ღმერთი

ღმერთი

пятница, 9 мая 2014 г.

კანონი, რომელსაც ხელისუფლება გადაჰყვება

09 05 2014

ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი აპირებს, ვფიქრობ, ისეთი დაპირისპირების მიზეზი გახდება, ერთი მხრივ, ხელისუფლებასა და, მეორე მხრივ, ერსა და ბერს შორის, როგორიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა. არ ყოფილა იგი «ნაცმოძრაობის» ავადსახსენებელ 9-წლიან პერიოდშიც კი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო საქართველოს პატრიარქის თხოვნა და სხვადასხვა, ე. წ. არატრადიციული რელიგიები მართლმადიდებლობასთან გაათანაბრა!



«ქართული ოცნების» ხელისუფლებაც უზნეო ბავშვივით ჯიუტობს, ისიც არაფრად აგდებს პატრიარქის თხოვნას კანონის განხილვის გადავადების(!) თაობაზე, და თავისი გადაწყვეტილების სისწორეში მოსახლეობის დარწმუნებას ყოვლად მიუღებელი, უაზრო «არგუმენტით» ცდილობს _ «ევროპა თუ გვინდა, ეს კანონი სასწრაფოდ მისაღებია, არმიღებით რუსეთში ჩავრჩებით»! ხელისუფლებას კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სრულებითაც არ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ჰომოსექსუალობას დაგვაძალებს. მოეხსენება ისიც, რომ რუსეთში ჰომოსექსუალობის პროპაგანდა კარგა ხანია აიკრძალა; თუ, ამ კონკრეტულ საკითხშიც არ გვარგებს რუსეთის მიბაძვა?! და მაინც ევროპა გვინდა?! საერთოდ, რას ნიშნავს «ევროპა თუ გვინდა», ამ კანონით ევროპას გვაძლევენ?! თუ პირიქით _ იძულებულს გვხდიან, იქეთ მივეცეთ ევროპას!


ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის ან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისთვის ერის დამღუპველი კანონის მიღება ნორმალურ კაცს როგორ უნდა მოუვიდეს თავში! კანონის შინაარსსაც თავი რომ დავანებოთ, იმასაც ვერ გვიხსნიან, რატომაა ეს დასაწვავი კანონი ასე სასწრაფოდ მისაღები, ამისთანა რა ცეცხლი უკიდიათ (თუ წაუკიდეს!), ანუ რა «პაჟარი» აქვთ «ქოც-ნაცებს» ისეთი, რომ მისი განხილვის გადადების თხოვნაც არ შეუსრულეს პატრიარქს. იციან, რომ მათ სიჯიუტეს აუცილებლად მოჰყვება დიდი დაპირისპირება ქვეყანაში, და მაინც მიდიან ამაზე! პარლამენტის ყოვლად აუხსნელი აჩქარება ეჭვებს აჩენს – დიდი ხანია, ჩვენ პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონი ვართ და მოსალოდნელი არეულობაც ექსპერიმენტატორების ჩაფიქრებულს ხომ არ წააგავს?ერთი შეხედვით, თითქოს რა უნდა იყოს ამ კანონში ცუდი?! იგი ხომ მხოლოდ დისკრიმინაციის, ანუ რელიგიურ, ეთნიკურ, რასობრივ და გენდერულ ნიადაგზე შევიწროება-დევნის აკრძალვას ნიშნავს. ასეთი ცხოვრების წესი, ჩვენი ბრძენი მეფეების წყალობით, ხომ ისედაც საუკუნეებია მოქმედებს საქართველოში _ ტრადიციული, ტოლერანტული თანაცხოვრების ნორმები ძვალსა და რბილში გვაქვს გამჯდარი ყველას და ამ თვალსაზრისით ფორასაც მივცემთ სხვა ერებს. მაშ, რამ აღაშფოთა ასე ძლიერ ერი და ბერი? _ რამ და, პედერასტების ნორმალურ ადამიანებთან გათანასწორების მცდელობამ (უვიცთათვის განვმარტავ, რომ ჰომოსექსუალების პედერასტებად მოხსენიება სრულებითაც არ ნიშნავს სიძულვილის ენას; «პედერასტი» გახლავთ მეცნიერებაში და ლიტერატურაში დამკვიდრებული უძველესი ტერმინი, რომელიც, განსხვავებით «ჰომოსექსუალისგან», ზუსტად გადმოსცემს ამ მოვლენის არსს. «პედერასტი» ზუსტად იმდენად არის დამამცირებელი, რამდენადაც სამარცხვინოა თავად პედერასტობა მოცემულ სახელმწიფოში! «უფლებადამცველებს» სალაპარაკო რომ არ დავუტოვო, ამიტომ ჰომოსექსუალების ანალოგიურად ჰეტეროსექსუალებსაც ზოგჯერ არაპედერასტებად მოვიხსენიებ, ნორმალური უმრავლესობა არ გამინაწყენდება).


