ღმერთი

ღმერთი

понедельник, 12 мая 2014 г.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ გამოკითხულთა 50.8%-ის დამოკიდებულება უარყოფითია

12-05-2014

გაზეთ "კვირის პალიტრის" 5-8 მაისის გამოკითხვის თემას - "როგორია თქვენი დამოკიდებულება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიმართ? - 407 მკითხველი გამოეხმაურა. შედეგები ასე გამოიყურება:
1. დადებითად 12.0%
2. უარყოფითად 50.8%
3. მიჭირს პასუხის გაცემა 37.2%


interpressnews.ge

****


ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებათა კომისარი საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას მიესალმება

12-05-2014
ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას მიესალმება, - ამის შესახებ ნილს მუიჟნიეკსის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშშია ნათქვამი.
ამასთან, კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაატაროს საზოგადოებრივი ინფორმირებულობის კამპანია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
"კომისარი კატეგორიულად უსვამს ხაზს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, საჯარო პირებმა და საზოგადოების ლიდერებმა მკაფიო გზავნილი გააგზავნონ ადამიანთა უფლებების დაცვისა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად, ძალადობის, სიძულვილისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ცხადად უნდა განიმარტოს, რომ ლგბტ პირების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელი და დაუშვებელია", - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ნილს მუიჟნიეკსი აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასეთი სახით უნდა იყოს კვალიფიცირებული.
ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის 32-გვერდიან ანგარიშში, რომელიც საქართველოში ნილს მუიჟნიეკსის ვიზიტის შემაჯამებელია, საუბარია ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, უმცირესობების უფლებაზე, შერჩევით სამართალზე, ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და მედიაზე.
ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისარი ნილს მუიჟნიეკსი საქართველოში 2014 წლის 20-25 იანვარს იმყოფებოდა.



interpressnews.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий