„ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ ცრუ და მემრუშე“ (ლუკ. 18,11) – ამბობს იგი. ის აშკარა შეცოდებებს ჩამოთვლის, რომლებიც ყველამ შეიძლება დაინახოს; მაგრამ სულიერ ვნებებზე – სიამაყეზე, მზაკვრობაზე, სიძულვილზე, შურზე, ორგულობაზე – სიტყვასაც არ ამბობს. არადა სწორედ მათგან შედგება ფარისეველი! სწორედ ისინი აბნელებენ, კლავენ სულს, სინანულის უნარს უკარგავენ! ისინი სპობენ მოყვასის სიყვარულს და შობენ (მოყვასის მიმართ) დაბრკოლებას – სიცივით, სიამაყით და სიძულვილით ავსებულს! მზვაობარ ფარისეველს განუზრახავს მადლობა შესწიროს ღმერთს საკუთარი კეთილი საქმეების გამო, მაგრამ ღმერთი პირს იბრუნებს მისგან; ღმერთს მის წინააღმდეგ საშინელი განაჩენი გამოაქვს: „რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 18,14)
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი
Комментариев нет:
Отправить комментарий