ღმერთი

ღმერთი

понедельник, 17 марта 2014 г.

მამა ბასილი - თუ წინა წლის 17 მაისი ვინმეს არ ეყო, წელს ბევრად უარესი გველის

17 მაისს რაც მოხდა, წელს იგივე ნამდვილად არ გველის, გველის უარესი - ამის შესახებ გაზეთ "პრაიმტაიმთან" მამა ბასილი (ახვლედიანი) საუბრობს.




"პირობა შემიძლია მოგცეთ, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ მართლმადიდებელ ქვეყანაში და ჩვენი მრწამსით ეს ცოდვა სასიკვდილო ცოდვად ითვლება. იოანე ოქროპირი ამბობს "თუ არსებობს ასეთ ცოდვაში მყოფი ადამიანი, ან ზოგადად ღვთის დამგმობი ადამიანი, ის თავისთვის არსებობდეს, მაგრამ თუ ის გამოვა მოედანზე, რათა დაგმოს ჩვენი ღმერთი, მიდი და შეაგინეო.თუ ვერ გაიგებს სცემე და კურთხეულ იყოს შენი მარჯვენაო". ამას გვასწავლის ჩვენი უდიდესი მამა იოანე ოქროპირი. შემდეგ კი ხსნის თუ რატომ უნდა მოიქცე ასე: ასეთი ადამიანი თუ შემდეგში კიდევ მოინდომებს მოედანზე გამოსვლას, ღვთის დასაგმობად, გაიხედ-გამოიხედავს, მართლმადიდებელი სადმე ხომ არ დგასო. აქიდან გამომდინარე მართლმადიდებლობა კი არ ზღუდავს, პირიქით, იცავს ახალგაზრდობას უკეთურებისგან. თუ წინა წლის 17 მაისის მაგალითი ვინმესთვის საკმარისი არ იყო, და არ ეყო მაშინ წელს ბევრად უფრო მკაცრ შედეგებზე შეიძლება გავიდეს. თუმცა აქაც შეიძლება არსებობდეს. რადგან ვიღაცეებს, შეიძლება ეს მკაცრი შედეგები სწორედ გეგმად ჰქონდეს განსაზღვრული და სცენარიც სწორედ ამ კუთხით ჰქონდეთ დაწერილი. მღვდელმთავრები, ალბათ, გადაწყვიტავენ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს ხელმეორედ ასეთი ადამიანების გარეთ გამოსვლაზე", - აცხადებს "პრაიმტაიმთან" მამა ბასილი.


ვრცლად ამ თემის შესახებ იხილეთ გაზეთ "პრაიმტაიმის" დღევანდელი ნომერი.


http://primetimenews.ge/


Комментариев нет:

Отправить комментарий