ღმერთი

ღმერთი

пятница, 27 июня 2014 г.

ბერი ერმოლაოსი: ბერი სპორტსმენივითაა...

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის, ერმოლაოსის (ჭეჟია) მიერ ,,ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ჩანაწერს:

,,ბერი სპორტსმენივითაა! რა ძლიერიც არ უნდა იყოს მისი მოტივაცია, რა დიდი სულიერი და ფიზიკური პოტენციაც არ უნდა გააჩნდეს მას, რა დიდიც არ უნდა იყოს მისი გარედან მხარდაჭერა, სანამ მისთვის განსაზღვრულ ფინიშის ხაზს - სიკვდილის მიჯნას არ გადააბიჯებს, მანამ მის ღირსებებზე და დამსახურებებზე ლაპარაკი სრულიად უაზროა, რადგან, როგორც სპორტსმენი, ისიც შეიძლება ფინიშის ხაზამდე სულ ერთ მეტრში დაეცეს და მთელი ღვაწლი წყალში ჩაეყაროს. და თუ სპორტსმენის შემთხვევაში მისდამი სიბრალულის გრძნობა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი დაეუფლება, ბერისადმი სიბრალული არავის აზრადაც არ გაუჩნდება, რადგან ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ის მხოლოდ იმიტომ დაეცა, რომ საკუთარი შესაძლებლობები გააღმერთა“, - წერს ბერი ერმოლაოსი.



http://www.newposts.ge/?l=G&id=43466-%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98,%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98

Комментариев нет:

Отправить комментарий