ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 4 мая 2014 г.

ელიზიუმი - არამიწიერი სამოთხე.


ამჯერად ვისაუბროთ ფილმზე "ელიზიუმი - არამიწიერი სამოთხე". სხვადასხვა სახის სამხედრო და კოსმიური ზეტექნოლოგიების გარდა, ფილმში შემჩნეულია ბიოლოგიური ჩიპები, რომლებიც ადვილად ინერგება ადამიანის ორგანიზმში და ერწყმის დნმ-ს, მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დანგრეულია, რაც განაპირობებს ელიტის გადასვლას კოსმოსში მდებარე მფრინავ "კიდობანში". საგულისხმოა, რომ დღეს აშშ-ში (და არა მარტო) ბუნკერებისა და "კიდობნების" მშნენებლობის ბუმია, რაც არანაირად არ არის დაკავშირებული უახლოეს წლებში მოსალოდნელ "წარღვნასთან" ან "სამყაროს აღსასრულთან"; ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს ელიტარული მმართველი ძალების მსოფლმხედველობასთან, რომლის მიხედვით ზეციურ მნათობთა კოსმიურ ციკლები დიდ ზეგავლენას ახდენენ ადამიანთა გონებაზე. ამის გამო (მათი აზრით) ადამიანთა ენერგეტიკა სულ უფრო აგრესიული ხდება და მსოფლიოში ადამიანური ურთიერთობის კრიზისი დგება. ამის გამო ელიტას სულ უფრო და უფრო უჭირს გამოიგონოს დახვეწილი მეთოდები პლანეტის მოსახლეობის მოსათვინიერებლად. 

კინოფილმებში ჩვენ მუდმივად ვხედავთ ახალი ტიპირს იარაღებს და იმ აზრსაც ვამჩნევთ, რომ ადამიანი, როგორც იტყვიან, უბრალო სახორცე მასალაა და მეტი არაფერი. სხვა ფილმების მსგავსად, ამ ფილმშიც ნაჩვენებია სისტემის გადატვირთვის იდეა. პლენეტა სიცოცხლისთვის უვარგისია, ათასობით ქარხანამ და ფაბრიკამ, ბუნების დაბინძურებამ, წყლის საცავების მოწამვლამ და დაცარიელებამ დედამიწა საცხოვრებლად უვარგისი გახადა. ყველაფერი რასაც ადამიანი მიეახლა სასიკვდილო და ამაზრზენ ადგილად გადაიქცა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით საზოგადოებას ყველგან მართავენ რობოტები. მეცნიერება და განვითარება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ომის ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას ტკივილსა და იმედგაცრუებას მოუტანს. ოდესღაც მსოფლიომ ატომური ბომბის აფეთქება და დედამიწის გმინვა იწვნია, ხოლო ამ რამოდენიმე წლის წინ გამოსულ ფილმ "ტერმინატორში" საზოგადოებას ისეთი მომავალი დაუსახეს, სადაც რობოტები ადამიანებს ანადგურებენ, და თუკი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეს ფილმები მასონობის იდეებზე ასხამენ წყალს, მინიშნებები სრულიად გასაგები გახდება: აუცილებელია ნებისმიერი გზით ზედმეტი და არასაჭირო ადამიანებისაგან გათავისუფლება. ამასთან ისინი აუცილებლად ბრიყვები უნდა იყვნენ არაფერს რომ არ მიხვდნენ. გაერთეთ თამაშებით, მოსწიეთ სიგარეტი, ილოთეთ, იჩხირეთ, იყნოსეთ, შეეჯვაერთ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და გაანიავეთ გენოფონდი, იკეთეთ აბორტები, არ იკითხოთ წიგნები, მოჰკალით ერთმანეთი... აი, საითკენ უბიძგებენ საიდუმლო საზოგადოებები დღევანდელ კაცობრიობას და კინოხელოვნება ამ საქმის ავანგარდში უყენიათ. როგორ? ალკოჰოლის რეკლამით, - კინოში ყველა ეწევა რათა მაყურებელ ჩაუნერგონ მწეველობის ბუნებრივობის კულტი; აგრესიისა და მკვლელობების პროპაგანდირებით, რომლებითაც სავსეა ჰოლივუდის (და არა მარტო) ფილმები; ამიტომაც, არ უნდა გვიკვირდეს, ქუჩაში დანაშაულობის გაზრდა, ვიღაცის პირუტყვულ-მხეცური ჟინიანობა და აღტყინება.

ავიღოთ ჩვეულებრივი ქალაქების კადრები მსგავსი ფილმებიდან, თუ მათ ინდოეთის ქალაქებს შევადარებთ დიდ განსხვავებას ვერც დავინახავთ. აშშ-ში ძალზედ ბევრია ისეთი ქალაქი, რომელიც ასეთ გაპარტახებულ აღსასრულზე გადადის (მაგალითად, დეტროიტი). ეს არ არის უბრალოდ ეკონომიკის არარსებობა, ან მესამე სამყაროს ქვეყანები, ეს მთელი რეგიონებია, სადაც ადამიანები ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ პირობებში არსებობენ.

თვით კიდობნებს დაცვის სხვადასხვა ფორმები და ტიპები გააჩნიათ. თქვენ ალბათ გსმენიათ, როგორ თხრიან აშშ-ში ათობით კილომეტრებს და აგრძელებენ მიწისქვეშა ქალაქების მშენებლობას. შეიძლება დავამატოთ და გავისხენოთ ცარიელი მყინვარები ანტარქტიდაში, რადგან არავინ იცის იქ რა ხდება; როგორც მთელი რიგი დოკუმენტური ფილმებიდან ჩანს, იქაც რაღაც საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებენ. მყინვარების ქვეშ საიდუმლო ლაბორატორიებია. მთლიანობაში ეს ყოველივე პლანეტის მშვიდობიან მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს, რადგან ამ ლაბორატორიებში ცდიან სხვადასხვა ვირუსებს და ჩვენსკენ აგზავნიან. ევროპა ხშირად "წმენდდა" თავის მოსახლეობას ისეთი პროგრამებით, როგორიცაა შავი ჭირი, ომები და ინკვიზიცია, ანუ იმის თქმა გვსურს, რომ მოსახლეობის კონტროლის მექანიზმები საკმაოდ ბევრია.

მაგრამ, როგორც ჩანს ელიტას ეს ყოველივე მოსწყინდა და მან კოსმოსში გადაბარგება მოისურვა, აქ კი თავისი მეთვალყურეები დატოვა. ისე ჩანს, რომ მოვლენათა განვითარებაზე და ინფორმაციაზე, "ბატონები" ყოველთვის აკვირდებოდნენ კოსმოსიდან... გიზას პირამიდებიც ხომ პირდაპირ ორიონის თანავარსკვლავედის ქვეშ მდებარეობენ, რის გამოც მასობრივად ეწვიან პალეოკონტაქტის პოპულარიზაციას, რომ თითქოსდა სიცოცხლე დედამიწაზე უცხოპლანეტელების ჩამოტანილია; ზოგჯერ მათ "გასეირნებებს" წყლის ქვეშ თუ კოსმოში, პლანეტის მოქალაქეებიც ამჩნევენ.

ფილმ "ელიზიუმში" ასახულია შუმერული კოსტიუმები, და თუ ყურადღებით დავაკვირდებით როიდთა (პალეოკონტაქტის იდეის მომხრეთა აზრით, როიდები ერთ-ერთი "უცხოპლანეტური" რასაა - რედ.) კოსტიუმები ძველ ცივილიზაციებშიც არსებობდა. მრავალ ფანტასტიკურ ფილმში ნაჩვენებია კოსტიუმები, რომლებიც სხვადასხვა არტეფაქტებში ასახულ "უცხოპლანეტურ" კოსტიუმებს ძალზედ ჰგვანან.

ჩვენ მარადჟამ ღმერთის ძიებაში ვართ და ამავდროულად გავურბივართ მას, მაგრამ ყველა მითიდან თუ გამოქვაბულის მხატვრობიდან, გეოგლიფებიდან ცხადი ხდება, რომ აქ ვიღაც იყო, მან დაიპყრო ადამიანთა გონება და გაქრა. ჩვენ კი ძალზედ მივეჩვიეთ ამ "ვიღაცაზე" ფილოსოფოსობას.

სისტემის, ანუ მატრიცის გამორთვა შეიძლება, მაგრამ მაშინ აუცილებელი ხდება სხვა მატრიცის ჩართვა. ფილმშიც სწორედ ეს ხდება: ნადგურდება ერთი მატრიცა და ირთვება მეორე. მაყურებელი გახარებულია და სახლში კმაყოფილი მიდის, - ის აკეთებს დასკვნას, რომ ახალი ტექნოლოგიები გარდაუვალობაა და ისინი ძირფესვიანად შეცვლიან საზოგადოებას.

არის ასეთი ფილმი "დრო", სადაც ელიტური საზოგადოება მისაწვდომია მხოლოდ მისთვის, ვისაც ციფერბლატზე დიდი დრო აქვს, ამ ფილმის ანალოგიურად "ელიზიუმში" მიანიშნეს, რომ არსებობენ ისინი, ვისაც ყვეალფერი გააჩნია, რეგენერაციული კაფსულების ჩათვლით, რომლებიც სწრაფად აღადგენენ გაგლეჯილ სხეულსაც კი, და ისინი, ვისაც საერთოდ არაფერი გააჩნია სიცოცხლის წყურვილის გარდა.

ფილმი არ გამოირჩევა დიდი სიბრძნით, აქ კონკრეტულად მინიშნებულია და ნათლად ნაჩვენებია ის, რაზეც არც პოლიტიკოსები დუმან: ჩიპებზე, რელიგიაზე, მოსახლეობის შემცირებაზე, განათლების უსარგებლობაზე, კოსმოსის ათვისებაზე, აქ ყველაფერი ღიად და დაურაფავად არის ნაჩვენები.

ფილმში ერთ ადგილას ვხედავთ ღარიბთა ხომალდს, რომელიც ელიზიუმისკენ გაეშურება, მაგრამ მას კოსმოსშივე აფეთქებენ და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ამა ქვეყნის ძლიერთ არათავისიანები (მათთვის არასაინტერესო ადამიანები) სულაც არ სჭირდებათ. დროის მანქანა თუ მითიური პროექტია, მეხსიერებაში, უფრო სწორედ თვის ტვინში ჩიპის ჩანერგვა სრული რეალობაა. აქედან, ელექტრონული ჩიპით და ტვინში გარკვეული ნერვული ზონების მოჭერით ალბათ მალე შესძლებენ კუნთების რეგულირებას... ადამიანის გარობოტებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება. გენეტიკა და რეგენერაცია, - აი ელიტის იარაღი რითაც იმგვარ საზოგადოებას აშენებენ, რომელმაც ღმერთი უარჰყო და მიელტვის ადამიანის გაღმერთებას. ამის მისაღწევად კი სარწმუნოებას და ჭეშმარიტების შემეცნებას ებრძვიან...

"ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან. დავგლეჯთ მათს სადავეებს და მოვიშორებთ მათს ხუნდებსო", მაგრამ, "მკვიდრი ზეცისა გაიცინებს, უფალი აბუჩად აიგდებს მათ" (ფსალმ. 2:2-4).

ინტერნეტ წყაროს მიხედვით: antimason.ru


apocalypse.ge

 

Комментариев нет:

Отправить комментарий