09 თებერვალი, 2014.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.
„კანონები ჰომოსექსუალების ქორწინების შესახებ ადამიანურ ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის. რასაკვირველია, მიღებული უნდა იყოს ისეთი კანონები, რომ არაფერში არავის დისკრიმინაცია არ მოხდეს. თუმცა, უცებ ვიგებთ, რომ საუბარია არა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან კულტურულ დისკრიმინაციაზე, არამედ იმაზე, რაც არასოდეს ითვლებოდა დისკრიმინაციად. საუბარია ადამიანის ინტიმურ ცხოვრებაზე. ჩვენ გვთავაზობენ ცოდვიან გამოსავალს და ამას კანონებით ამართლებენ. ადამიანთა მოდგმის ისტორიაში არასოდეს გამოუყენებიათ კანონი ცოდვის გასამართლებლად.
თუ გვინდა, ვიცხოვროთ როგორც ერმა, საზოგადოებამ, საერთო ადამიანური ცივილიზაციით, ჩვენ ვერ გავცვლით ღვთიური კანონების მოწოდებას ადამიანურ ყოფაზე. ღმერთმა ადამიანებს მისცა კანონები, რომელთა დარღვევა ადამიანური ცივილიზაციის დაღუპვას გამოიწვევს“, - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კრემლის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დღევანდელი ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)
http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=15645

Комментариев нет:
Отправить комментарий