არიან, და საკმაოდ ბევრნიც. ისინი რომ არა, მზეს მოაკლდებოდა ნათელი, განა ასეთი ძვირფასი კანდელი გაანათებდა სამხეცეს?
უამრავი ქაღალდი დამჭირდებოდა, რათა აღმეწერა ჩემი შეხვედრები ჭეშმარიტ ქრისტიანებთან და შენც დიდხანს მოგიწევდა მათი კითხვა სულის დასამშვიდებლად. ჯერჯერობით კი ამ მაგალითზე გამოსცადე შენი თავი.
გასულ ზაფხულს ვიყავით მაჩვეში. ვიდრე მატარებლის მოლოდინში პატარა ბაქანზე ვიდექით, ვაკვირდებოდი ერთ მოხუც გლეხის ქალს. მისი დამჭკნარი სახე საოცარი იდუმალი ნათლით ბრწყინავდა, რომელიც ხშირად ჩანს ხოლმე სულიერ ადამიანებში. მე ვკითხე მას: „ვის ელოდები, დაო?“ „იმას, ვისაც უფალი გამომიგზავნის“ - მიპასუხა მან. შემდგომი საუბრიდან გავარკვიეთ, რომ იგი ყოველდღე მოდის სადგურზე და ელოდება, ხომ არ გამოჩნდა ვინმე ღარიბი გზირი, რომელსაც ღამის გასათევი და ლუკმაპური ესაჭიროება. და თუ ასეთი რამ მოხდა, იგი სიხარულით იღებს მას თავის სახლში, როგორც უფლისგან გამოგზავნლს. ჩვენ შევიტყვეთ კიდევ, რომ იგი კითხულობს წმიდა წერილს, მარხულობს, დადის ეკლესიაში და იცავს მის წმიდა მცნებებს. მისმა მეზობლებმა კი გვითხრეს, რომ იგი წმიდა ქალია.
მე მინდოდა შემექო იგი სახარებისეული სტუმარ-მასპინძლობისათვის, მაგრამ მან შემაჩერა შემდეგი სიტყვებით: „განა ჩვენ მთელი ცხოვრება და ყოველდღიურად უფლის სტუმარები არა ვართ?“ და ცრემლი აკიაფდა მის თვალებზე. ჰოი, ხალხის მოწყალე და ტკბილო სულო!.. ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თუ ხალხის მასწავლებელს უწოდებ შენს თავს, ხშირად შერცხვები, ხოლო თუ ხალხის მოსწავლედ იწოდები, არასდროს გაწბილდები.
დაე, გაგაბრწყინოს მადლმა უფლისამ!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 10), წმ. ნიკოლოზ სერბი
თბილისი, 2005 წ
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий