22 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმში ბანაობისას მერვეკლასელი ბიჭი, ზურიკო კუპრეიშვილი მდინარეში თანატოლის გადასარჩენად გადახტა. ზურიკო წყლიდან სწრაფადვე ამოიყვანეს და ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების თქმით, ბავშვს პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ექიმების დასკვნით, მოზარდს გული გაუჩერდა.
-მეზობლის მანქანით წასულან. აქვე ცხოვრობს ის კაცი, მურთაზ კუკავა, თავს იკლავს თურმე საცოდავი, ეს რამხელა ცოდვა ავიკიდეო. ბამბუკის მოსაჭრელად წასულა წყლის სიღრმის გასაზომად, ზუსტად ამ დროს მოხდა ტრაგედია... ზურიკომ ცურვა არ იცოდა და ნაპირზე ჩაცმული იჯდა თურმე. რა დროსაც, ერთ-ერთი მისი თანატოლი, თემური წყალში ჩამხტარა და მაშინვე ყვირილი აუტეხია, ვიხრჩობიო. ზურიკო ინსტიქტურად წამოხტა თურმე, რათა თანატოლს მიშველებოდა. თემური როგორღაც დამოუკიდებლად გამოსულა ფონს, ზურიკომ, კი ეტყობა, ფეხქვეშ მიწა რომ ვერ იგრძნო, შეშინდა და გული გაუსკდა...
მთელი ქუჩის საამაყო ბავშვი იყო, თავის ოჯახთან ერთად. ნიჭიერი, წესიერი და არანორმალურად კეთილი. საშინელ დღეშია მთელი ოჯახი.

- მამა, როგორც გავიგეთ, სკოლის დირექტორია...
- დიახ, ზურაბ კუპრეიშვილი ისტორიკოსია და ზუგდიდის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს. რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული. ეროვნული სკოლის დამფუძნებელია, რომლის დირექტორიც გახლდათ. ოჯახი გვიან შექმნა, 45 წელს გადაცილებული იყო. მეუღლე ბიოლოგი ჰყავს. მხოლოდ ქუჩას კი არა, ქალაქს ეიმედებოდა ეს ოჯახი.
- ითქვა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს...
- დიახ, რამდენიმე წლის წინ, ამ კაცმა თავის სკოლის მოსწავლეები თბილისში ტრენინგზე ჩამოიყვანა. ზუგდიდში მატარებლით უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ორი მოსწავლე არ იყო. მე-10 და მე-11 კლასის ბიჭები იყვნენ და სადღაც ერთობოდნენ და სადგურში დააგვიანდათ. ძალიან განიცადა თურმე, - მშობლებს რა ვუთხრაო...
ის ბიჭები იმავე საღამოს სხვა ტრანსპორტით წამოსულან. ზურაბი ყოველთვის ძალიან მკაცრი კაცი იყო და ყველას ერიდებოდა მისი. ბიჭები მიმხვდარან, რომ ცუდად მოიქცნენ და მეორე საღამოს, მას სახლში მისულან, ბოდიშის მოსახდელად. გახარებია, - ამას რომ მიხვდით, ნიშნავს, რომ შრომა წყალში არ ჩამყრიაო, თანატოლებივით დალაპარაკებია და გაუცილებია სახლიდან. რა დროსაც ერთ-ერთ ბიჭს მანქანამ დაარტყა და ადგილზე მოკვდა. ისიც დედისერთა იყო... ეს ამბავი იმდენად განიცადა ზურაბმა, რომ ლოგინად ჩავარდა და ნერვიულობის ნიადაგზე პარკინსონის დაავადება დაემართა.
ყველანი, მათ შორის, ბავშვის მამაც ეუბნებოდა, რომ ის არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც თავს იდანაშაულებდა, - ასეთი მკაცრი რომ არ ვყოფილიყავი, ბოდიშის მოსახდელად არ მოვიდოდა და იქნებ ეს ტრაგედია არ მომხდარიყოო... ჩაიკეტა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახლიდან არ გამოდიოდა. თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ ისევ შვილმა მოაბრუნა აქეთ... მის გამო დადგა ფეხზე. თუმცა სულ ამბობდა, რომ ამ ტკივილს მხრებით ატარებდა. ჯანმრთელობა განადგურებული აქვს. რაც ასაკში შედიოდა, სულ უფრო ცუდად ხდებოდა და ერთადერთი შვილის გამო აკეთებდა ყველაფერს, - ოღონდ ეს ფეხზე დამაყენებინა და მერე არაფერს ვდარდობო... ახლა კი ამბობს, - ჩემს დაღუპულს შვილს ყურადღება სჭირდება, სანამ მიწას მივაბარებ, მერე კი ვინმემ ამიხსნას ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვსო... როგორ უნდა ვანუგეშოთ, რა ვუთხრათ, თავად გვაძლევდა ხოლმე ყველა რჩევას.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)
Комментариев нет:
Отправить комментарий