“მეხსიერების სწორად წარმართვისათვის ღვთის შეწევნაა საჭირო”
მეხსიერება არის ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარი.იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე შემეცნებით პროცესებს. ადამიანის ნერვული სისტემა რეცეპტორების საშუალებით ინფორმაციას იღებს და თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილების ნეირონების მეშვეობით მას გარკვეული დროის განმავლობაში ინახვას, საჭიროების შემთხვევაში შენახულ ინფორმაციას პოულობს და მოთხოვნის შესაბამისად იყენებს.
მეხსიერების ფუნქცია გამოცდილების შეძენაა, წარსულში აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა. მეხსიერება სხვა ფსიქიკური პროცესებისგან თავისი სირთულითა და მოცულობით, ფორმებისა და მექანიზმების სიმრავლით, ფართო დიაპაზონით გამოირჩევა. მოიცავს როგორც აწმყოს, ისე წარსულსა და მომავალს. ის, რისი დახსომებაც უნდა მოხდეს, ჯერ აწმყოში აღიქმება, შემდეგ ხდება აღქმულის შენახვა. აღქმული ინფორმაცია ფსიქიკაში ინახება ზოგჯერ უცვლელად, ზოგჯერ კი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ამდენად, წარსულს განეკუთვნება. რადგანაც წარსულში მიღებული ცოდნა მომავალში გამოყენებისთვის გვჭირდება, მეხსიერება არა მხოლოდ წარსულის შენახვას, არამედ მომავლში მისი გამოყენების შესაძლებლობასაც გულისხმობს.
ადამიანის მეხსიერებაზე ღვთიური, ამავდროულად, ბოროტისეული ძალაც ზემოქმედებს. ამ უკანასკნელის ზეწოლა საკმარისად მრავალფეროვანია. მაგალითად, არსებობს მეხსიერების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც პერსევერაციის სახელით არის ცნობილი: რაიმე მელოდია, ლექსის სტროფი ან სხვა რამ ამოგიტივტივდება გონებაში და შემდეგ მთელი დღე თავს გახსენებს, უნებურად მრავალჯერ იმეორებ მას. ყველას განუცდია ცხოვრებაში ასეთი რამ…
ერთ ბერს, რომელიც მუდმივად იესოს ლოცვით იყო დაკავებული, ბოროტი სხვადასხვა უხამსი ტექსტის ქუჩური სიმღერების გახსენებით ებრძოდა. ბერი ლოცულობდა და ამ დროს გონებაში უტივტივდებოდა მისთვის შეუფერებელი მელოდიები.
მრუშული ვნებით ადამიანის აღგზნების ერთ-ერთ ბოროტისეულ ხერხს მისი ადრინდელი თავგადასავლების, დაცემის, ნანახი ფილმების ურცხვი კადრების გახსენება წარმოადგენს.
წმიდა მამა ეგნატე ბრიანჩანინოვის მიხედვით, ზოგჯერ ეშმაკი ბერებს წარსულში გადახდენილ მრუშულ ამბებს მოაგონებს და თუ ისინი ამით დაკავდნენ, არ განაგდეს გონებიდან, ერთგავრად ხელახლა აიძულებს განიცადონ ის დემონური სიტკბოება, რომელსაც ადრე ჰქონდა მათთან ადგილი. იგივეს არცთუ იშვიათად ვხვდებით ჩვეულებრივ ერისკაცთანაც.
წმიდა ნიკიტას თავისი ბერული გზის დასაწყისში დიდი ცდუნება შეემთხვა. იგი ხიბლის მდგომარეობაში ჩავარდა. ერთხელ ლოცვისას მას ეშმაკი გამოეცხადა ანგელოზის სახით და ურჩია საერთოდ შეეწყვიტა ლოცვითი ღვაწლი. მას მხოლოდ წიგნები უნდა ეკითხა და ასე ჰქონოდა კავშირი ღმერთთან, ლოცვით კი მის მაგივრად “ანგელოზი” ილოცებდა. ნიკიტამ ლოცვა შეწყვიტა და მხოლოდ ძველი აღთქმის წიგნებით დაკავდა. ეშმაკის შთაგონებით მან ისინი ზეპირად ისწავლა, ხოლო სახარებასა და მოციქულთა წიგნებს კი არა თუ კითხულობდა, მათი ხსენებაც აღარ უნდოდა, სხვასაც არ აძლევდა მათზე საუბრის უფლებას. ეჩვენებოდა,ღვთის ანგელოზი მისთვის ლოცულობდა და ამით მეტად გახარებული იყო. ცდუნებულმა წინასწარმეტყველება დაიწყო, მისი ნათქვამი ხშირად სრულდებოდა და ამით თანდათან სახელი გაითქვა. ვინაიდან იგი სახარებას არ კითხულობდა, არც სამოციქულოსა და ეპისტოლეებს, მონასტრის ძმები მიხვდნენ, ბერი ეშმაკისგან გახლდათ ცდუნებული და მის ტყვეობაში იმყოფებოდა.ისინი მასთან მიდიოდნენ და გულმხურვალედ ლოცულობდნენ, რათა ბოროტის ტყვეობისგან გათავისუფლებულიყო. ლოცვით მათ ეშმაკი განდევნეს და იგი ნიკიტას უკვე აღარ ეცხადებოდა. შემდეგ როცა სთხოვდნენ ეამბნა რაიმე ძველი აღქმის წიგნებიდან, ირწმუნებოდა, რომ არასოდეს წაუკითხავს, თუმცა ისინი ადრე ზეპირად იცოდა. მას წერა-კითხვაც კი დაავიწყდა და შემდეგ თავიდან ისწავლა იგი.
