მოსიყვარულე გული, რომელიც ამ ყველაფერს აცნობიერებს, საკუთარა ახლობლებისათვის ლოცულობს და ისე აღასრულებს თავის ღვაწლს.
ამ შრომის დასაწყისი კი მშობელმა მისი არსისა და აუცილებლობის გაცნობიერებით უნდა დაიწყოს. ხშირად გვეჩვენება, რომ შედეგი უარყოფითია, მაგრამ მორწმუნე გულისთვის არც ესაა სასოწარკვეთილების საფუძველი და დაბრკოლება. შენ, მშობელი მჭვუნვარებ საკუთარი უუნარობის გამო. დარდობ, რომ ვერ ზიდავ ღირსეულად უფლის მადლს. მაგრამ გახსოვდეს - ქრისტიანში სულის სათანადო სრულყოფილების წყალობით მწუხარება სინანულს ბადებს, სინანული - მორჩილებას, მორჩილება კი - ხსნის შესაძლებლობას, რომ სათნოებებით აღვივსოთ. ამგვარად, პირველი, რაც უნდა (და შეგვიძლია) მივცეთ ჩვენს შვილებს - ყველაფგრი გავაკეთოთ (გავაცნობიეროთ, ვისურვოთ, მთელი ძალ-ღონით ვიღვაწოთ), რათა მათი სულები უფალს მივაახლოოთ. შეუძლებელია წარმატებულად ვებრძოლოთ ბავშვის იმ ვნებებს, რომლებსაც ჩვენ თავად ჩავდივართ. ეს გაგება ბავშვის ქრისტიანულად აღზრდის საქმეში მთავარი გასაღებია. იგია გზას დასაწყისი და, ამავდროულად, თავადაა გზა. არ უნდა დავბრკოლდეთ იმით, რომ ცოდვებთან ბრძოლის პროცესი ადამიანის მთელი ამქვეყნიური ცხოვრების თანამგზავრია. ჩვენთვის მთავარია მართებული ძალისხმევა და მიმართულება, ხოლო შედეგი - უფლის ხელშია. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის აღზრდა - მთელი თავისი სისავსით - სულიერი საქმეა და როგორც ყველა საქმეში, აქაც უნდა იყოს განსაზღვრული მისი ამოცანა და პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები.
მართლმადიდებლური ფსიქოლოგიის მასალების მიხედვით
მოამზადა თამარ ასათიანმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" № 34 (521), 2009 წ.
http://orthodox.do.am/index/mshoblis_ghvats'li_da_aghsrulebuli_srbai/0-922

Комментариев нет:
Отправить комментарий