ჩვენი აღშფოთება არ უნდა დაემსგავსოს ჩვენი «მეგობრების» შეშფოთებებს, მოსახლეობის პროტესტმა ფეხზე უნდა დააყენოს ყოველი არაპედერასტი ადამიანი. აქ ზნეობაზე ხელის აღებაში და სოდომ-გომორის ცოდვაში ფეხის ჩადგმაში არ არის მხოლოდ საქმე. ეს თავისთავად ასეა, მაგრამ, თუ თვალს გადავავლებთ «დემოკრატიულ» ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, დავინახავთ, რომ უკანასკნელ 30-40 წელიწადში ჯერადობით იმატა პედერასტების რაოდენობამ მსოფლიოში. ამერიკის დიდ ქალაქებში ისინი მოსახლეობის 5-დან 15 %-ს(!) შეადგენენ. სექსუალური ჯანმრთელობისა და ქცევის შემსწავლელი ეროვნული ცენტრის 2010 წლის კვლევებით, ამერიკაში ქალების 7% ლესბოსელია, კაცების 8 % კი – გეი (ჰომოსექსუალი, ანუ პედერასტი), საერთო ჯამში, _ 22–25 მილიონი ადამიანი! კატასტროფის წინაშე დგას მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით, ჩვენისთანა პატარა ერები და ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიით თავმომწონე სახელმწიფოებმა განგაშის ზარებს შემოჰკრან, პირიქით, ყველანაირი ხერხებით აიძულებენ დანარჩენ მსოფლიოს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას, ჰომოსექსუალების გათანაბრებას ჰეტეროსექსუალებთან!


რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თანასწორი, თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, მაგრამ რას ნიშნავს «ყველა ადამიანი»? სულით ავადმყოფიც?! «გიჟი თავისუფალიაო», _ ვამბობთ, თორემ მათ იმავე უფლებებს კი არ ვანიჭებთ, რომელთაც ნორმალურ ადამიანს, პირიქით, აუცილებლად გარკვეულშეზღუდვებს ვუწესებთ. კაცობრიობის დასაბამიდან პედერასტობა ნორმიდან გადახრად, ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა და მეოცე საუკუნის ბოლოს გამოგვიცხადეს, რომ ყველანი (ყველა დროის მედიცინის კორიფეები, ფილოსოფოსები და სხვები) ცდებოდნენ, ჰომოსექსუალები სავსებით ნორმალური და საზოგადოებისთვის მისაღები, სასურველებიც კი არიანო. ახლა კი გვაძალებენ(!), მოდით, მათი ნორმალურობა კანონით გავაფორმოთო.


პედერასტების ნორმალურობის დასაბუთებისას მათი უფლებადამცველები ერთადერთ დოკუმენტს იშველიებენ – ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ 1973 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას დაავადებათა ნუსხიდან ჰომოსექსუალობის ამოღების თაობაზე. ბუნებრივია, ნებისმიერს დაებადება კითხვა, თუ რის საფუძველზე მოხდა ეს რევოლუციური ცვლილება, რა მეცნიერული აღმოჩენა გაკეთდა ამერიკაში 70-იან წლებში ისეთი, რომ საუკუნეების მანძილზე ფსიქიკურ დაავადებად ცნობილი, კრიმინალთან გათანაბრებული პედერასტობა უცებ ნორმად, უწყინარ სექსუალურ ორიენტაციად(!) მოინათლა და, შესაბამისად, სახელიც შეეცვალა _ პედერასტობას ჰომოსექსუალობა ეწოდა. ერთობ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ «აღმოჩენამ» მხოლოდ 19(!) წლის შემდეგ ჩააღწია ევროპაში. ადვილი მისახვედრია, რომ არავითარ აღმოჩენას ადგილი არ ჰქონია. ამის თაობაზე ასოციაციის ყოფილი წევრი ჯეფრი სატინოვერი თავის ნაშრომში «ჰომოსექსუალობა და სიმართლის პოლიტიკა» (1996) წერს, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის მიერ ჩატარებული ხმის მიცემა ჰომოსექსუალობის «გასანორმალურებლად» ნაკარნახევი იყო პოლიტიკით და არა – მეცნიერებით! არავითარი კლინიკური და მეცნიერული არგუმენტები ჰომოსექსუალობის შეფასებაში ცვლილების შესატანად არ არსებობდა, და რომ ასოციაციაზე განხორციელებულ იქნა ზეწოლა რადიკალური აქტივისტი-ჰომოსექსუალების მხრიდან! (ფსიქიატრთა ასოციაციაში შექმნილმა ჰომოსექსუალების ფრაქციამ 1970 წელს დაგეგმა ასოციაციის ყოველწლიური სხდომების ჩაშლა, ცნობილ ფსიქიატრს და ფსიქოანალიტიკოს ირვინგ ბიბერს ობსტრუქცია მოუწყვეს სხდომაზე და იგი რასისტს შეადარეს; ჰომოსექსუალური მოძრაობის აქტივისტებმა «გეების განთავისუფლების ფრონტს» მოწოდებით მიმართეს, მოეწყოთ დემონსტრაცია 1971 წლის მაისში; დამუშავდა არეულობების ორგანიზების სტრატეგია; ეს ჰომოსექსუალი პროტესტანტები მართლაც შევარდნენ 3 მაისს სხდომაზე და ძალით იგდეს ხელთ მიკროფონი. არეულობების გაგრძელების მუქარის ქვეშ და, რაც ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი იყო, ხელისუფლების მხრიდან დაკავებული აშკარა პროპედერასტული პოზიციის გამო, ჰომოსექსუალიზმი ამოღებულ იქნა დაავადებათა ნუსხიდან. სწორედ ამ დროიდან იწყება ტერმინ «პედერასტის» იძულებითი განდევნა და უნგრელი პედერასტის მიერ მე–19 საუკუნის ბოლოს მოგონილი ტერმინის _ «ჰომოსექსუალის» ნაძალადევი დამკვიდრება. არადა, ხმარებიდან ამოსაღებია არა ტერმინი «პედერასტია», არამედ, ტერმინი «სექსუალური ორიენტაცია», რადგანაც ნორმაში მხოლოდ ერთი ორიენტაცია არსებობს _ ქალისა და მამაკაცის ურთიერთლტოლვა, ყველა სხვა ე. წ. ორიენტაცია არის ბიოლოგიური ნორმიდან გადახრა. ასეთ გადახრას კი სამედიცინო ენაზე სიმახინჯე ეწოდება!).


მე არ ვაპირებ ჰომოსექსუალობაზე, როგორც ფსიქიკურ დაავადებაზე (გნებავთ, როგორც დევიაციაზე) ან მის ზნეობრივ მხარეზე, როგორც სოდომ-გომორის ცოდვაზე საუბარს. ამაზე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ეს არგუმენტები არათუ თავად ჰომოსექსუალებზე არ ჭრის, მათ არ იზიარებს ჰეტეროსექსუალებად წოდებული დეპუტატებიც (ფაქტია, ანტიდისკრიმინაციული კანონი 109 ხმით, ერთხმად (!) იქნა მიღებული პირველი მოსმენით). ამიტომ დროებით გვერდზე გადავდოთ ჰომოსექსუალობა, როგორც ავადმყოფობა და როგორც ცოდვა. გაუშვი, ჰომოსექსუალებმა იფიქრონ, რომ არც არაფერი სჭირთ (ისედაც ცნობილია, რომ ადამიანები, ფსიქიკური აშლილობით, იშვიათად თვლიან თავს ავადმყოფებად!) და ზნეობრივადაც საზოგადოებისთვის მისაღებნი არიან, და ამ, მართლაც, 21-ე საუკუნის ჭირის (ზოგისთვის, ლხინის) მხოლოდ სამართლებრივ მხარეს შევეხოთ.


ზედმეტია იმის ახსნა, რომ თანასწორობა თანასწორუფლებიანობას ნიშნავს და სხვას არაფერს. მაშასადამე, ჰომოსექსუალებს კანონით მინიჭებული ექნებათ ზუსტად იგივე უფლებები, რაც ყველა დანარჩენს (სხვა შემთხვევაში, კანონში ჩამოწერილი იქნებოდა ის შეზღუდვები, რომლებიც გამონაკლისის სახით მხოლოდ მათზე გავრცელდებოდა და მაშინ უკვე დისკრიმინაციასთან გვექნებოდა საქმე). ექნებათ თუ არა ასეთ ადამიანებს შეკრების, მიტინგის ან აღლუმის ჩატარების უფლება? რა თქმა უნდა, ექნებათ! იქნება თუ არა ეს ჰომოსექსუალობის პროპაგანდა? უდავოდ! დასჯადი იქნება თუ არა ჰომოსექსუალობის ცოდვად, გარყვნილებად და ზნეობრივ გადაგვარებად გამოცხადება? აუცილებლად იქნება! შეეძლებათ თუ არა ლესბოსელებსა და პედერასტებს თავისნაირებზე დაქორწინება, ბავშვების შვილად აყვანა? როდესაც თანასწორუფლებიანები გახდებიან, ცხადია, ამასაც მოითხოვენ და მიაღწევენ კიდეც, კანონის ძალით! ვიცე-სპიკერ ქ-ნ მანანა კობახიძის დაპირება, რომ ასეთ შემთხვევაში ის დეპუტატის მანდატს დატოვებს, ვერაფერი ნუგეშია, ვის რაში ანაღვლებს კობახიძის დეპუტატად ყოფნა-არყოფნა, ეს ხომ სასაცილოა!


ჰომოსექსუალებს და მათ დამცველებს უნდა განემარტოთ უფლებები და თავიანთი ადგილიც მიეჩინოს, მაგრამ არა ანტიდისკრიმინაციული კანონით, არამედ სისხლის სამართლის კანონით! თუ რას ვგულისხმობ, ამის გაგება სულ ადვილად ხერხდება ერთ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემით, რომელსაც სავალდებულო რეჟიმში პასუხი უნდა გასცეს ჰომოსექსუალობის აბსოლუტურად ყველა დამცველმა და, უწინარესად, პარლამენტის წევრებმა პერსონალურად!


ეს კითხვაა: თუკი ნებისმიერი(!) ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი (ანუ რასის, რწმენის, სქესის თუ რაღაც «ორიენტაციების» მიუხედავად) თავისი ქმედებებით ან იდეების ტირაჟირება-პროპაგანდით საფრთხეს უქმნის ადამიანის მოდგმას და ხელს უწყობს მის გადაშენებას – დეპოპულაციას, ასეთ ადამიანებს ხელი უნდა შეეწყოს კანონის ძალით თუ, პირიქით, ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ მათი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი საქმიანობის ბლოკირებას, საჭიროების შემთხვევაში კი – სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას?


მიუხედავად იმისა, რომ გლობალისტების მამამთავრების უპირველესი მიზანი მსოფლიოს მოსახლეობის დეპოპულაციაა (ომების, წამალ-ვაქცინების თუ ჰომოსექსუალობის გზით), არა მგონია, საქართველოს დეპუტატებიდან რომელიმემ გაბედოს და ღიად მხარი დაუჭიროს ისედაც გადაშენების გზაზე დამდგარი ქართველი ერის ფიზიკურ მოსპობას. ვერც ისეთ სისულელეს იტყვიან, რომ ჰომოსექსუალობა, დეპოპულაციას კი არა, ერის გამრავლებას უწყობს ხელსო.


მოკლედ და გასაგებად, ანტიდისკრიმინაციული კანონით, რომელიც, ფაქტობრივად, პროპედერასტული და ანტიმართლმადიდებლური კანონია, პარლამენტი ხელს უწყობს ერის გადაგვარება-გადაშენებას! ჰომოსექსუალობის მფარველობით საქართველოს პარლამენტი დანაშაულის ხელშემწყობი და თანამონაწილე ხდება, ამიტომ იგი კინწისკვრით გაყრას იმსახურებს, მაგრამ თუ, როგორც გვჩვევია, ლმობიერებას გამოვიჩენთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამ გზით მოვიცილოთ თავიდან სხვისი ავტორიტეტის წყალობით გადეპუტატებული ეს, მართლაც ვაიქართველები!


იაკობ ლეჟავა


P.S. მამათმავლობის (პედერასტია-ჰომოსექსუალობის) ყველაზე ზუსტ და ამომწურავ განმარტებას, თანაც ორად-ორი სიტყვით გამოხატულს, ბიბლია იძლევა _ «მამათმავლობა მომაკვდინებელი ცოდვაა». იგი სწორია გადატანითი მნიშვნელობითაც და პირდაპირი გაგებითაც. მამათმავლობა ცოდვაა, როგორც ერის ზნეობრივად გადამგვარებელი (მომაკვდინებელი) და იგი ცოდვაა, როგორც ერის ფიზიკურად გადამშენებელი (მომაკვდინებელი)!


P.P.S. დეპუტატებმა შედეგი გააუმჯობესეს _ ანტიდისკრიმინაციული კანონი მეორე მოსმენით ისევ ერთხმად, ამჯერად, 112 ხმით მიიღეს! დარწმუნებული ვარ, მესამე მოსმენაც ასეთივე «წარმატებული» იქნება. ქართველი ბიჭების აფრიკაში საომრად გამგზავნი დეპუტატებისგან (106 ხმით ერთის წინააღმდეგ!) რამე უნდა გაგვიკვირდეს?! ეჭვი არ მეპარება, მალე, ირაკლი ალასანიას ინიციატივასაც – ნატოს საჰაერო თავდაცვითი სისტემის საქართველოში განლაგების თაობაზე, ასევე ერთხმად მოიწონებს პარლამენტი. ალასანიას აზრით, ამითნატო, თურმე, «რუსეთს მიახვედრებს, რომ იგი არ ხუმრობს!» თავად თავდაცვის მინისტრი კი, თავისი დიპლომატიურ-აგენტურული ჭკუით იმასაც ვერ ხვდება, რომ, სანამ ნატო რამეს განალაგებს ჩვენთან, მანამდე ისე «მიგვახვედრებს» რუსეთი, რომ არასოდეს დაგვავიწყდება!



http://www.geworld.ge/View.php?ArtId=5876&Title=kanoni,+romelsac+xelisufleba+gadahyveba&lang=ge



Комментариев нет:

Отправить комментарий