ფსიქიკური დაავადებისას ხშირად გვხვდება მეხსიერების დასუსტების, ადრე გადახდენილის, განცდილის დამახინჯების შემთხვევები. ზოგიერთი აშლილობისას კარგავენ რა კონტროლს საკუთარ თავზე და ხდებიან შეურაცხადები, სჩადიან საზარელ დანაშაულებს, შემდეგ კი არაფერი ახსოვთ ამის შესახებ.
ეპილეფსიის მძიმე ფორმით,შიზოფრენიით დაავადებულებთან ყოფილა შემთხვევები, როცა მოუკლავთ ახლობელი და შემდეგ ცნობიერების დაბრუნებისას მათთვის სრულიად მოულოდნელ ელდად აღმოჩენილა ეს ყველაფერი.
მეხსიერებაზე ზემოქმედებს ღვთაებრივი ძალაც. როგორც სახარება გვეუბნება, ერთი თმის ღერიც კი არ ვარდება უფლის ნების გარეშე და ყველა ფსიქიკური პროცესის ნორმალურად, ჩვენთვის სასარგებლოდ წარმართვისათვის ღვთის შეწევნაა საჭირო. ეს მეხსიერებასაც შეეხება. წმიდა თეოფანე დაყუდებული ლოცვის შემდეგ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განვლილი დღის გახსენებას, როგორ გაატარე იგი, რით შეცოდე ამ ხნის განმავლობაში, რა შემთხვევებში გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, შეძელი წინ აღდგომოდი ცდუნებებს?! ამგვარი მიდგომისას, განსაკუთრებით ლოცვის შემდეგ, შემოსული ღვთაებრივი მადლის შემწეობით, ხშირად ირძნობა, თუ როგორ იხსნება ადამიანის გონება, მახვილდება მეხსიერება საჭირო მიმართულებით. ისეთი შეგრძნებაა, უფალი გეხმარება, მიგითითებს რა ნაკლოვანებებით, ცოდვებით გამოიჩინე თავი, რისი გამოსწორებისაკენ უნდა ისწრაფვო, რა შეიძლება ჩაითვალოს შენს გამარჯვებად იმ დღეს ცდუნებებთან ბრძოლის საქმეში.
ხშირად იგივე შეიმჩნევა იესოს ლოცვის დაწყებისას. ამ დროს თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ მისდაუნებურად, როგორ გადაერთვება გონება ამაო, ამქვეყნიური, ფუჭი ფიქრებიდან შენთვის, სულის ცხონებისთვის ყველაზე საყურადღებო თემებზე. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი, რაც გამოსაყოფია, არის ის, რომ ცნობიერებაში გიტივტივდება საკუთარი ცოდვები, დაშვებული შეცდომები, ღვთისთვის არასათნო აზრები. რომ არა ლოცვა, ამ დროს მიღებული ღვთაებრივი მადლით გონების განწმენდა, არ მოხდებოდა ფიქრი, განსჯა, რაც ადამიანისათვის მეტად საჭირო და მნიშვნელოვანია.
სულიერების ზრდასთან ერთად ხდება ცოდვების, შეცდომების გახსენება, რომლებიც ადამიანს დავიწყებული აქვს და ყურადღებასაც არ აქცევს. ჩვენს მეხსიერებაზე ესეც უფლისმიერი მადლის ზემოქმედებით ხდება.
როცა უცბად, მოკლე დროშია საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება ან გვეშინია არ დაგვავიწყდეს რაღაც, წმიდა მამები გვირჩევენ მფარველ ანგელოზს მივმართოთ შველისათვის, რათა საჭირო მომენტში შეგვეშველოს, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, გაგვახსენოს ის, რის გაკეთებასაც ვაპირებდით.
ხშირად, ჩვეულებრივ სიტუაციებში ისე, რომ ვერ ვგრძნობთ, ღვთაებრივი ძალა გვახსენებს ბევრ რამეს, რაც ჩვენთვის საჭიროა, მეტად მნიშვნელოვანი. ასეთი შემთხვევები უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა ჩვენთვის. და როცა ვცოდავთ, ვაძლევთ საკუთარ ვნებებს გაქანების საშუალებას, მაშინ ზოგჯერ უფლისმიერი დასჯა ვლინდება იმით, რომ არ გვახსენდება, თავიდან გვივარდება ის, რისი დავიწყებაც არ შეიძლებოდა.
ქეთი ჭელიძე
http://www.ambioni.ge/mexsierebaze-borotiseuli-zalac-zemoqmedebs

Комментариев нет:
Отправить комментарий