არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე „იდენტობის" დირექტორის ირაკლი ვაჭარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ვაჭარაძემ „ტელეკომპანია კავკასიის ეთერში, 30 აპრილს განაცხადა, რომ „ჩვენთან ტრადიციულად იყო არმენოფობია სომხების მიმართ, იყო როდესაც პოლიტიკოსები ჩიოდნენ, რომ აი, აზერბაიჯანელები მრავლდებიან და რა გვეშველება, გადაგვჭამეს ქართველები, იყო ოსების და აფხაზების მიმართ დევნა, იყო ჰომოფობია და ამას დაემატა რასიზმი და ა.შ."
როგორც ტომარაძემ „რეპორტიორს" აცნობა, ვაჭარაძის მიერ გაკეთებული კომენტარი სიცრუე და ქართველების შეურაცხყოფაა.
„აღნიშნული განცხადება არის სიცრუე, შეურაცხმყოფელია და წარმოადგენს ტოლერანტი ქართველი ერის პირდაპირ დადანაშაულებას, ასევე შეიცავს ეთნიკური შუღლის ჩამოგდების ელემენტებს. რაც თავის მხრივ კვალიფიცირდება, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
თუ ირაკლი ვაჭარაძე სექსუალური თემატიკის გარდა, სხვა საკითხებითაც დაინტერესდება, აღმოაჩენს, რომ ოსებს და აფხაზებს საბჭოთა წყობის პირობებში ფაქტობრივად, ჰქონდათ ყველაზე ფართო ავტონომია რუსეთის ფედერაციის და საბჭოთა კავშირის სხვა სუბიექტების შემადგენლობაში არსებულ ავტონომიებთან შედარებით და განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მკვეთრად უკეთესი პირობები. ასევე საქართველოში მცხოვრები დანარჩენი ადამიანების უფლებების დარღვევამდე მისული პრივილეგიები.
სწორედ ირაკლი ვაჭარაძის მსგავს ნაქართველარებზე დაწერა ვაჟა ფშაველამ ეს სიტყვები: „შვილთა მაგივრად დედებსა, ძუძუს გვიწოვდეს გველები?!" - აღნიშნავს ტომარაძე.
reportiori.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий