ღმერთი

ღმერთი

среда, 19 марта 2014 г.

ივანიშვილი: ყველა გზა ევროპისკენ მიდის და რუსეთსაც იქით მოუწევს სვლა, ეს დროც დადგება

2014.03.18


ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ურჩევს ამ ეტაპზე კრემლის ხელმძღვანელბთან შეხვედრაზე ფიქრს. როგორც ივანიშვილმა იმედის ეთერით განაცხადა, დღეს საქართველო მტკიცედ უნდა იდგეს უკრაინის გვერდით.



ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ პუტინთან საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ იდგა:



"მე არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს თემა აქტიურია. მე ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალისტებისგან იყო ანგაჟირებული. ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა და ამ კითხვაზე სხვა რა უნდა ეპასუხა პუტინს, წარმოუდგენელია. სხვა მხრივ მე არ მგონია, რომ ეს შეხვედრა რომელიმე მხრიდან იყოს ანგაჟირებული. ჩვენ დღეს პრინციპულად უნდა დავიკავოთ უკრიანის მხარდამჭერი პოზიცია და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია. მაგრამ თქვენ იცით საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის ომის შესახებ და დღევანდელი ურთიერთობა რუსეთსა და გერმანიას შორის, რომელიც საუკეთესოა, თუ ევროპულ ქვეყნებს შევადარებთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრიანას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ქვეყანა. დღეს ეს პოზიცია უნდა დავიჭიროთ, არ ვიფიქროთ მაზე, თუ როგორ შევხვდეთ კრემლის და რუსეთის ხელმძღვანელობას და როგორ დავიწყოთ საქართველოზე მოლაპარაკებები. ეს დრო, რა თქმა უნდა, დღეს არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეძლებს:


"რუსეთთანაც დავალაგებთ... ვერსად ვერ წავა ვერც რუსეთი, ვერც ჩინეთი - ყველა მიდის დემოკრატიის გზით და სურვილი აქვს თუ არ აქვს ხელმძღვანელს, ხალხი იღვიძებს, საზოგადოება ვითარდება და ყველა გზა ევროპისკენ მიდის. რუსეთსაც იქით მოუწევს სვლა. ამის დროც დადგება. ის დროც დადგება, როცა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ", - განაცხადა ივანიშვილმა.


http://www.netgazeti.ge/GE/105/News/29347/


Комментариев нет:

Отправить комментарий