ხობის რაიონში იეჰოვას მოწმეებთან ახალი სააგიტაციო ჟურნალი მეგრულ ენაზე გამოჩნდა.
ჟურნალი ისევე როგორც იეჰოვას მოწმეების სხვა სააგიტაციო ჟურნალები მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ილუსტრირებული. ჟურნალის სახელწოდებაც მეგრულია და მას "ქუმურჩქილეთ ღორონთს" ("ღმერთს მოუსმინეთ") ჰქვია.
ადგილობრივები ჟურნალის მეგრულ ენაზე გამოცემას სეპარატიზმის გაღვივებად აფასებენ და თვლიან, რომ ეს დაუშვებელი რამ არის, რაც სასწრაფოდ უნდა აღიკვეთოს.
გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობის დაწყებასაც აპროტესტებს. ხობელები მიიჩნევენ, რომ ხობის ცენტრალურ გზაზე იეჰოვას მოწმეების დარბაზი არ უნდა არსებობდეს.
მათი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი რწმენის არჩევანის თავისუფლება, თუმცა, ცენტრალურ გზაზე ეს დარბაზი არ უნდა აშენდეს.
თავად იეჰოვას მოწმეები კი აცხადებენ, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზის მშენებლობა კანონიერია. რაც შეეხება ბუკლეტებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უფლება აქვთ თავიანთი რელიგიის შესაბამისი ლიტერატურა გაავრცელონ.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/

Комментариев нет:
Отправить комментарий