ღმერთი

ღმერთი

понедельник, 24 марта 2014 г.

"ჭინკები" ინტერნეტში, ანუ ინტერნეტ-ტროლინგი როგორც ყოფითი სადიზმის ერთ-ერთი სახეობა


მეცნიერ-ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ინტერნეტ-ტროლები (შვედ. Troll - მოჯადოვება, მონუსხვა) – "ჩვეულებრივი" ყოფითი სადისტები ბრძანდებიან.

რომელ ჩვენგანს არ სმენია, რომ არსებობენ პროფესიონალი კომენტატორეიბს ფასიანი ჯგუფებიც კი, რომლებიც მომხმარებელთა შორის ამა თუ იმ იდეის პროპაგანდირებას ეწევიან. ინტერნეტის ერთ-ერთი ხიბლი იმაშია, რომ შეიძლება ყოველი სიახლის ქვეშ დადო საკუთარი კომენტარი ან შეხედულება.

ფსიქოლოგებს მრავალჯერ განუმარტავთ, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის მთავარია არა ჭეშმარიტების ძიება, არამედ "მხილება", დასჯა ან უბრალოდ ოპონენტის შეურაცხყოფა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ე. წ. ინტერნეტ-ჭინკობა, ანუ საერთაშორისო ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ინტერნეტ-ტროლინგი, რომელთა კომენტარები გამოირჩევა აბსოლუტური სიჩლუნგით, მდუღარე აგრესიულობით, ელემენტარული ლოგიკის შეგნებული გაქელვით და მოსაუბრისადმი ელემენტარული უპატივცემობით. კანადის სამი უნივერსიტეტის (მანიტობას, ვინიპეგისა და ბრიტანეთის კოლუმბიის) ფსიქოლოგებმა გამოჰკითხეს 188 კანადელი სტუდენტი-ფსიქოლოგი და აშშ-ს 609 მცხოვრები, რომლის შემდეგაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ "ჭინკები" სხვაზე მეტად არიან მიდრეკილნი სადიზმისკენ, არიან ფსიქოპათები, უარყოფენ საზოგადოებრივ მორალს და სურთ ადამიანებით მანიპულირება:

"პიროვნების ყველა მახასიათებლიდან ყველაზე მეტად ინტერნეტ-ტროლინგი ასოცირდება სადიზმთან. ინტერნეტ-ტროლინგის კავშირი სადიზმთან იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება ითქვას ონლაინ-ჭინკები - ყოფა-ცხოვრებაში არსებულ სადისტთა პროტოტიპებია".

შეგახსენებთ, რომ სადიზმი - ეს არის იმგვარი მიდრეკილება, როდესაც ადამიანი სიამოვნებას ღებულობს სხვისი ტანჯვისგან. ინტერნეტ-ტროლინგი გამოკვლევის ავტორებმა განსაზღვრეს როგორც "ინტერნეტ-საზოგადოებრივი ურთიერთობისას არსებული მომატყუებელი, მაცდური და დესტრუქციული მოქმედება, რომელსაც არანაირი სასარგებლო მიზანი არ გააჩნია".

ამგვარად, ფსიქოლოგებმა "ტროლინგი" გამოჰყვეს "კიბერბულინგისგან" (ეს უბედურება მაშინ ხდება, როცა ადამიანები ქსელში უხეშობენ, გამოთქვამენ ნორმალურ საზოგადოებრივ ურთიერთობებში დაუშვებელ სიტყვებს, მაგრამ ამას აკეთებენ გულწრფელად - ანუ წერენ იმას, რასაც ფიქრობენ. კიბერბულინგში იგულისხმება ასევე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება პიროვნების შესავიწროვებლად. ანუ ეს არის ვირტუალური დაცინვა). მაშინ როდესაც "ჭინკებს" შეუძლიათ ლაპარაკის მსვლელობაშივე სრულიად საპირისპირო შეხედულებით შეიცვალონ საწყისი პოზიცია, ოღონდ შეურაცხყოფა მიაყენონ დისკუსიაში გამოწვეულ წესიერ მომხმარებელს ან ერთი ან მეორე ბანაკიდან: "ტროლები ზემოქმედებენ მომხმარებელთა ფაქიზ ადგილებზე, აიძულებენ მათ გამოვიდნენ მოთმინებიდან და უხერხულ (ზოგჯერ კი სულელურ) მდგომარეობაში აყენებენ მათ. როდესაც რომელიმე ადამიანი ხვდება ამ ხაფანგში, უმოწყალო ტროლინგი კიდევ უფრო მძაფრდება - ასე ღებულობს სიამოვნებას ონლაინ-"ჭინკა".

ამიტომაც, ინტერნეტში მომუშავე ახალბედებს ფსიქოლოგები აფრთხილებენ: "ნუ დაუყრით საკენკს ჭინკებს!" როდესაც ხედავთ, რომ რაც უფრო მოთმინებით და ზრდილობიანად ცდილობ აუხსნა მოსაუბრეს შენი პოზიცია, და ამის საპასუხოდ მით უფრო უცენზურო შეურაცხყოფა და მუქარები ისმის შენი მისამართით, უწყოდე შენ საქმე გაქვს ინტერნეტ-ჭინკასთან, იგივე ინტერნეტ-ტროლთან. და შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ყველა შემთხვევაში ონლაინ-ჭინკები ვიღაცის მიერ დაქირავებული აგენტებია (თუმცა, ასეთებიც შეიძლება იყონ), ესენი უფრო ნაძირლების, ვიგინდარებისა და მანიაკების ჯგუფია, ასეთებს გვერდი უნდა ავუაროთ და არ შევიდეთ პოლემიკაში... ინტერნეტ სივრცეში კი გავაძევოთ ჩვენი სივრციდან...

წყარო: bbc.co.uk

P. S. საკითხისადმი ინტერესის გამო ჩვენი მომდევნო წერილი კიბერბულინგს მიეძღვნება...


http://www.apocalypse.ge/sxv_st_internet_trollingi_2014.html


Комментариев нет:

Отправить комментарий