ღმერთი

ღმერთი

вторник, 17 июня 2014 г.

XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები

სერგო ვარდოსანიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
2011 წ, თბილისი
XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები

(1918-1927)



წინასიტყვაობა




XVIII საუკუნის დიდი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის განმარტებით, “მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტს, მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებას და ჰგმობს უკეთურთ ქმნულებას. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის (სინამდვილეს არ აყალბებს) და მოწმობს სხვათა და სხვათა, მატიანე განამხნობს და ერთგულ ჰყოფს ქუეყნისად, მატიანე აცნობს ნათესავთ შთამომავლობასა და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყვასისა მიმართ.”
XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორია თავის თავში მოიცავს როგორც ამაღლებულ, წარმატებულ, ასევე რთულ წინააღმდეგობრივ მოვლენებსაც. საარქივო მასალები, პირად კოლექციებში შემორჩენილი საოცარი ფაქტები ადასტურებს რაოდენ რთული იყო სასულიერო პირობა, ჯერ ავტოკეფალია წართმეულ საქართველოს ეკლესიაში, ხოლო შემდგომ – კომუნისტურ ხანაში, რა ძნელი იყო, დარჩენილიყავი მოუსყიდველი, ზნესრული და სულიერად განსპეტაკებული, როგორც მაგალითი ჭეშმარიტი ქრისტიანისა. განსაცდელები, რეპრესიები, ეკლესიის შიგნიდან რღვევის პოლიტიკა, რომელიც ეკლესიის გარეთ იგეგმებოდა, ბევრ სასულიერო პირს აიძულებდა რაღაც კომპრომისებზე წასვლას… თუმცა, თავის გადარჩენის სურვილი ზოგიერთ სასულიერო პირს მიუღებელ ნაბიჯებს ადგმევინებდა. ბევრს ვფიქრობდი, საზოგადოებისათვის უცნობი ზოგიერთი დოკუმენტის არქივებიდან დღის სინათლეზე გამოტანა რამდენად მართებული იყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე მათი გამოქვეყნება. წარმოდგენილი ისტორიული ქრონიკები იწერებოდა დიდი გულისტკივილითა და სიფრთხილით. კიდევ ერთხელ ვითხოვთ ჩვენი წინაპრებისგან დიდსულოვან პატიებას, მაგრამ წარსულის ტრაგიკული მოვლენების პირუთვნელად შეფასება აწმყოსა და მომავლის სწორად გააზრების საფუძველი უნდა გახდეს.

http://iberiana2.wordpress.com/georgia/vardosanidze/





კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932წწ.)

http://www.ambioni.ge/katolikos-patriarqi-qristefore-cicqisvili


Комментариев нет:

Отправить комментарий