მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობისა და ეშმაკეულობის მდგომარეობა.
შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას აძლევს. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ.: როცა წყობიდან გამოსვლისას მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა. მიზეზი ბევრია. ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში. შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ემორჩილები უცხო ზემოქმედებას.
მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ზოგიერთთან მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყისა თუ სხვა მიზეზის გამო ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი, მთელ რიგ შემთხვევებში, დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს ცნობიერებას და ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრულიად ემორჩილები ეშმაკისეულ ნებას. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღმდეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: “ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს”.
ფსიქიატრიიდან სხვადასხვა ნებისყოფის პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებია ცნობილი. მაგ.: გვხვდება დაავადება “აპრაქსია”, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. თუ ბუნებრივად მომწიფდა, შეუძლია მოიქცეს სიტუაციისდა შესაბამისად, მაგრამ იმავეს ვერ შეძლებს, თუ ამის საჭიროება არ არის. შეიკრავს ღილებს შეცივებისას, მაგრამ თავს ძალა რომ დაატანოს და იგივე გააკეთოს სხვისი თხოვნით, როცა ამის საჭიროება არ არის, ვერაფრით მოახერხებს. გამოიყენებს დანა-ჩანგალს სუფრაზე, მაგრამ სხვა სიტუაციაში რომ მოსთხოვო, საკვების მიღების გარეშე გვიჩვენოს მათი ხმარების წესი, ვერ შეძლებს.
არსებობს დაავადება “აბულია”, როცა მეტად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან – მეორე. მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს, მაგრამ “აბულიის” დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს. ვერაფრით ახერხებენ, გააკეთონ რაიმე არჩევანი. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობათა დროს საკმარისად მძლავრობს ბოროტი.
როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით, გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ “მე მინდას” სპეციფიკურ განცდას, სურვილს, პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში.
ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან, არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო რამ, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.
ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი, მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას, ყველაფერს მიხვდები. ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.
ქეთი ჭელიძე

http://www.ambioni.ge/demonuri-zemoqmedeba
Комментариев нет:
Отправить комментарий